Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ და ვისი დავალებით ყიდის «ქართული ოცნება» ქართულ მიწებს უცხოელებზე?

რატომ და ვისი დავალებით ყიდის «ქართული ოცნება» ქართულ მიწებს უცხოელებზე?

551

ხელისუფლებამ გააუქმა უცხოელებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი, რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ორიოდე დღის წინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელისუფლებას მიმართა, ყურადღება მიაქციონ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხს. «ქართველ ხალხს გააჩნია ისეთი ფასეულობები, რომლის გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება», _ ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე. რატომ და ვისი დავალებით გადადგა «ოცნებამ» ეს ნაბიჯი და რას მოგვიტანს ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვა?  «საქართველო და მსოფლიოს» პოეტი, «პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენელი ვაჟა ოთარაშვილი ესაუბრა.


_ ბატონო ვაჟა, როგორ აფასებთ, იმ ფაქტს, რომ მოხსნილია მორატორიუმი მიწის მიყიდვაზე და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში მიწის შეძენა? რას მოგვიტანს ეს, რა ხდება, ყველაფერს რატომ ვყიდით

_ ეს მოგვიტანს საქართველოს დანგრევას და ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლას. ეს არის ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» კურსს განაგრძობს. ეს არის შეგნებული მცდელობა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მოშლის. შეგიძლიათ, ეკონომიკის სამინისტროს საიტზე შეხვიდეთ და ნახოთ, რომ 130 ათას ჰექტარზე მეტი მიწა გასაყიდადაა გამზადებული. წარმოიდგინეთ, რომ ამ მიწათა 99%- უცხოელები ყიდულობენ. ესენი არიან თურქები, ირანელები, არაბები, ინდოელები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ქართველი კაცი, ფაქტობრივად, მშობლიური მიწა-წყლის გარეშე რჩება, იმ მიწა-წყლის, რომლისთვისაც თავს წირავდნენ ჩვენი წინაპრები. ქართველი ერი არასდროს აპატიებს არც «ნაციონალურ მოძრაობას» და არც «ოცნებას» ამ ანტიქართულ ნაბიჯს. იცოდეთ, რომ ეს ორი ძალა _ «ნაციონალური» და «საოცნებო» _ ანტიქართული ძალაა, რომლებიც იმართება უცხოეთიდან. ჩვენ ერთ ამბავს ვტეხთ მაშინ, როდესაც რუსები, ვთქვათ, 6 მეტრით თუ 60 მეტრით გადმოწევენ საზღვარს, ყველა ტელეარხი აშუქებს ამას, მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ლამის სამაჩაბლოსხელა ტერიტორია, ხაზს ვუსვამ, იყიდება უცხოელებზე. წარმოიდგინეთ, 130 ათას ჰექტარზე მეტი მიწა იყიდება. ეს არის სამაჩაბლოზე მეტი.

_ ერთგვარ ოკუპაციასთან გვაქვს საქმე?

_ ეს არის, პირდაპირი გაგებით, ოკუპაცია ქართული მიწა-წყლის. ქართველისთვის მშობლიური მიწის ხელიდან გამოცლა ხდება ყველას თვალწინ ოფიციალურად. ამის შედარება რუსეთის ოკუპაციასთანაც აღარ შეიძლება. 40 ათასზე მეტი უცხოელი ელოდება ქართული მიწის ყიდვას. ეს ხელისუფლებაც ანტიქართული ძალაა, რომელიც იმართება იმავე ბოსებისგან, რომლებიც მართავდნენ ნაციონალურ-ფაშისტურ მოძრაობას, უბრალოდ, სახეებია სხვა.

_ ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ დაინტერესებასაც ხომ არ აქვს ადგილი?  

_ ბუნებრივია, იბადება კითხვა, რომ ასეთ ანტიქართულ ქმედებებს რაღაც ქვენა გრძნობები უდევს საფუძვლად: პირველი. მუდმივად რომ ისხდნენ თავიანთ სავარძლებში, რადგან კერპთაყვანისმცემლობიდან ჯერჯერობით საქართველო ვერ გამოვიდა და ვერ დაადგა დემოკრატიის გზას; მეორე. შეიძლება საქართველო გადაქცეულია, როგორც სააკაშვილის დროს იყო, ფულის გათეთრების პოლიგონად.

_ «ქართველ ხალხს გააჩნია ისეთი ფასეულობები, რომელთა გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება», _ ბრძანა პატრიარქმა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში მაინც თუ გაითვალისწინებს ხელისუფლება პატრიარქის მოწოდებას?

_ სამწუხაროდ, როგორც «ნაციონალური», ისე «საოცნებო» ხელისუფლება პატრიარქის მოწოდებებს არ უსმენს. მათ არ აინტერესებთ, ჩვენი ბრძენი პატრიარქის გულისტკივილი. არც წინა ხელისუფლება და არც დღევანდელი არ იზიარებს პატრიარქის მოწოდებებს, რადგანც ისინი, ალბათ, არ არიან მართლმადიდებლები და პატრიოტები. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე დარწმუნდება ამაში. იმის მაგივრად, გლეხს შეუქმნან პირობები, მიწა დაამუშაოს, ყიდიან ამ მიწებს.

_ ისე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროსაც გამოჩნდა, რომ «ოცნება» არ იზიარებს და არ ითვალისწინებებს პატრიარქის მოწოდებასა და თხოვნას

_ რა თქმა უნდა, გახსოვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე პატრიარქისა და საპატრიარქოს უმკაცრესი განცხადება. ვინმემ გაიზიარა? 112 ხმით _ ასე მოღალატურად მიიღეს პედერასტებისა და ლესბოსელების მხარდასაჭერი კანონი. აი, სამარცხვინო ქმედება. სხვათა შორის, ამ კანონის ნორმებით თვით ევროპაში მიღებულ მსგავს კანონებს გადააჭარბეს. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე, იგივე შეიძლება ითქვას მიწასთან დაკავშირებით, ენერგეტიკასთან, ჰესებთან დაკავშირებით. და იცით, კიდევ რას სჩადიან? ეროვნული საგანძური, რომელიც სხვადასხვა მუზეუმშია, იკარგება. სად წავიდა, სად გაქრა ოქროს ნაკეთობები, ფიროსმანის ნახატები, ჩვენი ძვირფასი მხატვრების შედევრები, კაცმა არ იცის. ეროვნული მუზეუმის გენდირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» ფავორიტი იყო, დღესაც მშვიდად განაგრძობს მოღვაწეობას. არადა, მისი საქმიანობა გამოსაძიებელია. ჩვენ რამდენიმე დღის წინათ მოვითხოვეთ  სასწრაფო ექსპერტიზა იმ ნივთებისა, ძვირფასეულობისა და სურათებისა, რომლებმაც იმოგზაურა ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე, რამდენი რამ ყალბი დაბრუნდა ჩვენთან,  ვინ იცის. აი, ესეც არ იცის საქართველოს მოსახლეობამ, ასე ნაწილ-ნაწილ ყიდის ძველი ხელისუფლებაც და ახალი ხელისუფლებაც საქართველოს და შაგრენის ტყავივით გაილია ჩვენი მამული. ახლა უკვე მიწების მასობრივი გაყიდვა დაიწყეს. სამარცხვინოა ეს: ჩვენი წინაპრების ნაბრძოლ მიწებს გროშებად ყიდიან.

_ ერთ დღესაც რომ გავიღვიძებთ, ალბათ, ერაყელები და თურქები გვეყოლება მეზობლად

_ დიახ, სამწუხაროდ, შეგნებულად მიმდინარეობს ქართველი ერის გენოციდიქართველმა ერმა 1801 წელს, რუსეთთან შეერთების შემდეგ მოაღწია დღემდე, მაშინ გამრავლდა, დღეს კი 3 მილიონიც აღარ არის დარჩენილი. და ეს მიწები ვის ხელშია, რა ხდება, ღმერთმა უწყის. აი, ამ უბედურებასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ისეთი მართლმადიდებლური კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,  ურჯულოთა ასეთი შემოტევაა. კაცმა არ იცის, ხვალ-ზეგ ეს ხალხი, რომელსაც აქ ვასახლებთ, პარლამენტარი გახდება, ტელევიზიებს გახსნის, გაზეთებს გამოუშვებს, კვარტლებს ააშენებს, თუ რას იზამს.  საქართველო იარსებებს კი საერთოდ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იარსებებს?

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. სამწუხაროთ ერთეულ პატრიოტთა და მამულიშვილთა გარდა, ხმას არავინ იღებს. საქართველოს "ნაციონალური" ინფექცია შეეყარა და მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოს იდეოლოგიურ-პროპაგანდისტური საკითხებს "ნაცბანდიტები და მამათმავლები" ფლობენ. პედარასტიის პროპაგანდა და რეკლამა პუტინის რუსეთმაც კი აკრძალა, საქართველოსი ამ მხრივ განუკითხაობაა. წინ გველის დემოგრაფიული კოლაფსი: ლონდონში ინგლისელების 21%. "მიშა სააკა" განსაკუთრებით ცდილობდა ნაყარ უცხოტომელთა მოქალაქეებად მიღებას, მხარდაჭერის სანაცვლოთ. აი ასე ინგრევა საქართველო.

  2. როთ ერთეულ გარდა, ხმას არავინ იღებს. საქართველოს "ნაციონალური" ინფექცია შეეყარა და მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოს იდეოლოგიურ-პროპაგანდისტური საკითხებს "ნაცბანდიტები და მამათმავლები" ფლობენ. პედარასტიის პროპაგანდა და რეკლამა პუტინის რუსეთმაც კი აკრძალა, საქართველოსი ამ მხრივ განუკითხაობაა. წინ გველის დემოგრაფიული კოლაფსი: ლონდონში ინგლისელების 21%. "მიშა სააკა" განსაკუთრებით ცდილობდა ნაყარ უცხოტომელთა მოქალაქეებად მიღებას, მხარდაჭერის სანაცვლოთ. აი ასე ინგრევა საქართველო.პატრიოტთა და მამულიშვილთა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here