Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: გიგი უგულავა დამნაშავეა, ის არის კრიმინალი, წურბელა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე...

ლალი აფციაური: გიგი უგულავა დამნაშავეა, ის არის კრიმინალი, წურბელა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე იჯდა!

722

ჩანს, ქვეყანაში ნანატრი სამართლიანობის აღდგენა დაიწყო _ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დააპატიმრეს, ბაჩანა ახალაიას შანსი აღარ აქვს, 26 ივლისს ციხიდან გამოვიდეს, რადგან მას ე. წ. ჯაშუშების საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. «მასტერა», იგივე გია დგებუაძე, რომლის სახელიც «ციხის ბუნტის» საქმიდან არის ცნობილი, ჰოლანდიაში დააკავეს… 


პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდება, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო, არ შეჩერდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ამ ამბებს სკეპტიკურად უყურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ უგულავას დაპატიმრება, შესაძლოაპოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყოს, ზოგი კი ამბობს, რომ უგულავას დაპატიმრება თვითონ «ნაცების» ინტერესებში შედიოდა. ამ საკითხებზე სასაუბროდ უფლებადამცველებს მივმართეთ.

გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი:

_ ბატონო გელა, «ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა მთავრობისგან ზემოქმედებას განიცდის, ხოლო როდესაც გიგი უგულავას ვერ აკავებდნენ, ხელისუფლება ამბობდა, პროკურატურაც და სასამართლოც ჯერ კიდევ «ნაცების» ხელშიაოსინამდვილეში რა ხდება? რომელი მხარეა მართალი?

_ უფრო მეტსაც გეტყვით: როდესაც ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოჰქონდათ, «ნაცები» ამბობდნენ, სასამართლო თავისუფალიაო, პირიქით ამბობდა «ოცნება». ეს ყველაფერი სიტყვებით თამაშს ჰგავს. საქმე რასთან გვაქვს, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია თქვას, რომელიც კონკრეტულ საქმეებში ჩახედულია, ასეთები კი არიან პროკურორები, გამომძიებლები და ისინი თავიანთ სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს.

უგულავას საქმეს არ ვიცნობ, თუმცა მეც სხვებივით ვფიქრობ, რომ «ნაციონალებს» ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, გიგი უგულავასაც, ვთვლი, რომ ის ფულს ათეთრებდა

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის თემას მინდა შევეხოთ. ახლა ამბობენ, რომ კუბლაშვილზე ისეთ ინფორმაციას გავასაჯაროებთ, ყველა გადაირევაოამის გაკეთება აქამდე არ შეიძლებოდა?

_ 2003 წელს, როდესაც «ნაცები» მოვიდნენ ხელისუფლებაში, სასამართლოს წმენდა დაიწყეს _ მოსამართლეების უმრავლესობა დაითხოვეს, თანაც ემუქრებოდნენ. არადა, მოსამართლე ხელშეუხებელია, მათ ათწლიანი ვადით ნიშნავენ. ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სასამართლოში «ქირურგიული ჩარევა» არ განეხორციელებინა და მოსამართლეები თანდათან შეეცვალა, ანუ ვადის გასვლის შემდეგ და ახლა ძალიან ბევრ მოსამართლეს გასდის ვადა, მათ შორის კოტე კუბლაშვილსაც, ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. ამის შემდეგ მოსამართლეების სრული შემადგენლობით შეცვლა შესაძლებელი იქნება. მოსამართლეს ვერ გამოცვლი, ვერ მოხსნი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინა.

_ «მასტერაიგივე გია დგებუაძე ჰოლანდიაში დააკავეს. როგორც ყველა სხვა ძებნილზე, მასზეც ამბობენ უცხოელი ადვოკატები, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. თქვენ თუ გაქვთ ისეთი საქმე, რომელშიც «მასტერა» ფიგურირებს?

_ ჩემს ხელთ არსებული საქმეებიდან «მასტერა» მხოლოდ ერთ საქმეში ფიგურირებს _ «ციხის ბუნტის». ერთ-ერთ «კანონიერ ქურდს», მალხაზ ზედელაშვილს ვიცავდი, იყო კიდევ ერთი ავტორიტეტი _ პაატა მამარდაშვილი, რომელიც «მასტერასა» და ბაჩო ახალიასთან თანამშრომლობდა. ცნობილი შეიქნა, რომ «მასტერა» მამარდაშვილთან შედიოდა, ემუქრებოდა, იბირებდა, პატარკაციშვილის მკვლელობას უგეგმავდა. ეს თვითონ მამარდაშვილმა ჩაიწერა მას შემდეგ, რაც დანაპირები არ შეუსრულეს.

_ არ შეიძლება, ეს კადრები და ჩანაწერები იმ ქვეყანაში გავგზავნოთ, რომელშიც «მასტერა» დააკავეს?

_ პროკურატურა იზრუნებს ამაზე და ყველა მასალას გაგზავნის, თანაც იმდენი მასალაა «მასტერაზე», რომ მისი ექსტრადიცია არ უნდა გაჭირდეს.

_ დანაშაულში ეჭვმიტანილი და საზღვარგარეთ გაქცეული ბევრი პირის ექსტრადიცია  არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. კეზერაშვილი გავიხსენოთ, ის ქართულმა მხარემაც გაამართლა, გიგი უგულავას კი ერთერთი ბრალდება კეზერაშვილთან ერთად აქვს წაყენებული. «მასტერასა» და ბაჩო ახალაიას საქმეებიც გადაბმულია _ «ციხის ბუნტის საქმეშირომელშიც «მასტერაც» ფიგურირებს, ახალაიას ბრალი სხვა კუთხით წაუყენეს.

_ ამ საქმეების არევა არ შეიძლება. გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს ფინანსურ მაქინაციებში ედებათ ბრალი, განა ეს მცირე დანაშაულია? მაგრამ «მასტერას» სახელი მკვლელობებთან არის დაკავშირებული. ვერ გეტყვით, აქვს თუ არა პროკურატურას დგებუაძის წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები, მაგრამ ვფიქრობ, მისი ექსტრადიცია არ უნდა გაჭირდეს. პრობლემები ბევრჯერ შეექმნათ, მაგრამ ამ კონკრეტულ პიროვნებაზე, მგონია რომ არ უნდა გაუჭირდეთ. თანაც, ის ისეთი ფიგურა არ არის, ვინმე მის დახსნას რომ შეეცადოს.

_ «ნაცების» ზეობის ხანაში ადამიანებს შეკრებითობის პრინციპით ასამართლებდნენ. მახსოვს ცნობილი ამბავი: ერთი კაცი მშენებლობიდან აგურს იპარავდა ხოლმე და ყველა აგურის მოპარვა ცალცალკე დაუთვალეს. ძალიან ბევრი მიუსაჯეს. მერაბიშვილი რომ დაიჭირეს, ეს პრინციპი აღარ მუშაობდა, ახლა ისევ აპირებენ ამუშავებას. შეკრებითობის პრინციპი მერაბიშვილს არ შეეხო და ისევ რიგითი მოქალაქეები დაისჯებიან.

_ ვანო მერაბიშვილი «ნაცების» კანონებით რომ გაესამართლებინათ, 21 წელი უნდა მიესაჯათ. რაც შეეხება შეკრებითობის პრინციპს, ნებისმიერი ადვოკატი გეტყვით, რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ ახალი პრინციპი ისეთი აღარ არის, როგორიც წინა მთავრობის პერიოდში იყო. ადრე ყველაფერს აჯამებდნენ და 20-30 წელს უსჯიდნენ, ახლა სხვაგვარად იქნება. რამდენიმეწლიან მუხლებს გაანახევრებენ და ისე მიუსჯიან, ეს მოსამართლის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, სასჯელის მაქსიმუმის ნახევარს იანგარიშებენ. ასეთ შეკრებითობას გარკვეული ლოგიკა აქვს, თუმცა მე, როგორც ადვოკატს, არ მომწონს.

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ სასამართლო ისევ «ნაციონალების» ხელშია, პროკურატურაც. ამაზე, ალბათ, ვერავინ მომედავება _ ჩვენ ვხედავთ მათ მუშაობასა და გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება «ნაციონალებს» სჭირდებოდათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ უტყუარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ, უბრალოდ, ასე იყო საჭირო.

_ რისთვის სჭირდებოდათ უგულავას დაპატიმრება, თანაც «ნაცებს»?

_ იმისთვის, რომ უგულავა გმირად შერაცხონ და არეულობა გამოიწვიონ, ევროპული სტუქტურების ყურადღება მიიქციონ. არადა, გიგი უგულავა დამნაშავეა, ის არის კრიმინალი, წურბელა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე იჯდა. ძალიან მიკვირს, რა სჭირს ბრალდების მხარეს, რატომ არ სწავლობენ ტენდერების საქმეს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია.

_ გიგი უგულავას დაპატიმრებამ «მასტერას» დაკავების ამბავი გადაფარა. თქვენთან საუბარი სწორედ ამ ადამიანზე მინდოდა.

_»მასტერა» ფიგურირებს «ციხის ბუნტის» საქმეში. ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე მისჯილი აქვს.

_ ახალაიას «ციხის ბუნტის» მხოლოდ ორგანიზებაში ედება ბრალი, არადა, იქ ხალხი დაიღუპა.

_ დიახ, კვალიფიკაცია შესაძლოა, სწორი არ იყოს, მაგრამ ციხეში ბუნტი ახალაიას ორგანიზებული იყო. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის «მასტერას». ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ მისი დანაშაულების შესახებ, მაგრამ საქმეებს კარგად არ ვიცნობ და ამიტომ ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. «მასტერას» დასაპატიმრებლად სრულიად საკმარისია ის ჩანაწერი, რომელიც თავის დროზე გამოვაქვეყნე. როდესაც უცხო ქვეყანაში აპატიმრებენ ადამიანს, ის ქვეყანა პასუხისმგებელია პატიმარზე, შესაბამისად, მას სჭირდება უტყუარი მტკიცებულებები, რათა პასუხიმგებლობა მოიხსნან. ეს ფანდები «მასტერასნაირებმაც» ისწავლეს და ამიტომაც ასაღებენ თავს პოლიტდევნილებად, ასე უფრო ადვილია თავის დაძვრენა. როდესაც ასეთი სტატუსით ხარ უცხო ქვეყანაში, პროცედურები რთულდება.

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენმა სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა, ხოლო დათა ახალაიას დაპატიმრება დამალეს, რა გარანტიაა, რომ «მასტერა» დაადანაშაულონ?

_ჩვენ ისევ იქამდე მივდივართ, რომ სასამართლოცა და პროკურატურაც კვლავ წინა მთავრობის ხელშია, ანუ იმ ადამიანების ხელში, რომლებთან ერთადაც მაღალჩინოსნები დანაშაულს სჩადიოდნენ. დღევანდელი მოსამართლეები და პროკურორები დანაშაულებრივად არიან მიბმულნი სააკაშვილის ხელისუფლებაზე და ამიტომაც ზრუნავენ «ნაციონალებზე», მათ კარგად იციან მტკიცებულებების განადგურება და დამალვა. 400 ათასზე მეტი პატიმრის საქმე ხელახლა გამოსაძიებელია, ახალმა მთავრობამ ამისთვის სპეციალური კომისია უნდა შექმნას. ბევრი საქმის გარშემო არსებული ფაქტის განადგურება მოახერხეს, მაგრამ არის საქმეები, რომელთა მიჩქმალვაც შეუძლებელია, ამიტომ ვამბობ, რომ კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს თითოეულ ასეთ საკითხზე. უდანაშაულო პირის წინასწარი განზრახვით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის სასჯელი 46- პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული. ასეთი დანაშაული კი სამართალდამცავების 99%- აქვს ჩადენილი. ასეთი რამ დღესაც გრძელდება. გახარებულები და ბედნიერები რომ სხედან სკამებზე, ასე არ შეიძლება. კანონები გადასახედია. თავის დროზე ძალიან ბევრ საკითხს ვასაჩივრებდით ევროსასამართლოში ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და მე. ახლა ეს აღარ ახსოვთ. სატელევიზიო ეთერში მაღალ მატერიებზე საუბარი საქმეს ვერ შველის. არჩევნები ჩაივლის და ამ თემებს აუცილებლად წამოვწევ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here