Home რუბრიკები პოლიტიკა ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმი… ქართულად

ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმი… ქართულად

3145

1203 წელს ბასიანის ბრძოლა გაიმართა ქართველთა ლაშქარსა და თურქსელჩუკთა ურდოს შორის. ამ ბრძოლამდე თურქთა სულთანმა რუქნადინმა თამარ მეფეს მორჩილება მოსთხოვა და ელჩის პირით შემოუთვალა, თუ დამნებდები, წყალობას გავიღებ და ხარჭად დაგისვამო. იმ ელჩს ზაქარია მხარგრძელმა ისეთი სილა გააწნა, კარგა ხანს აზრზე ვერ მოიყვანეს, ბრძოლა კი ქართველებმა მოიგეს და თურქებს შეურაცხყოფა არ აპატიეს.

 

ამ ამბიდან რვა საუკუნეზე მეტი გავიდა და, სიმართლე გითხრათ, არ გვეგონა, თუ ქართველთა შეურაცხმყოფელ თურქს საქართველოში ასეთი ზარ-ზეიმით დახვდებოდნენ. გარდა იმისა, რომ ფეხქვეშ ფიანდაზად გაეგნენ, საინფორმაციო საშუალებებმაც იმდენი დრო დაუთმეს, ბევრ გამოჩენილ ქართველს რომ არ ღირსებია. თურქ მწერალ ორჰან ფამუქზე მოგახსენებთ და, ვიდრე მის შესახებ მოგითხრობთ, გეტყვით, რას წერს ნობელის პრემიის ლაურეატი ფამუქი და როგორ აცნობს ქართველებს მსოფლიოს. აი, ამონარიდი მისი ერთ-ერთი წიგნიდან:

«ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ (იგულისხმება შემოწმების მიზნით გაყოლილი სამხედრო და წიგნის მთავარი პერსონაჟი) გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა. იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო.

იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.

ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, «თავიანთ» საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერხებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო».

ასე გააცნო ფამუქმა ქართველები მსოფლიოს და ეს არც აქ ჩამოსვლისას უარუყვია. ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი იმას გეტყვით, როგორ დახვდნენ მსოფლიოს მასშტაბით ქართველების მლანძღავ-მაგინებელ მწერალს. გარდა იმისა, რომ ფამუქს სპეციალური გიდი მიუჩინეს, სასტუმროც უქირავეს, თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციაც წააკითხეს და მომავალ თაობას ტაშიც დააკვრევინეს იმ ადამიანისთვის, რომელმაც თავი მოგვჭრა და ისე ხატოვნად გვლანძღა, უარესს ვერავინ მოიფიქრებდა. ისე როგორ იქნებოდა, ფამუქისთვის ქართული სამზარეულო არ ენახვებინათ და კარგი პასუხიც მიიღეს, _  როცა შესთავაზეს, ხინკალი მოახვიეო, _ უარი თქვა, ამის კეთება ნებისმიერმა თურქმა იცის და ვერ გამაკვირვებთო. სხვათა შორის, ხინკლის დაძალება უცნაურ ჩვევად გვაქვს და ისიც მახსოვს, თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალან ჟირესს პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პირველი კითხვა ხინკალზე დაუსვეს _ ხინკალი თუ მოგეწონათო?..

მერე ფამუქს წარჩინებული ქართველი გვამები შეხვდნენ, _ წინა რიგში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა იყო გამოჭიმული, უკან _ დავით-დეფი გოგიბედაშვილი. ფამუქმა არ დამალა, რომ ქართულ მწერლობაზე წარმოდგენა არ აქვს, _ ყველა რუსთაველზე მეკითხება, მე კიდევ არ ვიცი, ვინ არისო. ეს ისეთი სიამაყით განაცხადა, აშკარად ჩანდა, მე უნდა მიცნობდეთ და მაღიარებდეთ, ხოლო თუ რუსთაველი არ ვიცი, არაფერი დაშავდებაო. და ამას ტაში დავუკარით, ტაში დავუკარით მის «გულახდილობას», რომელიც რეალურად უვიცობა უფრო იყო, მაგრამ პრინციპით «დღეს სტუმარია ეგ ჩემი» არაფერი ვაკადრეთ.

ფამუქი ყოველთვის ამტკიცებს, პოლიტიკაში არ ვერევიო და ამაზე არც ვსაუბრობო, მაგრამ მის შესახვედრად მისულმა ქართულმა «ბომონდმა» მაინც ჰკითხა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე რას იტყვითო.

«მე პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს და მათ არჩევანს, მაგრამ არ შემიძლია პატივი არ ვცე ისეთ სახელმწოფოს, როგორიც რუსეთია, თუმცა ყირიმში მცხოვრები თათრებისაც მესმის და იქ მცხოვრები რუსებისაც. ზოგადად, მე დემოკარტიის მომხრე ვარ», _ განაცხადა ფამუქმა.

ორჰან ეფენდის, ალბათ, არც ჭაბუა ამირეჯიბი გაუგონია და არც «დათა თუთაშხია» წაუკითხავს. ხომ გახსოვთ, დათა ურმიდან პირდაპირ წყალში რომ ჩააგდებს მამასახლისს, ბიკი ყუფარიას შვილს, რომელიც ამტკიცებდა, მთელი ცხოვრება მამაჩემი იმას მასწავლიდა, არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო. სწორედ მამაძაღლი ყუფარიასავით პასუხი გასცა დასმულ კითხვას ფამუქმა და ახლა არ დამიწყოთ, მამამაღლს ნუ ეძახი, მსოფლიო დონის მწერალიაო. კაცი, რომელმაც ქართველებს შეაგინა და თავის წიგნში ეს ამბავი ისე აღწერა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნობელის პრემიის ლაურეატი კი არა, ნობელიც რომ იყოს, მაინც ისეთივე მიუღებელი იქნება ჩემთვის, როგორიც ფამუქია. მაგრამ ქართველებმა ხომ ყველაფერი მოდის გამო ვიცით _ მოდის გამო ვიცვამთ იმ სამოსს, რომელიც არ გვიხდება, მოდის გამო ვყიდულობთ ისეთი შესაძლებლობების ტელეფონს, რომელიც არ გვჭირდება, მოდის გამო ვმარხულობთ კიდეც, თორემ სინამდვილეში ერთი სული გვაქვს, ისე მოვიქცეთ, როგორც გვინდა, მაგრამ არ ვიქცევით, ემანდ ვინმემ არ გამკიცხოსო. იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლების ფამუქთან ავტოგრაფებზე რიგში იდგნენ, მისი წიგნი, შესაძლოა, წაკითხული არც ჰქონდა, მაგრამ მოდაა, _ ფამუქი უნდა გქონდეს სახლში და, თუ მისი ავტოგრაფიც გექნება, ხომ საერთოდ თანამედროვეობის კივილია.

აბა, როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ერის მოღალატედ გამოვაცხადეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მან პუტინისადმი გაგზავნილ პეტიციას ხელი მოაწერა და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს მხარი დაუჭირა. მგონი, დაგვავიწყდა ის წითელი ინტელიგენცია, საბჭოთა კავშირის დროს ერთი მედლის გულისთვის მოსკოვში რომ მიფრინავდა. ფორთხვით შედიოდნენ რუსულ კაბინეტებში და მერე მთელი ცხოვრება ჭკუას გვარიგებდნენ, ზემოდან გვიყურებდნენ და ეს წითელი ინტელიგენცია ახლა პატრიოტობაზე დებს თავს. ბეზრუკოვს არ დაუმალავს ის, რასაც ფიქრობს და ისიც თქვა, ქართველები ძალიან მიყვარსო. ბეზრუკოვმა იცის, ვინ არის რუსთაველი და არასდროს მისცემს თავს უფლებას, ქართველ ქალებს ბოზები ეძახოს, ქართველი კაცი კი ისე გალანძღოს, როგორც ფამუქმა. ბეზრუკოვზე საშიში ის ინტელიგენციაა, რომელიც არ ამბობდა და არც ახლა ამბობს, რას ფიქრობდნენ და ვის მხარეს იყვნენ, რადგან მკვდარი თევზებივით მუდამ დინებას მიჰყვებოდნენ და ახლაც მიჰყვებიან. ის, რაც ვაპატიეთ ფამუქს, თურქები არ გვაპატიებდნენ და ამიტომაც არის, არავინ არაფერს რომ არ მოგვიტევებს და იმ დღეში ვართ, როგორშიც ვართ. იცოდა ფამუქმა, ქართველები პასუხს რომ არ მოსთხოვდნენ, თორემ, როცა თურქებზე დაწერა ცუდი, ნობელის პრემიის დიპლომი კინაღამ თავზე დაახიეს. ქართველებს კი ხინკალიც არ გაგვისინჯა, მაგით ვერ გამაკვირვებთო, და მართალიც არის _ მაგისთვის სხვა ხორცი უნდა შეგვეთავაზებინა. ახლა არ მითხრათ, «უმანკოების მუზეუმის» (ფამუქის ნაწარმოებია) მეპატრონე ფამუქს ხორცი გაუკვირდებაო. მაგას არაფერი უკვირს… ხინკალიც კი!

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ძააააან დაბალი დონის სტატიაა,ძაან! რატომ თხოვთ მიუკერძოებლობას ფამუქს, როდესაც პიროვნება,მწერალი, საკუთარი აზრის მქონე და ალბათ თავისუფალი ადამიანია?! და სად გაგონილა ნაწარმოებში ამა თუ იმ კუთხით "ერის" შეფასებისთვის, მწერლისთვის ქვები ესროლათ? ან ნობელის პრემიის ლაურეატობა რა კავშირშია ქართველის ამპარტავან ხასიათთან, ძააან არაადეკვატური შედარებებია გაკეთებული და იმედია ამას ყველა მკითხველი მიხვდება 😉 პ.ს. მეც ისეთ აზრს ვწერ, როგორიც ამ სტატიის ავტორს უწერია. სუბიექტური და მიკერძოებული.

  2. საღოლ "დავით მინდიაშვილი" გეთანხმები მართალი ხარ ეგრეა რა ქართველებს რატომღაც პრესტიჟულად მიაჩნიათ ფამუქისნაირების ცამდე აყვანა,ერთო უჯიშო თურქი მწერალია
    თავის ქვეყნის ქალებს მიხედოს და მათ ბოზობაზე წეროს რა

  3. სად გამოძებნით ამ ნერვებისმომშლელ ახალ-ახალ დეგენერატებს? რაც გვყავს და ვიცით არ კმარა. გავყაროთ პანღურებით ეს გამოთაყვანებულები აქედან და ნუ უწყობთ ხელს ამ რეგვენი ხალხის პიარს.

  4. კარგად წაიკითხეთ და დაუკვირდით, ამ ბინდით მოცულ არსების– ორჰან ფამუქის, ნანობელავების ნააზრევს 🙂

    "მაგრამ როდესაც მტერი ხმალს ლესავს
    უნდა ხმალივით იელვოს ლექსმაც"

    ექსპრომტად ორჰან ფამუქს :))

    მოხვედი,კარი გაგიღეთ,
    მოყვრულად დაგხვდით,ქართულად,
    "სიბრძნით" ხომ ტვინი წაგვიღე,
    ჩვენს გინებაში გართულხარ.

    შოთა არ იცი,აკაკი,
    ვაჟა და დიდი ილია,
    გენიოსებთან ვერ მიხვალ,
    გზა შენთვის დაკეტილია.

    კაცი და ქალი გვილანძღე,
    ხალხი შერაცხე ჩერჩეტად,
    ან ის ჭკვათხელი ვინ იყო
    შენ რომ აქ მოგაჩერჩეტა!

    ეს რას მოვესწართ,ვიხილეთ
    ნობელიანტი ფამუქი!..
    ამაყად დაგცქერს მთაწმინდა,
    ამდენ მზის სხივში გამუქდი.

    შენ სად გინახავს ქართველი,
    მადლი მთისა და მდელოსი,
    ქართველი აქ უნდა ნახო
    დალოცვილ საქართველოში.

    არ გამეგონე,გაგიცან
    ენამწარობით ცნობილი,
    სულ თავზე დაგიხევია,
    ორჰან,ეგ შენი ნობელი!

    ლექსი გვილანძღე,არ შეგრცხვა
    დღისით მზის,ღამით მთვარესი,
    მიიღე ქართველ ქალისგან
    ლექსი-ხმალივით ნალესი!

    კაცს თუ ღირსება აკლია,
    ვერ აამაღლებს პრემია.
    აქ არ გიხილო მეორედ,
    აქ აღარა დაგრჩენია.

    თან გაიყოლე მოძმენიც,
    ფეხებში მებლანდებიან.
    აქვე დატოვე ის მადლი,
    ჩვენგან რომ გადაგდებია!..

    შორენა ალაზნისპირელი

  5. ტუტუცი თურქი ფამუქებისნაირები ჩვენშიც ბევრი ყრია. ამიტომაა რომ ფეხქვეშ ეფინებიან მას. რა უნდა ვქნათ? კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო ნათქვამია.

  6. ბარაქალა შენს ალობას ჩემო შორენა! ქამუქისნაირი "სტუმრები", მისნაირი დაუნახავები ქმნიან იმის ამინდს,რომ ერთ მშვენიერ დღესაც დახვდნენ და…გააუპატიურონ (თუმცა, შეიძლება ზუსტად ეს უნდათ კიდეც). ისე,არაფრად არ უნდა ჩააგდოთ,თორემ ამით იკეთებენ ზუსტად პიარს ეს უჯიშოები

  7. ამათზე ბინძური, მდაბიო სულის პატრონი ერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე ამათი სალანძღავი არფელი გვაქვს მართლა თავიანთ ბოზებს მიხედონ!!!
    სულ დამავიწყდა ჩვენ ხო ევროპელები ვართ რაც არ უნდა გვაგინონ გავუცინოთ, ტოლერანტობა გამოვიჩინოთ და ასე შემდეგ ათასგვარი სირობა რომელსაც მართლა თავზე გვახვევენ

  8. რა არის აქ გასაკვირი, რომ ფამუქმა შოთა რუსთაველი არ იცოდეს? რამდენ გამოჩენილ თურქ მწერალს იცნობს თავად ამ სტატიის ავტორი?

  9. არ მიკვირს თუ მწერალმა დაწერა სიმართლე,რათქმაუნდა მეწყინა და გულიც მეტკინა,ეს რომ ქართველელებზე დაწერეს.დათა თუთაშხიას ამღზრდელი უბრალო გლეხის კაცია და ვიცით როგორ ასწავლიდა შვილებს,/ სხვა ქვეყანაში შენ შენი ერის სახეს წარმოადგენო/ მეტყვით მაღალფარდოვანი სიტყვებიაო, მაგრამ ღმერთმა ქნას ეს დიდი პასუხისმგებლობა,შეგნება და მოვალება ქართულ ოჯახებს კვლავ დაბრუნებოდეს.ეს ქართულ გენშია ჩადებული.მაინტერესებდა ქართველების და საქართველოს გაცნობის შემდეგ მას თუ შეეცვალა აზრი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. მაინტერესებს ხემინგუეიმ თუ იცოდა რუსთაველის შესახებ? როგორ გვიყვარს ქართველებს ტრაბახი წინაპრებით და სხვების გაკიცხვა ტუ არ იციან ჩვენი სახელოვანი წინაპრები. ჩვენ თვითონ კი ვიცით და შევინარჩუნეთ ის კარგი, რაც მათ დაგვიტოვეს ან გავხადეთ ქვეყანა უკეთესი?,რომ სხვამ ბოდიში მოიხადოს და დაგვაფასოს.

  10. ყოჩაღ შორენა, შენი შემოქმედება ბევრად ჯობია ფამუქის პრიმიტიულ ნააზრევს, ისე საინტერესოა ვინ უქირავა სასტუმრო და დაახარჯა ფული? იმედი მაქვს,ბიუჯეტის სახსრები არ მოხმარდა ამ ინდივიდის გართობას. ჩვენი სენია ეგ,უცხოელს გადავყვებით,ჩვენსას კი ყურადღებასაც არ ვაქცევთ,გვშურს და დავცინით და ამით ვამაყობთ კიდეც,17.03 გალაქტიონის გარდაცვალებიდან 55 წელი გავიდა, ერთი გადაცემაც კი არ მიუძღვნიათ მისთვის, მიუხედავად იმისა რომ ყველამ კარგად იცის ტელევიზიის გავლენა ახალგაზრდებზე და ზოგადად მოსახლეობაზე. "გალაქტიონი ადრე იყო, გაუმარჯოს ფამუქს?!". ჩვენ არ ვცემთ საკუთარ ისტორიას პატივს,სხვა ამას რატომ გააკეთებს? პ.ს. ვისაც ქართული მწერლობა ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მოწონს, გადახედეთ ევროპელ ბუმბერაზ მწერლებს და მერე შეადარეთ ფამუქს.

  11. რავქნათ ქართველებმა ესეთები ვართ, მე მცხვენია მათმაგივრად ბდიშს მევუხდი ჩემს საქართველოს, უსირცხვილოები ტაშით დიდი ზარზეიმით რომ დახვდნენ ურჯულოს,(სახელი არმინდა ვახსენო) მაგას ვინ იცნობდა ამათგარდა, მეცოდებიან ოღონდ ტელევიზორში გამოჩნდნენ და რასაღარ იკადრებენ თუგინდ მკვდარს ჩაუწვებიან კუბოში მთავარია ე.გ.წ გვერდით ვიხილოთ,იმედი მაქვს ბევრმა არიცოდა ქართველები ასე თუყავდა მოხსენიებული, თუ იცოდნენ და პატივისცემა გამოხატეს მალე ასიწლის გახდება და ბოლომდე გააცილეთ.

  12. ყველაფერი ჩვენივე ბრალია ნახევარი თბილისი და ბათუმი დაიკავეს თურქებმა,ირანელებმა და სხვებმა, ისინი რა არ ართმევენ სამუშაოს ქართველებს? გამოთქვა ვინმემ პროტესტი რუსთაველში შეკრებილი მძორებიდან? უბრალო მოქალაქემ რომ გაბედოს პროტესტის გამოხატვა ცოცხლად გაანადგურებენ არასამთავროებით დაწყებული მთავრობით დამთავრებული.არსებული მთავრობებიდან მარტო გამსახურდიას უყვარდა ქართველი და საქართველო(მას სხვა ბევრი პრობლემა ქონდა) დანარჩენი ფულის მონები არიან.

  13. მანანა…აი ვისი კომენტარია ყველაზე სწორი…ირაკლი წერს-გალაქტიონის გარდაცვალების დღე არავის გახსენებიაო…ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ქართველი ქალის ქალობას, დედობას….თურქისგან გვიკვირს?

  14. მოკლედ. ნუ თავიდან დავიწყებ იმით რომ სტატია მართლაც რომ ძალიან დაბალი დონისაა. კი ბატონო მევრე ადამიანი ასეთი კომენტარის დამწერს არაპატრიოტად ან თუნდაც მტრად მიიჩნევს. მაგრამ ეს ასე არ არის.
    ახლა რატომაა ეს სტატია დაბალი დონის? მიზეზი მარტივია: კრიტიკული აზროვნების უაღრესი დეფიციტი, ფანატიზმი, შოვინიზმი და თანამედროვე სამყარროში ეს გაუნათლებლობის პირველი სინდრომებია.
    მაგალითი ნომერი 1 : ის თუ როგორ აღწერს ჩვენი ავტორი თამარმეფის ისტორიას. ნებისმიერ ისტორიკოსს გაეცინებოდა ასეთ დაწერილ ტექსტზე. როგორც იტყვიან ისტორიას რომ ლეგენდები გამოვაკლოთ არაფერი დარჩება ხოლო მე დავამატებ ყველა ერთდროულად რო ვაღიაროდ შეუძლებელია.
    დიდხანს არ მოგაწყენთ ვინაიდან ორჰან ფამუქის ნაწარმოებებს დეტალურად არ გავცნობილვარ, თუმცა მგონი ნათელია რომ ხელოვნებასთან შეხების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ის სხვა კრიტერიუმებით ფასდება: სტილი და ქვეტექსტი, ტროპული საშუალებები და ა.შ
    საბოლოოდ შინაარსზე კი ბუნებრივია არგარ ვიცი დავუჯერო ავტორს თუ არა მგონი მომიწევს ორჰან ფამუქის ნაწარმოებების წაკითხვა !!!

  15. იციტ რა მიკვირს ჩემო საყვარელო კარტველებო, რატომ პასუხს არ მივაგებტ ყველა ასეტ უვიცს და არაკაცს (კარტველს ტუ არაკარტველს). როდემდე უნდა გვლანძყონ, გვაუპატიურონ, გაგვძარცვონ, წაგვარტვან, დაგვცინონ, და ჩვენს მაგივრად მიირონ გადაწყვეტილებები . ბოლოს და ბოლოს ხომ აკვს ყველაპერს დასასრული?? რატომ არ შევიკვრებიტ ერტ მუშტად ვისაც მარტლა საკარტველო ძილშიაც კი ესიძმრება. სად დაიკარგა ჩვვენი ამაყი , გაბედული ხასიატი? ნუტუ სულ ჩაგვიკლეს და წაგვარტვეს?? დროა გონს მოვეგოტ, გავერტიანდეტ დაააღვიდგინოტ ღირსება რომელილც ჭეშმარიტი კარტველისტვის ყოველტვის უპირველესი იყო!!!

  16. როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მაგრამ ეს ჩვენი ტურფა საქართველო რომელსაც ჩვენი წინაპრები აღმერტებდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ ერთ დიდ ბორდელს დაემსგავსა. ბორდელს რომელსაც კარი ყველასთვის ღია აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადმოაბიჯებს ამ კარის ზღურბლს, მთავარია ფულით მოვიდეს. რაც შეეხება ქართველ ერს (უფრო სწორად გათითოკაცებულ, საშოვარს გადაგებულ ყოფილ ერს) ის ამ ბორდელში მომუშავე ბოზს გავს, რომლისთვისაც სულერთია ვინ იხმარს, მთავარია ფული გადაუხადონ. ამიტომაც დაწერა ამ გარეწარმა ის რაც დაწერა, ოღონდ მასა და ჩვენს ეგრეთწოდებულ დასავლელ მეგობრებს შორის სხვაობა ის არის რომ ამან პირდაპირ თქვა ის რასაც სხვები ფიქრობენ ჩვენზე და პირში არ გვახლიან მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში და ერაყ-ავღანეთში საზარბაზნე ხორცად ვჭირდებით. დროა და მგონი დაგვიანებულიც არის ქართველებო რომ თვალი გავახილოთ, ჩვენ ხომ მოფერებაც კარგი ვიცით და გინებაც. მოვექცეთ ყველას ისე როგორც გვექცევიან და როგორც იმსახურებენ. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონი და არა ევროპა და ამერიკა, რომლებიც ჯერ ყიდულობენ და იყენებენ ჩვენისთანა ერებს და მერე როგორც ნახმარ ჩვარს ისე მიუგდებენ ჩრდილოელ მეზობელს საჯიჯგნად(ისე როგორც უკრაინა მიუგდეს დღეს). ამის მაგალითი უკვე ბევრი ვნახეთ და კიდევ ბევრს ვნახავთ თუ არ გამოვფხიზლდებით და აზრზე არ მოვალთ. ჩვენს გასაკეთებელს არც ამერიკა და არც არ გააკეთებს, მათ მხოლოდ დასიგნალების და სანქციონერობის თამაშის თავი აქვთ. ვიფიქროთ ამაზე ქართველებო!!!

  17. ამოჩემება ვიცით ქართვლებმა და მოდას აყოლა, საშუალო დონის მწერალია, რომელმაც ორი რომანი "მოარტყა" და მყისიერად გენიად აქციეს. დიდი და ჭეშმარიტად ძლიერი მწერლების დეფიციტია 21-ს ს-ში და ამიტომაც "გაპიარდა" ფამუქი. ასეთი ზარზეიმით და დიდი პატივით მისი დახვედრა, მას შემდეგ რაც ჩვენი ერი გაათახსირა (ქალები მეძავებად წარმოსახა და კაცები ლაჩრებად) მის რომანში "თოვლი" , ზედმეტია.სალმან რუშდი ან მარკესი ჩამოეყვანათ

  18. ნათქვამია უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო, შოთას დროს ნობელი არყოფილა სამწუხაროდ, ან პირიქით, მაგრამ ის რასაც თურქი წერს ჩვენში აგრესიასთან ერთად ტკივილსაც უნდა იწვევდეს, არა შეურაცყოფისგან არამედ ჩვენი უსუსურობისგან მიღებულს, ბევრი ქართველი შეილება უარეს ყოფაშიც არის….. მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ შეილება თურქი არიყოს მსგავსი ან უარესი ყოფით სადმე….

  19. ტოლერანტობა ტოლერანტობა გავიძახით და თავს დაგვაჯდა ყველა ამას მართლა ჯობია ისევ ძველი დრო იყოს და ხმლით ვჯლიტავდეთ ამისთანებს დაგვღუპავს ეგ ჩვენი ვითომდა ტოლერანტობა თუმცა კიდეც ვართ უკვე დაღუპულები რაღაც დონეზე. ჩვენს მიმართ ყველა მტრულადაა როგორც ოდითგანვე იყო ყველას ჩვენი ბუნება მიწა წყალი უნდა და ჩვენ არა. ჯობია გონს მოვეგოთ და ასეთ ურჯულოებს ისევ თავიანთ ურდოებში ვუკრათ თავი და არა ასე გულთბილად დავხვდეთ დროა დავიწყოთ საპასუხო დარტყმების მიყენება იმით მაინც ვისაც რითიც შეგვიძლია!!!!!!!!

  20. ავტორი: N – ს რომელიც წერს:"ძააააან დაბალი დონის სტატიაა,ძაან!"

    "ძააააან, ძააან" N, ჯერ ქართული ისწავლე( "ძააან" არა "ძალიან") მერე გადმოაფრქვიე შენი სიბრძნე!!!

  21. წავიკითხე სტატიაც და კომენტარებიც-გული მწარედ მეტკინა ფამუქის უხამსობაზე.იმ კრიტიკამ- რაც იყო მიმართული მის ავტორზე-უფრო მატკინა გული.იქნებ საქართველოს ისტორიასთან მიმართებაში იყო რაღაც ცთომილება,მაგრამ მთავარია ის სატკივარი რაც ავტორმა გამოხატა მის სტასტიაში და რაც ეხება ყველა ქართველს,ჩვენ ერთმანეთის გაკრიტიკება უფრო გვეხერხება სამწუხაროდ.სიამოვნება მომგვარა შორენას ლექსმა -თითქმის ყველას კომენტარებში გამოთქმულმა საწუხარმა-გული სიამაყით მევსება ,რომ ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა ახალ თაობაში ქართული სული-თქვენ უნდა გადაარჩინოთ საქართველო და ყველაფერი ქართული-დროა გონს მოვიდეთ და გავერთიანდეთ-მოვა დრო და გამსახურდიას ნატერფალს მართლა დავუწყებთ კოცნას-სხვა ერის მოფერებაში ვიღლებით და ერთმანეთს ლამის მტრად გავუხდეთ-სიხარბემ დაგვავიწყა ყველა ქართული ღირსება-ქვეყანაში ეკონომიურმა სიდუხჭირემ მატრიარქატი ჩამოაყალიბა და საზღვარგარეთ გაიხიზნენ ქართველი დედები და ვინ იცის რის ფასად უჯდებათ ოჯახის რჩენა-სათავე ფამუქის უხამსობის თემა სწორედ აქიდან იწყება-ქართველ ქალზე ოცნებაც არ შეეძლოთ თურქებს-მაგრამ დღეს რას ჩადიან იქ საშოვარზე ჩასული ქართველი ქალების უმრავლესობა-სამწუხაროდ რეალობას ვერ გავექცევით-მაგრამ ვინ და რამ მიიყვანა ამ ზომამდის ეს ქალბატონები-დავფიქრებულვართ ოდესმე?-სიხარბის გამო ლამის ყველას მონად აქციეს საკუთარი ხალხი-ესაა ჩვენი უბედურების მიზეზიც-დროა გამოვფხიზლდეთ!

  22. აქ ბნელა! :))
    ფამუქი არის ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიოს მიერ აღიარებული მწერალი, თქვენ კიდევ ალბათ არაფერი გაქვთ მისი შემოქმედებიდან წაკითხული და მართლაც პრიმიტიულ და საოცრად მდაბიურ სტატიას წერთ..

    ებრძვით განათლებას, ნაკითხობას, და რაც მთავარია სიმართლეს! ქართველებზე კიდევ კარგი რაღაცები დაუწერია, უცხოეთში თქვენი სანაქებო ქართველები ქურდობენ, ყაჩაღობენ, ქვეყანას არცხვენენ და ამით თვითონ აცნობენ თავს მსოფლიოს

  23. ის რომ ფამუქს ქართველები არ "ევასება" და ლანძღავს, მას როგორც მწერალ არ აკნინებს. ქართველებს მარტო ისინი მოგვწონს, ვისაც ხინკლის, მამაპაპური სადღეგრძელოების და სხვა ეგზოტიკური გამოვლინებების ხათრით ვუყვარვართ. ვითომ ახლა გაიგეთ, თურქეთში გადახვეწილი ქართველი ქალბის ბოზობის ამბები! რუსთაველი რომ არ იცის იმიტომ ვერ წერს კარგად რაა..და თურქებს რაც შეხებათ, ეძახეთ ქართველებმა "მდაბიო" ერი და მერე ჭამეთ მათი წარმოებული პროდუქცია, იარეთ იქ ერთ ადგლილას პეროგარჭობილებმა დასასვენებლად და იღეთ სურათები განვითარებულ თურქეთში.

    ამ სტატიის ავტორს ნეტა წაკითხული აქვს ფამუქის რამე? ან ვეფხისტყაოსანზე რამე იცის პერსონაჟების სახელების გარდა?

  24. იცით რას გეტყვით ფამუქის დამცველებო?! შეიძლება ეგ თახსირი კაცი კარგი მწერალია, მაგრამ შენს ერს, რომ ლაფში სვრის, ბოზებად და წუწურაქებად გამოყავს, თუ მართლა პრადვინუტი ბოზი არ ხარ, როგორ უნდა მოუწმინდო პირი და ვითომ წიგნის მოყვარულმა ტაში, როგორ უნდა დაუკრა. სულ გამოშტერდით თქვე საცოდავებო? გავკარი მაგის ნობელიანტობას…თურქებს დიდი მხედარმთავრებიც ყავდათ, წადით და საფლავებიც დაუკოცნეთ. ფუჰ თქვენი…!!!

  25. აბსოლუტურად ვეთანხმები "ქართველ მანდილოსანს", ბოზობა ვისაც უნდა საკუთარ სახლშიც არ უჭირს, სხვა გზას რომ ვერ ნახულობენ საკუთარ ქვეყანაში იძულებულნი ხდებიან გადაიხვეწონ საკუთარი ოჯახიდან შორს, ათასი უბედური სამუშაოს ფასად. აქ, გვერდით რომ უდგანან კაცები ცოლებს მაშინაც კი უჭირთ ხოლმე თავისი ცოლის დაცვა და თურქეთში მარტო გადახვეწილ ქალს ძალიან დაინდობს ვინმე! ურჩევნიათ ბოზობის ფასად იყიდონ აიფონები, ნოუთბუქები, მოაწყონ სახლები უმაგლეს დონეზე და ა.შ მეტის ღირსები ვართ! კაცი რომ ცოლს გააგდებს საშოვარზე და თვითონ სახლში მხართეძოზე წამოწოლილი ელოდება ცოლის გამომუშავებულ ფულებს! აქ თაკილობენ დამლაგებლობას და იქ ბოზობა ურჩევნიათ! სირცხვილი ჩვენ ქართველებო!

  26. არ ვიცნობ ჯერჯერობით ამ ადამიანის შემოქმედებას,მაგრამ რუსთაველი რომ არ სმენია და თუნდაც შექსპირი იცის,(მანძილის მიუხედავად),ცოტა გამიკვირდა…არც მისი აქ სტუმრობის ვიდეო მინახავს,რომ უფრო კარგად შევაფასო… საერთოდ ,ეს სტატია ცოტა არ იყოს,პატრიოტული სულისკვეთებითაა დაწერილი და სუბიექტივიზმიც გაიპარებოდა ავტორის მხრიდან,მეც პატრიოტი ვარ,მაგრამ შემოქმედება ეროვნულობით არ ფასდება…აწყობდა იმ ადამიანს ,ალბათ,უარყოფით პერსონაჟებად ქართველები რომ გამოიყვანა,განა არ შეიძლებოდა რეალურადაც სცოდნოდა ბევრი ასეთი ქართველი თურქეთში? მე ბევრისგან გამიგია,რომ გვარცხვენენ და ეს უცხო არავისთვისაა.ეს კი ისევ ჩვენების ბრალია და არა ფამუქის….

  27. ასეთი მიკერძოებული, უაზროდ სუბიექტური და სულელური პიარით სავსე სტატია ჯერ არ წამიკითხავს. მეგონა, ჟურნალისტები საქმეს ობიექტურად უდგებოდნენ, თუმცა ვის რა უნდა მოთხოვო? ორჰან ფამუქს ასე იმიტომ მოექცნენ, რომ მართლა ნიჭიერია და მისი ნიჭი ერთი ამონარიდით არ განისაზღვრება. და ისე ლაპარაკობთ, თითქოს ყველა რაკი ქართველი, რაკი ქართველია, წმინდანი იყოს. არ არის მასე! ფამუქის მიერ აღწერილი ქართველები არსებობენ, კაცი მწარე სინამდვილეს აჩვენებს, რომელიც მე გამიგია, რომ პერსონალური გამოცდილებიდან აქვს აღებული. და კიდევ, ისე ამბობთ, ქართველ ქალებსა და კაცებს აგინებსო, თითქოს თვითონ ქართველი ქალები და კაცები იგივეს არ აკეთებენ, თან ყოველ წუთსა და წამს, ყოველდღე! რამდენჯერ გამიგონია, ქუჩაში ქალს კაცისათვის შეეგინებინოს ან კაცს ქალისათვის ბ**ი დაეძახოს. ნუ ხართ ჰიპოკრიტები და მოიშორეთ ეს უაზრო ორმაგი სტანდარტები. ხინკალზე რა იყო ეს, კინაღამ სკამიდან გადავვარდი, რომ წავიკითხე. რა მნიშვნელობა აქვს, ფამუქი ხინკალს შეჭამდა თუ არა? რა უბრალო რამეზე დაატრიალებთ ერთ ამბავს ხოლმე… და შესავალი სტატიისა ხომ საერთოდ… განუმეორებელი იყო. რა შუაშია 9 საუკუნის წინანდელი ამბავი? მესმის, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილია და რამე, მაგრამ ამ ამბავში ეს ფაქტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩარეული. მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ დროში ვართ ჩარჩენილი და უარს ვამბობთ, რომ ახლანდელი მოვლენები ახლანდელი დროის შესაბამისად შევაფასოთ. მრცხვენია კიდევ, ზოგიერთ კომენტარს რომ ვკითხულობ აქ.

  28. ვერავის ვერ მოთხოვ ,რომ იცოდეს ესა თუ ის მწერალი, მაგრამ ,როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ ქვეყნის კულტურაზე.
    ჩვენზე უარეს დღეში იყო თურქეთი 25-30 წლის უკან,არა მგონია ფამუქს არ ახსოვდეს რა მდგომარეობაში იყვნენ მისი მოძმეები გერმანიაში ან თუ გინდა ევროპის სხვა ქვეყნებში,არაფერს განსხვავებულს არ აკეთებდნენ, რასაც დღეს ჩვენი გაჭირვებული თანამოქალაქეები აკეთებენ ევროპაში, მაგრამ დასძლია თურქეთმა ეს პრობლემა და დღეს ჩვენთან შედარებით წარტებული ქვეანაა
    ჩვენ არანაკლები ისტორიის ,კულტურის და ინტელექტის ქვეყანა ვართ
    ჩვენ ის ქვეყანა ვართ ,რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ამ გაჭირვებასაც გავუძლებთ.
    ნუ დაწერა ფამუკმა ქართველებზე ის რაც ნახა,რა ვქნათ ჩავქოლოთ?
    ნობელის პემიის ლაურეატი მწერალი ღისეულად უნდა მიიღო,დააფასო, სათქმელიც უნდა უთხრას იმ მწერლებმაც ,რომლებსაც იცნობს საქართველოში თუ რა თქმა უნდა გვყავს ასეთები(რაშიაც ეჭვი მეპარება) და მერწმუნეთ არ არის აუცილებელი ხინკლით ტრაბახი და ხბოს აღტყინებული აღტაცეებით ყურება.მაინც ვერ გაიგებს ,უფრო სწორედ არ აინტერესებ
    ისე, სხვათაშორის საქართველოში ჩამოდიოდა ტონინო გუერა საქართველო უყვარდა, ჩვენი ნაკლიც და ღირსებაც, პრობლემებიც და წარმატებებიც, ჩვენი კულტურა ბევრ ქართველზე კარგად იცოდა. ხშირად კრიტიკულიც იყო,და ერთხელ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიღაცამ გულისტკივილით აღნიშნა ჩვენ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა,ტონინო გუერამ წყნარად,როგორც დიდ პიროვნებას და მოქალაქეს შეეფერება ისე უთხარა: ჩვენ უარეს მდგომარეობაში ვიყავითო
    და ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნებაო

  29. და ნუთუ ქართველი კაცი წურბელაა არაა? მითუმეტეს უცხო ქვეყანაში მას შემდეგ რაც საკუთარს გამოწოვენ. ესეც რომ არ იყოს ეგ უბრალოდ ნაწარმოებია, ფამუქი არ არის ვალდებული იცოდეს თუ ვინ იყო რუსთაველი, ანდა დათა თუთაშხიას რომელიმე მონაკვეთის პერიფრაზირებას ახდენდეს ინტერვიუებში, ჩემი აზრით ზედმეტად აღშფოთებული მომეჩვენა სტატიის ავტორი და ეს აღშფოთება უაზრობადაც კი მიმაჩნია.

    ხოდა ყველამ ჩვენ ბოზ ქართველ "მანდილოსნებს" მივხედოთ, არსად დაგვეკარგოს მანდილი. ეს მაგარი იცით როგორ ეკადრება ქართველ ქალს ბოზი აკადროო, ბოზები ყველა ერის მანდილოსნებში მათ შორის ჩვენშიც და რავი რა გაგიკვირდათ რომ ნაწარმოებში ქართველი თურქეთში დაბოზაობდა? მეცინება :)))

  30. ვინც ჩამოიყვანა ეს უდიდესი შიბლა მწერალთა შორის ვინ არის და რისთვის ჩამოიყვანა (ეს)? რა მიზნებს ისახავდნენ? ბლოგერებო იცით ვინმემ? ბეზრუკოვი ქვეყანაში არ შემოუვუშვით და ფამუქს სუფრები გავუშალეთ?! აბა ამაზე მეტი სიბრიყვე იქნება?

  31. ძველი ბრძნული გამონათქვამია „მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“ მაგრამ რაღაც არა მგონია ფამუქი ჩვენი ერის კეთილდღეობაზე ფიქრში ათენ-აღამებდეს. მართალია ის მის მიერ დანახულ ქართველებზე წერს, მაგრამ მე ისევ იმ აზრზე ვარ რომ ადამიანი თუ გაგინებს და თავს დახრი, ეს შენი მოქმედება იმას სულაც არ აფიქრებინებს რომ შენ მას თავი არ გაუყადრე, პირიქით იფიქრებს რომ სიმართლეა ის რასაც ამბობს და შენი თავის დახრა მხოლოდ სირცხვილით იყო გამოწვეული. ეს ჩვენი დახვედრა იმაზე უარესია ვიდრე უბრალოდ თავის დახრა . ვინც თვლის რომ სტატია დაბალი დონისაა ვერ შევეწინააღმდეგები რადგან ნაკლებად ვერკვევი ამდაგვარ რამეებში, მაგრამ ერთი რამ მაინც გაუგებარია რატომ აკრიტიკებთ სტატისს ავტორს, რომელმაც ცადა ჩვენამდე მოეტანა თავისი გულისტკივილი და აზრი, ფამუქს ხომ არ აკრიტიკებთ თავისი აზრის გამო.

  32. მესამე მსოფლიო ომია ნაწინასწარმეტყველები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, სულ მალე! რა მოსატანია ნაგავი, ისტორიულად მოსისხლე საქართველოს მტერის ბოდვები და რამდაენად სულ გაყიდული ყოფილან ის არა ქართველები რომლებიც საქართველოს გამთახსირებელს, თბილისში ასეთი ხოტბით ხვდებიან! მწერლის ნათქვამისა არ იყოს, დღეს ფურთხის ღირსნი ხართ, ვითომ ქართველებო თქვენ!

  33. ხალხო ავტორმა თავის წიგნში რაგაც ფაქტი აღწერა ეს როდის მრე ნიშნავს მის დამოკიდებულებას ამ ფაქტისადმი, ეს ამონარიდი არის წიგნიდან თოვლი, წაიკითხეთ მე წითელი მქვია და ნახეთ იქ რა სასაულად აღწერს თბილის რა დადებითად და თბილად, რას ბოდავთ, ამით კიდევ უფრო ხაზს უსვამთ უკაცრავად მაგრამ თქვენს გაუნათლებლობას….

  34. სასაცილოა ხალხო მერე რა რომ არ იცოდა შოთა რუსთაველი თქვენ ყველა გმაოჩენილი თურქი მწერალი იცით? რა აღწერა ამ კაცმა ისეთი რაც მართლა ეგრე არ არის?

  35. რა მაინტერესებს იცით,დედას რომ გაგინებენ,პასუხი უნდა გასცე თუ ენა უნდა ამოუსვა უკანალში?ქართველების პასუხი ვიცი.დანარჩენების პასუხი მაინტერესებს.

  36. რას ვიზავთ, სიმართლე მწარეა, მაგრამ ჩვენც ხომ კარგად ვიცით როგორ იქცევა ქართველი ქალების დიდი ნაწილი (მადლობა ღმერთს არ ყველა) არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ყველგან უცხოეთში. რაც შეეხება ფამუქს და მის მწერლობას, ისე აქეს და ადიდეს ჩვენმა თანამედროვე მწერლებმა, რომ ცამდე აიყვანეს და წავიკითხე "უმანკოების მუზეუმი", მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმედი ძლიან გამიცრუვდა. ან, არ ვიცი, ეტყობა მე ვერ მივხვდი ამ ნაწარმოების სიღრმეებს (?). თავს ძალა დავატანე და ბოლომდე წავიკითხე, მაგრამ მერე ის დრო ძალიან დამენანა ამ წიგნის კითხვზე რომ დავკარგე. ასე, რომ დიდი ბოდიში ჩემგან ფამუქს, მაგრამ მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ისე, როცა ნობელის პრემიას იღებ შოთა რუსთაველი წაკითხული თუ არ გექნება, გაგებული მაინც უნდა გქონდეს მის შესახებ, სხვა რომ არაფერი მეზობელია, თან რამდენი ჰყავს მსოფლიოს რუსთაველის მსგავსი?
    ისე, ჩემო კარგო მეგობრებო, ნუ განაწყენდებით, ნაწყენი ის უნდა დარჩეს ვინც ფამუქისნაირებს ფეხქვეშ ეგება და თვალებში შესციცინებს, თორემ ჩემთვის მის ყველა წიგნს ჩალის ფასი აქვს ისე , როგორც მის ნობელის პრემიას.

  37. ვაფასებ კრიტიკულად მოაზროვნე მწერლებს, და ვიცი რამდენად საჭიროა ეგ უკანასკნელი ჯანსაღი აზროვნების დასამკვიდრებლად. და ვიტყვი იმასაც რომ ჯოისი რო ჯოისია საკუთარი ერის მანკიერებებზე გვიყვება და ამას გენიალურად აკეთებს. მაგრამ ფამუქი ბოდიში და ვინ ჩემი ყ..ეა საერთოდ ვერ ვხვდები. ქართველები თურქეთში უარესსაც აკეთებენ მაგრამ, იმას არავინ არ ამბობს რომ თურქული ტრაციებიზე საჯაროდ ილაპარაკოს. "ბიჭებს რო ბიჭთან ავაჟკაცებდნენ ოდითგანვე. მერე თუ ტრაკი აქვს ილაპარაკოს სხვა ერების მანკიერებებზე. ქართველები სოციალურმა დეგრადაციამ და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მიყვანა ამ დონემდე. თურქები კი რჯულით და რწმენით მდაბიონი არიან და ჯერ კიდევ 90 იან წლამდე და დღემდე ერთთერთ არაპროგნოზირებად ერად ითვლება. რომელიც ევროპულ ღირებულებებთან ძალიან შორსაა მიუხედავად ფამუქისნაირი პიზდეცინტელექტუალებისა. ქართველებმა კი ბევრი არ იკვეხნონ და ჯობია თავის თავს და ოჯახებს მიხედონ. და დაეხმარონ ერთმანეთს. ღმერთს კი თავი
    დაანებეთ.

  38. როგორებიც ვართ ისეთები აღწერა ფამუქმა. ჩვენ კი ვართ უსაქმურები, უდიდესი ზარმაცი და გაუტანელი ერი. ხოლო ერთმორწმუნე რუსმა სერგეი ბეზრუკოვმა კი იცის რუსთაველი ვინ არის და როგორებიც ვართ ჩვენ,ამით ის უფრო საშიშია რადგან უკეთ იცის როგორ მოგვიღოს ბოლო.საქართველოს ჯერ კიდევ აქვს წასაღლეტი მიწები(ჯავახეთი,ბორჯომის და ყაზბეგის რეგიონი და სხვა).
    მაქვს მოსმენილი ორჰან ფამუკის ინტერვიუ ტელევიზიით. არაფერი ცუდი არ უთქვამს მას ქართველებზე. პირიქით ძალიან თბილად მოიხსენია საქართველო და ქართველები. თქვენ ვერ ხვდებით სტატიის ავტორის მიზანს? მე კი ვხვდები საით იჭვრიტება ის. რუსეთისკენ გვამზადებს ჩასახუტებლად.არაფერი არ გამოუვა მას და მის დამქაშებს.

  39. ატორი შორე წერს და მეც ვურჩევდი ლიტერატურის მოყვარულებს წაიკითხეთ რუსულ საიტებზე დევს -მე მქვია წითელი.გარდა იმისა რომ გენიალური ნაწარმოებია,თბილისს აღწერს ისე რომ თვალებს არ დავუჯერე.ნეტა სტატიის ავტორს თუ აქვს წაკითხული?რაც დოსტოევსკი და სხვა რუსი მწერლებიც ანალოგიურ ისტორიებზე წერენ,უნდა ამოთხარონ მაშინ რუსებმა საფლავიდან.

  40. რას ვეთაყვანებით ამ თურქ ნაბიჭვარს გამაგებინეთ,სანტა ბარბარას სერიალივით აქვს ყველა ნაწარმოები გაწელილი,იდიოტი

  41. გაიხარეთ,ბატონო დავით,ვისიამოვნე თქვენი უსტარის წაკითხვისას…მართალს ბრძანებთ,ჩვენ დავკარგეთ თავმოყვარეობა და იდეოლოგიურ მტრებს სათანადოდ ვერ ვხვდებით..მტერ-მოყვარეს ვერ ვარჩევთ,ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს თუ გონს არ მოვალთ.დარწმუნებული ვარ,მასთან შესახვედრადქართული, ე.წ.ელიტა მივიდოდა მწერლუკა დეფის მეთაურობით,მეტს არ იმსახურებდა ეს,ფამუქია თუ ვიღაც…თქვენ კი შორე,რა თქმა უნდა ქედმოხრით გეტყვით (აბა,ჩვენნაირი გაუნათლებლები სხვაგვარად ვერ გაკადრებთ) თქვენი განათლება სტენდალის "წითელი და შავით"შეივსეთ ნამდვილად უპრიანი იქნება..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here