Home რუბრიკები საზოგადოება ერთმა ტალახიანმა ღრუსთავიორელმა ათასი გასვარა

ერთმა ტალახიანმა ღრუსთავიორელმა ათასი გასვარა

553

და ასე ხარ ახლა შენ (და არა მხოლოდ), დიმა _ შიმშილმა თუ შიშმა სიფრთხილე დაგაკარგვინა და ცხვირს (ამ შემთხვევაში _ დინგს) ყველგან ყოფ, სადაც კი მოახერხებ და მერე რა, რომ სოციალურ ქსელებში ამის გამო ვიღაცებმა გვარიანად გაგლანძღეს და ისეთი ეპითეტებით შეგამკეს, ეგებ ღორის წოდება სჯობდეს კიდეც. მაგრამ შენ ეს არ გაღელვებს იმიტომ, რომ პატრონების (ღორების პატრონების) დაფანტვისა თუ დაკავების გამო, შენ და შენისთანები უპატრონოდ ხართ მიშვებული სხვის ბოსტნებზე და შენ, როგორც წესი, მეზობლის ბოსტანზე გაილაშქრე.


დიმიტრი ობოლაძე, როგორც წესი, საზოგადოებას იმით აოცებს, რომ ფეხბურთელთა გვარებს ზუსტად ვერ ამბობს და, ამასთანავე, ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს. ამას ისე მივეჩვიეთ, თითქოს სავალდებულოც კი იყოს. არადა, სხვა ქვეყნებში კომენტატორებმა არათუ ფეხბურთელის გვარი, ისიც კი იციან, ვინ რა ჭამა მატჩის წინ და როგორ განწყობაზეა. როგორც ჩანს, ობოლაძეს მადა ჭამაში მოუვიდა და პირდაპირ ეთერში ისეთი რაღაცების თქმის უფლება მისცა საკუთარ თავს, «ტელესახე» კი არა, მწყემსი არ იკადრებს. ახლა მწყემსებმა არ მიწყინონ, დიმას როგორ გვადარებო, მაგრამ რა ვქნა! ამდენ ცხვარს რომ ვუყურებ, პირველ რიგში, მწყემსი მახსენდება ხოლმე.

და მაინც, რა თქვა ობოლაძემ ისეთი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია?! დიმამ პირდაპირ ეთერში რუსეთის მოსახლეობას ღორები უწოდა. მარტივია ხომ, 145 მილიონი ადამიანი ღორად მოიხსენიო და ეს მაშინ, როცა იმავე რუსეთში მილიონზე მეტი შენი თანამემამულე ცხოვრობს!.. თვითონ დიმა თუ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობას კახა ბენდუქიძით საზღვრავს და ასეთ სიტყვებს მხოლოდ მისი შემხედვარე ისვრის, ძალიან ცუდი, თუმცა

ზემოაღნიშნული განცხადების შემდეგ ობოლაძემ საზეიმოდ გამოაცხადა, ეთერში რუსული სიტყვები არ გამაგონოთო. მერე შეყვა, შეყვა და თქვა: «პროსტა» არ გამაგონოთო და არც ერთმა კოლეგამ არ შეახსენა, რომ «პროსტა» რუსული სიტყვაა. მეორე მხრივ, მისი სახელის, დიმიტრის შემოკლებული ქართული ვარიანტი დიტოა, ხოლო დიმა აშკარად რუსულია და, ობოლაძისავე ნათქვამით, გამოდის, მას ღორის სახელი ჰქვია. ეს ყველაფერი მარტივად, ახლა კი ცოტა გავართულებთ, რასაც, მეეჭვება, ობოლაძის გონება ჩასწვდეს, თუმცა დიმა «ბრატვას» ჰკითხავს და აუხსნიან.

დიმიტრი, შენ «ბაკულას ღორები» თუ წაგიკითხავს? თუ წაგიკითხავს, ძალიან კარგი, თუ არა _ ეგეც ძალიან კარგი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ამ ნაწარმოებში არა მხოლოდ საკუთარი თავი ამოგეცნო. დავით კლდიაშვილის ამ მოთხრობაში ღორებს არავისი არ ეშინიათ და შიმშილის განცდა მეზობლის ბოსტანს აჩანაგებინებს… და ასე ხარ ახლა შენ (და არა მხოლოდ), დიმა _ შიმშილმა თუ შიშმა სიფრთხილე დაგაკარგვინა და ცხვირს (ამ შემთხვევაში _ დინგს) ყველგან ყოფ, სადაც კი მოახერხებ და მერე რა, რომ სოციალურ ქსელებში ამის გამო ვიღაცებმა გვარიანად გაგლანძღეს და ისეთი ეპითეტებით შეგამკეს, ეგებ ღორის წოდება სჯობდეს კიდეც. მაგრამ შენ ეს არ გაღელვებს იმიტომ, რომ პატრონების (ღორების პატრონების) დაფანტვისა თუ დაკავების გამო, შენ და შენისთანები უპატრონოდ ხართ მიშვებული სხვის ბოსტნებზე და შენ, როგორც წესი, მეზობლის ბოსტანზე გაილაშქრე.

კიდევ იცი, რა გამახსენდა, დიმა?! ადრე, დაახლოებით 4-5 წლის წინათ, ერთერთ გადაცემაში იტრაბახე, რა დრო იყო, მამაჩემი რუსეთში 37 მანეთად რომ გადაფრინდებოდა, ჩვენ მაგდენს ვეღარ მოვესწარითო. რა გამოდის, დიმა? მამაშენი ღორებთან გართობაში იხდიდა 37 მანეთს?! და შენ ამით ამაყობდი და, უბრალოდ, ახლა დაარქვი ყველაფერს თავის სახელი?!

მთავარი ჯერაც არ გვითქვამს. დიმამ ისიც გაიხსენა, ჩვენი მორაგბეები ამბობენ, რუსი კოლეგები კარგი ტიპები არიან, მაგრამ არ მჯერა, ყველა ღორიაო. ამის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე «რუსი» მორაგბე ობოლაძეს სადმე შეხვდება და რაგბის ბურთის ფორმას მისცემს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, «ღორების ნაკრებში» სამი ქართველი თამაშობს და როგორი სათქმელია იმათთვის, ძმაკაცებად და პარტნიორებად ღორები გყვანანო. საინტერესო კიდევ ის არის, რომ ობოლაძის სიტყვები სტუდიაში არავინ გააპროტესტა. ახალგაზრდების არ მიკვირს, ჭკუა ისედაც არ მოეკითხებათ, მაგრამ ბაია დვალიშვილის დუმილმა გამაოცა. საქმე ის არის, რომ კარიერის განმავლობაში ქალბატონი ბაია თეატრის დასთან ერთად რუსეთში გასტროლზე არაერთხელ ყოფილა და რა გამოვიდა, საღორეში ატარებდა სპექტაკლებს და ღორების დაკრულ ტაშზე ცვიოდა ცრემლი?!

ყველაზე ცუდი ამ ამბავში მაინც ის არის, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მოხდა. საძმაკაცოში რომ ეთქვა დიმას, ბევრი ვერც გაიგებდა, ახლა კი ისე გამოვიდა, რომ ერთმა ტალახიანმა ღორმა ათასი გასვარა.

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here