Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ სიტყვის უკან წაღების ხუთეული

ბიძინა ივანიშვილის მიერ სიტყვის უკან წაღების ხუთეული

572

მედიაპორტალმა «ჯიდიენმა» (GDN) ინტერნეტში გაავრცელა ვიდეორგოლი სახელწოდებით «ბიძინას სიტყვის უკან წაღების ხუთეული», მოყვანილია ხუთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებზე, ანუ არათანმიმდევრული იყო _ ამბობდა ერთს, შემდეგ თვალსაზრისს იცვლიდა და საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

 

#1. თავდაპირველი პოზიცია სააკაშვილის იმპიჩმენტზე:

«პარლამენტში უმრავლესობის მოსვლით, მყისიერად დავიწყებთ, თუ თვითონვე ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას, მისი (ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე _ რედ.) იმპიჩმენტის საკითხის განხილვას».

მოგვიანებით:

«რაც შეეხება იმპიჩმენტს, რომელზეც მე ადრე გავაკეთე აქცენტი, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას, და ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. ჩემი პარტიის მხრიდან და ჩემი მხრიდან იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ მოხდება».

#2. თავდაპირველი პოზიცია «მეცხრე არხის» მიმართ:

«ყველაფერს, შენობიდან დაწყებული, «პირველ არხს» გადავცემთ უფასოდ და კარგი იქნება, რომ ეს გუნდიც მაქსიმალურად გადაიყვანონ და გადავიდეს იქით, თუ ეს არ მოხერხდა ან ვერ მოხერხდა, ან უმჯობესი გაჩნდა, ამაზე ვმსჯელობთ და დროდადრო ვახსენებთ გუნდის წევრებს, არ გამოვრიცხავ, ასეთ შემთხვევაში, «მეცხრე არხის» ბაზაზე გაკეთდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია».

მოგვიანებით:

«გადაწყვეტილება მივიღე, რომ «მეცხრე არხი» აღარ მოხდეს ისეთი ფორმით, როგორიც მე ვთქვი, ანუ, არ შეუერთდეს «პირველ არხს».

#3. თავდაპირველი პოზიცია ყარსიახალქალაქის რკინიგზაზე

«არის საფრთხე იმისა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ახალი რკინიგზა დაიწყებს მუშაობას, თვითბრუნვა შეუმცირდეს ძველ რკინიგზას».

მოგვიანებით (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ):

«გავეცი, პასუხი, რომ გაშვებიდან, როდესაც დარჩება 1-2 თვე ახალი რკინიგზის, ამ საკითხებს (ეკონომიკურ საკითხებს, რომ შესაძლოა, ძველ სარკინიგზო ხაზს თვითბრუნვა შეუმცირდეს _ რედ.) ჩვენვე მოვაგვარებთ შიგნით და მოლაპარაკებებით. რეალურად ასეთი კითხვა არც არსებობდა».

#4. თავდაპირველი პოზიცია საკითხზე _ ვინ დაიწყო ომი?

«ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები.»

მოგვიანებით:

«მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი!»

«ჯიდიენის» კომენტარი: როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის დიდი განსხვავებაა «ქართულ მხარესა» და «საქართველოს» შორის.

#5. თავდაპირველი განცხადება პოლიტიკური არენიდან წასვლაზე:

«ორი-სამი წლით, განვაცხადე, მოვდივარ პოლიტიკაში».

მოგვიანებით:

«თუ გაჩნდება ეჭვი იმისა, რომ ან ჩვენი დაპირებების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება, ანდა ის, რომ ეს ყველაფერი წარუმატებელი იყო და ამიტომაც გავდივარ, ასეთ შემთხვევაში არსადაც არ წავალ. თუ ასეთი კითხვები დარჩება, მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდეგი არჩევნებისთვის».

 

1 COMMENT

  1. არ გასვენებთ ხომ გამჩენი . რას შეუჩდით ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილი მოძებნეთ, უკრაინას რომ მიადგა და გაერკვიეთ რა დღეში ჩააგდო მიშამ საქართველო.

  2. რომანოზი

    შე ყვერო, სააკშვილის მოძებნა იმათ უთხარი ვისაც ევალება – ჭიკაიძე და გენპროკურორს, თუ ტრაკი გაქვთ ქოცებს რატომ არ იჭერრთ მიხუილას ?

  3. რითი ვერ გაიგეთ, რომ ოცნებისტებს აწყობთ გარეთ მიშა… აბა ეგ რომ დაიჭირონ, მერე ვიღას გადააბრალებენ თავიანთ შეცდომებს???? ამით იჭერენ ხალხის ტვინს… და შედეგად ვიღებთ ყბადაღებულ ბრბოს, რომელიც მზადაა კაციჭამიებად იქცნენ…. მიხედეთ პრობლემებს და არა დასჯას!!!!!

  4. ანტიქრისტეს არმია მასონები ნაც-ოცნება უნდა იქნეს გადაგდებული ჯანდაბაში ანუ მოუსავლეთში ხალხნო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here