Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინა: დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

უკრაინა: დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

789

ყველაფერი ყოფილ იუგოსლავიაში დაიწყო…

1999 წლის 24 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, ანუ საერთაშორისო სამართლის გაუთვალისწინებლად, დაიწყო იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით “მოწყალე ანგელოზი”. დაბომბვის შედეგად, რომელიც 78 დღეს გაგრძელდა, დაიღუპა 2 ათასი სამოქალაქო პირი, 7 ათასამდე დაიჭრა, მათ შორის 30% _ ბავშვი. ოპერაცია დაიწყო წინასააღდგომო დღეებში, ხოლო ამერიკული და ბრიტანული თვითმფრინავების მიერ ჩამოყრილ ბომბებზე ეწერა: “ბედნიერი აღდგომა”.


ნატოს ოპერაცია 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების ფინალური აკორდი გახდა და განაპირობა იუგოსლავიის საბოლოო დაშლა (რომელიც 1999 წლისთვის მხოლოდ ორი რესპუბლიკისგან _ სერბეთისა და ჩერნოგორიისგან შედგებოდა), ხოლო შემდეგ თვითონ სერბეთის დაშლა (2008 წლის თებერვალში დასავლეთის სახელმწიფოებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს; სხვათა შორის, ეს ფაქტი ნეგატიურად აისახა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ დასავლეთს ეს არ აღელვებდა და არც აღელვებს).

იუგოსლავია სულაც არ იყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საბოლოო მიზანი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-მა ნელ-ნელა დაიწყო თავისი ჰეგემონიის დამყარება მსოფლიოში. თავდაპირველად ამერიკელები ფრთხილად მოქმედებდნენ, მაგრამ შემდეგ ჩათვალეს, რომ მათ ძალისმიერ ქმედებებს უკვე ვერავინ შეუშლიდა ხელს და ის, ვინც ნებაყოფლობით არ დანებდებოდა, ძალით უნდა დაემორჩილებინათ. იუგოსლავია გახდა აშშ-ის ლიდერობით დასავლეთის ექსპანსიის პრელუდია აღმოსავლეთში მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ. იუგოსლავიის დაცემისა და პრეზიდენტ მილოშევიჩის დამხობის შემდეგ დაიწყო ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით. ალიანსში შეიყვანეს ბალტიისპირა ქვეყნები, აგრეთვე, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები _ რუმინეთი და ბულგარეთი. დასავლეთი მნიშვნელოვან პლაცდარმზე გამაგრდა აღმოსავლური ექსპანსიის გასაგრძელებლად, რომელიც შემდგომ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში  “ფერადი რევოლუციების” პროექტის განხორციელებით გამოიხატა. საქართველო, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის მიერ თავსმოხვეული “დემოკრატიის შუქურის” _ სააკაშვილის მოღვაწეობით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობდა და საქართველო ომში ჩაითრია. საქართველოს გარდა, პროდასავლური გადატრიალებები მოეწყო უკრაინასა (2004 წ.) და ყირგიზეთში (2005 წ). ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობები აღინიშნა უზბეკეთსა და ბელარუსში. რუსეთის ხელისუფლებამ პრევენციული ზომები მიიღო და არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც კი, თუმცა დასავლეთის აგენტურა იქაც ცდილობდა მდგომარეობის დესტაბილიზაციას. ეს გასაკვირი არ არის, დასავლეთის საბოლოო მიზანი ხომ “დემოკრატიზაციაა” _ რუსეთის დამორჩილება.

დავუბრუნდეთ ყოფილ იუგოსლავიას. მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ნატოს სამხედრო ოპერაცია (რომელიც ფორმალურად დაიწყო ძირძველი სერბული მხარის _კოსოვოს _ ალბანური მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლებისგანდაცვისსაბაბით) მიმართული იყო მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგ? პასუხი საკმაოდ ადვილი დასასაბუთებელია. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ნატოს ავიაცია მართლმადიდებელ სერბებს უშენდა ბომბებს წარწერითბედნიერი აღდგომა”, და დაანგრია 50 სერბული მონასტერი და ეკლესია, მათ შორის, იუნესკოს დაცვის ქვეშ არსებული ტაძრები გრაჩანიცასა და პეჩში, თუმცა ესეც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტებია. საქმე ის არის, რომ დასავლელმა სტრატეგებმა დაინახეს: საბჭოთა კომუნიზმის დამარცხების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებს ერთი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე დარჩათ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცესა და ბალკანეთში _ მართლმადიდებელი ქრისტიანობა.

კომუნიზმისგან განსხვავებით, რომელიც უნივერსალურ მსოფლიო იდეოლოგიაზე აცხადებდა პრეტენზიას, მართლმადიდებლობა პოლიტიკური კუთხით არ არის აქტიური მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ის, როგორც რელიგიური სწავლება, უფრო მტკიცედ აერთიანებს საზოგადოებას იმ ქვეყნებში, რომლებიც თავს მიაკუთვნებენ ამ კონფესიას, ვიდრე ამას აკეთებდა კომუნიზმი. ხოლო მართლმადიდებლური ფასეულობების გარშემო ამა თუ იმ საზოგადოების ერთიანობა ხელს არ აძლევთ დასავლეთ ევროპას და აშშ, რომლებიც პოლიტიკური ექსპანსიის განხორციელებას აპირებდნენ.

სერბების, რუსების, ქართველებისა და სხვა ხალხების ერთგულება მართლმადიდებლობისადმი ნიშნავს მათ დამოუკიდებლობას დაურჩობასდასავლური ინსტრუქციების მიმართ. და, რაც მთავარია, მართლმადიდებელი ქრისტიანობა აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს ერთიანი ცივილიზაციის (კულტურულპოლიტიკური არეალის) ფარგლებში, რომლის ცენტრი, გამომდინარე გეოგრაფიული მასშტაბებიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან, სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერიდან და სხვა ძირითადი პარამეტრებიდან, არის რუსეთი. დასავლეთს სურს, დაასუსტოს ეს კოლოსი _ რუსეთი, რათა საბოლოოდ ჩაიგდოს ხელში გეოპოლიტიკური ბატონობა ევრაზიის კონტინენტზე. ამას იდეოლოგიურ წინააღმდეგობას უწევს მართლმადიდებელი ცივილიზაცია, რომელიც ნაწილობრივ აერთიანებს მუსლიმ ხალხებსაც და, დასავლეთისგან განსხვავებით, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ტრადიციულ ისლამთან.    

სწორედ ამიტომ, “ფერადი რევოლუციები” უცხო, მართლმადიდებელი ქრისტიანობისგან შორს მდგომი ფსევდოფასეულობების მატარებელი აღმოჩნდა, ხოლო მათ ლიდერებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. კარგად გვახსოვს, რა ძლიერი იყო სააკაშვილის რეჟიმის ზეწოლა ეკლესიაზე, როგორ ცდილობდა ხელისუფლება მის კონტროლს დაქვემდებარებული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ეკლესიის დისკრედიტაციას, აღვივებდა შიდაეკლესიურ კონფლიქტებს, მხარს უჭერდა სხვა კონფესიებს და უცხოურ სექტებს, განათლების სისტემიდან მაქსიმალურად დევნიდა რელიგიურ ცოდნას და საერთოდ, ქრისტიანულ მორალს. ეს ყველაფერი ხდებოდა “დასავლეთის სტანდარტებთან” საქართველოს მიახლოების ლოზუნგით.

 განა ეს არ იყო ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა? და განა ეს ცნობილი არ იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ სააკაშვილის რეჟიმს? ასე რომ, თუკი “ვარდების რევოლუციას”, სხვა “ფერად რევოლუციებთან” ერთად, ჩავთვლით დამორჩილებისა და დაყოფის პოლიტიკის გაგრძელებად, რომელიც დაიწყო 1999 წელს იუგოსლავიაში (ეს კი სწორედ ასეა, თუ გავითვალისწინებთ 2000 წელს მილოშევიჩის, ხოლო 2003 წელს შევარდნაძის დამხობის ტექნოლოგიების იდენტობას), მაშინ მისი ანტიმართლმადიდებლური მიმართულება ადვილად დასანახი იქნება, თუმცა ამის შესახებ დასავლელი სტრატეგები იშვიათად საუბრობენ (მაგალითად, ბჟეზინსკი ან ბილდტი).

დასავლეთის ლაშქრობა უკვე არაკომუნისტური, არამედ მართლმადიდებელი აღმოსავლეთის წინააღმდეგ დაიწყო სწორედ სერბეთიდან (ყოფილი იუგოსლავია). ყველაფერი ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის 15 წლის წინანდელი მოვლენების გაგრძელება სხვა, მაგრამ არანაკლებ სასტიკი ფორმებით (დასავლეთის “აღმოსავლური სტრატეგიის” შესახებ, გირჩევთ, ნახოთ ფრანგი ჟურნალისტის _ მანონ ლუაზოს დოკუმენტური ფილმი “აღმოსავლეთის დაპყრობა”, რომელიც 2000-იანი წლების შუახანებში გამოვიდა. ფილმი ხელმისაწვდომია ინტერნეტში).

შხამიანისიტკბო” _ ევროპასთან ასოციაცია

ნარინჯისფერმა რევოლუციამუკრაინის განვითარება დაახლოებით ათი წლით შეაფერხა.

2005-2010 წლებში უკრაინელთა ცხოვრების დონე საგრძნობლად დაეცა. თუ 2004 წლის შედეგებით უკრაინის მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) 12,4%-ით გაიზარდა, უკვე 2005 წელს, “რევოლუციის” შემდეგ, ეს მაჩვენებელი 2.6%-მდე დაეცა. 2013 წელს რუსეთის მშპ უტოლდებოდა დიდი ბრიტანეთის მშპ-ს და 2 ტრილიონ 118 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უკრაინის მშპ კი 175 მილიარდი დოლარი იყო, ვიეტნამის მშპ-ს უდრიდა და ოდნავ აღემატებოდა ანგოლის მშპ-ს. 2004 წელს რუსეთის მშპ 1 ტრილიონ 449 მილიარდს დოლარს აღწევდა და კანადის მშპ-ს ტოლი იყო. უკრაინის მშპ 2004 წელს 312 მილიარდი იყო და საუდის არაბეთისა და ბელგიის მშპ-ს არ ჩამოუვარდებოდა, ანუ 9 წელიწადში რუსეთის მშპ გაიზარდა ერთნახევარჯერ, რამაც ის განვითარებული ქვეყნების დონეზე გაიყვანა, ხოლო უკრაინის მშპ ორჯერ დაეცა და განვითარებად ქვეყნებსაც კი ჩამოუვარდება. ეს მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა.

ეკონომიკურ წარუმატებლობას დაემატა დასავლეთის ინტერესების გამტარებელი “რევოლუციური” ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკა ეროვნულ და რელიგიურ საკითხებში. ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის ხელისუფლება ფრთხილად და ზომიერად, მაგრამ მაინც ცდილობდა რუსული ენის განდევნას და არაკანონიკური “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” გაძლიერებას რუსეთის ეკლესიის საპირწონედ, რომელსაც მიეკუთვნება მართლმადიდებელი უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას უკრაინაზე აღიარებს ყველა კანონიკური ეკლესია, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკრაინელები მთლიანობაში ეჭვის თვალით უყურებდნენ “რევოლუციის” ლიდერებს და პირველივე შესაძლებლობისას, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დროებით თავი დააღწიეს მათ მმართველობას, აირჩიეს რა ვიქტორ იანუკოვიჩი. თუმცა არც იანუკოვიჩი იყო მაინცდამაინც პოპულარული, მისი არჩევა მოხდა სხვა რეალური ალტერნატივის არარსებობის და მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო _ უკრაინელების დიდი ნაწილი მართლმადიდებელ ცივილიზაციას ეკუთვნის და უფრო მეტად რუსეთისკენ მიისწრაფვის.

უკრაინა: პროდასავლური დასავლეთი, პრორუსული აღმოსავლეთი და სამხრეთი და ნეიტრალური ცენტრი

ჩვენთან, საქართველოში, ხშირად ავიწყდებათ, რომ რუსებს და უკრაინელებს აერთიანებთ, ერთი მხრივ, რწმენა და ეკლესია, მეორე მხრივ, სისხლისმიერი და ენობრივი ნათესაობა. რუსული და უკრაინული ენები უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან, ვიდრე, ვთქვათ, ქართული და მეგრული. ბევრი უკრანელი იყენებს ე.წ. სურჟიკს _ უკრაინულისა და რუსულის ნაზავს, ხოლო კიდევ უფრო მეტი უკრაინელი _ ლიტერატურულ რუსულს. რუსებიც და უკრაინელებიც აღმოსავლელი სლავებია. თვითონ რუსეთი (Русъ) “დაიბადა” თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ “გადასახლდა” კიევიდან ჩრდილოეთში, მოსკოვის მიმართულებით. სიტყვა “უკრაინა” იშიფრება, როგორც “окраина Руси”, ანუ “რუსეთის განაპირა მხარე”… ამიტომ, ბევრი რუსი და უკრაინელიც მიიჩნევს, რომ რუსები და უკრაინელები (ბელორუსებთან ერთად) ერთიან ხალხს შეადგენენ.

მაგრამ რუსებისა და უკრაინელების ერთობას სტრატეგიული მოწინააღმდეგეები ჰყავთ აშშ, ნატო და ევროკავშირის სახით. დასავლეთის სახელმწიფოები და გლობალისტური ორგანიზაციები, გამომდინარე მათი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან, ახდენენ უკრაინელი ნაციონალისტებით მანიპულირებას, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიეკუთვნება არა მართლმადიდებელ, არამედ უნიატურ, ან კათოლიკურ ეკლესიებს, ან სულაც სხვა კონფესიების მიმდევარია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი, მაგალითად, უმაღლესი რადის (პარლამენტის) თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი ბაპტისტია (ეს პროტესტანტული მიმართულება გავრცელებულია აშშ-ში), ხოლო პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი კი ტოტალიტარული (ასევე ამერიკული) სექტის “საიენტოლოგების” წევრია.

გასაკვირი არ არის, რომ დასავლეთი უკმაყოფილო იყო იანუკოვიჩის გამარჯვებით 2010 წლის არჩევნებზე, რადგან პროდასავლური კურსით მოსახლეობის გულაცრუების შემდეგ, მოსალოდნელი იყო რუსეთისა და უკრაინის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსები არ წავიდნენ ახალადარჩეულ პრეზიდენტთან კონფრონტაციაზე, არამედ დაიწყეს მისი გადმობირება, სთავაზობდნენ რა ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას, უკრაინისთვის ხელსაყრელ პირობებზე. ამასთანავე, “თაფლაკვერთან” ერთად მათ გამოიყენეს “მათრახიც” _ იანუკოვიჩისგან მოითხოვდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “რევოლუციონერ” ტიმოშენკოს გათავისუფლებას ციხიდან. კორუფციაში ჩაფლული იანუკოვიჩი, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფოს განვითარების მკაფიო სტრატეგია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არანაირი იდეოლოგია, დაადგა ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ შეთავაზებულ გზას და უკრაინის მოქალაქეებს ნათელ ფერებში უხატავდა ევროკავშირთან დაახლოების “ბედნიერ” მომავალს, ე.წ. ასოცირებული ხელშეკრულების საფუძველზე. სახელმწიფო აპარატი გახდა უკრაინის ევროასოციაციის მთავარი პროპაგანდისტი. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაიჯერა, რომ უკრაინისთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ხოლო მათი კეთილდღეობა დიდად გაიზრდება. ვიმეორებთ: მოსახლეობის ამგვარი განწყობა განაპირობა თავად იანუკოვიჩის ხელისუფლების პროპაგანდამ, ევროპელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების ინიციატივით.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here