Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს მიერ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე

ნატოს მიერ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე

1440

ჰააგის ციხეში ამჟამად სასჯელს იხდიან: სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1992-1996) პოეტი და ფსიქიატრიის პროფესორი რადოვან კარაჯიჩი; სერბეთის ვიცეპრეზიდენტი (1998-2000) ვოისლავ შეშელი და სერბი გენერალი რატკო მლადიჩი. მათ “მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა სასამართლომ” _ ჰააგის ტრიბუნალმა _ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი. თუმცა ევროპულ თემიდას, როგორც ჩანს, მეხსიერების პრობლემები აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ, სმენისა და მხედველობის პრობლემებზე.


აბა, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ “სერბი დამნაშავეების” გვერდით არ სხედან ისინი, ვისაც მილიონობით ადამიანის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი? ესენი კი არიან ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელები, რომლებმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამდენიმე სისხლიანი კონფლიქტი გააჩაღეს, ამ კონფლიქტებს კი “სამშვიდობო ოპერაციებს” უწოდებდნენ.

ნატოს ერთ-ერთი წევრი-დამფუძნებელი და მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის აშშ, რომელსაც თავისი წარმომადგენლები ჰყავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმრავლესი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტებზე. სწორედ ისინი არიან ნატოს სამხედრო ოპერაციების ინიციატორები.

ნატოსსამშვიდობო ოპერაციები

1. იუგოსლავიის დაბომბვა (1999 )

იუგოსლავიაში ინტერვენციის მიზეზად ნატოს ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე _ კოსოვოში, მეტოხიაში, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში _ ეთნიკური წმენდის შეჩერება დაასახელა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის არმიის დემორალიზებასა და იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მას აშშ-ის ინტერესებისთვის საფრთხე არ შეექმნა.

ნატოს ოპერაციებს (პირველი იყო “სამოკავშირეო ძალა”, მეორე _ “გააზრებული ძალა”) უწოდეს “ჰუმანიტარული ინტერვენცია”, მაგრამ ისინი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა.

* დაიღუპა _ 5700 ადამიანი, მათ შორის, 400 ბავშვი;

* დაიჭრა _ 7000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 2000-ზე მეტი ბავშვი;

* უგზოუკვლოდ დაიკარგა _ 821 ადამიანი;

ნატოს მოქმედება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ სამხედრო ბლოკის თანამედროვე ოპერაციებს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის მაგალითია. უწინარესად კი, ნატომ დაარღვია ვაშინგტონის ხელშეკრულების, ანუ თავისი წესდების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ალიანსის წევრმა-სახელმწიფოებმა “ყველა საერთაშორისო კონფლიქტი, რომლებშიც შესაძლოა, ჩართულნი აღმოჩნდნენ, მშვიდობიანი ხერხებით უნდა გადაწყვიტონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მსოფლიოში. მან თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან”. ნატომ, აგრეთვე, დაარღვია თავისი წესდების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენცია შემოიფარგლება თავისი წევრი-ქვეყნების ტერიტორიებით. იუგოსლავია, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია კი ნატოს წევრები არ იყვნენ. ნატო კი უხეშად ჩაერია ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ნატომ და აშშ-მა ფეხქვეშ გათელეს გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფოების სუვერენიტეტი.

იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში ნატო იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომლიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები _ იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.

2. ომი ავღანეთში (2001 წლიდან დღემდე)

აშშ-მა ავღანეთში ინტერვენცია კონტრტერორისტული სამხედრო ოპერაციის (“შეუმუსრავი თავისუფლების”) ჩარჩოებში დაიწყო. ეს იყო პასუხი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე. 2001 წლის 7 ოქტომბერს აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა “თალიბანის” პოზიციებზე პირველი საავიაციო შეტევა განახორციელეს, გარდა ამისა, ამერიკული და ბრიტანული ხომალდებიდან გაშვებული იქნა 500-მდე ფრთოსანი რაკეტა. ავღანეთში მშვიდობის ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები (IშAF) დღემდე მოქმედებედნ. ავღანეთის ომი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია.

* დაიღუპა 35 ათასი ადამიანი;

* ლტოლვილად იქცა _ 500 ათასი;

*გამწვავდა ეთნოსთა შორის კონფლიქტები, მოიმატა ტერორისტული აქტების რაოდენობამ და ნარკოტრაფიკმა.

3.ერაყელთა გენოციდი (2003 წლიდან დღემდე)

2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის საბაბი იყო ის, რომ თურმე ამ ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღიFჰქონდა, კერძოდ, ბაქტეოროლოგიური (ციმბირის წყლული). დამატებითი მიზეზი კი იყო “დემოკრატიისთვის ბრძოლა”. ერაყის “დემოკრატიზაციას” მილიონი მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა. “დიქტატორი” სადამ ჰუსეინი საჯაროდ დასაჯეს, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღს ვერსად მიაკვლიეს. მოგვიანებით, 2004 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღიარა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა გამოც დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ერაყში, “არაზუსტი” იყო (?!).

ერაყის სამხედრო კომპანიაში ალიანსმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა: მსოფლიო შეძრა აბუ-გრეიბის ციხეში მოთავსებული ტყვეების წამებისა და შეურაცხყოფის კადრებმა; ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების _ გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის შესახებ და, რა თქმა უნდა, საშინელი ქიმიური იარაღის _ ფოსფორიანი ბომბების გამოყენებამ (2003 წელს იმამ ნასირის შტურმისას, აგრეთვე, 2004 წელს ალ-ფალუჯის აღებისას). ეს იარაღი, რომელიც ძვლამდე წვავს ხორცს, 1980 წლის გაეროს კონვენციით არის აკრძალული, თუმცა აშშ ამ კონვენციას არ შეუერთდა.

*ერაყის ომში მილიონზე მეტი ერაყელი დაიღუპა (ეს თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლია) მათი 25 პროცენტი ქალი და ბავშვია.

4.აკრძალული იარაღის გამოყენება ლიბიაში

არეულობებსა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის 19 მარტს, ლიბია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაციამ დაბომბა, სამხედრო ოპერაცია კი ნატომ განაგრძო.

* დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები);

* ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

არადა, 2011 წლის აგვისტოში ნატოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი ანდერს ფოგ რასმუსენი ყველას არწმუნებდა, რომ ნატოს ავიაციის დაბომბვით მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდებოდნენ.

არსებობს მონაცემები (რომელსაც ნატოს ხელმძღვანელობა ჯიუტად უარყოფს), რომ ლიბიის კონფლიქტში ნატომ კასეტური და ფოსფორიანი ბომბები გამოიყენა, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიასა და ერაყის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ნატოელებმა ერაყში გამოიყენეს იპრიტი, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში აპრობირებელი მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა კონვენციით არის აკრძალული.

ნატოს მთავარი დანაშაული არის ის, რომ მსოფლიო შეიარაღებისკენ რბოლის ახალ ერაში ჩაითრია. ნატო არა მხოლოდ განალაგებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ევროპის კონტინენტზე, არამედ აძლიერებს ატომურ პოტენციალსაც.

სხვათა შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი სამხედრო დოქტრინით, უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ატომური იარაღი, რომელიც 1996 წელს საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის აკრძალული.

ალიანსის წევრი ქვეყნები წლიდან წლამდე ზრდიან თავიანთ სამხედრო შესაძლებლობებს და ამისათვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. ნატოს ძლიერი არმია იმისათვის სჭირდება, რომ მსოფლიოზე იბატონოს. მსოფლიოზე კი ის იბატონებს, ვისაც ხელი მიუწვდება ნავთობის საბადოებზე, სწორედ ამიტომ მოაწყვეს სისხლიანი სასაკლაო ერაყში, ლიბანში და ახლა ამას სირიაში აპირებენ…

მოამზადა

ნიკა გელაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here