Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი

რატომ უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი

774

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, 27 მარტს, 13:00 საათზე, დასაკითხად დაიბარა. საქმე ეხება 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების _ გია ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის _ შეწყალებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N#768 განკარგულებით განხორციელდა; ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გამოძიებას.

 

«გვსურს, განვმარტოთ, რომ, ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

* 2008 წლის თებერვალში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია ,,იმედში»’ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი . პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და . პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;

* 2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

* პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;

* 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2»-ისა და ტელეკომპანია ,,მზე»- კანონიერი მესაკუთრეებისთვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

* 2009 წლის 20 მაისს .. მუხროვანის ამბოხებისათვის ძებნილი პირების _ კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, . კრიალაშვილის ლიკვიდაციის, . ამირიძისა და . ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

* 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს «აგრომეტის» (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.

* 2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით, მისი ბიძის _ . ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს «ბეზეკზე» უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;

* 2012 წლის თებერვალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემის ფაქტზე;

* 2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით «ქართუ» ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე», _ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ჰოლანდიაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. სააკაშვილი განმარტავს, რომ ის საქართველოში ჩამოვა სხვა დროს და სხვა მისიით, არა პუტინის ოცნებების ასახდენად, არამედ მისი გავლენისგან ქვეყნის გათავისუფლების მიზნით.

მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, თუმცა რატომ შფოთავენ ამერიკელები უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილი პრეზიდენტყოფილის დაკითხვის გამო, გაუგებარია, რადგან ცნობილია არაერთი ქვეყნის პირველი პირის არათუ დაკითხვაზე დაბარების, არამედ დაპატიმრების პრეცედენტიც კი, რასაც ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს:

* 1998 წელს ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა. საქმე ეხებოდა 42 წლის პრეზიდენტსა და 25 წლის სტაჟიორ ქალ მონიკა ლევინსკის შორის სექსუალურ ურთიერთობას. გამოძიების პროცესში აშშის პრეზიდენტი ბილ კლინტონი რამდენიმეჯერ დაიკითხა;

*1999 წელს სწორედ პრეზიდენტობისას დაიბარეს დაკითხვაზე საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. საქმე ეხებოდა მისი პარიზის მერობისას ქრთამის აღებას;

*2004 წელს პროკურორი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საათზე მეტ ხანს კითხავდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშუმცროსს, საქმე ეხებოდა სახელმწიფო დანაშაულს _ ერთერთი საიდუმლო სამსახურის აგენტის შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას;

*2007 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ჩვენების მიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების ლეგიტიმურობის თაობაზე მოუწია, ხოლო 2012 წელს უკვე მისი მომდევნო პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაკითხა უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ. საჩივარი ეხებოდა პრეზიდენტის იმ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში თავისუფლების დღის დღესასწაულად აღნიშვნა გაუქმდა;

*2009 წელს სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოიძახეს. საქმე ეხებოდა იმ კანონის დარღვევას, რომელიც სასპორტო ობიექტებზე ალკოჰოლის გამოყენებას კრძალავს. პრეზიდენტს ედავებოდნენ, რომ მან ქვეყნის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად შამპანურის ბოთლი პირდაპირ სტადიონზე გახსნა;

*2010 წელს კალიფორნიაში კორუფციისა და ხაზინის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ამომრჩეველთა მოტყუებისთვის 7 მაღალჩინოსანი დააკავეს. სულ კორუფციის ბრალდებით გასამართლებულია ამერიკის შეერთებული შტატების 48 მერი;

*2012 წელს ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა ტუნისის პრეზიდენტმა მონსეფ მარზუკიმ. მოგეხსენებათ, ამ მკვლელობის შემდეგ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში გაეხვა, რის გამოც ტუნისის მთავრობა გადადგა;

*2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი მონაწილეობის წინ, ბარაკ ობამა მისი დაბადების ადგილის შესახებ შეტანილი საჩივრის გამო ატლანტის სასამართლოში დასაკითხად დაიბარეს.

*2013 წელს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის . . ბეტანკურის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება სარკოზის პარფიუმერიული კომპანია «ლორეალის» მფლობელ ლილიან ბეტანკურისგან ფულის უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებს;

*2013 . ბოსნიაჰერცოგოვინის პრეზიდენტი ჟივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა.

2013 . ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა საპატიმრო სასჯელისა, ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

2013 . კორუფციული გარიგებების გამო დააკავეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კლოდ გეანი. ის მინისტრობამდე ოთხი წლის განმავლობაში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის _ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

P.S. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩამოთვლილი დანაშაულების გარდა, მიხეილ სააკაშვილს პასუხი უნდა მოეთხოვოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების, არჩევნების გაყალბების, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიების, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევების, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის (დოქტორი დოტი და სხვ.), ბიზნესის დაყაჩაღების, .. ციხის ბუნტის, ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდების, აფრასიძეების ოჯახის განადგურების და სხვა უამრავი დანაშაულის გამო.

კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here