Home სხვადასხვა დაიჯესტი 6 ყველაზე საშინელი რაკეტა მსოფლიოში

6 ყველაზე საშინელი რაკეტა მსოფლიოში

6859
საფრანგეთი, “M51”

1 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას ფედერალური საკრებულოს წინაშე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინმა ილაპარაკა რუსულ ახალ იარაღებზე, რომლებმაც შეშფოთება გამოიწვია დასავლეთში. მათ შორის აღსანიშნავია უახლესი ენერგეტიკული მოწყობილობის მქონე ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტასარმატი”, რომლის წინაშეც თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია. მას დასავლეთშიგანკითხვის დღის იარაღიუწოდეს. სწორედ ამიტომ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომდასავლეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისქოლგანახვრეტებიანიაო”. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ძალის მქონე 6 ბირთვული რაკეტის ჩამონათვალს:

  1. საფრანგეთი, “M51”

რაკეტა “M51”-ით საფრანგეთის არმია 2010 წელს შეიარაღდა. ამ მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილია Triomphant-ის ტიპის წყალქვეშა ნავები. შეუძლია იფრინოს 10 ათასი კმ-ის მანძილზე და გადაიტანოს 100 კილოტონა სიმძლავრის 10 ბირთვული ქობინი. მიზანში მოხვედრის ცდომილება 150-200 მ-ია. “M51”-ის წინააღმდეგ ნაკლებეფექტიანია თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

აშშ, “LCM-306 Minuteman III”
აშშ, “LCM-306 Minuteman III”
  1. აშშ, “LCM-306 Minuteman III”

ეს სისტემა ამერიკის არმიის შეიარაღებაშია 1970 წლიდან, თუმცა მოგვიანებით გააუმჯობესეს ბევრი პარამეტრით. ეს არის მიწისზედა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მოძრაობს წამში 8 კმ/სთ სიჩქარით. მიზანში მოხვედრის ცდომილება 200 მეტრია. რაკეტას შეუძლია გადაიტანოს 375-400 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი.

აშშ, “UCM-133 Trident II”
აშშ, “UCM-133 Trident II”
  1. აშშ, “UCM-133 Trident II”

“ტრაიდენტ II” 1990-იან წლებში შემუშავებული რაკეტის მოდერნიზებული ვერსიაა. ამ წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტას შეეძლო 14 ქობინის გადატანა, მაგრამ მოდერნიზების შემდეგ ქობინების რაოდენობა 5-მდე შემცირდა (თითოეული ქობინის სიმძლავრე 475 კილოტონაა). მოქმედების დიაპაზონი დამოკიდებულია ტვირთზე და 7,8 ათასი კმ-დან 11 ათას კილომეტრამდეა. ცდომილების ალბათობა 120 მეტრია და, ამ მონაცემის მიხედვით, ეს ბალისტიკური რაკეტა ერთ-ერთი ზუსტია მსოფლიოში.

ჩინეთი, “DF-5/5A”
ჩინეთი, “DF-5/5A”
  1. ჩინეთი, “DF-5/5A”

ეს სისტემა ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში 1981 წლიდანაა, მაგრამ, ეფექტიანობის მიხედვით, ლიდერთა შორის არის მსოფლიოში. ამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია 5 მეგატონა სიმძლავრის ქობინის გადატანა 12 ათას კმ-ზე. მიზანში მოხვედრის ცდომილება კი შეიძლება 1 კმ-მდე იყოს. ამ რაკეტის დანიშნულება ერთადერთია _ გაანადგუროს ქალაქი. ბოლო წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გააუმჯობესა “DF-5” _ რაკეტას მოემატა მოქმედების დიაპაზონი. ამასთანავე, ახლა რაკეტას შეუძლია რამდენიმე ქობინის გადატანა; ხოლო მიზანში მოხვედრის ცდომილება, ბოლო მონაცემებით, 300 მეტრს შეადგენს.

რუსეთი, “P-36M2” _ “ვოევოდა”
რუსეთი, “P-36M2” _ “ვოევოდა”
  1. რუსეთი, “P-36M2” _ “ვოევოდა

დასავლეთში ამ რაკეტას “სატანა” შეარქვეს. ის სსრკ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 1974 წელს მიიღო, მაგრამ მას შემდეგ ბევრჯერ გაუმჯობესდა. ბოლო მოდერნიზაციის შედეგად, “ვოევოდას” შეუძლია 750 კილოტონა სიმძლავრის 10 ქობინის გადატანა. მოქმედების დიაპაზონი 11 ათასი კმ-ია, სიჩქარე _ წამში 8 კმ, მიზანში მოხვედრის ცდომილება _ 220 მ. ეს იარაღი 2018 წლის 1 მარტამდე ყველაზე მეტად აშფოთებდა პენტაგონს.

რუსეთი, “სარმატი”
რუსეთი, “სარმატი”
  1. რუსეთი, “სარმატი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სარაკეტო-კოსმოსური დარგის საწარმოებთან ერთად, დაიწყო მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “სარმატის” გამოცდის ბოლო ფაზა. ახალ რაკეტას მოქმედების დიაპაზონიცა და საბრძოლო ქობინების რაოდენობაც “ვოევოდაზე” მეტი აქვს. “სარმატი” აღჭურვილია დიდი სიმძლავრის საბრძოლო ქობინებითა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისგან თავის დაღწევის თანამედროვე მოწყობილობებით.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ შექმნილ ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერ სისტემას აუაროს გვერდი და ეს იქნება პასუხი ამერიკულ ინიციატივაზე “სწრაფი გლობალური დარტყმის” შესახებ. ახალ ბალისტიკურ რაკეტა “სარმატს” რაკეტსაწინააღმდეგო ბარიერების გადალახვის ისეთი ენერგეტიკული მარაგი აქვს, რომ შეუძლია ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსის გავლით იფრინოს და მიზანს მიაღწიოს”.

სარმატისტექნიკური მახასიათებლები:

სარმატი” _ ეს არის საშახტო ბაზირების მეხუთე თაობის რუსული სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია მძიმე, ორსაფეხურიანი თხევადი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით.

მეოთხე თაობის კომპლექსებისგან განსხვავებით, “სარმატს” აქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისგან თავდაცვის საშუალებები (საშახტო გამშვები მოწყობილობა), აგრეთვე, მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკები; შეუძლია იფრინოს სუბორბიტული ტრაექტორიით. ამ რაკეტით შეიძლება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების დაზიანება და განადგურება ქობინის კინეტიკური ენერგიით, ბირთვული აფეთქების გარეშე. ორსაფეხურიანი რაკეტის სასტარტო მასა 169 ტონაა, სათავო ნაწილის მასა _ 10 ტ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here