Home რუბრიკები სამართალი გოჩა კაკაბაძე: “საქართველოს ბანკი” და შპს “ისანი-ტექსი” ერთობლივად ახორციელებდნენ თაღლითურ სქემას, ამიტომ...

გოჩა კაკაბაძე: “საქართველოს ბანკი” და შპს “ისანი-ტექსი” ერთობლივად ახორციელებდნენ თაღლითურ სქემას, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე!

793

საქართველოში ბევრია ბანკების მიერ დაჩაგრული, უსამართლოდ ქონებაწართმეული ადამიანი. დაზარალებულთაგან ერთ-ერთია აფხაზეთიდან დევნილი გოჩა კაკაბაძე, რომელსაც “საქართველოს ბანკმა” ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.


_ 2007 წლის 30 ივნისს ჩემსა და კომპანია “ისანი-ტექსის” შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოსკოვის პროსპექტზე “ისანი-ტექსის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში ბინის შესყიდვის თაობაზე, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, 2008 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა ჩაებარებინათ ჩემთვის. თუ ასე არ მოხდებოდა, შპს “ისანი-ტექსის” სრულად უნდა დაებრუნებინა უკან ჩემ მიერ გადახდილი თანხა.

_ ვინ არის შპსისანიტექსისდამფუძნებელი?

_ მიხეილ ძაძამია. მოკლედ, ამ კომპანიას ყოველთვიურად 500 დოლარს ვუხდიდი ისე, რომ ერთი დღეც არ გადამიცილებია ვადას. 2007 წლის ოქტომბერში შპს “ისანი-ტექსისა” და “საქართველოს ბანკის” წარმომადგენლებმა განმიცხადეს, ვინაიდან შპს “ისანი-ტექსის” თანხა სრულად სჭირდება, “საქართველოს ბანკი” მოგცემს სესხს, რომლითაც მთლიანად დაფარავ შპს “ისანი-ტექსის” ვალს და ყოველთვიურად გადასახდელ 500 დოლარს ამიერიდან “საქართველოს ბანკს” გადაუხდიო. იმხანად ვერ ვიფიქრე, რომ შპს “ისანი-ტექსი” და “საქართველოს ბანკი” თაღლითურ სქემას ამუშავებდნენ ჩემ წინააღმდეგ და დავთანხმდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, შესატან თანხას სად გადავიხდიდი. მოკლედ, “საქართველოს ბანკმა” 2007 წლის 31 ოქტომბერს ჩემს ანგარიშზე გადმორიცხა  35 273 დოლარი, რომელიც რამდენიმე წამში შპს “ისანი-ტექსის” ანგარიშზე დაჯდა. ეს ისე გააკეთეს, რომ თანხასთან შეხება არ მქონია.  გავიდა დრო, მაგრამ კორპუსის მშენებლობის დაწყებას პირი არ უჩანდა. 2009 წლის 12 მარტს მივმართე შპს “ისანი-ტექსის” პრეზიდენტს, რომ ვწყვეტდი დადებულ ხელშეკრულებას, რადგან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. წერილობით მივმართე “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტსაც შპს “ისანი-ტექსისთან” ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. 2009 წლის 19 მარტს კი ჩემმა რწმუნებულმა მიმართა “საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორს წერილობით და მოითხოვა, რომ ჩემთვის შეეჩერებინა კრედიტის პროცენტები, რადგან შპს “ისანი-ტექსის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვწყვეტდი მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. ჩემმა რწუნებულმა ასევე მოითხოვა ბანკიდან, რა დავალიანება მქონდა 2009 წლის 19 მარტისთვის, რაზეც ბანკიდან მიღებულ ოფიციალურ ამონაწერში აღნიშნულია, რომ ჩემს სახელზე მხოლოდ კრედიტის სახით მიღებული ძირი თანხა ირიცხებდა დავალიანების სახით და სხვა დავალიანება არ მქონდა. ეს დოკუმენტიც წარდგენილი მაქვს სასამართლოში. 2009 წლის 25 აგვისტოს კი  ბანკიდან მივიღე შეტყობინება, რომ 2007 წლის 29 ოქტომბერს შპს “ისანი-ტექსის” იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვითომდა, ჩემ მიერ სესხის უზრუნველყოფისთვის წარდგენილი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია მოხდებოდა სესხის სრულად დაფარვის მიზნით. ამასთანავე, იმის გამო, რომ შპს “ისანი-ტექსი” ვერ ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ გადაცილებულ დღეზე 43, 88 დოლარის გადახდას მაკისრებდნენ.

შპს “ისანი-ტექსის” შემოთავაზებით, 2009 წლის 18 აგვისტოს დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება ამხანაგობა “მარსს”, შპს “ისანი-ტექსისა” და ჩემ შორის.

_ ამხანაგობამარსისდამფუძნებელი ვინ არის?

_ მიხეილ ძაძამია. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ვინაიდან “ისანი ტექსი” ვერ აშენებდა მოსკოვის გამზირზე კორპუსს, საკუთრებაში უნდა გადმოეცათ ალ. ყაზბეგის 34-ში ამხანაგობა “მარსის” კუთვნილ მიწაზე ასაშენებელი 16-სართულიანი კორპუსის ფასადზე გამავალი 78 კვ მეტრამდე ფართობი და, ხელშეკრულების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბერს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ ეს პირობაც არ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის ჩემ მიერ გადახდილი თანხა _ 25 ათას დოლარამდე. ეს შეგნებულად გააკეთეს, რადგან წინასწარ ჰქონდათ განზრახული ჩემთვის ბინისა და თანხის წართმევა.

 “საქართველოს ბანკისა” და “ისანი ტექსის” ერთობლივი თაღლითური სქემა 2006 წლიდან იწყება, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ბანკმა “ისანი-ტექსის” 2 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა. როდესაც “საქართველოს ბანკმა” დაინახა, რომ “ისანი-ტექსი” ვეღარ უბრუნებდა თანხას, ერთობლივად შეიმუშავეს ხალხის ძარცვის გეგმა, რომელიც გამოიხატა შემდეგში: “საქართველოს ბანკიდან” ადამიანებს მოტყუებით აღებინებდნენ კრედიტს ბინის ღირებულების სრულად დაფარვის მიზნით. საჯარო რეესტრიდან ამოღებული ცნობით ჩანს, რომ “ისანი-ტექსიმ”  კუთვნილი მიწის ნაკვეთიც “საქართველოს ბანკს” გადასცა. ჩემნაირად მიტყუებული ადამიანები კი “გადაამისამართეს” ალ. ყაზბეგის #34-ში მდებარე მშენებარე კორპუსში. მაგრამ, ვინაიდან “საქართველოს ბანკმა” დამაკისრა ასი ათას ლარზე მეტი გადასახადი, თავისი ჯარიმებითა და პროცენტებით, რომც გადმომეცეს ყაზბეგის გამზირზე მდებარე ბინა, დაუყოვნებლივ იქნება დაყადაღებული და გასხვისებული.

_ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმეთ ამხანაგობამარსთან”, რა მოხდა?

_ ამხანაგობა “მარსმა” ვალდებულება აიღო, რომ ბინას 2010 წლის 1 სექტემბერს ჩამაბარებდა. დღემდე მიმდინარეობს ამ კორპუსის მშენებლობა. არაერთი წერილით მივმართე ბინათმშენებლობა “მარსის” თავმჯდომარე აკაკი ტუღუშს, რომელიც მიხეილ ძაძამიას ნდობით აღჭურვილი პირია. ამხანაგობა “მარსმა” მიპასუხა, რომ აღიარებდა ჩემ მიმართ დავალიანებას, მაგრამ, ვინაიდან კომპანიას არ აქვს ფინანსები, ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებას ვერ აგინაზღაურებთო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდილი მქონდა “საქართველოს ბანკის” მიერ მოცემული 43 883 დოლარი _ ბინის სრული ღირებულება, სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ამხანაგობა “მარსს” ჩემთვის არანაირი თანხა აღარ უნდა გადაეხდევინებინა, მაგრამ მან მაინც მომთხოვა თანხის გადახდა. აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის #34-ში მშენებარე კორპუსის ძირითადი მესაკუთრე “საქართველოს ბანკია”.

_ ახლა რას აპირებთ?

_ მოვითხოვ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, მორალურზე აღარაფერს ვამბობ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითა და დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ბანკიდა შპსისანიტექსიერთობლივად ახორციელებდნენ თაღლითურ სქემას, ამიტომ  დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

თამუნა ქუთათელაძე, გოჩა კაკაბაძის ადვოკატი:

_ ფინანსური პოლიციის ზედამხედველ პროკურორ გიორგი მიქელაძეს არაერთხელ მივმართეთ, რათა დაეკანონებინათ გოჩა კაკაბაძისთვის კუთვნილი ბინის ფართობი, რადგან ის “ისანი-ტექსიმ” და “საქართველოს ბანკმა” თაღლითური სქემით წაართვეს, მაგრამ მიქელაძემ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ  საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის,  სახელზე შევიტანეთ საჩივარი, მაგრამ არც მისი მხრიდან მოჰყოლია რეაგირება. გამოძიება დღემდე არ დაწყებულა.

_ რას გეუბნებიან?

_ ფინანსურ პოლიციას უამრავი საქმე აქვს დაწყებული და თქვენთვის არ სცალიაო. გარდა ამისა, მე და ბატონი გოჩა მივედით “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში, სადაც შეგვხვდა მათი იურისტი, რომელმაც გამოგვლანძღა და გამოგვიშვა. გამომძიებელი, რომელსაც ამ საქმის გამოძიება ევალებოდა, გახლდათ ვალერი უსენაშვილი; თავდაპირველად გვეუბნებოდა, უამრავი საქმე მაქვს და თქვენთვის არ მცალიაო, შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობდა. არადა, ალ ყაზბეგის #34-ში კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბატონი გოჩა კაკაბაძე ესაუბრა ერთ-ერთ კომპეტენტურ პირს, რომელმაც აუხსნა, რომ ეს კორპუსი მთლიანად “საქართველოს ბანკის” კუთვნილება იყო. გამოდის, რომ შპს “ისანი-ტექსიმ” მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხებით დაფარა “საქართველოს ბანკის” ვალი. არადა, როდესაც ბატონმა გოჩამ კუთვნილი ბინის გადაფორმება დააპირა, “საქართველოს ბანკმა” სასამართლოში უჩივლა ბატონ გოჩას და ვინაიდან მას არ ჰყავდა ადვოკატი და მოუმზადებელი გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მოტყუებით აღიარებინეს, რომ ჰქონდა შპს “ისანი-ტექსის” ვალი. რეალურად მას ამ კომპანიის ვალი არ ჰქონია, მაგრამ ძაძამიამ და მისმა ბანდამ ისე გააკეთებინეს, რომ დღემდე ახდევინებენ არარსებულ ვალს.

_ ვინ არის მიხეილ ძაძამია?

_ მიხეილ ძაძამია არის “ისანი-ტექსისა” და “ტექს ჯგუფის” დირექტორი, “ნაცმოძრაობის” წევრებთან დაახლოებულ პირი, გიგი უგულავას მეგობარი და, როგორც ჩანს, კორუფციულ გარიგებებს სწორედ “ნაცმოძრაობის” წევრებთან შეთანხმებით აწარმოებდა. წესით, საქმე, რომელიც ეხება გაკოტრებული კომპანიისთვის თბილისის მერიის მიერ თანხის გადარიცხვას, რომელსაც შემდგომ “საქართველოს ბანკი” აცოცხლებს, ფინანსურ პოლიციას სასწრაფოდ უნდა გამოეძიებინა.

ხელისუფლებაში არიან “ნაციონალების” კადრები, რომლებიც  მფარველობენ ძაძამიას და ამ კონკრეტულ საქმეს. მათ არ სურთ, “საქართველოს ბანკის” მაკომპრომეტებელი მასალების გამომზეურება. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსი დავით გაგნიძე, რომელმაც უამრავი ბიზნესმენი გააკოტრა, ქონება სახელმწიფოსთვის აჩუქებინა, შემდეგ კი ციხეში გამოამწყვდია, დღესაც კონტროლის პალატაში მუშაობს.

სამწუხაროდ, დღესაც არ ეხებიან ბანკებს, არადა, სწორედ ბანკებმა დაღუპეს ხალხი. სხვათა შორის, მსხვილ ბანკებს სხვადასხვა კომპანიასთან ერთად აქვთ გახსნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც უარესად ხლართავენ ფინანსურ მაქინაციებს. თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურის დონეზე ხდება. წესით, “ეროვნულ ბანკს” უნდა ემორჩილებოდეს ყველა ბანკი, მაგრამ რეალურად ეროვნული ბანკი სხვა ბანკების მიერ ჩატარებული ოპერაციების საქმის კურსში არ არის. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, იმედი მოგვეცა, რომ უსამართლობა აღმოიფხვრებოდა და დამნაშავე კომპანიები ხალხის გაუბედურების გამო პასუხს აგებდნენ, ამიტომაც მივაწოდეთ სრულად მოძიებული საქმე პროკურატურას და გვეგონა, რომ მიხედავდნენ, მაგრამ ერთი წელია, საჩივარი შევიტანეთ და რეაგირება არ მოჰყოლია. აი, ასეთი გარემოებების გამო, აფხაზეთიდან დევნილ გოჩა კაკაბაძეს საცხოვრებელი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს, ის მაინც გულანთებულ ქართველად რჩება და საშვილიშვილო საქმეს აკეთებს _ ბატონ გოჩას შექმნილი აქვს “წმინდა გიორგის სახელობის კარატეს ფედერაცია” და თაობებს ქართული სულით ცხოვრებას ასწავლის. აი, ასეთ ადამიანს მიჰყიდეს ჰაერი, დააკისრეს 104 ათასი ლარის ვალი, ფული აქეთ გამოსძალეს და ამის მეტი დანაშაული რაღა უნდათ, ამ საქმეს რომ არ იძიებენ? ეს ხომ წმინდა წყლის თაღლითობაა “საქართველოს ბანკის” მხრიდან?!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

P.Sჩვენი მრავალგზისი მცდელობა, ამ საკითხზე კომენტარი მოგვეპოვებინასაქართველოს ბანკისწარმომადგენლებისგან, ამაო გამოდგა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here