Home რუბრიკები პოლიტიკა თომას დე ვაალი: საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ...

თომას დე ვაალი: საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა

469

«ყირიმის კრიზისი: სამი გაკვეთილი კავკასიისგან», _ ამ სათაურით აქვეყნებს «კარნეგის ცენტრი» ბრიტანელი ჟურნალისტის, თომას დე ვაალის სტატიას ყირიმში შექმნილ ვითარებაზე.

 

სტატიის ავტორი პარალელებს ავლებს ყირიმში განვითარებულ მოვლენებსა და  2008 წელს საქართველოში მომხდარ ომს შორის. მაგრამ მისივე თქმით, ყირიმში შექმნილ ვითარებას და 2008 წლის ომს შორის აშკარად სხვაობა არსებობს, რადგან ყირიმი უფრო დიდია და რუსეთს იქ უფრო დიდი ფსონი აქვს დადებული.

«ბევრი ადამიანი ჯერაც იყენებს ფრაზას «რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში». მაგრამ ეს არ არის ის, რაც ნამდვილად მოხდა. ოსები და ქართველები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ადგილობრივ შეტაკებებში. რუსეთის 58-ე არმია მზადყოფნაში იყო. საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა», _ წერს თომას დე ვაალი.

 

1 COMMENT

  1. რატომ არ გვინდა იმის დაჯერება, რომ საქართველო ვერასოდეს მოერევა რუსეთს."დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო". ვიტომ ჩვენმა ვაიპოლიტიკოსებმა მეტი იციან ჩვენ წინაპრებზეე?დროა ისწავლონ,რადგან არც ისე ბევრი დროა დარჩენილი შეცდომების გამოსასცორებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here