Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეიმს კომი: ამერიკელები სკეპტიკურად უნდა იყვნენ განწყობილნი ხელისუფლების მიმართ

ჯეიმს კომი: ამერიკელები სკეპტიკურად უნდა იყვნენ განწყობილნი ხელისუფლების მიმართ

763

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის _ ჯეიმს კომის განცხადებით, ამერიკელი მოქალაქეები თავიანთ მთავრობას არ ენდობიან.


“მიმაჩნია, რომ ამერიკელები სკეპტიკურად უნდა იყვნენ განწყობილნი ხელისუფლების მიმართ. მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ, ენდონ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს. ეს იცოდნენ ამერიკის დამფუძნებლებმა და იმიტომ გაყვეს ხელისუფლება სამ შტოდ, რათა ინტერესები დაეპირისპირებინათ”, _ განაცხადა ჯეიმს კომიმ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუს მიმდინარეობისას კომიმ გაიხსენა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციასთან 2004 წლის უთანხმოება ფარული მოსმენების პროგრამის გამო. ჯეიმს კომიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის იმჟამინდელი ადმინისტრაციის ბევრი მოქმედება უკანონო იყო, დღეს კი გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლება, თვალთვალი აწარმოოს სასამართლოს ნებართვის გარეშე.

“მოქალაქეების თვალთვალისა და ფარული მიყურადების ნებართვისთვის ჩვენ სასამართლოს უნდა მივმართოთ,” _ განმარტა კომიმ.

უფრო ადრე კომიმ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კიბერშპიონაჟზე საუბრისას ჩინელი ჰაკერები “მთვრალ მძარცველებს” შეადარა.

“ისინი მთვრალ ჰაკერებს ჰგვანან: კარს ფეხით ამტვრევენ, სახლიდან ტელევიზორის გატანისას კი ლარნაკს ძირს აგდებენ და ამსხვრევენ. მათი სტრატეგია ასეთია: ჩვენ ვიქნებით ყველგან და ყოველთვის, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს.

ჩინელმა ჰაკერებმა მრავალი მილიარდი დოლარით აზარალეს აშშ-ის ეკონომიკა”, _ განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here