Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ქურთაძე: უკრაინაში ომია, ნამდვილი ომი, აქ მიშა სააკაშვილს რა ესაქმება? თავის...

ალექსანდრე ქურთაძე: უკრაინაში ომია, ნამდვილი ომი, აქ მიშა სააკაშვილს რა ესაქმება? თავის დროზე საკუთარ ქვეყანაში ვერ იომა და უკრაინაში მისი იმედი ვის უნდა ჰქონდეს?

607

რამდენიმე დღის წინათ ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. როგორც “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, უკრაინიდან მისი გაძევება მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულმა მხარემ სააკაშვილის დაცვაზე ხელი აიღო და ქილიკი დაიწყო. მისივე თქმით, სააკაშვილი ახლა ამერიკაში დაწანწალებს და ემიგრანტებს აწუხებს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მას რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვაზეც უარი განუცხადეს.


ის, რომ ექსპრეზიდენტი ამჟამად ამერიკაშია და ემიგრანტებსაც ნამდვილად აწუხებს, კარდაკარ დადის და, ასე ვთქვათ, სადაც ჭიქა გაჭახუნდება, იქ ჩნდება, 28 სექტემბერს ტელეკომპანიარუსთავი 2”-ში გასული სიუჟეტიდანაც შევიტყვეთ.

არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისინიციატივით, 23 სექტემბერს კონფერენცია გაიმართა, ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად საფრთხის შემცველია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სამხრეთ კავკასიისთვის. კონფერენციაზე დამსწრე პოლიტოლოგებმა და ანალიტიკოსებმა ნათლად და გარკვევით დაასაბუთეს აღნიშნული საფრთხის რეალობა.

ძალიან მარტივად შეიძლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის პროვოცირება და სამივე ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, ცეცხლში გაეხვევა”, _ განაცხადა კონფერენციაზე ანალიტიკოსმა ვალერი კვარაცხელიამ.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა კი თქვა, რომ  “ნაციონალურ მოძრაობასეროვნული შუღლის ჩამოგდება სურს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს. “ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცდილობდნენ გარდაბანში არეულობის პროვოცირებას, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ” (იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #34)

საქართველო და მსოფლიოუკრაინაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ალექსანდრე ქურთაძეს დაუკავშირდა.

_ ბატონო ალექსანდრე, ამბობენ, სააკაშვილი თავისი გუნდით უკრაინიდან გამოაგდესო

_ მიშა აქ თავისი გუნდით ნამდვილად მოძრაობდა, ადგილობრივ ტელევიზიაშიც მიიწვიეს, პირდაპირ ეთერში დავრეკე, მინდოდა მეკითხა, უკრაინაში რას აკეთებდა, რა ესაქმებოდა იქ, მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყანა დაღუპვის ზღვარზე მიიყვანა, მაგრამ არ დამალაპარაკეს, ტელეფონი გამითიშეს.

_ ამჟამად მანდ იმყოფება?

_ არა, აქ ჩამოსვლას ვეღარ ბედავს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მხარემ მასზე ძებნა გამოაცხადა, აქედან გაიქცა. უკრაინა სააკაშვილს საქართველოს გადასცემს.

_ კი, მაგრამ ხომ ამბობენ, პოროშენკო მისი მეგობარიაო

_ პოროშენკო არ არის მისი მეგობარი, სხვები არიან. იმათ აქ დიდი ბანკი აქვთ, მაგრამ, თუ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მიშა საქართველოს გადასცეს, მეგობრების გავლენა და ფული მას ვერ უშველის.

_ რამდენადაც ვიცით, უკრაინაში სააკაშვილი მარტო არ იყო

_ არა, მარტო არ იყო. კახა ბენდუქიძეც აქ იყო და გიორგი ვაშაძეც, დანარჩენები ჩამოდიოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ, უნდოდათ, რომ უკრაინაში იუსტიციის სახლი აეშენებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. უკრაინა მაგარი ქვეყანაა, მაგათი საბოგინო სად არის? მიწებს ეძებდნენ მშენებლობებისთვის, ეგეც ვერ იშოვეს, არავინ მიჰყიდა. ასე რომ, არაფერი გამოუვიდათ. მერე, როგორც კი ამ გიჟზე, სააკაშვილზე, ძებნა გამოცხადდა და გაიქცა, ესენიც გაქრნენ. თავს მაინც არ ანებებს უკრაინას, აქ არის რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ჩართვებს უკეთებს და ალაპარაკებს. ამბობს, თუ უკრაინის მთავრობა მომიწვევს, აუცილებლად ჩამოვალ, ამჟამად, ამერიკაში ვარ, ბიზნესი მაქვს და ლექციებს ვკითხულობო.

უკრაინაში ომია, ნამდვილი ომი, აქ მიშა სააკაშვილს რა ესაქმება? თავის დროზე საკუთარ ქვეყანაში ვერ იომა და უკრაინაში მისი იმედი ვის უნდა ჰქონდეს?

ასევე დაუკავშირდით გენერალ ტრისტან წითელაშვილს, რომელმაც ერთერთმა პირველმა შეატყობინა ქართულ მხარეს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდის რამდენიმე წევრი უკრაინაში ქართველზონდერებთანერთად წვრთნებს ატარებენ, რათა უკრაინული ევრომაიდნის სცენარი ჩვენთანაც განახორციელონო. მაშინ ეს ინფორმაცია ბევრმა სანდო წყარომ დაადასტურა.

_ ბატონო ტრისტან, რა იცით სააკაშვილის უკრაინიდან გაქცევისა თუ გაგდების შესახებ?

_ ყველაფერი ვიცი. თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინაში მეგობრები და კოლეგები მყავს, რომლებიც უტყუარ ინფორმაციას მაწვდიან. სწორედ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოს გავაგებინე, თუ რას გეგმავდა სააკაშვილი და რა საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს საფრთხე განეიტრალებული ჯერაც არ არის, არავინ იცის, “ნაცები” რას გეგმავენ.

იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის ინსპირირების გეგმებს აწყობდა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები მასოვრივ არეულობაში გადაიზარდა; უფრო მეტიც, სამოქალაქო ომი დაიწყო. მიშა უკრაინის მთავრობას კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ჰპირდებოდა. სააკაშვილი ცდილობდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი გუშემატკივრის როლი მოერგო და პროცესების მართვაც ხელში აეღო. ერთი პერიოდი სამთავრობო შტაბის წევრიც იყო, მაგრამ უკრაინელებმა ძალიან მალე შეამჩნიეს, რომ სააკაშვილს პროცესები სულ სხვა მიმართულებით მიჰყავდა. ქვეყანა ჩიხში შევიდა, ხალხის დიდმა ნაწილმა მალევე გაიგო, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა ევროპისა და ამერიკის მიერ იყო პროვოცირებული, ამიტომ სააკაშვილის მეთოდები აღარ მოსწონდათ, თანაც აშკარა გახდა, რომ ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა… სააკაშვილის ლუსტრირება მოხდა. ახლა უკრაინაში ქუჩაში რიგითი მოქალაქე რომ გააჩერო, სააკაშვილზე საშინელებებს გეტყვის, ამბობენ, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის სამოქალაქო ომის ესკალაციაში.

_ ამ ინფორმაციებს თქვენი მეგობრები გაწვდიან?

_ დიახ, ჩემი კოლეგები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროცესებში, ისინი ვიღაცები არ არიან. საჯარო განცხადება სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის მთავრობის წევრებს არ გაუკეთებიათ, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ რამდენიმე კარგად დაგეგმილი ოპერაცია სწორედ ამ გიჟის მიზეზით ჩაიშალა.

_ ამბობენ, სააკაშვილს შეეშინდა, რომ უკრაინის მთავრობა მას საქართველოს გადმოსცემდა და ამიტომ გაიქცაო.

_ დიახ, სააკაშვილმა უკრაინელ ხალხსაც და მთავრობასაც იმედი გაუცრუა. სხვათა შორის, ვიდრე სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდებოდა, დამიკავშირდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები და ითხოვდნენ, იქნებ საქართველო როგორმე დახმარებოდა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაში, მაგრამ, აბა, ჩვენ რისი გაკეთება შეგვეძლო?

_ სააკაშვილს ერთერთ უკრაინულ არხზე გადაცემაში უთქვამს, რომ, თუ უკრაინა მიმიწვევს, აუცილებლად ჩავალო

_ არ არსებობს, რომ უკრაინის მთავრობამ მას დახმარებისთვის დაუძახოს. ზუსტად ვიცი, სააკაშვილი თვითნებურად თუ ჩავა უკრაინაში, ხელისუფლება მას საქარჰთველოს გადმოსცემს. დანამდვილებით ვიცი, რომ უკრაინის მთავრობას არ სურს, სააკაშვილის გამო საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები გაიფუჭოს.

_ რა იცით მისი გუნდის წევრების შესახებ, რომლებიც იქ ახლდა?

_ ესენი იყვნენ კახა ბენდუქიძე, გიორგი ვაშაძე,  დროდადრო ჩადიოდნენ გივი თარგამაძე, გიგი წერეთელი, გიორგი ბარამიძე. ამჟამად არც ერთი მათგანი იქ აღარ იმყოფება. უკრაინელი ხალხისთვის აშკარა გახდა მათი ზრახვები, მიხვდნენ, თუ რას ამზადებდნენ. ვიცი, რომ უკრაინაში აღარ იმყოფება არც მამუკა მამულაშვილი, რომელიც ბაჩო ახალიას “ზონდერი” იყო.

ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ ევრომაიდნის სცენარის საქართველოში გადმოტანა სურდათ, ისინი ახლაც მიკავშირდებიან და სიფხიზლისკენ მოგვიწოდებენ, რადგან არავინ იცის, “ნაცები” კიდევ რას მოიმოქმედებენ. შემოდგომისთვის დაგეგმილი არეულობა, შესაძლებელია, ჯერ კიდევ ძალაში იყოს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შეშინებულია და ცდილობს იმ ქვეყნებს შეაფაროს თავი, რომლებიც არ გაწირავენ. ბოლო დროს გამოქვეყნებულმა  NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოშინაციონალებისრეიტინგი ძალიან დაეცა, აშკარაა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მფარველებმა ზურგი შეაქციეს, მაგრამ საინტერესოა, ვისით ჩაანაცვლებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here