Home რუბრიკები საზოგადოება ვანდალებმა წმინდა ბარბარეს ეკლესია დაარბიეს

ვანდალებმა წმინდა ბარბარეს ეკლესია დაარბიეს

720

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესია გაქურდეს და დაარბიეს. დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი ყველაფერი დამტვრეულია. კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვა სიწმინდეებიც, მათ შორის ჯვრები და ბარძიმი. დამსხვრეულია წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშა. ეკლესიის წინამძღვრის თქმით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეკლესიის ცენტრალური კარი ერთ-ერთი საფლავიდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს.


“ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები გატეხილია, ხატები _ კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი. აქ არ არის ლაპარაკი მატერიალურ ზარალზე. მთავარი არის ის, რომ ეს ერის შეურაცხყოფაა. აქ სწორედ ღირსების შელახვაზეა საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს!

ქართულ ეკლესიას მიხედვა უნდა, პირველ რიგში, ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. მომხდარის გამო პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ”, – განაცხადა ეკლესიის წინაძღვარმა.

P.S. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ვანდალურმა დარბევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დამოკიდებულება, რომელიც ქვეყანაშინაციონალურმა მოძრაობამდა პირადად მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრეს უცხოელი პატრონების მითითებით. ეს არის უკიდურესი ზიზღი და უპატივცემულობა მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის, საერთოდ, ქართველების მიმართ.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, როგორ დაარბიესნაციონალებმახელისუფლებაში მოსვლისთანავე გლდანის ეკლესია _ შელეწეს ტაძრის კარი სატვირთო ავტომობილებით, სცემეს მრევლს ხელკეტებით და ათრიეს თმით (დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, ვასილ სანოძე და ოლეგ მელნიკოვი. იმხანად შს მინისტრი იყო გია ბარამიძე); როგორ მიუვარდა სამების ეკლესიაში გიგი უგულავა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, როგორ ჩაენარცხა გაბრუებული მიხეილ სააკაშვილი ილია მეორის სავარძელში მახათას მთაზე, რაღა უნდა გვიკვირდეს.

საკითხავი მხოლოდ ის არის _ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისა  და საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვა კონფესიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის ფონზე, როდემდე უნდა ითმინონ დამცირება და რბევაშეურაცხყოფა საქართველოს მართლმადიდებლებმა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here