Home რუბრიკები პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: ამერიკელები უფრო ნაკლებად დაუჯერებდნენ ხელისუფლებას, აშშ-ის ნამდვილი ისტორია რომ...

პოლ კრეიგ რობერტსი: ამერიკელები უფრო ნაკლებად დაუჯერებდნენ ხელისუფლებას, აშშ-ის ნამდვილი ისტორია რომ იცოდნენ!

544

“აშშ-ის ბევრ მოქალაქეს კვლავაც სჯერა ვაშინგტონის განცხადებებისა ამა თუ იმ საგარეო საფრთხის შესახებ, თუმცა ამ საფრთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლოს მოჩვენებითი აღმოჩნდა”, _ წერს პუბლიცისტი და პოლიტოლოგი პოლ კრეიგ რობერტსი.


“აშშ-ის მოქალაქეები, ალბათ, უფრო ნაკლებად დაიჯერებდნენ ვაშინგტონის განცხადებებს, თავიანთი ქვეყნის ნამდვილი ისტორია რომ იცოდნენ. ამერიკელებს, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადი სჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ვაშინგტონის ესა თუ ის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის ბევრ მოქალაქეს კვლავაც სჯერა ქვეყნის ხელისუფლების განცხადებებისა. ამერიკელები, როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რომ, თუკი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე საფრთხეები ყალბი, მოჩვენებითი აღმოჩნდა, ასეთივე იქნება მეექვსეც, შემდეგ _ მეშვიდე, მერვე და მეცხრე.

ამერიკელმა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ავღანეთში “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციაა, დაკავშირებული “ალ ქაიდასთან”; დაიჯერა, რომ სადამ ჰუსეინს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, რომ ირანი ატომურ იარაღს ქმნის, ბაშარ ასადმა კი ქიმიური იარაღი გამოიყენა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რაც შეეხება საიდუმლო ოპერაციებს, ძმებმა ჯონ და ალენ დალესებმა (ჯონ ფორესტ დალესი (1888-1959) _ აშშის სახელმწიფო მდივან დუაიტ ეიპენჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში; ალენ უელშ დალესი (1898-1969) _ აშშის ცენტრალური სადაზვერვოს დირექტორი 1953-1961 წლებში _ რედ.) შეიმუშავეს და განახორციელეს პრეზიდენტის დამხობის გეგმა ექვს ქვეყანაში, მათ შორის გვატემალის პრეზიდენტ ხაკომო არბენსის რეჟიმისა, რომლის მიერ შემუშავებული მიწის რეფორმა დალესების კომპანია United Fruit Companyის ინტერესებს ემუქრებოდა. ის, რაც გვატემალაში მოხდა, დემოკრატიული და რეფორმისტული ხელისუფლების დამხობა იყო კონკრეტული ამერიკული კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით.

უკრაინის ამჟამინდელი ვითარებაც ანალოგიური სცენარის განხორციელებით არის გამოწვეჰული. ასეთი საიდუმლო პროგრამები კი ძალიან ძვირი დაუჯდა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ თვითონ ამერიკელებსაც, ამის ნათელი მაგალითებია ომები ვიეტნამსა და ახლო აღმოსავლეთში.

მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის ის სიჯიუტე, რომლითაც აშშ თავის განსაკუთრებულობაზე საუბრობს”, _ წერს პოლ კრეიგ რობერტსი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here