Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეკ მეტლოკი: აშშ-ს უფლება არ აქვს, რუსეთი გააკრიტიკოს და, მით უმეტეს, ...

ჯეკ მეტლოკი: აშშ-ს უფლება არ აქვს, რუსეთი გააკრიტიკოს და, მით უმეტეს, დაემუქროს

488

აშშის ყოფილმა ელჩმა სსრკში თავისი ქვეყანა ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკის საქციელი საერთაშორისო არენაზე მას რუსეთის გაკრიტიკების და, მით უმეტეს, დამუქრების უფლებას ართმევს.

 

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა, აშშ-ის ელჩმა სსრკ-ში ჯეკ მეტლოკმა თავისი ქვეყნის ხელისუფლება ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი საქციელი საერთაშორისო არენაზე უფლებას ართმევს აშშ-ს, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთი გააკრიტიკოს და, მით უფრო, დაემუქროს მას.

აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად და პოსტსაბჭოთა რეალობის უდიდეს სპეციალისტად წოდებულმა მეტლოკმა თავის ბლოგზე დაწერა:

«აშშ-ის საქციელი საერთაშორისო არენაზე აქარწყლებს მის განცხადებებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენაჩუნების შესახებ.

რუსები არცთუ უსაფუძვლოდ ირწმუნებიან, რომ აშშ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობით დაინტერესებულია მაშინ, როდესაც ეს მის ინტერესებს პასუხობს. ამერიკის მთავრობების ნამსახურობის ჩამონათვალი მიუთითებს, რომ მათთვის ხელსაყრელ მომენტში ტერიტორიულ მთლიანობას უგულებელყოფენ, როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაარღვიეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, შექმნეს კოსოვო და შემდეგ აღიარეს მისი დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მხარი დაუჭირეს სუდანიდან _ სამხრეთ სუდანის, ეთიოპიიდან _ ერითრეის და ინდონეზიიდან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფას.

რაც შეეხება სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთს შეუძლია მიუთითოს, რომ აშშ პანამაში ნორიეგას დასაკავებლად შეიჭრა, გრენადაში კი იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა მძევლებად ამერიკის მოქალაქეების აყვანა (თუმცა ისინი მძევლებად არავის აუყვანია); შეიჭრა ერაყში გამოგონილი საბაბით, თითქოსდა სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა და იერიში მიჰქონდა ხალხზე თავისი უპილოტო საფრენი აპარატებით და ა. შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ ლექციის წაკითხვა შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პრეტენზია განსაკუთრებულ უფლებებზე, რომლებიც სხვებს არ აქვთ.

სხვა ნებისმიერი ქვეყნის მსგავსად, რუსეთი ერთობ მგრძნობიარეა თავის საზღვრებთან უცხო ქვეყნის სამხედრო საქმიანობის მიმართ. აშშ-ის ყოფილი რესპუბლიკური ადმინისტრაცია დაუფარავად ცდილობდა უკრაინის შეთრევას ნატოში, ხოლო ბარაკ ობამას ამჟამინდელი დემოკრატიული ადმინისტრაცია ამას კატეგორიულად არ გამორიცხავს.

უკრაინა სახელმწიფოა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნაცია _ 22-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში აქამდე არ გამოჩენილა ლიდერი, რომელიც უკრაინული იდენტობის საყოველთაო გაგების გარშემო მოქალაქეებს გააერთიანებდა. დღევანდელი არეულობა უკრაინაში გამოწვეულია არა რუსეთის ჩარევით, არამედ იმით, რომ ეს ქვეყანა უწესრიგოდ იქნა შეკრული ერთმანეთთან არცთუ შესაბამისი ნაწილებით.

თავისი ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობითა და ეკონომიკური კავშირებით უკრაინას არ შეუძლია, იყოს აყვავებული, ჯანსაღი და ერთიანი ქვეყანა რუსეთთან მეგობრული (ანდა თუნდაც არამტრული) ურთიერთობის გარეშე».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here