Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთმა ქართველების მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოიცვალა

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთმა ქართველების მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოიცვალა

537

“ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი. იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე ჩემი ხალხისათვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად”, _ ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანიდან არქიფო სეთურის გმირის ეს სიტყვები 25 წლის თავზე ზედგამოჭრილია ქართველი ხალხის დღევანდელი მდგომარეობის გამოსახატად. “ხალხის ბედნიერებისათვის რა არის საჭირო? _ იმედი… გვითხრეს “მამებმა და მარჩენალებმა ჩვენმა”: კენტ ბრაუნმა, კენეტ იალოვეცმა, იმავე რიჩარდ მაელსმა, ჯონ ტეფტმა, ჯონ ბასმა, რიჩარდ ნორლანდმა და მოვდივართ დღემდე ამ იმდით, იმედით, რომ ოდესღაც ნატოსა და ევროკავშირის კარები გაიღება, თუმცა ამ იმედის მოლოდინით, როგორც ცნობილმა პოლიტოლოგმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა (იხ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #36), “საქართველოს ყოველ ხელისუფლებას მოსახლეობა ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომ ხალხი მზადაა, ხმა მისცეს ნებისმიერს, ვინც მოაშორებს ამ ხელისუფლებას”. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი თავგამოდებით ცდილობს, ხალხი საპირისპიროში დაარწმუნოს და ამბობს, რომ მათი ხელისუფლება არ ჰგავს არც ერთ წინამორბედს და რომ სულ სხვა, უფრო ნათელი კურსითა და გზით მიდიან. ამ თემაზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დაუკავშირდა.

_ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვგავართ არც ერთ წინა მთავრობასო. ხალხი კი სხვანაირად ფიქრობს. თქვენ თუ ხედავთ რაიმე ხელჩასაჭიდ სხვაობასოცნებისხელისუფლებასა და მის წინამორბედებს შორის?

_ რადგან შეკითხვა ასე დასვით, ცოტა შორიდან დავიწყებ, ვიდრე საქართველოში ამერიკის საელჩი იარსებებდა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ამერიკიდან საქართველოში ერთმანეთის მიყოჰლებით ორი დიდი დელეგაცია ჩამოვიდა. იმ პერიოდისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა. ამერიკელები ჩვენი მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საქართველო აღმოსავლეთის ქვეყნების მაგალითს გაიზიარებდა. ძირითადად, საუბარი იყო სამხრეთ კორეასა და სინგაპურზე. იქ ცენტრალიზებული მართვა იყო, ასევე იყო ჩვენთან, ამიტომ საქართველო უცბად ვერ გახდებოდა ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო. დელეგაციის წევრებმა გვითხრეს, რომ ამერიკის სარჩენი გავხდებოდით, ეს კი ხელს არ აძლევდათ ამერიკელებს, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკვე მათ კისერზე იყვნენ.

ქართველები იმთავითვე ძალიან გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით, იყო ასეთი პოლიტიკოსი _ ირაკლი წერეთელი, რომელიც თვლიდა, რომ, თუ საბჭოთა ბანაკიდან გამოვიდოდით, მაშინვე მიგვიღებდნენ ნატოშიც და ევროკავშირშიც.

ამერიკა მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და საელჩოც სასწაფოდ გახსნა. ამერიკის საელჩო კი იმ მიზნით გაიხსნა, რომ შეესწავლათ, რას წარმოადგენდა საქართველო და რაცხოველებივიყავით ჩვენ. მინდა, გითხრათ, რომ გენიალურად შეისწავლეს ქართველების მენტალიტეტი და დიაგნოზიც დაგვისვეს, სათავისოდ ძალიან კარგი და საჩვენოდ _ ცუდი. ჰოდა, დაიწყეს ჟურნალისტებისა და ახალბედა, დამწყები პოლიტიკოსების წვრთნა ამერიკაში. მოკლე პერიოდში საქართველოში შექმნეს ისეთი ამინდი, როგორიც სურდათ. ისე, ჩვენ ვამბობთმოკლე პერიოდს”, თორემ ჩინეთი 30 წელიწადში აშენდა, ჩინეთი, რომელიც ჩამორჩენილი და მშიერი ქვეყანა იყო.

25 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე და მიხვდე, რა არის შენი ქვეყნისთვის უკეთესი. ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი, ყველა ელჩთან საკმაოდ კარგი და ახლო ურთიერთობა მქონდა, ამიტომ ვიცი მათი აზრი, ისინი გამუდმებით გაგრძნობინებენ, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. როდესაც ადამიანს  თხოვნით აბეზრებ თავს, შენზე კარგი წარმოდგენა არ შეექმნება, რა თქმა უნდა.

1995 წლიდან უკვე აშკარად იგრძნობოდა ამერიკის მხრიდან არა ქართველთა შესწავლის პროცესი, არამედ ჩვენს საქმეებში ჩარევის, თან ისეთ დონეზე, რომ თავად ედუარდ შევარდნაძე წუხდა, ჩემს გემოზე ვერაფერი გამიკეთებია, ყველაფერზე პასუხს მთხოვენო.

შემდეგ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნება, ამერიკელებს უკვე შერჩეული ჰყავდათსათავისოხალხი. დათო უსუფაშვილი, სულ პატარა ბიჭი, შევარდნაძის კანტორაშიდათუნთულებდადა სწორედ ის წაიყვანეს ამერიკაში დადაატრენინგეს”.

1996 წელს ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის შენობაში არასამთავრობოების შეხვედრა მოაწყო. იქ შეკრებილი ხალხი _ ყველანი ცალ-ცალი კალოშით იყვნენ მოსულნი, სწორედ ისინი ჩაიხუტეს ამერიკელებმა.

_ და მაინც: იქნებ ხალხი ვერ ხედავს და სინამდვილეში არსებობს სხვაობა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს?

_ წინა ხელისუფლება პირდაპირ აგინებდა რუსეთს, ესენი კი ცოტა განსხვავებულ ტექსტებს გამოიყენებენ, მაგრამ ჯამში მაინც გინებას ნიშნავს. რაც შეეხება უსუფაშვილს, ის ფიზიკურად არ ჰგავს დავით ბაქრაძეს, თორემ სხვაობა სხვა არაფერია. ვერც ამ მთავრობამ მოიშორა სიტყვები _ სეპარატისტი აფხაზი, სეპარატისტი ოსი, ტერმინოლოგიაცა და პოლიტიკაც ერთი და იგივეა. 25 წელი აგინო რუსს, რომელიც ყველა პარამეტრით მართალია საქართველოსთან, სრული სიბეცეა.

გეტყვით ერთ რამეს, რაც ქართველმა საზოგადოებამ არ იცის: ვინ მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში?  _ ამერიკელმა.

_ ბატონო ჰამლეტ, “ნაციონალებიამბობენ, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია

_ არავითარ შემთხვევაში. რუსეთი რა შუაშია? ივანიშვილი ამერიკელებმა იმიტომ მოიყვანეს, რომ სააკაშვილმა კრიზისი შექმნა. ამათი საყვარელი მეთიუ ბრაიზა ამბობდა, ჯერ საკმარისად არ გაურეკია მიშას, როცა ეს მოხდება, მაშინვე მოვიშორებთო. ბიძინა ივანიშვილი, ამერიკელების გათვლით, მეორე ძალა უნდა ყოფილიყო და ეს ასეც არის…

_ რას ამბობთ? პირველი ვინ იქნებოდა ან ვინ არის?

_ პირველი ძალა ისევ სააკაშვილია, დიახ, თქვენ გიკვირთ, მაგრამ ეს ასეა, ივანიშვილი უნდა დაპირისპირებოდა სააკაშვილს. თუ გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების წინ “ოცნება” რეიტინგებით პირველ ადგილზე არ იყო, ხან მესამე ადგილზეც კი ინაცვლებდა, მაგრამ ცნობილმა “ციხის კადრებმა” ამერიკელების გეგმა შეცვალა და პროცესი თითქმის უმართავი გახდა. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოეყვანათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კაცი არავის იცნობს, ერთი-ორი ადამიანის გარდა, მაშინვე თავზე დაადგა ამერიკის ელჩი და მიუტანა სრული სია იმ ადამიანებისა, რომლებიც გვერდით უნდა დაეყენებინა.

_ ქართველმა ერმა სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა. მისი საშინაო თუ საგარეოპოლიტიკური კურსის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ის მოღალატეაახალ მთავრობას კურსი არ შეუცვლია, რას წარმოადგენს ახალი მთავრობა?

_ ახალი მთავრობაც განაგრძობს იმას, რასაც წინა მთავრობა აკეთებდა, არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით _ საგარეო პოლიტიკაში, უფრო მეტიც, ესენი პირდაპირ ამბობენ, რომ მოსწონდათ სააკაშვილის აღებული კურსიცა და გადადგმული ნაბიჯებიც; ამათი მზეც ბრიუსელვაშინგტონში ამოდის, ოღონდ ერთ ფრაზას აკერებენ ამ ყველაფერს _ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაარეგულირონ. იმას ვერ ფიქრობენ, იყო ნატოში და ევროკავშირში და დაარეგულირო ურთიერთობა რუსეთთან, ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. რუსეთმა ქართველების მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოიცვალა.

ახალმა ხელისუფლებამ არამარტო გააგრძელა სააკაშვილის კურსი, არამედ განამტკიცა ყველა პარამეტრით. ყველა მთავრობამ იმდენი იძახა,  ნატოში შევალო, რომ საკუთარი ტყუილის სჯეროდათ კიდეც.

ამერიკელი შენთან ერთად ერთ ჭიქა ღვინოს რომ დალევს, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებინებ. მათ ისე უნდა შეხედო, როგორც თავად გიყურებენ.

სახელმწიფო თარჯიმანი ვიყავი, არასდროს გამჩენია სურვილი, მეთქვა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა; არასოდეს მოუციათ შენიშვნა და არასოდეს დასაცინად არ გავიხდიდი თავს. შეხედეთ პრემიერ ღარიბაშვილს, როგორ ცდილობს, ილაპარაკოს ამერიკული ინგლისურით, სასაცილოდ გამოიყურება. ჰენრი კისინჯერიც კი არ ცდილობს ამერიკული ინგლისურით საუბარს… ღარიბაშვილის ეს საქციელი უმწიფარობის ნიშანია. ამერიკელები ამ წამბაძველობას რომ ხედავენ, ფიქრობენ, რომ არაფერი საკუთარი არ გაგვაჩნია, თანაც, თუ იმასაც გავიხსენებთ,  მიშა რომ ამბობდა _ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებაო.

ასე რომ, მხოლოდ სახელები, გვარები და სახეები შეიცვალა, თორემ რეალურად ყველაფერი ძველებურადაა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გაიხარეტ ბატონო ჰამლეტ სიმარტლის ტკმისტვის. ივანიშვილზეც და ღარიბაშვილზეც. იგივე მლიკვნელები არიან რაც ნაცები იყვნენ ოღონდ ისინი აშკარად აჩვენებდნენ ტავს , ესენი კი შეპარვიტ ცდილობენ ხალXი შეცდომაში შეიყვანონ.

  2. სამწუხარო სიმართლეა. უკეთესობისკენ არაფერი იცვლება!!!
    თუნდაც ის, რომ ბოლო ვიზიტი 400 000დოლარი დაუჯდა ქვეყანას, მაშინ როცა ამ კონფერენციაზე–გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გვესაქმებოდა. როცა ჩინეთი და ამერიკა ძირითადი გარემოს დამბიძურებელი ქვეყნები არიან!!!
    დელეგაცია 43 კაცით სასეირნოდ წავიდა ამერიკაში სხელმწიფოს ხარჯზე.

  3. ნატოს საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით ჩვენს ტერიტორიაზე!!!! უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელებს საქართველოში, ხელისუფლებაში მყოფ ქართველ მოღალატეებთან ერთად უფრო შავი ზრახვები აქვთ,ვიდრე უბრალოდ საწვრთნელი ბაზები!!!
    მათ საკმაო ტერიტორიები აქვთ საწვრთნელად.
    იტყვიან სასწავლო იარაღები შეოგვაქვს და ეშმაკმა იცის რას შემოიტანენ და რას გაიტანენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ჩვენმა მთავრობამ ამ ბაზების შექმნა ჩვენს ტერიტორიაზე!!!

  4. ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ რომ თავისი კაცი მოიყვანონ ხელისუფლებაში. ამისთვის მრავალი პროგრამა გააჩნიათ მათ. ერთი თუ არ გაამართლებს, მეორეზე ან მესამეზე გადავლენ.
    დღეს დიდი საფრთხეს წარმოადგენს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც ლუგარის ლაბორატორია!!
    ატომური ბომბა ჩამოვარდება თუ ამ ლაბორატორიაში შექმნილ– შენახული საშიში ბაქტერიები მოსპობს სიცოცხლეს საქართველოში, ორივე ერთი და იგივეა.
    ბაქტერიოლოგიური ომი გაცილებით საშიშია!!!
    ასეთი ლაბორატორიები აკრძალულია თავიაანთ ტერიტორიაზე და ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის მოღალატე და სულგაყიდულმა ქართველებმა მათ ნება დართეს ეს საშიში ლაბორატორია გაეხსნათ საქართველოში!!!მილიონების საფასურად!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here