Home რუბრიკები სამართალი 7 ექსპრეზიდენტი, რომლებიც ციხეში გამოამწყვდიეს

7 ექსპრეზიდენტი, რომლებიც ციხეში გამოამწყვდიეს

904

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დიდი ხმაური მოჰყვა დასავლეთში.


«ნაციონალური მოძრაობა» და ის დასავლური ძალები, რომლებიც მოქმედებენ პრინციპით «ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი», სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის _ სააკაშვილი ხომ ამ დასავლური ძალების, კერძოდ, აშშის მიერ, «დემოკრატიის შუქურად» იყო გამოცხადებული და სწორედ მათი მხარდაჭერით გათამამებული სჩადიოდა უამრავ დანაშაულს ქართველი ხალხის წინააღმდეგ: ებრძოდა მართლმადიდებლობას; გაანადგურა ქართული კულტურა და მეცნიერება; უამრავ ადამიანს წაართვა ბიზნესი; ქუჩაში დახვრიტა ათეულობით ახალგაზრდა, სისხლში აბანავა მშვიდობიანი მომიტინგეები, ციხეებში გამოამწყვდია და აწამა ათასობით უდანაშაულოდაკარგა ტერიტორიები; როგორც მოესურვებოდა, ისე ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულსახლა სააკაშვილი ცდილობს, თავი აარიდოს საქართველოში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას, მას იმედი აქვს, რომ დასავლეთი არ გაწირავს, და ეს იმედი არც თუ უსაფუძვლოა _ დასავლეთმა კარგად იცის, მიშა დაკითხვაზე რომ მივიდეს, ბევრ რამეს იტყვის _ იმას, რაც იცის, და იმასაც, რაც არ იცის.

სააკაშვილის წარდგომა სასამართლოს წინაშე დიდწილად არის დამოკიდებული მსოფლიოში პოლიტიკური კლიმატის შეცვლაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი საზოგადოების აქტიურობაზე. მანამდე კი მკითხველს ვთავაზობთ მასალას იმ ექსპრეზიდენტებზე, რომლებიც ჩადენილი დანაშაულის გამო დააპატიმრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მსოფლიო პოლიტიკისთვის სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დაპატიმრება იშვიათი შემთხვევაა, თუმცა დასაფასებელი გაკვეთილიც: აბსოლუტური ძალაუფლებიდან ციხემდე არც ისე შორია.

1. ალბერტო ფუხიმორი _ El Chinio

ალბერტო ფუხიმორი პირველი იაპონელია, რომელმაც სხვა სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობა დაიკავამამამისი სიღარიბეს გაექცა და ჰავაიზე დარჩენას აპირებდა, მაგრამ პერუში აღმოჩნდა. ალბერტო მძიმე პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ნიჭიერების წყალობით დაამთავრა ლა მოლინას აგრარული უნივერსიტეტი და ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ) მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

პერუელებმა ფუხიმორის El Chinio («ჩინელი») შეარქვა. ის ხელისუფლების სათავეში 1990 წელს მოვიდა.

მმართველობის პერიოდში ფუხიმორი მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებდა («შოკური თერაპია»), ებრძოდა ნაციონალიზაციას, შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები და «სიკვდილის ესკადრონები», რომელთა დახმარებითაც მოწინააღმდეგეებს უსწორდებოდა. 2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამომზეურდა ფუხიმორის მიერ კანდიდატების მოსყიდვისა და კოლუმბიის ნარკომაფიასთან კავშირის ფაქტები. აგორდა სკანდალი, რომლის შემდეგაც სხვა საშინელი ფაქტებიც შეიქნა ცნობილი. მაგალითად ის, რომ 1996-2000 წლებში ფუხიმორის რეჟიმმა 200 ათასი პერუელის სტერილიზაცია განახორციელა.

2000 წლის 13 ნოემბერს ფუხიმორიმ პერუ დატოვა _ ჩავიდა იაპონიაში და იქ განაცხადა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე, თუმცა პერუს კონგრესმა მისი ნებაყოფლობით გადადგომა არ მიიღო და თვითონ გამოიტანა გადაწყვეტლება პრეზიდენტის პოსტიდან ფუხიმორის ჩამოშორებაზე.

2006 წელს ფუხიმორი ჩილეს სამართალდამცველებმა დააპატიმრეს და პერუს გადასცეს. მას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

2. ფერვეზ მუშარაფი _ გენერალი პრეზიდენტად

გენერალი ფერვეზ მუშარაფი (დამთავრებული აქვს პაკისტანის სამხედრო აკადემია) პაკისტანს 2001-2008 წლებში მართავდა. 2008 წელს ის ნებაყოფლობით გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან.

მუშარაფის პოლიტიკური რეიტინგი განსაკუთრებით დაეცა 2001 წელს, როდესაც აშშ-ს «ტერორის წინააღმდეგ ომში» დაეხმარა. იმ პერიოდში პაკისტანში გაძლიერდნენ რადიკალურად განწყობილი ისლამური დაჯგუფებები და 2007 წელს მუშარაფი იძულებული შეიქნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. როდესაც იმპიჩმენტი დაემუქრა, მხარი არ დაუჭირა არც არმიამ, არც აშშ-მა და მან ნებაყოფლობით დატოვა პრეზიდენტის პოსტი.

2013 წლამდე მუშარაფი ლონდონში ცხოვრობდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლექციებს კითხულობდა. 2009 წელს პაკისტანში მუშარაფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრეს. ის დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, სასამართლოზე ზემოქმედებაში, ოპოზიციონერი ლიდერის, პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს, მკვლელობაში. 2013 წელს მუშარაფი სამშობლოში დაბრუნდა, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, მაგრამ იმავე წლის 9 ოქტომბერს დააპატიმრეს.

3. ნამბარინ ენხბაიარი _ ინტელიგენტი

ნამბარინ ენხბაიარი იყო მონღოლეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებზე თარჯიმნის დაუხმარებლად ლაპარაკობდა. ის თვითონ იყო თარჯიმანი _ ამ სპეციალობით დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. პოლიტიკის გარდა, ენხბაიარი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მონღოლურ ენაზე თარგმნა უამრავი ნაწარმოები მსოფლიო კლასიკოსებისა _ დიკენსიდან დაწყებული, პუშკინითა და გოგოლით დამთავრებული. მისმა ცოლმა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური აკადემია დაამთავრა, დაინტერესებულია მხატვრობითა და პოეზიით, შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე. მოკლედ, ენხბაიარს ინტელიგენტური ოჯახი ჰყავს

2012 წელს ნამბარინ ენხბაიარი, უკვე ექსპრეზიდენტი, კორუფციაში ბრალდებით დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა 2000 წელს 113 ათასი დოლარის ღირებულების სატელევიზიო მოწყობილობების მითვისებაში, აგრეთვე, წიგნების გამოშვებისთვის სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობაში.

«ცივილიზებული მსოფლიოს» კორუფციის მასშტაბების გათვალისწინებით, ენხბაიარის კორუფციული გარიგებების თანხა უმნიშვნელოა, მაგრამ 2012 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. მონგოლეთის ექსპრეზიდენტს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქონების (დაახლოებით 19 ათასი დოლარი!) კონფისკაციით.

მოგვიანებით პატიმრობის ვადა 2,5 წლამდე შეუმცირეს.

4. მოშე კაცავი _ ქალებისადმი ინტერესის მსხვერპლი

ირანში დაბადებულმა ისრაელის მე-8 პრეზიდენტმა ძალაუფლება ქალებისადმი მეტისმეტი ინტერესის გამო დაკარგა. 2006 წელს გამართული სკანდალური სასამართლო პროცესი 2010 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. თელავივის სასამართლომ მოშე კაცავი დამნაშავედ ცნო 2 თანამშრომელი ქალის გაუპატიურებაში, გარყვნილ ქმედებებში და მას 7 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

5. სლობოდან მილოშევიჩი _ იუგოსლავიის ტკივილი

დამოკიდებულება სლობოდან მილოშევიჩისადმი დღესაც არაერთგვაროვანია. ზოგი მას სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევს, უმრავლესობა კი _ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ერთგულ პატრიოტად.

1993 წელს მილოშევიჩმა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: «მედიამ გერმანული პედანტურობით გაყო მსოფლიო კარგებად და ცუდებად. «კარგები» არიან ისინი, ვინც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებთან იყვნენ და ომი წააგეს; ხოლო «ცუდები» _ ისინი, ვინც ფაშისტებთან არ იყვნენ და ომი მოიგეს… იუგოსლავია რევანშიზმის პოლიტიკის პირველი მსხვერპლია»…

1999 წელს, კოსოვოს კონფლიქტის მიმდინარეობისას, გაერომ და ნატომ მილოშევიჩის ჟენევის კონვენციის დარღვევასა და გენოციდში დაადანაშაულეს. იუგოსლავია ნატოს ავიაციამ დაბომბა. ნახევარი წლის შემდეგ, «ბულდოზერების რევოლუციის» შედეგად, მილოშევიჩი დაამხეს და დააპატიმრეს.

მილოშევიჩი ჰააგის ციხეში გარდაიცვალა (ტრიბუნალს განაჩენი გამოტანილი არ ჰქონდა) 2006 წელს. ზოგი ვარაუდობს, რომ მილოშევიჩი მეტისმეტი «მკურნალობისგან» გარდაიცვალა.

6. ბოკასა _ შავი ნაპოლეონი

ჟან ბენდელ ბოკასა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სათავეში «საახალწლო გადატრიალების» შედეგად მოვიდა. 10 წლის შემდეგ კი, 1976 წელს, თავი იმპერატორად გამოაცხადა.

ბოკასას XX საუკუნის ყველაზე ექსცენტრიკულ და არანორმალურ მმართველად მიიჩნევენ. მას სამაგალითოდ მიაჩნდა ნაპოლეონი და არა მხოლოდ ბაძავდა, სურდა, მასზე მეტი ყოფილიყო. ბოკასამ თავისი კორონაცია ზღაპრული ფუფუნებით ჩაატარა. 2 ათასი ბრილიანტით ინკრუსტრირებული გვირგვინი, სუფთა ოქროსგან დამზადებული არწივის ფორმის კვერთხი და უძვირფასესი ფეხსაცმელი ქვეყანას რამდენიმე მილიონი დაუჯდა.

ბოკასას ცხოვრება მკვეთრად განსხვავდებოდა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის ცხოვრებისგან. დიქტატორს სრულიად არ აინტერესებდა ქვეშევრდომები. სხვაგვარად მოაზროვნეებს კი არ ინდობდა _ წამება და დაპატიმრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბოკასას კანიბალიზმშიც ადანაშაულებდნენ.

1979 წელს მოსწავლეების დახვრეტის, აგრეთვე, ლიბიასთან დაახლოების გამო ბოკასამ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა და იმავე წლის 20 სექტემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად ტახტსაც გამოეთხოვა. ბოკასა საფრანგეთში გაიქცა, მაგრამ 1986 წელს დაბრუნდა სამშობლოში _ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ძალაუფლებას დაიბრუნებდა, მაგრამ დააპატიმრეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი შეუცვალეს და 20 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

7. ჩარლზ ტეილორი _ კანიბალი

ჩარლზ ტეილორს ლიბერიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში აშშ დაეხმარა. ეს 2011 წელს აშშის დაზვერვამ აღიარა.

ტეილორი ლიბერიის ხელისუფლების სათავეში 1997 წლის 19 ივლისს მოექცა _ სისხლისმღვრელი ომების შემდეგ, თუმცა არჩევნების შედეგად.

ლიბერიაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ლოზუნგით:  «ჩარლზ ტეილორმა მომიკლა მამა, მომიკლა დედა, მაგრამ მე ხმას მაინც მას მივცემ!».

2003 წელს ინტერპოლმა გამოუშვა «წითელი ბიულეტენი» მოწოდებით დაეპატიმრებინათ ტეილორი, რომლის ხელქვეითებიც თავიანთ «ბოევიკებს» კანიბალიზმს აიძულებდნენ იმისათვის, რომ «ადამიანები შეეშინებინათ». ტეილორი გარეული იყო ალმასებით მაქინაციებში, სექსუალურ ძალადობაში, მრავალრიცხოვან წამებასა და მკვლელობაში.

2012 წლის 30 მაისს სპეციალურმა სასამართლომ ჩარლზ ტეილორს, რომელმაც ნაომი კემპბელი ალმასებით დაასაჩუქრა, 50 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

P.S. 2014 წლის 1 ივლისს ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს და 2 დღის განმავლობაში დასაკითხად ჰყავდათ წაყვანილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ის ეჭვმიტანილია უფლებამოსილების გადამეტებასა და კორუფციაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here