Home რუბრიკები პოლიტიკა შიმონ პერესი: ახლა დაიწყო პერიოდი, როცა ხალხები არსებობენ მეცნიერების და არა სოფლის...

შიმონ პერესი: ახლა დაიწყო პერიოდი, როცა ხალხები არსებობენ მეცნიერების და არა სოფლის მეურნეობის ხარჯზე

567

„დასრულდა ისტორიის ის პერიოდი, როცა ხალხები სოფლის მეურნეობის, მიწის დამუშავებისა და სხვა ამდაგვარი რაღაცების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ახლა დაიწყო პერიოდი, როცა ხალხები არსებობენ მეცნიერების და არა სოფლის მეურნეობის ხარჯზე“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა 5 თებერვალს დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებთა ნ შეხვედრისას, რომლებიც მეშვიდე სესიაზე იერუსალიმში შეიკრიბნენ.

„ახლა მსოფლიო შეიცვალა. ახლა ომებსა და არმიას ისეთი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მეცნიერების დაპყრობა ძნელია. მეცნიერების დამორჩილება და ხელში ჩაგდება შეუძლებელია. მეცნიერებას საზღვრები არა აქვს. მეცნიერებაში არ არსებობს ეროვნება, – აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა. გამოცდილმა პოლიტიკოსმა იქვე დასძინა, რომ „ახლა ახალ ერაში შევდივართ და სხვადასხვა სახელწიფოს ადმინისტრაცია თავის არსით მაინც მოძველებული რჩება“. ამიტომ „ახლა ახალ სიტუაციასთან შეგუების საშუალება უნდა ვეძებოთ“.

პრეზიდენტი პერესი ვფიქრობს, რომ საბოლოოდ, მსოფლიოს ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება, „რადგან ეროვნული მთავრობები უწინდელთან შედარებით დასუსტდნენ ორი მიზეზის გამო: გლობალიზაციამ მათ ეკონომიკაზე კონტროლი დააკარგვინა. ფაქტობრივად, ახლა ერთ სახელმწიფოსაც ვერ იპოვი, რომელმაც გლობალიზაციის გავლენა არ განიცადა და ფაქტობრივად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები თავის ეკონომიკას სრულად ვერ აკონტროლებენ. ამასთან, ახლა არ არსებობს ისეთი მთავრობა, რომელსაც მარტოს შეეძლოს ტერორიზმთან გამკლავება“.

შიმონ პერესი პარადოქსულს უწოდებს მდგომარეობას, რომელში მსოფლიო აღმოჩნდა, როცა ეროვნულ მთავრობებს არ აქვთ ფული, ფინანსები, გლობალურ კორპორაციებს კი – მთავრობა. „წარმოიშვა ასეთი უცნაური ურთიერთობა მთავრობებსა და საერთაშორისო კორპორაციებს შორის. ფაქტობრივად, არსებობს ორი სახის ხელმძღვანელობა, ორი სახის ადმინისტრაცია. პირველი ესაა სახელმწიფოთა ნაციონალური მთავრობები და მეორე – საერთაშორისო კორპორაციები. მთავრობას, როგორც წესი, არ აქვს ფული, გლობალურ კორპორაციებს უზარმაზარი ფული აქვთ, მაგრამ არ აქვთ ბიუჯეტი,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პერესმა და აღნიშნა, რომ გლობალიზაციის ზრდის ფონზე,  მომძლავრდა ინდივიდუალიზმი, როდესაც ადამიანს არჩევანის საშუალება აქვს და ცალკეულ ინდივიდებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„ვიმედოვნებ, რომ მალე შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როცა ეროვნული მთავრობები თავისი ქვეყნების საშინაო საქმეებით დაკავდებიან, საერთაშორისო კორპორაციები ეკონომიკით დაკავდებიან, ადამიანები კი საკუთარი თავითა და თავისი შესაძლებლობების აღმოჩენით. მაშინ ახალი ერა დაიწყება მსოფლიოში არა მარტო ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ მენტალობის თვალსაზრისითაც და ახალ მსოფლიოში ცხოვრებას შევძლებთ“, – დასძინა პრეზიდენტმა პერესმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here