Home რუბრიკები საზოგადოება ლადო სადღობელაშვილი: თამთა დემურიშვილი კარგ თანხას აიღებდა შიხიაშვილის სიზმარში!

ლადო სადღობელაშვილი: თამთა დემურიშვილი კარგ თანხას აიღებდა შიხიაშვილის სიზმარში!

1112

ბოლო ხანს ბევრი ადამიანი უჩივის სისხლის ბანკებს, რომელთა წყალობით ავადმყოფები, სისხლის გადასხმის შედეგად, ახალი დაავადებებით სნეულდებიან. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ასეთი რამ ბავშვს ემართება. «საქართველო და მსოფლიოს» ასეთი ფაქტის შესახებ ორგანიზაცია «მამული, ენა, სარწმუნოების» ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა უამბო. მან ასევე ისაუბრა სისხლის ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელსაც ქართველი საზოგადოება ქველმოქმედ ქალბატონად იცნობს.


ლადო სადღობელაშვილი:

_ ორ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებ: სისხლის ბანკზე, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკის სარდაფში მდებარეობს, და უდიდეს ქველმოქმედად აღიარებულ ქალბატონ თამთა დემურიშვილზე.

მოგესხენებათ, რომ იაშვილის კლინიკის სარდაფში მდებარეობს სისხლის ბანკი. რამდენიმე ხნის წინათ აქ ლეიკემიით დაავადებული ბავშვი მკურნალობდა, რომელსაც ლეიკემია კი შეუჩერდა, მაგრამ ჰეპატიტით დავადდა. თქვენთან ამ ამბის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ ვინმეს ყურამდე მიაღწიოს და დაინტერესდეს, რა ხდება იაშვილის კლინიკის სარდაფში. რა პირობებში ხდება ბავშვების მკურნალობა და არის თუ არა ანტისანიტარია. ოჯახი, რომლის ბავშვი სხვა დაავადებით დაუსნეულდა, მედიისთვის ვინაობის გამჟღავნებას ერიდება. მთხოვეს, არ დამესახელებინა მათი გვარი, მაგრამ გაჩერებას და მომხდარზე წაყრუებას არ აპირებენ, მათ უკვე შეტანილი აქვთ საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროში და პასუხს ელოდებიან, შემდეგ კი სასამართლოსაც მიმართავენ.

მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ ბავშვს ჰეპატიტი აღმოაჩნდა, მივედით სისხლის ბანკის ხელმძღვანელ დავით ლოლიაშვილთანლოლიაშვილმა გაიკვირვა, _ რატომ ხართ შეშფოთებული, С ჰეპატიტი დღეს ადვილად იკურნებაო(?!). საინტერესოა, რა ინფორმაცია აქვს ამ ადამიანსჰეპატიტი 3-4 წლის ყოველ მე-2 ბავშვს სჭირს ამ ქვეყანაში? მაინტერესებს ისიც, რატომ არ კონტროლდება დონორის სისხლი, რომელსაც შემდეგ ავადმყოფებს უსხამენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, უბრალოდ, ზოგი ბავშვის მშობელი ახერხებს, საქმეს ბოლომდე მისდიოს, ზოგი კი ჩუმდება. ჩ ჰეპატიტი შეიძლება 5 წლის განმავლობაში ისე ატაროს ადამიანმა, რომ ვერც გაიგოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თვითონ მშობლები დაინტერესდნენ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მას ახალი დაავადება აღმოუჩინეს. ეს მოხდა იაშვილის კლინიკიდან ბავშვის გამოყვანიდან ძალიან მალე. მშობლებმა ზუსტად იციან, რომ სხვაგან ბავშვისთვის სისხლი არ გადაუსხამთ. სწორედ ამიტომ არიან დარწმუნებულნი, რომ პატარას ჩ ჰეპატიტი სისხლის ბანკში გადაედო, რაზეც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ ბანკის ხელმძღვანელს დიდი აღშფოთება არ გამოუხატავს.

მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დადგეს სისხლის ბანკის ხელმძღვანელის _ დავით ლოლიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი _ ფულის გამო სხვის უბედურებაზე ნუ ააგებენ საკუთარ ბედნიერებას! და რადგან ამ თემას უკვე შევეხე, გადავალ თამთა დემურიშვილზე _ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკის თანამშრომელზე, რომელსაც საქართველო ერთერთ დიდ ქველმოქმედად იცნობს.

აღსანიშნავია, რომ თამთა დემურიშვილი იაშვილის კლინიკიდან გაუშვეს. დავით ლოლიაშვილი ამბობს, _ დარღვევების გამოო, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ფაქტია, რომ იქიდან გაუშვეს და ახლა ქავთარაძის ქუჩაზე მუშაობს.

წინასაარჩევნოდ ყველანი ვხედავთ ტელეეკრანებზე, რომ ამა თუ იმ პარტიამ ან მაჟორიტარმა აქცია ჩაატარა და სისხლი უფასოდ ჩააბარა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. სულ ვფიქრობდი, რომ თამთა დემურიშვილი საოცრად კეთილშობილი ადამიანი იყო. მაგრამ, როდესაც «სისხლის საქმით» დავინტერესდი, აღმოვაჩინე, რომ სისხლის ჩასაბარებლად მიყვანილ ერთ ადამიანზე, თუ ის ცნობილი პიროვნებაა, 12 ლარს იხდიან, ხოლო თუ უბრალო მოქალაქე – 8 ლარს. ქალბატონი თამთაც სწორედ ასეთ «ატკატებზე» მუშაობს.

არჩევნების წინ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და განაცხადა, თამთა დემურიშვილი უდიდესი ქველმოქმედიაო. დემურიშვილს სოციალურ ქსელში მივწერე, თქვენზე ამბობენ, «ატკატებზე» მუშაობსო. მიპასუხა, ქველმოქმედი არ ვარ და ფულს შესრულებული სამუშაოსთვის ვიღებო.

მინდა იცოდეს ყველამ, რომ თამთა დემურიშვილი ქველმოქმედი არ არის, პირად საუბრებში ამას არც მალავს, ის «ატკატებზე» მომუშავე რიგითი თანამშრომელია. საკრებულოს თანამშრომლებსაც მინდა ვუთხრა, რომ ნუ ამკობენ ამ ქალბატონს ასეთი ეპითეტებით. სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ამა თუ იმ ბავშვის მკურნალობას, ყიდულობს სისხლს და უსხამს დაავადებულ ბავშვს, ფული კი შედის სისხლის ბანკში და სწორედ ამ ფულის პროცენტში ზის ქალბატონი თამთა დემურიშვილი.

ბოლო არჩევნების დროსაც ქალბატონი თამთა დაკავებული იყო იმით, რომ ურეკავდა მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტიებს და სისხლის ჩაბარებას სთავაზობდა. ჩემს ერთერთ მეგობარსაც დაურეკა, რომლის სახელს არ ვიტყვი, და უთხრა, არ გინდა, «პიარის პონტში» მოგიწყო სისხლის ჩაბარებაო? დეპუტატობის კანდიდატმაც, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა და დათანხმდა, ასეთ მაცდუნებელ წინადადებას ვინ არ დათანხმდება?!

თამთა დემურიშვილი, ოფიციალურად ვაჭრობს სისხლით. ერთი შეხედვით, ეს ცუდი საქმე არ არის, მაგრამ არ შეიძლება, ქალბატონ თამთას ქველმოქმედი ვუწოდოთ. ის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, «დაკერილი» თითოეული მაჟორიტარიდან 3-დან 8 ათასამდე ლარს შოულობს, გააჩნია, რამდენი მხარდამჭერი და ერთგული ადამიანი ჰყავს ამ მაჟორიტარს.

_ ამას ვისთვის ამბობთ? ვინ უნდა გაიგოს _ მაჟორიტარებმა, პარტიებმა თუ ჯანდაცვის სამინისტრომ?

_ ეს უნდა იცოდეს ხალხმა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სისხლის ჩაბარებით ფულს თამთა დემურიშვილი შოულობს და, ვინაიდან ქვეყანაში სისხლი არ მოწმდება, ნუ წავლენ ვიღაცის ხათრით სისხლის ჩასაბარებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იციან, რომ მათი სისხლი არ ივარგებს.

მინდა, მშობლებს ვუთხრა: ვიდრე ბავშვისთვის სისხლის გადასხმაზე დათანხმდებით, სისხლი შეამოწმებინეთ! სულ 10 ლარი სჭირდება მაგ საქმეს, ამიტომ გამოიჩინეთ ინიციატივა და ბრმად ნუ ენდობით ექიმებს.

რაც შეეხება შიხიაშვილის სიზმრებს, თავისთვის შეინახოს და წყალს მოუყვეს.

_ რა სიზმარზეა საუბარი?

_ შიხიაშვილმა ბრიფინგზე, სადაც თამთა დიდ ქველმოქმედად გამოაცხადა, თქვა: პრემია იმიტომ გამოვიწერე, სიზმარში ბერი ვნახე, რომელმაც მითხრა, ქველმოქმედება «ჩაიდინეო». და მან აღებული პრემია სწორედ თამთა დემურიშვილის სამსახურში გადარიცხა.

«საქართველო და მსოფლიო» თამთა დემურიშვილსაც ესაუბრა.

_ ქალბატონო თამთა, ერთერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრალს გდებთ, რომ  თითოეული დონორიდან გარკვეულ თანხას იღებთ და ქველმოქმედი სულაც არ ხართ, როგორც ამას საკრებულოში ამბობენ

_ სისხლის ბანკში ვმუშაობ და მაქვს შესაბამისი ანაზღაურება ხელფასის სახით, ჩაბარებული სისხლიდან პროცენტი როგორ უნდა ავიღო? ქველმოქმედებას არ ვეწევი, ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც სისხლს უანგაროდ აბარებენ…

არსებობენ . . კადრის დონორები, რომლებიც სისხლის ჩაბარების სანაცვლოდ იღებენ ანაზღაურებას 30-40 ლარის ოდენობით. ეს კანონით არ იკრძალებაამას არეგულირებს სისხლის ბანკების ხელმძღვანელობა, მე ფინანსებთან შეხება არ მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია უანგარო დონორების პოპულარიზაცია. რა პროცენტებს გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ვერ გეტყვით, ასე იყო იაშვილის სისხლის ბანკში ჩემი მუშაობის დროსაც და ცენტრალურ სისხლის ბანკშიც ასე ხდება. ქველმოქმედი ხმამაღალი ნათქვამია, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამაში, როგორც ყველას, ანაზღაურება მაქვს

რაც შეეხება არასამთავრობოს, მე ვინმე ლადო სადღობელაშვილი დამიკავშირდა ამ ბრალდებით და გასაგებად ავუხსენი, თუ ვინმეს დაკვეთას ასრულებს და, უბრალოდ, ჩემი დისკრედიტაცია აქვს განზრახული, მსგავს სისულელეებზე პასუხს არ გავცემ…

მსგავსი არასამთავრობოს თუ სუბიექტის ,,გამოხდომა» უანგარო დონაციის განვითარებას ხელს არ შეუწყობს, ვერასოდეს მივუახლოვდებით ევროპულ ქვეყნებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსგავსი სამარცხვინო ბრალდებები აღიკვეთოს. ჩემი ბოლო კომენტარი კი ის არის, რომ სირცხვილია, თავის დაფიქსირებისთვის ასეთ მეთოდებს რომ ირჩევენ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. თამთა დემურიშვილი პატიოსანი ადამიანია,ზედმეტი არ გავიგო მასზე,უფალი ფარავდეს ბოროტი ხალხისგან.გიული კაჭარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here