Home რუბრიკები ისტორია სამი ასო, ანუ ვინ იყო სინამდვილეში სტეპან ბანდერა?

სამი ასო, ანუ ვინ იყო სინამდვილეში სტეპან ბანდერა?

2773

«დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! ბანდერას გამოსახულებიან მაისურებს ხომ არ შეიძენთ? 50 გრივნა (დაახლოებით 5 დოლარი _ რედ.) ძვირი არ არის უკრაინის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის!» _ მიმდინარეობს ვაჭრობა კიევის მაიდანზე. «ჯალათი ლენინის» ძეგლების ჩამოგდების შემდეგ, უკრაინელები (ძირითადად, დასავლეთ ოლქებიდან ჩამოსულები) ქებადიდებას არ იშურებენ «მართალი ბელადის» _ სტეპან ბანდერას მიმართ. ვინ იყო სინამდვილეში სტეპან ბანდერა? ამის გარკვევას გაზეთი «არგუმენტი ფაქტი» კიეველი ისტორიკოსის _ დენის ბესტუჟენკოსა და დასავლეთ უკრაინაში  სტეპან ბანდერას სახლმუზეუმის თანამშრომლების დახმარებით შეეცადა.

 

ქრისტე შარვალში

სტეპან ბანდერას მშობლების _ უნიატი (ბერძნული კათოლიკური ეკლესია _ რედ.) მღვდლის _ ანდრეი ბანდერასა და მისი მეუღლის _ მიროსლავა გლოძინსკაიას სახლში მუდამ ტრიალებდა «უკრაინოფილური სული».

პატარა სტეპანის ოთახის კედლებზე ეკიდა გეტმანების (მხედართმთავრისა და სახელმწიფოს პირველი პირის წოდება უკრაინაში 1648-1764 წლებში და 1918 წელს _ რედ.) _ დოროშენკოსა და მაზეპას _ პორტრეტები, მათ შუაში კი _ ყვითელცისფერკანტიან კაზაკურ შარვალში გამოწყობილი იესო ქრისტეს სურათი.

გასაკვირი არ არის, რომ სტეპან ბანდერა ნაციონალისტი უფრო ადრე გახდა, ვიდრე მამაკაცი.

უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები სტეპან ბანდერას ТРИ Ж ეძახდნენЖАДНЫЙ, ЖАЛКИЙ, ЖЕСТОКИЙ (ხარბი, საწყალი, სასტიკი).

1934 წელს სტეპან ბანდერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ბრონისლავ პერაცკის მკვლელობის გამო დააპატიმრეს. 1941 წელს კი მან უკრაინის ნაციონალური ორგანიზაციის «ალტერნატიულ ლიდერ» მელნიკთან ერთად ფაშისტური გერმანიისგან 2,5 მილიონი მარკა მიიღო და ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოყალიბებული პრინციპების (პოლონელების, ებრაელებისა და რუსების განადგურება, საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა «არალოიალური ელემენტებისთვის») ცხოვრებაში განხორციელება დაიწყო.

1941 წლის ზაფხულში დასავლეთ უკრაინას ბანდერას მიერ მოწყობილმა მკვლელობებისა და დარბევის ტალღამ გადაუარა. აპოგეა კი იყო 1943 წელს, როდესაც უკრაინელმა ნაცისტებმა 150 სოფელში 35 ათასი პოლონელი დახოცეს. უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის არმიის ჯარისკაცებმა, არმიის შექმნის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, თავიანთ «გენერალს», სტეპან ბანდერას უახლოეს თანამებრძოლ რომან შუხევიჩს 5 პოლონელის მოკვეთილი თავი მიართვეს. ასე უსწორდებოდნენ უკრაინელებსაც. ამაზე წერს მწერალი იაროსლავ გალანიი: «14 წლის გოგონა ხორცს მშვიდად ვერ უყურებს. რამდენიმე თვის წინათ ქალაქ სარნის მახლობლად გლეხის ქოხში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ოჯახის ყველა წევრი დანებით აკუწეს, გოგონას გარდა, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა მშობლების აგონიას. ერთმა ბანდიტმა მოზარდს დანა ყელში მიაბჯინა მოსაკლავად, მაგრამ ბოლო წამს მის გონებაში ახალი იდეა გაჩნდა: «იცოცხლე სტეპან ბანდერას სადიდებლად! ჩვენ შენ პროდუქტებს დაგიტოვებთ. აბა, ბიჭებო, დაკალით ღორები!..» და ამ საშინელებისგან გაშეშებული გოგონას თვალწინ სისხლისგან დაცლილი დედისა და მამის ხორცის გორა დადგა».

გაიხსენეთ ბაბიი იარი, სადაც 1500 ჯალათს შორის მხოლოდ 300 იყო გერმანელი. გაიხსენეთ მკვლელობები და გაუპატიურებები. «უკრაინის ნაციონალური ორგანიზაციისა და არმიის წევრებს წამების 136 მეთოდი ჰქონდათ შემუშავებული. მათ შორის, თავის ქალაში დიდი ლურსმნის ჩაჭედება; თავის ნელ-ნელა გაჭყლეტა გირაგში; ფეხმძიმე ქალისთვის მუცლის გაჭრა და იქ, ამოღებული ნაყოფის ნაცვლად, ცოცხალი კატის ჩასმა, შემდეგ კი მუცლის გაკერვა…»

ოღონდ გადაიხადონ

«პროდასავლური» ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ 1943 წელს ბანდერა «ფაშისტურ საწამებლებში» იტანჯებოდა, თუმცა როგორ «იტანჯებოდა» _ ეს ცალკე თემაა. აბვერის _ ფაშისტური გერმანიის დაზვერვის _ პოლკოვნიკ ერვინ შტოლცეს თქმით, ბანდერა დროის დიდ ნაწილს ატარებდა ბერლინში, სადაც მას საშინაო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ბანდერა და მისი 300 თანამზრახველი 1944 წელს გაათავისუფლეს. «სტეპანს დაავალეს, ყველა უკრაინელი ნაციონალი შეეკრიბა ბერლინთან ახლოს და დაეცვა გერმანიის დედაქალაქი წითელი არმიისგან. ბანდერამ რაზმები კი შექმნა, მაგრამ თვითონ… გაიქცა (დოკუმენტების კრებული _ «მიწა ბრალს სდებს»)! ანუ უღალატა «თავისიანებსაც და სხვისიანებსაც».

რამდენიმე წლის წინათ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი დოკუმენტები, როგორ ამზადებდა ფაშისტური გერმანიის სპეცსამსახურის დავალებით, «უკრაინის #1 გმირი» აშშის პრეზიდენტის _ ფრანკლინ რუზველტის მკვლელობას, ანუ, ოღონდ კარგად გადაეხადათ და, მზად იყო, მოეკლა ყველა _ პოლონელები, რუსები, ებრაელები დაროგორც გაირკვა, აშშის პრეზიდენტიც.

ცნობისთვის: სტეპან ბანდერა დაიბადა 1909 წლის 1 იანვარს სტარი უგრინოვში (გალიციისა და ლოდომერიის სამეფო, ავსტრიაუნგრეთი) გარდაიცვალა 1959 წლის 15 ოქტომბერს მიუნხენში (გფრ). უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგი, რომლის ფსევდონიმებიც იყო: «ლის» «სტეპანკო», «მალიი», «სერიი», «რიხ»; «მატვეი გორდონი», კაგებეს აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ მოკლა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here