Home რუბრიკები საზოგადოება ევროპა-აზიის სარკინიგზო დერეფანი 2015 წელს გაიხსნება

ევროპა-აზიის სარკინიგზო დერეფანი 2015 წელს გაიხსნება

512

ახლახან თბილისში გამართულ სამი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაა.


“საქართველო და მსოფლიო” კვალში უდგას ამ მშენებლობას და ჩვენს ერთგულ მკითხველებს ოპერატიულად აცნობს შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვანი შრომის შედეგებს.

ამ ტრანსნაციონალურ საქმეს სათავეში უდგას გამოცდილი პროფესიონალი, დამსახურებული რკინიგზელი ოლეგ ბიჭიაშვილი.

დღეს მკითხველებს ვთავაზობთ ერთგვარ შემაჯამებელ პუბლიკაციას, რომელიც რკინიგზის მშენებლობის პრესცენტრმა მოგვაწოდა და რომელსაც შეიძლება ანგარიშის ჩაბარებაც ვუწოდოთ საქართველოს საზოგადოებრიობის წინაშე.

მშენებლობის მასშტაბის წარმოსადგენად საკმარისი იქნება, ვთქვათ, რომ მარაბდა-კარწახის მონაკვეთის პროექტის განსახორციელებლად საქარველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზეც აზერბაიჯანის მხარემ გამოყო კრედიტის სახით 775 მლნ აშშ დოლარი.

რკინიგზას აშენებს ორი გენერალური კონტრაქტორი: “აზერიოლსერვისი” და “აზერინშაატსერვისი”.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის განვითარება, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

მკითხველებს ვთავაზობთ კონკრეტულ ციფრებს, რომლებიც დღეს (15 მაისისთვის) არსებულ სურათს სრულად და ლაკონურად წარმოგიდგენთ.

I-III ეტაპები _ მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბანზე

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) _ 363762331 დოლარი; შესრულებულია 189575854.0 დოლარი; რაც შეადგენს 52,1 პროცენტს.

_ მშენებლობის დასაწყისიდან დაიგო 86,3 კმ ახალი ლიანდაგი (დაბალასტებულია 83 კმ, მათ შორის, სრულად 32 კმ).

_ 318 ნაგებობიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 254-ს, მიმდინარეობს სამუშაოები 64 ნაგებობაზე.

_ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია I ეტაპის 29,2 კმ-ზე; II ეტაპის 49,7 კმ-დან მიწის სამუშაოები დასრულებულია 41 კმ-ზე; III ეტაპის 74,1 კმ-დან მიწის სამუშაოები დასრულებულია 12,5 კმ-ზე, ლიანდაგი დაგებულია 10,8 კმ-ზე. დასრულებულია 3 თოვლდამცავი გალერეის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს მუშაობა პირველ თოვლდამცავ გალერეაზე. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის 3 ვაგზალს, მიმდინარეობს სამუშაოები 7 ვაგზალზე.

_ ცხრაძმის, წინწყაროსა და თეთრიწყაროს სადგურებში დამონტაჟდა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის საკაბელო ქსელები და საპოსტო მოწყობილობები;

_ ტრასაზე ჩაიდო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 191 კილომეტრზე, 2013 წელს _ 30 კილომეტრზე. დამონტაჟდა სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის აპარატურა 5 სადგურზე;

_ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 შენობას, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩასატარებელია 8 შენობაზე;

_ წევის 3 ქვესადგურში დასრულებულია მოწყობილობა-დანადგარების დამონტაჟება, მიმდინარეობს გაშვება-გაწყობის სამუშაოები.

IV ეტაპი _ ახალქალაქის ვაგზალი: სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა (დღგ-ს ჩათვლით) 8584120 დოლარი; შესრულებულია _ 3507665,13 დოლარი; რაც შეადგენს 40,86 პროცენტს.

V ეტაპი _ ახალქალაქის სარკინიგზო სადგური: სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა (დღგ-ს ჩათვლით) 211471844 დოლარი; შესრულებულია _ 21539792,41 დოლარი, რაც შეადგენს _ 10,2 პროცენტს.

VI ეტაპი _ ახალქალაქი-კარწახის ახლად მშენებარე უბანი: სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა (დღგ-ს ჩათვლით) 128649980,94 დოლარი; შესრულებულია _ 52798692,90 დოლარი, რაც შეადგენს 41,04 პროცენტს.

_ დასრულდა 154 მ სიგრძის ორლიანდაგიანი სარინიგზო ხიდის მშენებლობა მდ. კირხბულახზე (ახალქალაქში). დასრულდა ტექნიკური, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების შენობების მშენებლობა კარწახის სადგურში;

_ აშენდა 51 ნაგებობა (მათ შორის 3 ხიდი), დასრულდა მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები კარწახის სადგურში და მდ. კირხბულახის ხიდის მიმდებარე უბანზე (21,6 კმ), დაიგო 17,4 კმ ლიანდაგი. გრძელდება ლიანდაგის დაგებისა და რელსების შედუღების სამუშაოები’

_ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო სასაზღვრო გვირაბის მშენებლობა, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს 42036531 დოლარს, შესრულებულია _ 5148542,72 დოლარი, რაც შეადგენს 12,25 პროცენტს. მუშაობა მიმდინარეობს ორივე მხრიდან. სარკინიგზო გვირაბის საერთო სიგრძეა 4470 მეტრი. მათ შორის, საქართველოს მხარეს _ 2070 მეტრი. ჩვენი მხრიდან გაყვანილია 158 მეტრი, ხოლო თურქეთის საზღვრიდან საქართველოს მიმართულებით _ 556 მეტრი, რაც ჯამში შეადგენს 714 მეტრს. სამუშაოები მიმდინარეობს ყოველდღიურად. ორივე მხრიდან გვირაბის გაყვანა საშუალოდ დღეში შეადგენს 4-დან 6 მეტრს.

დღეისთვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო უბნის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 38,13 პროცენტი. 2014 წლის ბოლოსთვის დადეგმილია სატესტო/სამუშაო მატარებლის გავლა, ხოლო პროექტის დასრულება იგეგმება 2015 წლისთვის.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here