Home რუბრიკები საზოგადოება ეკატერინე დუგლაძე: დღეს საქართველო ივანიშვილისგან “გადაგდებულია”!

ეკატერინე დუგლაძე: დღეს საქართველო ივანიშვილისგან “გადაგდებულია”!

1738

ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე საზოგადოებამ 2 წლის წინათ ტელეარხ “ინფო 9”-ის ეთერიდან გაიცნო. ის აქტიურად ებრძოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ “შექმნილი” ე. წ. ჟურნალისტის _ ალისტრახოს _ თავდასხმებს უმკლავდებოდა. დღეს ეკა იმედგაცრუებულია, რადგან მის მშობლიურ ზესტაფონში არაფერი შეცვლილა, პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, სიტუაცია გაუარესდა. რაც მთავარია, “ქართული ოცნებისთვის” თავდადებული ჟურნალისტი და მისი მეუღლე სწორედ “ქართულმა ოცნებამ” გაათავისუფლა სამსახურიდან.


_ “ინფო 9”-ის დახურვის შემდეგ მუშაობა დავიწყე ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად. მანამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” მოვიდოდა ხელისუფლებაში, ჩემი მეუღლე ტელეკომპანია “საქართველოს” ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო და, რადგან მე “ინფო 9”-ის ჟურნალისტი გავხდი, სამსახურიდან დაითხოვეს. მოგეხსენებათ, ტელეკომპანია “საქართველო” კეზერაშვილის საკუთრება იყო და “ნაცმოძრაობის” მიერ იმართებოდა. ამ ტელევიზიის ხელმძღვანელმა ჩემი მეუღლე დაიბარა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, გარკვეული მიზეზების გამო ამ არხზე ვეღარ იმუშავებო. ხელისუფლებაშიოცნებისმოსვლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო შპსმექანიზატორშიდირექტორის მრჩევლად. ეს სახელმწიფო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. როდესაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურიდან ჩემი დათხოვნის ამბავი გავახმაურე, მესამე დღეს ჩემი მეუღლე დაიბარეს და ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე გამოუშვეს სამსახურიდან. უფროსმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარ, ზემოთ გადაწყვიტესო. 

_ ეკა, თქვენ რა მიზეზით დაგითხოვეს სამსახურიდან?

_ 2014 წლის 31 იანვარს იძულებული გამხადეს, წამოვსულიყავი. მანამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში საშინელი ზეწოლის ქვეშ მიწევდა მუშაობა. ზემდგომები გაურკვეველი ურთიერთობის დამყარებას მთხოვდნენ უშიშროების სამსახურთან.

მართლია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სიამოვნებს დღევადელ ხელისუფლებას, მაგრამ ადამიანები, რომლებიცნაციონალებისმმართველობის პერიოდში უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ და 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, გადამცემ ანძებს აქცევდნენ, მაღაზიებს წვავდნენ, “ინფო 9”-ის თანამშრომლებს დაბურულმინებიანი ჯიპებით დაგვდევდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, დღესაც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, ინფორმატორები არიან, რომლებიც ზესტაფონში მოპოვებულ ინფორმაციას ქუთაისს გადასცემენ.

რაც მთავარია, უშიშროების იმჟამინდელი უფროსი ზაზა მეფარიშვილი დღეს იმერეთის გუბერნატორია.

ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში თითქმის ყოველდღე მიბარებდნენ, შავბნელ დავალებებს მაძლევდნენ და მეუბნებოდნენ, ამის გაკეთება ზემოდან ბრძანესო. არავინ იცის, ესზემოდან ნაბრძანებიარის თუ არა კანონიერი და არც ის, ვინ არის ესზემოდან მბრძანებელი”. სხვათა შორის, ზემდგომი ორგანოების წარმომადგნლებზე უამრავი ინფორმაცია მაქვს უტყუარი ალიბებით, კადრებით, რომლებიც ჯერ  კიდევ არ გამომიყენებია და ამის გამო მათ დისკომფორტს ვუქმნიდი. მეუბნებოდნენ, თუ უშიშროებასთან არ ითანამშრომლებ, სამსახურიდან უნდა წახვიდეო, ანუ “ნასედკობას” მთხოვდნენ. დღეს თითქმის ყველა, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, უშიშროებასთან თანამშრომლობს.

_ ვისზე გაქვთ მაკომპრომეტებელი მასალები?

_ ვეფხია იჩქიტიძეზე, ოთარ კობახიძესა და სხვებზე. ეს ადამიანები, როგორც “ნაცების” პერიოდში, დღესაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან. დააწინაურეს კიდეც.

_ რა ჩაგიწერეს სამსახურდან დათხოვნის მიზეზად?

_ ჩემი წინამორბედი, რომელიც ჩემს იქ მისვლამდე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით აღადგინეს. დღეს ამ თანამდებობაზე დააბრუნეს ვეფხია იჩქიტიძის ახლო მეგობარი ნატო სანთელაძე და კომფორტულად გრძნობენ თავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ისევ ნაცებისდროინელი კადრებითაა  დაკომპლექტებული და, ვინაიდან ერთმა ადამიანმა ვერ შევძელი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, იძულებული შევიქენი, წამოვსულიყავი. დღეს გაცილებით ცუდი სიტუაციაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვიდრენაციონალებისპერიოდში იყო. მუნიციპალიტეტის ძირითადი დასაყრდენი ადმინისტრაციისა და საფინანსო სამსახურებია. იქ კი არც ერთი თანამშრომელი არ შეცვლილა. “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში რასაც ვაპროტესტებდი, იყო ის, რომ სხვადასხვა პროექტების მეშვებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფულს შოულობდნენ, თუმცა საქმესაც აკეთებდნენ. ადმინისტრაციულ სამსახურში მუშაობისას ჩემ ხელში გადიოდა ყველა დოკუმენტი. ბიუჯეტიდან 4 მილიონ 900 ათასი ლარი გადმოირიცხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მაგრამ არც ერთი პროექტი წარმატებით არ განხორციელებულა.

_ ანუ?

_ ქალაქის ცენტრში, რკინიგზის მხარეს, მოიხსნა ძვირად ღირებული გრანიტი და მის ნაცვლად გააკრეს იაფფასიანი ფილები, რომლებიც უკვე ჩამოცვივდა, რადგან ყინვას ვერ გაუძლო. უხარისხოდ გაკეთდა მეორე სანაპირო ზოლიც. გარე განათების არც ერთი ნათურა არ ინთება. პრობლემა იყო ის, რომ ქალაქის ტუალეტებში, აუტანელი ანტისანიტარიის გამო, ვერ შეხვიდოდი. ახალი ხელისუფლება როცა მოვიდა, დავაყენეთ ეს საკითხი, გაკეთდა ტუალეტები, საკმაო თანხა დაიხარჯა, მაგრამ დღეს იმაზე საშინელი ვიტარებაა, ვიდრე “ნაცონალების” პერიოდში იყო. ასეთი პროექტების ტენდერებში კი კვლავ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც “ნაციონალების” პერიოდში იყვნენ გალაღებულნი. ამ კომპანიების მფლობელთაგან ზოგი გამგებლის ნათესავია, ზოგი _ სხვა ადგილობრივი ხელისუფლის. მუნიციპალიტეტში მუშაობისას მევალებოდა, ხელი მომეწერა ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის ჩაბარების აქტზე, მაგრამ არც ერთ მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია, რადგან არ ვეთანხმებოდი, რომ პროექტი წარმატებით იყო განხორციელებული. ამის შემდეგ უნდა დაინტერესდეს თუ არა ზემდგომი ორგანო, თუ რატომ არ მოვაწერე ხელი? არადა, არავინ დაინტერესებულა. ამიტომაც ვეზედმეტებოდი იქ მყოფებს და მაიძულეს, სამსახური დამეტოვებინა. სიმართლე არ სჭირდებათ.

2 წლის წინათ ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი და, სამწუხაროდ, დღეს გაცილებთ მეტი მაქვს საქთმელი ვიდრე უწინ. იმხანად შიგა სამზარეულოში არ ვიყავი ჩახედული და ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა ყველაფერი ზედმიწევნით ვიცი და მართლაც საშინელი ვითარებაა, მაგრამ ამის დანახვა დღეს არავის სურს. უკვე საბუთებს ვაგროვებ, საზღვარგარეთ თავშესაფარი რომ მოვითხოვო. როგორც კი ქვეყნის დატოვების საშუალება მომეცემა, ყველა დოკუმენტსა თუ ვიდეოკადრს გამოვაქვეყნებ, რომლებზეც ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლისკაიკაცობაააღბეჭდილი.

ნაციონალები რომ მდევნიდნენ, არ მეშინოდა. პირველად ახლა გამიჩნდა შიშის განცდა.  წამალს ვერ ჩამიდებენ, მაგრამ ამ ხელისუფლებისაგან ყველაფერს მოველი.

_ ალისტრახო როხვაძე, რომელიც გდევნიდა და მუშაობის საშუალებას არ გაძლევდა, ახლა სად არის?

_ ამერიკაშია ოჯახთან ერთად და მშვენივრად გრძნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ მდევნიდა და მავიწროებდა, ალისტრახოს არაფერს ვერჩი, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მას დავალებებს აძლევდნენ, დღესაც ხელისუფლებაში არიან. სწორედ ვეფხია იჩქიტიძე, რომელიც ზემოთ ვახსენე, აძლევდა მითითებებს ალისტრახოს, რა გაეკეთებინა. ვეფხია იჩქიტიძე კი ამ ხელისუფლებამ დააწინაურა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვინც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის _ გოგი ქავთარაძის მხარდამჭერია, ყველას დევნიან, რადგან დაპირისპირებაა გოგისა და რაიონის საკრებულის თავმჯდომარე დავით მაღრაძეს შორის…

ზესტაფონში როდესაც სტუმარს ელოდებიან, მაშინ ააგებენ ამა თუ იმ შენობაზე ხარაჩოებს, ანუ ისე იქცევიან, როგორც “ნაციონალები” _ თავს გვაჩვენებენ, საქმეს ვაკეთებთო. არადა, მხოლოდ ჭორების გავრცელებით არიან დაკავებული, თუმცა ამასაც უნიჭოდ აკეთებენ. ზესტაფონში ყველა გადაბირებული ჰყავთ და, თუ არ ითანამშრომლებენ მათთან, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. “გაანასედკესმთელი რაიონი. საკრებულოშიც კი ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელსნაცებისკოორდინატორები იყვნენ.  როდესაც “ნაციონალები” გვდევნიდნენ, არ მახსოვს, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დათო მაღრაძე ოფისიდან გამოსულიყოს. და როდესაც “ნაციონალები” ჩვენს აქტივისტებს იჭერდნენ, დათოს თითს არ აკარებდნენ. მის ძმას სილიკომანგანუმის ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ “ნაციონალებს” არ შეუვიწროვებიათ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება და ყველა კარგად ხვდება, რასთანაც გვაქვს საქმე.

_ ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქრობთ? როგორც მახსოვს, როცაინფო 9”-ში მუშაობდი, შენით ამაყობდა

_ პატარა, დაქირავებულ ადამიანებზე არ ღირს ლაპარაკირბილად ნათქვამია, ივანიშვილმა მოგვატყუაომანინფო 9”-ის დახურვის მომენტშიც იცრუა, როდესაც განაცხადა, ჟურნალისტებს მაღალ ხელფასს ვუხდიდიო. არადა, მიზერულ თანხაზე ვმუშაობდი და, რაც მთავარია, ხელფასის გამო კი არა, ნაცრეჟიმის დასამხობად. მომაკვდავი დედა უპატრონოდ მყავდა მიტოვებული და დღედაღამ მიკროფონით ხელში ქუჩაში ვიყავი გაჭრილი. აღარაფერს ვამბობ “ქართული ოცნებისთვის” უსასყიდლოდ მიცემულ საოფისე ფართობზე _ წინასაარჩევნოდ ვერავინ გაბედა მათთვის საოფისედ ბინის მიქირავება და ჩემი მეუღლის ბინა უსასყიდლოდ დავუთმე. აგრეთვე, არაფერს ვამბობ “ინფო 9”-ის ოფისზე, რომელიც მშობლების სახლში  გავახსნევინე, რადგან ფართობი არავინ მოგვაქირავა. “ქართულ ოცნებას” არაფერს ვაყვედრი. მე გავეცალე _ შვილი მყავს გასაზრდელი და მათთან ჭიდილში ვერ გავლევ წუთისოფელს. ერთი კია _ დღეს საქართველო ივანიშვილისგან “გადაგდებულია”!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. უბედურებაა!!!კიდევ ერთი კარგი ქართული ოჯახი ემზადება სამშობლოდან გასაქცევად…რა გვეშველება!!!სიტყვებს ვერ ვპოულობ…

    [

  2. ის ვინც არ გიცნობს ალბათ ნიანგის ცრემლებად დაირვრება ეს რა უქნიათ როგორ დაუჩაგრავთ ადამიანიო, არადა ზესტაფონლების დიდი ნაწილი რომელმაც მოღვაწეობის მოკლე პერიოდში გაგიცნო ეს მორიიგ პასკვილი სასაცილოდაც არ ეყოფა, ინფო 9-ში პროფესიონალი და პატივსაცემი ადამიანების გვერდით შენნაირი ურცხვებიც იყვნენ. დეპუტატი გოგი ქავთარაზე ისე დაშტამპე ქვეყანა შენს გარშემო ტრიალებდა ასე ეგონა ამიტომაც სრულიად უცოდინარსა და უტიფარს აპარატის უფროსობა გიბოძა, სულ ცოტა ხანში ისეთი ქაოსი დაატრიალე რომ შენმა მფარველებმაც უარი თქვეს შენზე, სკამზე დაჯექი თუ არა მეუღლე რომელსაც ჩაგრულის იმიჯს დღესაც უქმნი ისეთ ადგილზე წამოასკუპე რომლის გაგებაშიც არ იყო თვითნასწავლი ტელევიზიის ტექნიკური მუშაკი სოფლის მეურნეობის მრჩეველი გახდა, მერედა რა გასაკვირია როცა სასამართლომ თანამდებობა დაგატოვებია და აპარატის უფროსად ძველი კადრი აღადგინა, რორორც არაკანონიერად, შანტაჟით სამსახურიდან გაშვებული, შენი მეუღლეც ფეხებში მოგაყოლეს. ის ერთხელ აღზევდა როცა ტელეკომპანია არგოს" დირექტორი გახდა საშუალო განათლების ატესტატის მქონე ადამიანი, ნათლიმამობით და "გოთვერანთა" ბანდის მხარდაჭერით. მოგვიანებით იგი აქედან გაათავისუფლეს და მადლობელი უნდა დარჩეს რომ სხვა სასჯელი არ მისცეს. პოლიტიკური დევნილის სტატუსს დაეძებ ეს დღეს ყველამ იცის და არც მალავ, საქართველო იმდენად პატარაა თუ კაცი დაინტერესდება ყველა ყველაფერზე ზუსტ პასუხს გაიგებს ასეა შენს შემთხვევაშიც.

  3. იქნებ მომავალ არჩევნებზე მაინც დაფიქრდეს საზ-ბა ვის მისცეს ხმა…. არ ღირს სხვისი ფულის იმედად მომავალი დაგეგმოთ, არცერთი მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს! ყველა იმაზე ფიქრობდა და მომავალში უფრო მეტად იფიქრებს მილიონები იშოვოს, რადგან სახეზეა ის ფაქტი, რომ თუ ფულიანი ხარ მთელი სამყარო ქედს იხრის შენს წინაშე.. ასეთი პრეცენდეტი არ უნდა დაეშვა იმას, ვინც მას ეს საქმე დაავალა, ძალიან ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს მოსახლეობას.

  4. ძალიან სამწუხაროა:(
    ყველას გვახსოვს ამქალბატონის გმირული საქციელი, ღორისდინგა ალისტრახოს და სხვა ნაცმონების უსირცხვილო ქცევის მიუხედავად რომ მაინც თავდადებით მუშაობდა.

  5. ჰოდა რომ გადააგდო ივანიშვილმა მოსახლეობის უმრავლესობა, სწორედ ამიტომაც გააგდებენ მის ხელისუფლებასაც 2016 წელს. ყელში ამოუვიდათ ადამიანებს ამდენი ტყუილები.

  6. პროფილში მეგონა თავი, ცრემლები ვერ შევიკავე რა. არ ივარგა მაგ სამსახურში და გამოაგდეს. ეხლა კი დაბოღმილი წერს გამწარებულად.

  7. არ იცოდა ბიძო რომ გადააგდება და სანდოა ეს საიტი რაგაც არა მგონია რაგაც წარმონაქმნია

  8. სამწუხაროდ ეს სიმართლეა და ასე ხდება მთელს საქართველოში,ისევ ნაცები გულაობენ და ჩაგრავენ ხალხს,ქოცებსაც არ აინტერესებს საზოგადოება,რატომ?იმიტომ რომ მენტალურად უპასუხისმგებლო,უღირსი საზოგადოება ვართ,არცერთი ნორმალური ერი არ მოითმენდა იმას რასაც ითმენს ბოლო 23წლის მანძილზე ჩვენი ერი!!!

  9. უფ ამასაც რომ პროფესიონალად მოაქვს თავი.ხომ არ დაგავიწყდა შენი წარსული?გაგახსენო როგორი მონადირე ქალი ხარ?

  10. ქართUლი ოჯახი რატომ?!
    ეკატერინეს მეუღლე არაა ქართველი – ევტუშენკოა გვარად

  11. ეკა გეყოს რა, მარტო ზესტაფონი კი არა საქართველოა ძალიან პატარაა და ყველამ იცის ვინ ვინ არი, შენი ქცევა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს….

  12. გადააგდო,ქურდული მენტალიტეტით მოსაუბრე ჟურნალისტი,ვაი ჩვენს პატრონს ამათ რომ რამის პრეტენზია ექნებათ.

  13. კიდევ ერთი მტკიცება იმისა, რომ ჟურნალისტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. ბიძომ 54% ქართველებისა გამოიყენა და გადააგდო, ზუსტად ასეთი შემძრომების მეშვეობით, მეტის ღირსები ხართ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, შენ თუ გაქვს ვინმეზე კომპრომატი, სხვასაც არა ნაკლები ექნება შენზე. ასეა, თუ ჟურნალისტი დამოუკიდებელი არაა, ე.ი. მუშაობს დაკვეთით, მისი ბოლო ყოველთვის ასეთია, სანამ ჭირდები და აკმაყოფილებ დამკვეთს, კარგია, არა და მიბრძანდი. როგორც ვხედავ, სამწუხაროდ, ზესტაფონის რაიონი საშველი არც ყოფილა და არც იქნება ახლო მომავალში, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here