Home რუბრიკები პოლიტიკა მხედრიონიდან ბანდერლოგებამდე

მხედრიონიდან ბანდერლოგებამდე

689

შარშან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» საიუბილეო მეათე ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა კითხვაზე «როგორ გესახებათ მომავალი რუსეთის პროექტი?» უპასუხა: «რუსეთი პროექტი არ არის, რუსეთი ბედისწერაა! _ და იქვე დასძინა, _ რუსეთი საკუთარ თავთან, საკუთარ ისტორიაში ბრუნდება». შემდეგ ვლადიმერ პუტინი არც შენიშვნას მოერიდა. აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ქვეყნები დაადგნენ საკუთარი ისტორიული ფესვების უარყოფის გზას, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობებისასაც, რაც დასავლური ცივილიზაციის საფუძველია; უარყოფენ მორალურ საწყისებს და ნებისმიერ ტრადიციულ იდენტობას _ ეროვნულ-კულტურულ-რელიგიურს; ერთ სიბრტყეში განიხილავენ მრავალშვილიან ოჯახებსა და ერთსქესიან პარტნიორებს; რწმენას ღმერთისას და რწმენას სატანისას!..

როგორც კომენტატორი აღნიშნავს, ასეთ აღმაშფოთებელ «არაკორექტულობას» არავინ ელოდა და ბევრ ოკეანისგაღმელ პოლიტიკოს-ექსპერტს სახე დაებრიცა და გაუქვავდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა თავისი «არქაული წარმოდგენებით» მშვიდად განაგრძო «ცივილიზებული საზოგადოების» გაოცება-შეძრწუნება:

«მათი პოლიტკორექტულობა იქამდეც კი დავიდა, რომ სერიოზულად განიხილება პედოფილიაინცესტის პროპაგანდისტი პარტიების რეგისტრაციის საკითხიო», _ «კანტროლკა დაახალა» დასავლეთს რუსეთის პრეზიდენტმა.

«ვალდაის» ფორუმის ანალიზიც საკმარისი იქნებოდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ რუსეთი დღეს ელცინის დროინდელი საჭურისი აღარ არის. რომ არაფერი ვთქვათ სირიაზე, სადაც რუსეთმა ამერიკას კუდზე ფეხი დააჭირა, არ მისცა რა მსოფლიო ჟანდარმს «ამერიკული წესრიგის» დამყარების ნება. ობამას უნდა სცოდნოდა, რომ მას მითუმეტეს უკრაინაში არ მისცემდნენ პარპაშის ნებას!

ასეც მოხდა. როგორც მინიმუმ, ყირიმის საკითხი გადაწყვეტილია და, რამდენიც უნდა იბაქიბუქოს ამერიკამ, ყირიმი სულ მალე რუსეთის ნაწილი გახდება და, სავარაუდოდ, აღმოსავლეთი, ე. წ. სამრეწველო უკრაინაც, პირდაპირი ყირიმიზაციით თუ არა, რაიმე სხვა ფორმით (მაგალითად, ხარკოვ-დონბასისთვის რეალური თვითმმართველობის მინიჭებით) რუსეთის ფაქტიური პროტექტორატის ქვეშ მოექცევა.

ვინც პუტინის ამასწინანდელ ბრიფინგს უყურა, დამეთანხმება, რომ ეს იყო საკუთარ ძალებსა და სიმართლეში დარწმუნებული კაცის გამოსვლა. მე პირადად კიდევ ერთი რამ დავასკვენი _ დასრულდა აშშის ლამის 30-წლიანი ერთპიროვნული ჰეგემონია, ისტორიას ჩაბარდა ერთპოლარული მსოფლიო და ობამას მხოლოდ ერთსქესიანი ქორწინებების ჰეგემონობა შერჩა ხელთ, რაშიც, არ მგონია, პუტინი შეეცილოს

სხვათა შორის «პუტინის სიმართლე» უკრაინაში არამხოლოდ ჩემი «ახირებაა», არამედ საფრანგეთში გამოკითხულთა 56%-ც (მარი ლეპენის ცნობით) აღიარებს რუსეთის ქმედებების სამართლიანობას უკრაინაში და დანარჩენ ბებერ ევროპაშიც ნელ-ნელა რუსეთის სასარგებლოდ იცვლება საზოგადოებრივი აზრი.

რაც შეეხება «პოლიტიკურ ევროპას», იქაც, როგორც იტყვიან, «ბოლო ბანაობა» აქვთ _ ნეოლიბერალების პარპაშს ევროსაბჭოში ყველა პროგნოზით მომავალ არჩევნებზე ბოლო მოეღება და უმრავლესობას ევროპარლამენტში მარი ლეპენის მსგავსი ნაციონალ-კონსერვატორები დაიკავებენ, რადგან ბარონესა ქეთრინ ეშტონის მსგავსი ლესბოსელები თუ პედერასტები უკვე დასავლეთის საზოგადოებასაც ყელში ამოუვიდა…

რუსული, უკრაინული მედია რომ გარკვეულწილად ტენდენციურია (თუ მისაღები არა), გასაგებია, მაგრამ ქართული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა რატომ არის მოსკოვ-კიევზე გაცილებით ტენდენციური, საკითხავი აი, ეს არის. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა პირველ ხანებში აშკარად ტენდენციურ დასავლეთის მედიასაც კი ბოლო ხანს ობიექტური გამონათებები დასჩემდა…

ანტირუსული პროპაგანდა, აღვირახსნილი რუსოფობია _ აი, საქმე, რომელშიც არა თუ ტოლს არ უდებენ «რუსთავი 2» და «იმედი» უკრაინის ბანდერა-ტელევიზიებს, არამედ აჭარბებენ კიდეც მათ!

 ჯერ ვის აინტერესებს და, რაც მთავარია, რას ემსახურებოდა სააკაშვილზე არანაკლები არამზადის, ირაკლი უქრუაშვილის, რეანიმაციის მცდელობა, მისი საათიანი მონოლოგის ყურება?

«ნაცებ-ქოცების» სიაფანდი დებატების ყურება ხომ ისედაც წამებაა და ახლა კიდევ ენაბრგვილი გივია თარგამაძე რომ დაჯაბნის ვინმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენია. სესიაშვილმა ვერ გაბედა, პასუხი გაეცა კითხვაზე _ ვინ დაიწყო ომი?

ჰოდა, მე ვბედავ, დაწყნარდით, ურაპატრიოტებო! საქართველოს ომი არ დაუწყია! ომი დაიწყო კრეტინმა სააკაშვილმა და, ვისაც სააკაშვილი და საქართველო ერთი ჰგონია, ეს მისი გონებრივი იმპოტენციის პრობლემაა!

 ბოლო 20-25 წელიწადია, მიმდინარეობს რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა და არც თუ წარუმატებლად _ ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწამლეს რუსოფობიით. განსაკუთრებით კიევის მაიდანი წაადგა ამ საქმეს. არადა, როგორც წინა პუბლიკაციაში ვწერდი, ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს?

ვინ იყო ის, ვინც ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა, რაც მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იყო ეროვნული მთავრობის დასამხობად?

უკრაინაშიც ასე მოხდა _ შეიარაღებულმა ფაშისტმა ბანდერელებმა (ვისთან შედარებითაც მხედრიონი უცოდველ კრავად მოჩანს) დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშის ფინანსურპოლიტიკური მხარდაჭერით დაამხეს კორუმპირებული, მაგრამ მაინც კანონიერი ხელისუფლება და სულ მალე ყირიმს დაემშვიდობება კიევი, რეალური საფრთხე დაემუქრება დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც!

ერთი სიტყვით, თუ უკრაინას ევროკავშირი და ნატო რამენაირად «ეჯღანება», მხოლოდ ბანდერლოგების ლვოვ-»ზაკარპატიეს» დანარჩენი ტერიტორიებისთვის ევროპას, როგორც რუსები იტყვიან, ნა-პლე-ვატ!

მოკლედ, საკუთარი და უკრაინის მაგალითები, წარსულისაც და დღევანდელიც, რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან ერთმანეთს, წინ გვიდევს, მაგრამ «მეოცნებეთა» ხელისუფლება და «ნაცები» (ვაშლები რომ არ გავიმეორო) სიამის ტყუპები არიან, როდესაც კიევის შემდგომ რუსეთის შესაძლო (ჩემი აზრით, უეჭველ) გააქტიურებაზე საუბრობენ კავკასიის მიმართულებით, ორივე ერთად და ცალ-ცალკე გაიძახის ნატოსა და ევროპასთან ასოცირებას!

არადა, როგორც კი ასოცირებაზე ხელს მოაწერს მაია ფანჯიკიძე, ჯავახეთის ახალქალაქი ყირიმის მსგავს რეფერენდუმს გამოაცხადებს ერევნის სასარგებლოდ, რომელიც, დიდი ალბათობით, გადამდები აღმოჩნდება ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებისთვის, რადგან ოფიციალურმა ბაქომ და ერევანმა უარი თქვეს ევროპაზე რუსეთის ევრაზიის სასარგებლოდ. ჰოდა, მერე ვეღარ გვიშველის ვერც დავით დეფის «პოეზია» და ვერც ამერიკის ნატო!

დავით მხეიძე

 

P.S. «მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულება რუსეთის პრეზიდენტთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რომელიც ახლა გამოიჩინა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედის მომცემი. ვფიქრობ, რომ ის არის პიროვნება, ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო!» _ ეს არის ილია მეორეს სიტყვიდან ამონარიდი. რა ვქნა? წერილის თავში იმდენი «მივქარე», რომ ბოლოში მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ავტორიტეტს ამოვეფარე შეშინებული.

სერიოზულად კი, შემთხვევითი არ არის, რომ მისი უწმინდესობის ლოცვაკურთხევით სწორედ ახლა გაიხსნა ერთბაშად სამი წმინდანის საფლავი მცხეთასა და ბეთანიაში. არც ის არის შემთხვევითი, რომ . . ნაციონალური ტელევიზიები საერთოდ იგნორს უკეთებენ იმ ფაქტს, რომ სამების ტაძარში წმინდა გაბრიელის ნეშთის თაყვანისმცემელთა რაოდენობამ 2 მილიონს(!!!) გადააჭარბა.

სამაგიეროდ, ევროპა შეშფოთდა, ემანდ ეკლესიამ არ შეგვიშალოს ხელი საქართველოს ევროპულად გაბრიყვებაშიო, და შტეფან ფულე მოავლინა სპეციალურად პატრიარქთან _ ევროპა თქვენს ტრადიციებს არაფერს ერჩის, მაგრამ პედერასტების გაჯეჯილება ტოლერანტობის უმაღლესი გამოვლინებააო, _ დაახლოვებით ეს შეჰბედა პატრიარქს ამ ხლისტმა!

მისი უწმინდესობის პასუხმა ბოლომდე არც მე დამაკმაყოფილა, მაგრამ მაინც ბრმად ვენდობი, იმ იმედით, რომ, თუ საჭირო გახდება, სამების ზარებს დაარისხებს!

1 COMMENT

  1. ამდენი საპირისპირო ინფორმაციებით ტვინი აერევა ადამიანს ვერ გაერკვევი ვინ არის მართალი ვინ მტყუანი,მაგრამ ერთი ნათელია თუ ისე მოხვდა,როგორც ეს ადამიანი წერს,რომ სომხები მიითვისებენ სამცხე-ჯავახეთს და აზერბაიჯენელები ქართლს,ქართველმა ხალხმა არ უნდა აპატიოს ამის დაშვება არავის, ვინც მოღვაწეობს მთავრობაში.გვახსოვს რაც მოხვდა 2008 წელს,დამარცხებულ სარდალს და ვირტხებივით გაქცეულ მთავრობის წევრებს ზეიმი გაუმართეთ,მოვეფერეთ და ყველაფერი პუტინს გადავაბრალეთ.თუ ქართველ კაცს შერჩა სამშობლოს სიყვარული და თავმოყვარეობა, ასე აღარ უნდა მოვიქცეთ.არასწორი ქმედების ჩამდენი ადამიანები დედა-ბუდიანად უნდა დაისაჯოს ,ჩამოერთვას ყველაფერი და მის შთამომავლობას არ უნდა მიეცეს უფლება , რომ იცხოვროს საქართველოში.რა თქმა უნდა ღმერთმა არ დაუშვას ეს ამბავი.მაგრამ ხალხის ეს აზრი მათმა უნდა იცოდნენ, რომ ამას ქართველები გააკეთებენ,ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

  2. ვეთანხმები ავტორს…
    თქვენ კი, უმცირესობებო, არავინ გერჩით, მანამ სანამ სხვის თავზე წამოსკუპებას შეეცდებით…

  3. რამდენად დიდია კონკურენცია ამერიკის შნირებს შორის.ერთიდაიგივე ხალხს ატრიალებენ…

  4. არც ისეა როგრც შენ წერ. პუტინს აღმერთებ. ერთში გეთანხმები შეიცვლება მთავრობები ევროპაში მოვლენ ტრადიციონალისტები და მაშინ გახდება ევროპული ქვეყნები ისეთები როგრც იყვნენ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე,

  5. შესანიშნავი ანალიზია, ბატონო დავით, წმინდა წყლის სიმართლეა. საქართველოს გათახსირებისა და გაუბედურების ხარჯზე უნდა დასავლეთს (განსაკუთრებით ამერიკას)თავიანთი შავი ზრახვების მიღწევა კავკასიაში

  6. ავტორს აბსოლუტურად ვეთანხმები ყველაფერში. რაც შეეხება პუტინის გაღმერთებას. ამ სტატიაში მე ეს ვერ დავინახე. საერთოდ არავის გაღმერთება, მოგეხსენებათ, არ შეიძლება. გაიხსენეთ ისააკის ამბავი ბიბლიიდან. მაგრამ ფაქტია, რომ პუტინმა დაჩოქილი რუსეთი ფეხზე დააყენა, მართავს (ავად თუ კარგად, თანაც იდეალური მმართველი არ არსებობს) 140-მილიონიან მოსახლეობას და მსოფლიოში უდიდესი ტერიტორიის მქონე ქვეყანას. ჩვენმა ვერც ერთმა პრეზიდენტმა 4-მილიონიანი(?)ერთი ციდა ქვეყანა ვერ მართა. ასე რომ, პუტინი აშკარად იმსახურებს ჩემს პატივისცემას. უკრაინის ამბებშიც დიდხანს იკავებდა თავს, სანამ სულ არ აიწყვიტეს ბანდიტმა ბანდერელებმა. ისე ყირიმი რუსეთია აბა რა არის, ოდესაც, რომელიც ეკატერინე II დაარსა, მერე დე რიშელიემ და ვორონცოვმა ააშენეს, ისევე როგორც სწორედ ვორონცოვმა დაამსგავსა თბილისი ევროპულ ქალაქს.

  7. გუანინი

    გონიერი ამინომჟავა ხართ თქვენ ბატონო გუანინო, რესპექტი და ცხარე ტაში!

  8. ევროატლანტიკური ქვეყნები დაადგნენ საკუთარი ისტორიული ფესვების უარყოფის გზას, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობებისასაც, რაც დასავლური ცივილიზაციის საფუძველია; უარყოფენ მორალურ საწყისებს და ნებისმიერ ტრადიციულ იდენტობას _ ეროვნულ-კულტურულ-რელიგიურს; ერთ სიბრტყეში განიხილავენ მრავალშვილიან ოჯახებსა და ერთსქესიან პარტნიორებს; რწმენას ღმერთისას და რწმენას სატანისას!..___ ლინკს ხო ვერ დადებდით?ვიდეოჩანაწერი სად შეიძლება ვნახო…

  9. ვეთანხმები ავტორს , ის ყოველთვის სწორ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს, ამერიკა ბოროტების იმპერიაა, ………

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here