Home რუბრიკები პოლიტიკა უილიამ ლაჰიუ: ნატოსგან თქვენ ყველაზე შორს ხართ!

უილიამ ლაჰიუ: ნატოსგან თქვენ ყველაზე შორს ხართ!

533

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ნატოში საქართველოს შესვლის პერსპექტივა შეაფასა. მისი აზრით, მაპისკენ  მიმავალ გზაზე საქართველოს ბევრი მტკივნეული ცვლილების გაძლება მოუწევს.

“შეხედეთ რეალობას: სად არის საქართველო, როგორია მისი გეოპოლიტიკური სიტუაცია? თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურთ, ნატოს წევრი გახდნენ. თუმცა, თქვენს საზღვართან უკვე არის წევრი ქვეყანა _ თურქეთი და ეს კარგია, რადგან ამით თქვენ ალიანსის გეოგრაფიულ მთლიანობას არ არღვევთ… თქვენ ყველაზე შორს ხართ. ისევ და ისევ რეალობას შეხედეთ: მაგალითად, ალბანეთის მეზობლებმა გაცილებით მეტი იციან ალბანეთზე, ვიდრე საქართველოზე. გაფართოების პროცესს წინ უნდა უძღოდეს ინფორმირებულობა და საქართველო აკეთებს ამას, მაგალითად, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით თქვენ წარმოდგენას უქმნით ნატოს წევრ ქვეყნებს, რა წვლილი შეიძლება, შეიტანოს საქართველომ საერთო უსაფრთხოებაში, ერგებით თუ არა არსებულ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა, ევროპის ცენტრში რომ ყოფილიყავით, გარშემორტყმული ქვეყნებით, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები”,_აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისი ხელმძღვანელმა.

მისივე აზრით, არის სხვა პრობლემაც: ტერიტორიული კონფლიქტები როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებთან ახლოს.

ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. ეს კონფლიქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავენ საქართველოში ნატოში გაწევრიანებას, დაბრკოლებას ქმნიან. ასევე საგულისხმოა საკითხი, რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთსა და .. სამხეთ ოსეთს ნატოში საქართველოს გაწევრების შემთხვევაში, როგორ მოერგება მათ ნატოს მეხუთე მუხლი და ..” _ თქვა უილიამ ლაჰიუმ.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, მაპისკენ  მიმავალ გზაზე საქართველოს ბევრი მტკივნეული ცვლილებების გაძლება მოუწევს.

როდის მიენიჭება საქართველოს მაპი? უკვე ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მაპის გაცემის დროზეც, ეს კი ცალკე პოლიტიკური გადაწყვეტილებაათქვენი მთავარი საზრუნავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს _ რეფორმები, მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა”, _ აღნიშნა ლაჰიუმ.

მოამზადა

თემურ გოგიამ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here