Home რუბრიკები საზოგადოება მგლისა და კრავის სტრატეგიული პარტნიორობა ვის გაუგია?!

მგლისა და კრავის სტრატეგიული პარტნიორობა ვის გაუგია?!

675

გართობის მოყვარულმა თაღლითმა ორ ღატაკს ურჩია, _ აგერ, ფართო მდინარე გადაცურეთ და მეორე ნაპირზე უკვე მდიდრები იქნებითო. ერთი გავიდა, მეორეს გაუჭირდა და დაუძახა, მომეხმარე, თორე დავიხრჩობიო. ნაპირზე გასულმა მიაძახა, _ წადი, შენი ღატაკი დედაცო…


ასოცირების ხელშეკრულების აღსანიშნავ ზეიმზე უსუფაშვილმა ფრთოსანი მისალმება ააფრინა: “გამარჯობა, ევროპელებო!”. ადრე გული გაგვიხეთქა, ნატოს გარეშე საქართველო გაქრებაო. ნატოში  არ გვიშვებენ, ჩვენ კიდევ შიშით შევყურებთ _ ეს ყველა ჭანჭიკმორყეული, ამდენ ცოდვაწამოკიდებული ნატო არ დაიშალოს და უიმისოდ არ გავქრეთო. კიდევ კარგი, რომ ეს წინასწარხედვა უფრთაბუმბულო ღლაპი გამოდგა, რომელსაც გაფრენა არ უწერია. სამაგიეროდ ახლა ევროპელობა გაგვხდომია თავში საცემი. საზეიმო შეკრების მონაწილე წყალგაღმა გასულებს კი მიულოცეს ევროპელობა, მაგრამ სხვამ რა ქნას, ვინც უკვე წყალში  ფართხალებს და იხრჩობა ან გამოღმაა დარჩენილი?

გაევროპელება მთლად იოლი საქმე ნუ გვგონია, ჯერ იმ მდინარეში ფეხი რომ ჩაგაყოფინონ, ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღო. ასეთი უცოდველი კრავის სახელით არის შენიღბული ეს სატანის ძღვენი. შიგ არ ჩაიხედოთ, თორემ პანდორას სკივრივით წაახდენს ადამის მოდგმას.

მაგრამ ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღებით უკვე თავი ავხადეთ ამ პანდორას სკივრს, რომლიდანაც უკვე ერთსქესიანთა ქორწინება ემზადება ამოსაფრენად, შემდეგში კი ინცესტი გაისწორებს ფრთებს, ეს უმაღლესი დონის გარყვნილება, რომელსაც საქონელი, მხეცი და ნადირი არ კადრულობს; სისხლის აღრევა დედას, შვილს, მამას, დას, ძმას, ბიძაშვილმამიდაშვილდეიდაშვილებს შორის, მოკლედ, სათქმელადაც საშინლად ამაზრზენია.

ახლა ასე დაკნინებული შთამომავლობა, გაუკუღმართებული, მორალურად და ზნეობრივად წაბილწული, გადაგვარებულ-გადაჯიშებული, ყოველგვარი ადამიანური სიწმინდისგან დაცლილი მხოლოდ ბაყაყებივით თუ იყიყინებს. პანდორას სკივრი კი უკვე აქ არის და ქართველ ერს უფრო დიდ გამოცდას უმზადებს.

სქესობრივ გარყვნილებას, ერთსქესიანთა ბინძურ ურთიერთობას თუ დაცვა და წახალისება სჭირდება, რაც ყოველგვარ სპეტაკსა და წმინდას თავისი სიბილწით  სვრის, მაშინ რაღად გვინდა საზოგადოებრივი წესრიგი? ესაა დემოკრატია?

საჭესთან დაბმული რატომ არ ხარო, შენი სიცოცხლის დაცვის საბაბით, პატრული ჯარიმას გიწერს;  წამალს რომ ვერ ყიდულობ გაუსაძლისი სიცოცხლის  გასაგრძელებლად, შემოიღონ მაშინ ჯარიმა _ წამლის არ დალევა ღვედით  დაბმაზე ნაკლებად საშიშია სიცოცხლისთვის? ან ოპერაციას რომ ვერ იკეთებ გაჭირვების გამო, გამოგიწერონ ჯარიმა, ეს ხომ შენს ჯანმრთელობაზე “ზრუნვა” იქნება.

ახლა ჩინეთი წამოვიდა წინ, განვითარდა, გაძლიერდა და მოწინავეთა რიგებში მალე ევროპასაც გაასწროს იქნებ. ჰოდა, ევროპელობის პანდორას სკივრიდან სანამ ყველა “საჩუქარი” არ ამოფრენილა, იქნებ ჩინელობა გვეცადა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ შემოგიძახებდა: გამარჯობა, ჩინელებოო და ჩვენც წყალგაღმა გასულად ჩავთვლიდით თავს, ამასობაში მარსზეც გაჩნდება სიცოცხლე და ჩვენც “გამარჯობა, მარსელებოს” საგალობლად წავივარჯიშებთ.

ევროპელობა ასე რომ მოგვწონს, რაღა ბოლოდან ვიწყებთ გაევროპელებას. ფაბრიკა და ქარხანა რომ არ დავიტოვეთ, ევროპაშიც ეგრე არიან? თუმცა ერთი სიკეთე მაინც გვაქვს, ქარხნების საყვირის ხმა არ აფხიზლებს გაუსაძლისი ყოფის ტყვეობაში ჩათვლემილ სიცოცხლეს. ხვალინდელზე ფიქრიც კი ჯოჯოხეთის შემზარავ მოლანდებად ქცეულა. სად წახვალ, რას შეაფარებ დარჩენილი სიცოცხლის უიმედობას, როცა ყველგან გაუსაძლისი ამქვეყნიურობა ბორგავს? ახლა, ცივილიზაციის გაბრწყინების პირობებში თურმე უფრო ჰუმანური და სიკეთით სავსე გახდა კაცობრიობა. რა ვქნათ? დავიჯეროთ? ადამიანები ერთმანეთს ისევე მტრობენ, როგორც პირველყოფილი თემის დროს. ვინც ხალხის მხარდაჭერით პოსტზე შეჯდა, გაჭირვებულ თანამემამულეთა ცხოვრების სიმძიმის შემსუბუქებაზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარი ნაჭუჭის მოსაპირკეთებლად იყენებს იმ ნდობას, რომელიც ხალხმა გამოუცხადა და შედეგად ეს ნდობა სიძულვილად, უნდობლობად და დაცინვად უბრუნდება. რამდენიც უნდა მოიხვეჭონ, ამქვეყნიდან იმას წაიღებენ, რაც მიაქვს სიზმარს. აქ კი მხოლოდ მათი ავ-კარგის გახსენება რჩება, სადაც სატანის ღვარძლისა და უფლისმიერი სპეტაკი სულიერების განუწყვეტელი ჭიდილია, ბოროტება ებრძვის სიკეთეს, მხეცობა _ ადამიანობას, სიძულვილი _ სიყვარულს, მტრობა _ მოყვრობას. ამ განცდამ ათქმევინა ბრძენ ქართველს: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო.

ბედნიერია ხალხი, თუ მისმა შვილებმა სატანის სამსახურზე არ გაცვალეს ზრუნვა ადამიანზე. ქართველთა გასაჭირი კი შევარდნაძით დაიწყო, ადამიანის ყველა მანკიერების გამოყენებით ქვეყნის დასაკნინებლად და ქართველი ერის ასაწიოკებლად უბედურების ჯარა რომ ატრიალა. ამ სოფლის დამაქცევარი გზირის უშფოთველად წასვლა იმის პრეცედენტია, რომ ქართველთა შემწყნარებლობას საზღვარი არ აქვს, რა უბედურებაც უნდა დაატეხონ თავს. შევარდნაძის მიერ გამოზრდილი “ნაციონალებით” ისე მოიწამლა ქვეყანა, რომ ქართველობა აშკარა გადაშენების, დაქცევა-დაქუცმაცებისა და მოსპობის წინაშე იდგა, ამ ჭირისგან დღესაც არ არის სრულად განკურნებული, ჯერ კიდევ საკმაოდ ენერგიულად აფერხებენ აღორძინების პროცესს. წელმოწყვეტილ “ნაციონალს” ახლაც უხსენებელივით დაუღია პირი ქართველი ერის დასაკბენად, რომელსაც ასე თავაწყვეტილად იცავს ევროატლანტიკური დემოკრატიის ნიღაბაფარებული ნაგავი.

როცა აირევა ცხოვრება, იმრავლებს მუხთლობა და კუჭის კარნახს აყოლილთა მომხვეჭელობა დატბორავს ნორმალური არსებობის მდელოს, მაშინ თვითონ ერის არსებობას შეექმნება საფრთხე, როგორც დასუსტებულ სკაში მამალი ფუტკრების გამრავლებაა. თუ მუშა ფუტკრებს იმხელა ძალა და ერთობის უნარი შერჩათ, რომ ოჯახის გადარჩენისთვის იბრძოლონ, ფუქსავატ ფუტკრებს სულ ერთიანად გამოყრიან სკიდან, კვლავ გაამრავლებენ ოჯახს და ბარაქას, თუ არადა, მოკვდება სკა მათი გამომხვრელი მუქთამჭამელებიანად. ამიტომაა ადამიანის გენში, ჯიშსა და ჯილაგში ასე ღრმად გამჯდარი სიყვარული მშობელი ერისა, რამეთუ ამაზეა დამოკიდებული არსებობა სასიკეთოსი, რამაც იგი შობა და გაზარდა.

ავისა და კარგის გამკითხავი რიგში ჩამდგარი მომავალია, რომელიც ისეთი მსაჯული იქნება, როგორი აღმზრდელის ჩვევებიც გამოუმუშავდება; ამიტომაა საჭირო უდიდესი სიფხიზლე, რათა დღევანდელობამ ისეთი კეთილშობილებით კვებოს მომავალი, ისე გააჯანსაღოს და აწრთოს, რომ მისი სიკეთისა და სიყვარულის მიერ გასხივოსნებული ლაღი ამქვეყნიურობა ვერ დაამახინჯოს და წუთისოფელი ჯოჯოხეთად ვერ უქციოს უკუღმართთა ტვინის ბოდვამ.

დიდი _ პატარას, ძლიერი სუსტს რომ ჩაგრავს, ძარცვავს, იმორჩილებს და ბოლოს სპობს, ადამიანს ოდითგან ისე ღრმად აქვს ძვალრბილში გამჯდარი, რომ ვერავითარი ცივილიზაციის ვაქცინა ვერ კურნავს, პირიქით, რაც უფრო ვითარდებაიხვეწება და თანამედროვეობის შესაბამისად იცვლის კანს, შინაარსით იგივე მტაცებელი რჩება. ასე ცივილიზებულად, თურმე, ამერიკელთა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და უპატრონობით დაბნეული დეკეულივით მივდევთ ამერიკანატოს ფორანს, რომელთა ნაკვალევზე გმინავს გაპუტული ლივია, ბორგავენ სისხლშეუშრობი ერაყი, ავღანეთი, სირია და ახლა მათ მიერ აწეწილი უკრაინა.

რა გინდა, შვილოსა, ვის კუბოში წვები, მგლისა და კრავის სტრატეგიული პარტნიორობა ვის გაუგია?! რაც მაგ მეგობრების დუდუკზე როკავ, ცხვარ-ძროხა გაგიმრავლდა, ფაბრიკა-ქარხნები თუ ოჯახში შვილები და ბარაქა? იმის უნარი მაინც დაიტოვე, რომ გაარკვიო, რანი ვიყავით და ახლა რანი ვართ. იმპერია იყო და რუსეთი გჩაგრავდა, რა დააშავა უფასო მკურნალობამ, უფასო სწავლამ, უფასო ბინების მიღებამ? ეს ყველაფერი იმ “ძირს იმპერიას” რომ გადააბარე, შენთვის რა დაიტოვე? წვრილმან ქარხნებზე რომ აღარ შევჩერდეთ, გვქონდა ელმავალმშენებელი, ჩარხმშენებელი, ავტომშენებელი, მეტალურგიული, საავიაციო, ქიმიური, სასოფლო-სამეურნეო მანქანათა, რადიოს და ტელევიზორის ქარხნები; საკუთარი საზღვაო ფლოტი, რა იქნა? იმპერიამ წაიღო? ან, თუ გაიხსენებ, შენმა ევროპელმა მეგობრებმა რომელიმე ჩვენსავით ევროპელობაშეყრილს მეტალურგიული ან ელმავალმშენებელი ქარხანა აუშენა: აჰა, შვილო, იცხოვრე და სიკეთეში მოიხმარეო? გარევროპელებად ისეთ პირობებს გვიყენებენ, თუ გადავრჩით, ალბათ, გავფრთხებით და ქვეყანაც უქართველებოდ გაევროპელდება.

არსებობისთვის ბრძოლა გრძელდება და ძლიერიც სუსტს თანამედროვე მეთოდებით უსწორდება. ზოგჯერ ქვეყანას ისეთი დაავადება უჩნდება, რომ საუკუნით ან რამდენიმე ათეული წლით უკან გადაისვრის და შემდეგ მატარებელს ჩამორჩენილი მგზავრივით მიჩანჩალებს დიდი ხნის წინ გავლილი, უკვე ეკალ-ბარდით დაფარული გზით.

ასეთ დღეშია პატარა, მაგრამ შემოქმედებითი ენერგიით მძლავრი ქართველი ერი, მამალი ფუტკრებივით რომ მოუმრავლდნენ უცხოეთის მიერ ზომბირებული, საკუთარი ნაჭუჭის მოპირკეთების უძღები შვილები და ქვეყანას დაკნინება-დაშლის უფსკრულისკენ მიაქანებენ, მაგრამ თვითგადარჩენის ენერგია რომ არ დაშრეტია, “ნაციონალთა” პარპაშის დაფერთხვით დაამტკიცა.

ნაციონალური მოძრაობა”_ ეს უბედურება ისეა ჩაბღაუჭებული ტკიპასავით ქვეყნის ორგანიზმს, რომ ერთი დარტყმით მოცილება შეუძლებელი შეიქნა იმ პირობებში, როდესაც მათი უცხოელი მფარველები ცრუ დემოკრატიულობის პოზიციებიდან ენერგიულად უღრენენ ქვეყნის გამოჯანმრთელებისთვის მებრძოლთ. ეშტონი, ფულე, ორბანი, ვოლსკი, ბილდტი, დმიტროვი და მრავალი მათი მსგავსნი ვერ გრძნობენ, რომ დემოკრატიულობის სავარძელი ხალხის მძარცველი, ნეოფაშისტური ბანდისადმი მხარდაჭერით ეგოიზმის, მიკერძოებისა და კორუფციის სუნით აუმყრალდებათ. ახლა უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პატრონებს ქვეყნის მმართველებად მართალი, ეროვნული, პრინციპული, დემოკრატიული დამცველი ხელისუფლება კი არა, ლაქია, გამათხოვრებული, კუდქიცინა არჰსებანი სჭირდებათ, რომელთაც ქვეყნის დაკნინება, დაქუცმაცება, გაყიდვა და ამოგდება ხელეწიფებათ.

თურმენაციონალებისდამსახურებისამებრ დასჯის მცდელობა ჩვენს გაევროპელებას საეჭვოს გახდის. ასე თავხედურად პატარა ბავშვსაც კი არ ემუქრებიან, საჩუქარს არ მოგცემო.

ქართული გენის სიამაყით აყივლება იყო ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცე პასუხი “ნაციონალთა” გულშემატკივარ უცხოელთა მუქარისადმი. გამწარებულებმა კვლავ გამოჩხრიკეს ადრე გამოყენებული ბრალდება დინების საწინააღმდეგოდ მოცურავის შესახებ. ქვეყანას უფსკრულისკენ ექაჩებოდნენ მათი რჩეული “ნაციონალები”, ახლა ამ სახიფათო დინებიდან გამოყვანა, მათი გაგებით, ბრალდებაა? ამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა სწორედ ის, რაც მხოლოდ სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს შეუძლიათ.

ახლა დასავლეთელი ბრძენკაცები გვარიგებენ, ადრე რაც მოხდა, თავი დაანებეთ და წინ იყურეთო. ამან მაუდის გამყიდველი გამახსენა, მყიდველს რომ უქებდა, კარგი და საუკეთესოაო. დახეული, გაცვეთილი, გახუნებული და ძველია, შეედავა მყიდველი. შენც, სადაც ახალი და სუფთაა, იქ უყურეო, _ ურჩია გამყიდველმა. ნუთუ ისეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ამგვარი რჩევით კვლავ შემოგვასაღონ უამრავი ცოდვით, ღალატითა და ბოროტებით გასვრილი “ნაციონალური” ჭირი?

ჯერ კოჰაბიტაციით შეაჩეჩეს ხის ხმალი ახალი ხელისუფლების მართლმსაჯულებას; კუბლაშვილის ცალ კარში მოთამაშე სასამართლოს ხომ ვერაფრით მოარგეს მეორე კარი. მედროვე მოსამართლე _ რაუფ რაშიდ აბდულ რახმანმაც ამერიკელთა საამებლად სადამ ჰუსეინს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. 8 წლის შემდეგ კი იზეიმა სამართალმა და რახმანი ერაყელმა პატრიოტებმა ჩამოახრჩეს. რამდენ ასეთ აბდულ რახმანს ჰკიდია “ნაციონალთა” შეკვეთით გამოტანილი ცოდვა. ძალიანაც ნუ ექნებათ ხის ხმლის იმედი. სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემით ქართულმა მართლმსაჯულებამ, მგონი, თემიდას ბასრი მახვილი აიღო ხელში და უცხოელთა ვერავითარი მუქარა ვეღარ იხსნით მკაცრი განაჩენისგან.

ამიტომაა, რომ სააკაშვილი სახლიდან გაგდებული წუნკალი ძაღლივით კუდამოძუებული გაბოროტებით წკავწკავებს. კარგად იცის, რომ ამერიკელების ყველა ყოფილი ძაღლიშვილის მსგავსი ბედი არ ასცდება.

ჯერჯერობით კი ენერგიულად მიმდინარეობს “ნაციონალების” ჭუჭყისგან გახეხვის მცდელობა, ტელეგადაცემები დატბორილია “ნაციონალების” გამოსვლებითა და მიმდინარე საკითხებისადმი მათებრი სიცრუით გაჟღენთილი კომენტარებით.

იმის მაგიერ, რომ სადმე ბნელ კუთხეში შეიყუჟონ და ხმა გაკმინდონ, თავიანთი უხამსი და ურცხვი ყბედობით ხალხს ტელევიზია შეაძულეს, რადგან განუწყვეტლივ ეწყობა პინგპონგის თამაშად გადაქცეული “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან პაექრობანი.

რატომ არავინაა “ნაციონალთა” ხროვისთვის ლაგამის ამომდები? იმის ბრალი ხომ არ არის, რომ, მიუხედავად “ქართული ოცნებისადმი” ხალხის დიდი ნდობისა,  კოალიციაში ზოგი მყრალი ჭაობის ბინადრის ხმაზე აყიყინდა?!

არჩევნებისას თაფლად და შაქრად დამდნარი კანდიდატები არჩევის შემდეგ განდიდების ილუზიის ბურუსში თავს კარგავენ; ავიწყდებათ, ხალხის საკეთილდღეოდ სამსახურის უპირველესი მოვალეობა.

ქართული ოცნებისკოალიციის შექმნა და  ქვეყნის დამაქცევარნაციონალებზეგამარჯვებაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რადგან კოალიციის ზოგიერთ წევრს ნულოვანი რეიტინგი ჰქონდა.

ფიცისა და შეპირებულის შესრულება მტერსაც და მოყვარესაც ამშვენებს; ღალატსა და ორპირობას კი ფუმფლოს ავტორიტეტი ახლავს.

ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ გაწეული საქმიანობით მოიპოვა. მან შესთავაზა ამომრჩევლებს პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი, რომელსაც ბიძინას ფრთების გარეშე აფრენა არ ეწერა. მარგველაშვილმა ისიც კარგად იცოდა, რომ საძულველი პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა გაუქმებულიყო და შენობას სხვა ფუნქცია დაკისრებოდა, ბიძინას გვერდით დგომა კი გამარჯვების ტოლფასი იყო; ამიტომ მოგვევლინა პლასტელინის კაცად. აირჩიეს პრეზიდენტად, გადაბარგდა ამ საძულველ შენობაში და ახლა იქცა ქვის ნატეხად? ის კი ნუ დაავიწყდება, რომ ხალხის არაფრად ჩაგდებას მისი ნდობის დაკარგვა მოჰყვება.

არანაკლებ გაოგნებას იწვევს პარლამენტის შენობად წოდებულ, დაუმთავრებელდაუგეგმავ, ცოდვით დასვრილ უბედურებაში პარლამენტარების დღემდე ფუსფუსინაციონალებისმიერ ქვეყნის დაქცევადაქუცმაცების მიზნით კონსტიტუციაში შეტანილი მუხლის გამო.

ალექსანდრე მაკედონელს გორდიას კვანძი მახვილით რომ არ გადაეჭრა, ალბათ, დღემდე ვერ გამოხსნიდა. ქართული ნათქვამია, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო. შეეშვით მაგ კანონით ჟონგლიორობას და ქართველ ხალხს მოთმინების გამოცდას ნუ უტარებთ; არ დაივიწყოთ, რომ დაუნდობელი დრო მუდმივად არავის ანებივრებს და, პირველ რიგში, მედროვეთა კვალს შლის, რა სიმაღლის ქანდარაზე ნაჯდოჰმიც უნდა იყვნენ. დრო მედროვეთა რისხვაა, მაგრამ უძლურია, ჭეშმარიტი მამულიშვილის სამშობლოსა და ერისთვის თავდადებულის მიმართ, რომელთა სახელს საუკუნეთა სიმრავლე მხოლოდ სხივსა და დიდების შარავანდედს ჰმატებს.

დღეს თუ ვინმეს ბოროტებისა და მუხთლობის ძარღვის ბორგვა არ ასვენებს, ირაკლი ღარიბაშვილს უღრენს, რამეთუ კარგად იციან, რომ იგი საქართველოს დამაქცევართათვის ავი მუსაიფია. ამიტომაც ხალხის უსაზღვრო ნდობითა და სიყვარულით შემკობილმა, სპეტაკი ეროვნულობის და სულიერების დაცვის ურყევმა საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა. ეს დიდი ნდობაა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ თავდადებით საბრძოლველად. ღმერთმა ქნას, რომ ამ ნდობის გამართლებით ქართველი ერისთვის თავდადებამ მტკიცე ქიზიყელად დაუტოვოს მისი სახელი საქართველოს ისტორიას. წინ კი დიდი განსაცდელის დღეებია გასავლელი.

გვიტევს სიმუხთლე, სიბილწე,

გვიცავს სიწმინდე ერისა;

მუშტად შევიკრათ, ქართველნო,

არ ვათელინოთ ჩვენი სხვას!

გივი სომხიშვილი,

მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი, აკადემიააია”- ნამდვილი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here