Home რუბრიკები პოლიტიკა როცა ევროსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ლესბოსელი მუშაობს

როცა ევროსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ლესბოსელი მუშაობს

635

“საქართველო და მსოფლიოს” 35-ე ნომერში გამოქვეყნებული წერილი “სექსუმცირესობა ხელისუფლებაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი” ასეთი პასაჟით მთავრდებოდა: “თუ წვერულვაშიანი კონჩიტა შეიძლება “ევროვიზიის” საუკეთესო მომღერლად აღიარონ, აღარაფერია გასაოცარი და გასაკვირი! დასაფიქრებელი კი ნამდვილად არის”.


ჩვენი გაზეთის მორიგი ნომრის გვერდებზე საღებავმა შეშრობა ვერ მოასწრო, რომ იმავე დღეს, ანუ გასული კვირის ოთხშაბათს, “ევრონიუსმა” საინფორმაციო პროგრამაში გადასცა სიუჟეტი, რომლის თანახმად “კონჩიტამ” ევროპარლამენტის წინ, ქუჩაში გამართა კონცერტი სექსუმცირესობათა მხარდასაჭერად, ხოლო ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონმა, რომელიც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩაწერეს ტელეკოლეგებმა, თქვა, რომ კონცერტი მისი ორგანიზებულია და მთელი ევროპის გასაგონად განაცხადა: “მე ლესბოსელი ვარ”. ესეც დასტური იმისა, რომ ხელისუფლებაში, კერძოდ, გაეროს შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის _ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობაში ლგბტ-ელთა დამკვიდრება უტყუარი ფაქტია და არა ფიგურალური გამოთქმა.

ხმა არ ამოუღიათ ამ აღსარების გამო ქართულ ტელესივრცეში. სამაგიეროდ, ხომ ვნახეთ, როგორი ოპერატიულობითა და აღტკინებით დააცხრნენ ეკა ბესელიას იმავე პარლამენტის სხდომაზე ინგლისური ტექსტის უნიათოდ წაკითხვის გამო. მათი  საყვარელი რესპონდენტები ხომ აგვირისტებენ მშობლიურ ქართულს, ისე ლაღად და გამართულად საუბრობენ, რომ სომხურს მოგანატრებენ:

_ ჰაერენ ხოსუმეს?

_ აიო!..

ინფექციისგან ასენიზატორების თავდაცვის საშუალებებით აღვიჭურვოთ და კვლავ შევდგათ ფეხი სულიერი და ფიზიკური გადახრების ყროლეთში.

თფუ!

შევეცადოთ, გავერკვეთ _ რა უწყობს ხელს პიროვნების ამგვარითავისუფლებისგავრცელებას ბებერ კონტინენტზე?

კანონი! _ გვიპასუხებენ ექსპერტები. ის კანონმდებლობა, რომელიც განათლებული ევროპის უმრავლეს სახელმწიფოებში მოქმედებს.

ყველაში _ არა, მაგრამ ტენდენცია აშკარადაა გამოკვეთილი. ეს ერთი.

მეორე ფსიქიკური გადახრაა, რომელიც ღირებულებათა შეფასების ცვლილებას უდევს საფუძვლად. სკანდინავიის ქვეყნებში ბევრი მამაკაცი, გვარწმუნებენ საქმეში ჩახედული სოციოლოგები და ფსიქიატრები, საკუთარი ნებით თავს იყვერულებენ, კასტრირებული ხდება?

რატომ?

იმიტომ, რომ საზოგადოებრივ აზროვნებაში სექსისადმი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც სპორტის რომელიმე პოპულარული სახეობისადმი.

კანონით დაშვებულია, ინტერესი არის.

ხოლო ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინების ღვთიური სასწაული აღქმულია, როგორც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგალითად, მოშარდვა. შვილის დაბადება წარმოდგენილი აქვთ, როგორც კერძო ფაბრიკაში პროდუქციის მასობრივი დამზადება(!).

მეოცე საუკუნის დასაწყისში ექიმი-ფსიქიატრი მაქს ნორდაუ თავის წიგნში “გადაგვარება” დასავლეთის ცივილიზაციის დეგრადაციაზე ამახვილებდა ყურადღებას. წერდა, რომ სექსუალური ფსიქოპათია, სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი, იმდენად გაძლიერდება და გავრცელდება, რომ საჭირო გახდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებათა და კანონმდებლობის მისი (სექსუალური ფსიქოპათიის) გაძლიერების შესაბამისად შეცვლა. სექსუალურად გარყვნილი ადამიანების რაოდენობა ისე გაიზრდება, რომ დეპუტატთა პალატაში  ცალკე პარტიის შექმნა შეეძლებათ და საკანონმდებლო ორგანო დააკანონებს კიდეც ერთსქესიანთა ქორწინებას.

მეოცე საუკუნის დასაწყისის რეალობა ამ წინასწარმეტყველების ასრულებად წარმოგვიდგება.

ანალიტიკოსები განგვიმარტავენ, რომ სექსუალიზმის პროპაგანდა მიმართულია ადამიანური ბუნების, საუკუნეობით დამკვიდრებული ეთიკის ნორმების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს თავისუფლად მართვადი საზოგადოების შექმნას, რომელიც (საზოგადოება) წარმოდგენილი იქნება იმდენად დაბნეული არსებებით, რომლებიც დარწმუნებულნი არ იქნებიან თავიანთ სექსუალურ იდენტობაში _ კაცია, ქალია თუ რაღაც საშუალო სქესის “ჰენდი”.

სწორედ ასეთი იდენტურობის _ ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური იდენტურობის მოსაშლელად მიმართა სრულად საკუთარი ძალისხმევა და შესაძლებლობა ე. წ. ლიბერალურმა სამყარომ და მოსპო იგი სისხლიანი რევოლუციების, ომების, ტოტალური პროპაგანდის მეშვეობით.

ახლა უტევს გენდერულ იდენტურობას.

ფინელი სამართალმცოდნეები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ერთერთი ყველაზე უფრო აქტიური მიმართულება მათ ქვეყანაში ფემინიზმის გავრცელებით ხდება.

სიტყვების _ “ქმარიდაცოლიხმარებაც კი დანაშაულთან არის გაიგივებული და მოითხოვენ ამ სიტყვების კანონმდებლობით აკრძალვას.

შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ ჩრდილოეთის ქვეყნბის მინისტრთა საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია, პარლამენტს მისცეს ისეთი კანონების მიღების რეკომენდაცია, რომლებიც მიმართული იქნება ანტიფემინიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზებას. ნებისმიერი გამოსვლა ფემინიზმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულთან იქნება გათანაბრებული.

საზოგადოება, სამწუხაროდ, მხარს უბამს.

ფინეთი გამონაკლისი რომ არ არის, ჩვენს წინა პუბლიკაციაშიც გამოჩნდა (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #35).

მაგრამ, იქნებ საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ ცხოვრების ტრადიციული წესის დაცვასა და პროპაგანდას? იმ სიწმინდის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, რომელიც კაცობრიობას დღემდე მოუტანია?

ნეტარ არიან მორწმუნენი!

1993 წელს ლგბტ თანამეგობრობამ გავლენიანი ლობის დახმარებით მიაღწია იმას, რომ ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების საერთაშორისო ორგანიზაცია შეყვანილ იქნა გაეროში აკრედიტებული ორგანიზაციების სიაში.

იმავე წელს გაეროს უმაღლესი კომისრის ლტოლვილთა საქმეების სამმართველომ თავის საკონსულტაციო დასკვნებში მამათმავლები განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფად მოიხსენია.

1995 წელს კი გაერომ სოციალურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა შეიტანა ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევების ჩამონათვალში.

ასეთი გადახრების მქონე ადამიანების უფლებათა თავგამოდებულად დამცველ  ორგანიზაციად მოგვევლინა ევროკავშირი, რომელმაც ამ მიმართულებით მოღვაწეობა განსაკუთრებით 1994 წლიდან გაააქტიურა, როცა 8 თებერვალს მიღებული რეზოლუციით წევრ ქვეყნებს კატეგორიულად მოსთხოვა, ბოლო მოეღოთ ჰომოსექსუალებისთვის ოჯახის შექმნის აკრძალვისთვის და გაეუქმებინათ შეზღუდვები მამათმავლების მიერ შვილად აყვანის კანონმდებლობაში.

2001 წლის 5 ივნისს ევროპარლამენტმა წევრ ქვეყნებს ურჩია ჰომოსექსუალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების დაკანონება და ევროკავშირის დღის წესრიგში საკითხის დაყენება მამათმავლებს შორის ურთიერთობის კანონიერების აღიარების შესახებ.

2006 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “ჰომოფობია ევროპაში”, რომლითაც სექსუალურ გადახრათა მიუღებლობა განსაზღვრულია, როგორც ირაციონალური ქმედება; მამათმავლებისადმი, ლესბოსელებისადმი, ტრანსვესტიტებისადმი, ბისექსუალებისადმი ასეთი დამოკიდებულება გათანაბრებულია რასიზმთან, ქსენოფობიასთან და ანტისემიტიზმთან. თანაც იმ ფორმებს შორის, რომლებშიც თავს იჩენს ჰომოფობია, ნახსენებია არა მხოლოდ დევნა და მკვლელობა, არამედ სიძულვილით გამორჩეული სიტყვები, დამცინავი დამოკიდებულება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვ.

 საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა მოითხოვა ჰომოფობიის, როგორც პიროვნების ფსიქიკური დაავადების, კლასიფიცირება, . ., თუ ვინმე გაბედავს და მამათმავლებს აწყენინებს რაიმე ფორმით, იგი შეიძლება სულიერად დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაამწესონ, უფრო გასაგებად _ საგიჟეში.

2006 წლის რეზოლუციით ქვეყნებს მისცეს წინადადება, განახორციელონ ღონისძიებანი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მიზნით; მოუწოდეს, შეცვალონ თავიანთი კანონმდებლობა, რათა იგი უფრო მეგობრული გახდეს მამათმავლების მიმართ, და შეიმუშაონ ღონისძიებები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამ მოვლენის წინააღმდეგ გამოხდომებს არ აღკვეთენ.

2008 წელს გაეროს ისტორიაში პირველად საფრანგეთის, ნიდერლანდისა და რიგი სხვა სახელმწიფოების ინიციატივით, გენერალური ასამბლეის 63-ე სესიამ მიიღო დეკლარაცია ადამიანის უფლებათა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა 68 სახელმწიფომ.

თანამედროვე მსოფლიოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა პოლიტიკა გახდა, აშკარა და დაუფარავი ომი რწმენის წინააღმდეგ, კულტურის, ეთიკის წინააღმდეგ, იმ მაღალი იდეალების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობის ცივილიზაციის დამახასიათებელი ნიშანია.

2011 წლის 15 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია #17/13, რომელიც ადგენდა ადამიანთა თანასწორობას მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის განსხვავებულობის მიუხედავად. სამხრეთ აფრიკის მიერ წარმოდგენილ ტექსტს ხელი მოაწერა 86 სახელმწიფომ, რომლითაც დაადასტურეს ადამიანის უფლებათა უნივერსალური ხასიათი და მოითხოვეს 2011 წლის ბოლომდე მოხსენების მომზადება სექსუალურ უმცირესობათა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული პრაქტიკის შესახებ.

ჩვენი მკითხველისთვის ძნელი არ იქნება, დაასკვნას, რომ გაეროს, ევროკავშირის, ევროპარლამენტის რეზოლუციები და დეკლარაციები ერთი ხელით ნაწერს ჰგავს, აშკარად ცალმხრივია და სექსუალურ უმცირესობათა ცხოვრების წესის საყოველთაო დანერგვისკენ არის მიმართული. ამასთან, აბსოლუტურად უგულებელყოფილია ქვეყნების საუკუნეობრივი ტრადიციები, რწმენა და ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებანი.

რეაქციაც შესაბამისია.

თუ ქვეყნების ერთ ნაწილში საზოგადოება იმდენად არის ზომბირებული, რომ სრულად დაკარგული აქვს იმუნიტეტი, სხვა ქვეყნების მოსახლეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევს. თუ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები გამამათმავლების პოლიტიკის აქტიურ გამტარებლებად გვევლინებიან, საფრანგეთი მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევის მაგალითს იძლევა.

საპროტესტო აქციების ასიათასობით მონაწილე მზად არის იბრძოლოს ბოლომდე საკუთარი ოჯახის, შვილების გარყვნილებისგან დასაცავად, მამათმავლობის მასირებული პროპაგანდის წინააღმდეგ.

სრულფასოვანი პიროვნება ტრადიციული ოჯახის მიღმა ვერ ჩამოყალიბდება.

თავისთავად იბადება შეკითხვა: რა წვლილი შეიტანეს ევროპარლამენტში საქართველოს წარმომადგენელმა დეპუტატებმა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი რეზოლუციების მიღებაში? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: მხარი დაუჭირეს სააკაშვილის პარლამენტის როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ევროდეპუტატებმა, ახლა გაყუჩებულები რომ სხედან.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. გასულ პარასკევს თომას ნოიგერტმა, იმავე კონჩიტა ვურსტმა, ქუჩიდან პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა, სადაც გამართა პრესკონფერენცია გეებისა და ლესბოსელების დასაცავად. თავისი არატრადიციულობა მან დამსწრეთ კონცეფციად წარუდგინა, რომელიც თავად დაამუშავა. ეს არის ტორტის ნაჭერი, რომელმაც ცხოვრება გამილამაზაო.

პრესკონფერენციაზე მას გვერდს უმშვენებდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კონცერტის ორგანიზატორი, ლესბოსელი უილრიკა ლუნოჩეკი, რომელიც ამ წერილის დასაწყისში გაგაცანით.

ნიშანდობლივია, რომევრონიუსმაამ წვერებიანი ქალიშვილის პრესკონფერენციის გაშუქებას იმდენივე დრო დაუთმო, რამდენიც 2014 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის ორი ლაურეატის _ 17 წლის მალალა ისუფსაის (პაკისტანი) და კაილაშ სატიარტის (ინდოეთი) ევროპელი ტელემაყურებლებისთვის წარდგენას.

ცნობისთვის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნობელის პრემიების მიმნიჭებელმა კომიტეტმა მიმართა აშშის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელსაც 2009 წელს მიენიჭა მშვიდობის პრემია, და ურჩია სკანდალის გარეშე, უხმაუროდ დააბრუნოს აღნიშნული პრემია. მიმართვის საფუძვლად დასახელებულია მის მიერ განხორციელებული აშშის საგარეო პოლიტიკის ნეგატიური შედეგები.

 

1 COMMENT

  1. ჯერ კიდევ როდის გაჰყვიროდნენ მავანნი, დასავლეთიდან ნამეტანი მყრალი, მომწამვლელი სიო უბერავსო, როცა სოდომ – გომორობა ნორმად იქცევა, როცა ოჯახში აღარ იარსებებს დედა და მამა, არამედ, რაღაც გაურკვეველი სქესის კონგლომერატი, როცა საერთო აღვირახსნილობისა და სქესობრივი გაუკუღმართების მორევში ჩაინთქმება საზოგადოება და მით უფრო, ბავშვები – განა ეს არ არის სამყაროს, სიცოცხლის შებილწვა, ბოროტების იმპერიის – ანტიქრისტეს გამეფების დღესასწაული? განა არ გესმით სატანის, ძარღვებში სისხლის გამყინავი, ხარხარი?
    განა ესაა ჩვენი მისია ქართველებო? რას ეტყვი მამა – პაპათა ქრისტესათვის დაღვრილ სისხლს? რა მოგასვენებთ, სად იპოვით სულის სამშვიდეს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here