Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა მამალაძე: სააკაშვილის დაკითხვა და დაპატიმრება რომ სდომებოდათ, აქ არ იყო?

ზაზა მამალაძე: სააკაშვილის დაკითხვა და დაპატიმრება რომ სდომებოდათ, აქ არ იყო?

1073

ტრიო «თბილისის» წევრი, მომღერალი ზაზა მამალაძე, რომელიც,9 წელიწადია, სცენაზე არ მდგარა, ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებების თუ უმოქმედობის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს და ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარებაა…


_ ორი წლის წინათ დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა ადამიანი, რომელიც დამაჯერებდა, რომ ამ დღეში ჩავცვივდებოდით; არ არსებობდა კაცი, რომელიც დამაჯერებდა, რომ დღეს ასე პესიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი. «ნაცმოძრაობა» ხელისუფლებიდან რომ უნდა წასულიყო, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ნერვები სწორედ იმაზე მეშლება, რომ ეს ბანდიტური დაჯგუფება დღეს კიდევ არსებობს და ჭკუას გვასწავლის. აი, პირველ რიგში, ამას ვერ მივუტევებ ამჟამინდელ მთავრობას, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დანაშაულია, რომ ბარამიძე და მსგავსი არსებები კვლავაც ცდილობენ, ჭკუა დაგვარიგონ!

_ ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები ახსენეთ…

_ მაინტერესებს, ვინმე თუ გრძნობს საქართველოში სამართლიანობის არათუ აღდგენას, არამედ ამ პროცესის დაწყებას მაინც?! თუნდაც «ნაცმოძრაობის» მიერ წართმეულ ქონებაზე შევაჩეროთ ყურადღება, დანარჩენს თავი რომ დავანებოთ. გასაგებია, რომ ზოგიერთი პიროვნების ქონება სამჯერ და ოთხჯერ არის გასხვისებული და ამის გამოძიება რთულია, მაგრამ უკანონოდ წართმეული უამრავი ქონება დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მაგალითად, ავტომობილები. აი, ამის დაბრუნებას რაღა უდგას წინ? ორი წლის წინათ ყველას პირზე ეკერა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება. რა გახდა, რით ვერ გამოიძიეს, რატომ ვერ დასაჯეს დამნაშავეები? ზურაბ ჟვანიასა და სხვა საქმეებზე აღარაფერს ვამბობ. ყოველი არჩევნების წინ ამ გამხაურებულ საქმეებს წინა პლანზე წამოწევენ და ამით მანიპულირებენ. სააკაშვილის დაკითხვის საკითხი რომ შემოაგდეს წინასაარჩევნოდ, ამით ვის ატყუებენ? სააკაშვილის დაკითხვა და დაპატიმრება რომ სდომებოდათ, აქ არ იყო? ამის გაკეთება მართლა რომ სურდეთ, არც ახლაა გვიან, მაგრამ… წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის არაფერი გაუკეთებიათ _ ქონება არ დაუბრუნებიათ, სამართლიანობა არ აღმდგარა, «ნაცმოძრაობა» კვლავ დიდების ზენიტშია და გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ძალაო და მათ ამდენი ტლიკინის უფლება სწორედ «ქართულმა ოცნებამ» მისცა. აი, ამ ყველაფრის გადასაფარად ატეხეს აურზაური, _ სააკაშვილს ჩამოვიყვანთო. ესენი რისი ჩამომყვანები არიან?! ჩაივლის არჩევნები და ეს საკითხიც მინელდება. არ მინდა სიყალბეზე აგებულ ქვეყანაში ცხოვრება, დავიღალე და დაიღალა ქართველი ხალხი ტყუილსა და უბედურებაში ცხოვრებით. დღეს გაცილებით რთულ პირობებში ვცხოვრობთ, ვიდრე «ნაცმოძრაობის» პერიოდში ვცხოვრობდით! რაც მთავარია, თავისუფალი ვიყავი ჩემს ქმედებაში და რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი. ამ შემთხვევაში კი სხვაგვარადაა საქმე. ხელისუფებაში მოვიდა ივანიშვილი, რომლის იმედიც ხალხს ჰქონდა, მაგრამ მალე შეგვატოვა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც, ასი წელი რომ ეცხოვრათ, რესპუბლიკელების თამადობით, პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ. «ოცნების» წარმომადგენლებმა გაინაღდეს სკამები, წონაც საკმაოდ მოიმატეს და რა ხალხი, რის ხალხი, ვის დავკარგივართ, საერთოდ?..

_ როგორც ვიცი, თქვენ ძალიან ეხმარებოდით «ქართულ ოცნებას». ახალ ხელისუფლებას თქვენთვის სამსახური არ შემოუთავაზებია?

_ მთელი გულით და სულით ვეხმარებოდი «ქართულ ოცნებას», ბოლო ორი თვის განმავლობაში ფოთში ვიყავი სამუშაოდ გადასული და ეკა ბესელიას მხარში ვედექი. ახლა კი ისეთ რამეს გეტყვით, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს: კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს გურამ ოდიშარიამ მე და მერაბ თავაძე სამინისტროში დაგვიბარა და გვითხრა, თქვენი იმედით მოვდივარ ამ თანამდებობაზე, რადგან აზრზე არ ვარ, რა ხდება ამ სამინისტროშიო და გადმოგვცა ფურცელი, რომელზეც ეწერა: კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ უნდა დაინიშნის მერაბ თავაძე, ხოლო ღონისძიებების მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ _ ზაზა მამალაძეო. ეს ფურცელი ახლაც შენახული მაქვს. ამის შემდეგ გვითხრა, მობრძანდით სამინისტროში ამ თანამდებობების, საბუთებისა და საქმეების გადასაბარებლადო და ჩვენც მივედით. ამ შეკრებაზე იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს თითქმის ყველა თანამშრომელი, ყოფილი მინისტრის _ ნიკა რურუას გარდა. მერაბ შათირიშვილმა იკითხა: _ აბა, ძმებო, ამ ცხრა წლის განმავლობაში რა გააკეთეთ ყველაზე ღირებული კულტურის სფეროში და რისი გაკეთება გსურდათ და ვერ შეძელითო? გვარი არ მახსოვს, რურუას პირველმა მოადგილემ მაგიდაზე დაარტყა ხელი და თქვა, რომ ყველაზე ღირებული რაც გავაკეთეთ, ეს არის ბაგრატის ტაძარიო, რაზეც თაკო ჩარკვიანმა უთხრა, ალბათ, თავისი ლიფტებით გულისხმობთო და ამ საკითხზე დაიწყეს ლექციის წაკითხვა, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლექციის მომსასმენად არ ვიყავით მისულები… ამის შემდეგ გაცვივდნენ ქუჩაში, მათთან მივიდნენ ტელევიზიები და მეორე დღეს ჩვენი ჯგუფი დაიწუნეს. მე და მერაბ თავაძეს ხმა არ ამოგვიღია. მერე ისიც ითქვა ჩვენზე, არავის დაუბარებია და თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ სამინისტროშიო. არც ამაზე ამოგვიღია ხმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდეგ იტყოდნენ, სკამები ვერ გაიყვესო. ასე დასრულდა ყველაფერი და დღესაც ქუჩაში ვარ. ერთ რამეში არ ვცდები: ჩვენს ქვეყანაში წესიერი კაცი არ სჭირდებათ, მაგრამ მე და ჩემნაირები აფრებს არავის ავაშვებინებთ!

_ ამ ამბის შემდეგ გურამ ოდიშარია აღარ შეგხმიანებიათ?

_ არა. მოგვიანებით ნოდარ დუმბაძის იუბილეზე სოფელ ხიდისთავში შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი გამოლაპარაკება გამარჯობა-ნახვამდით ამოიწურა. არაფერი მითქვამს მისთვის. ეს ამბავიც წელიწად-ნახევრის შემდეგ პირველად თქვენს გაზეთს ვუთხარი და, სიმართლე გითხრათ, დღეს გული არ მწყდება, რადგან კულტურის სამინისტროში საქმეს ვერ გავაკეთებდი უამრავი მიზეზის გამო, ტყუილად გავილანძღებოდი და მირჩევნია, დღეს ასე ვიყო. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, საქართველოში დადგება დრო, როდესაც წესიერი, ალალი, საქმის მცოდნე ხალხი დასჭირდებათ. დღეს კი კვლავ ის ხალხი ტრიალებს, რომლებსაც თავის დროზე «ნაცმოძრაობის» მიერ დაქირავებულ ე. წ. ხელოვანთა ჯგუფს უწოდებდნენ. ეს იმის ბრალია, რომ კულტურის სამნისტროში მხოლოდ 2-3 ადამიანი შეიცვალა, დანარჩენი ადგილები კვლავ ძველ ხალხს უკავია. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ, თუ აქამდე ამა თუ იმ ტელევიზიას ჩემი მიწვევის ეშინოდა, დღეს ამას თავისუფლად აკეთებენ. ან ვის სჭირდება დღეს ქართველი, ქართული სიმღერების შემსრულებელი მომღერალი? ე. წ. მუსიკალურ შოუებში _ «ვარსკვლავობანასა» და «ახალ ხმებში» ქართულ სიმღერას ვერ მოისმენ. როდესაც მსგავსი პროექტი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ხორციელდება, მონაწილეები მშობლიურ ენაზე სიმღერას თუ არ იმღერებენ, იმავე დღეს ცაში აწევენ იმ ტელევიზიას. ან ეს სუპერმწვრთნელები რა უბედურებაა? უსიცხო ანთება აქვთ ამ ადამიანებს და ეს გადაცემები უნამუსოების «მოღვაწეობის» ეპიცენტრია! რისი სუპერმწვრთნელია სტეფანე მღებრიშვილი, რომელსაც ერთი სიმღერა არ აქვს ნამღერი თავიდან ბოლომდე ცოცხლად?! არადა, გამოდის და გულისამრევად იტყლარჭება. რამდენიმე დღის წინათ ჩვენმა პრემიერმა კახურად რომ თქვა, ჩვენი ქვეყანა ლგბტ-ების ქვეყანა არ არისო, გამიხარდა. თუ ეს პედერასტები ავადმყოფები არიან, ვუმკურნალოთ, ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ გეიაღლუმებს, გეიქორწინებებსა და პეროებს საქართველოში ვერ ავიტანთ.

_ დღეს მოდურია ტელეგადაცემებში ორალურ სექსზე საუბარი…

_ ადამიანებს, რომლებიც ტელეეთერში ამ სისულელეებზე ლაპარაკობენ და მეტიც, ამაყობენ, რეალურად დედიმისისა უნდათ. იმ დღეს კონტრიძემ ერთ-ერთ კონკურსანტს უთხრა, მეგონა, ამ სიმღერას მოტმასნილი მაისურით იმღერებდიო. ამას რა კავშირი აქვს სიმღერასთან?! მაგრამ ეს ქალიც ავადმყოფია, რომელიც ტელეეკრანიდან გვმოძღვრავს. რა უბედურებაა, ამ ავადმყოფებს თავს რატომ ვამოძღვრინებთ? ან ვის აინტერესებს, თავიანთი საძინებლის კარს ფართოდ რომ ხსნიან? ვის რაში აინტერესებს, ვინ რამდენჯერ და როგორ შვრება? გენიტალიები მათია და, ვისაც უნდათ, იმათ მისცენ, მაგრამ ჩემი, ჩემი შვილებისა და ხუთი შვილიშვილის დასანახავად ამას ვერ გააკეთებენ. არ გამოუვათ! არადა, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ და ბნელ ძალებს ჩვენი ქვეყნის გადაჯიშებაში ეხმარებიან. ამასთანავე, ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, დიდი ფულის სანაცვლოდ, პედერასტების დასაცავად იბრძვიან, სად იყვნენ ეს არასამთავრობოები იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც «ნაცმოძრაობა» ხალხს აუპატიურებდა და ხოცავდა?! თეა თუთბერიძე რომ გვეყოლება ქვეყანაში, მიშა თავხელიძე და და მისი მსგავსნი, გინდათ, გია ბარამიძე, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ან ეს ჩერგოლეიშვილი რომ გვყავს, «ზნეობის დედა», ქართლის დედა რაღად გვინდა? ერს, რომელსაც ჩერგოლეიშვილი ჰყავს, აღარც დედა სჭირდება და აღარც ბებია. წიკლაურზე აღარაფერს ვამბობ. მე თუ მკითხავთ, დღე და ღამ უნდა სცემდნენ. ამათ ნამუსი არ აქვთ, მაგრამ უნამუსობის აფრები ბოლომდე რომ აუშვეს, «ოცნების» ბრალია.

_ რა გეგმები გაქვთ?

_ ჩვენს ტრიოს 35 წელი უსრულდება და ამიტომაც ახლა ვამზადებთ კონცერტს «თბილისი» უმღერის თბილისს». 9 წელია, საქართველოში სცენაზე არ ვმდგარვარ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. გაიხარეთ,ზაზა ბატონო!თქვენისთანა კაცები ჭირდება დღეს საქართველოს.ოცნება აღმოჩნდა ბლეფი.ხალხი გამოფხიზლებულია და იმედია თავის სათქმელს არჩევნებზე იტყვის!!!

  2. არჩევნები გაყალბდება. დღესვე დავიწყოთ ვადამდელი საპარ. მოტხოვნით მანიფესტაციები. გავიღვიძოთ ქატველებო. ხვალ გვიანი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here