Home რუბრიკები საზოგადოება ფარისეველო, გამოიძრე თვალიდან დირე!

ფარისეველო, გამოიძრე თვალიდან დირე!

824

ცნობილია, რომ ვაშინგტონი სიხარულით გამოიყენებს ხოლმე ხელსაყრელ მიზეზს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩასარევად. ამას, გინდა, «მსოფლიო ჟანდარმი» უწოდეთ, გნებავთ, მსოფლიო ჰეგემონობის აკვიატებული იდეა.

 

თეთრ სახლს, როგორც წესი, პოლიტიკურ სიბრტყეში გადაჰყავს სპორტული შეჯიბრების გამართვის საკითხი, თუ ორგანიზატორებს ჩაფიქრებული აქვთ მისი მოწყობა ისეთ ქვეყანაში, რომლის მთავრობა და ხალხი არ იზიარებს ამერიკული  ისტებლიშმენტის შეხედულებებს.

მაგალითად, 2008 წელს აშშ კონგრესმა კინაღამ კენჭი უყარა პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტირებას. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს სენატორებმა ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმა. ავტორებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას მოსთხოვეს, ურთიერთობა გაეწყვიტა იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც საერთო ენა ვერ მონახეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაშინ ყველაფერი დალაგდა მას შემდეგ, რაც აშშ ოლიმპიური ნაკრების ოფიციალურმა სპონსორმა განაცხადა, რომ «Nიკე-ის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვას, მაგრამ კონტრაქტის თანხა იმდენად დიდია, რომ აშშ-ის ნაკრები უეჭველად გაემგზავრება პეკინში, რაც გინდა მოხდეს».

აშშ კონგრესს მეორედ ხელი მაშინ მოეცარა, როცა ბელარუსის რესპუბლიკაში ჰოკეის მსოფლიო პირველობის 2014 წლის მაისში გამართვის ბოიკოტირებას შეეცადა. მაშინ 30-მდე კონგრესმენმა მოითხოვა მინსკისთვის მასპინძლის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ ჰოკეის მსოფლიო ფედერაციამ მათ მხარი არ დაუჭირა.

ბოლო მცდელობა სოჭის ოლიმპიადაზე უარის თქმა იყო. მიზეზი _ თუ რუსეთი ედუარდ სნოუდენს არ გამოაძევებს, ამერიკელი სპორტსმენები სოჭში არ გაემგზავრებიან. ამისკენ მოუწოდებდნენ სენატორები _ ლინდსი გრიმი და ჯონ მაკკეინი (ამ უკანასკნელს ვიეტნამში აშშ აგრესიის დროს ტყვეობაგადატანილი დამარცხებულის სინდრომი და რევანშის წყურვილი, ეტყობა, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება), მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ; დღეს რუსეთის მდგომარეობა მსოფლიოში ისეთია, რომ, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აშშ ერთადერთი გამონაკლისის უსიამოვნო როლში აღმოჩნდებოდა.

ამერიკელების დელეგაცია სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო.

ეს მცდელობაც ჩაეფუშათ.

ამერიკელ მრჩეველთა დაჟინებული ჩიჩინის მიუხედავად, სოჭში საქართველოს სპორტსმენებიც გაემგზავრნენ, რომელთაც, რუსეთის პირველი ტელეარხის კომენტატორ დარია ასლამოვას თუ დავუჯერებთ, საზეიმო გახსნაზე დამსწრენი სიხარულით შეეგებნენ: «გამარჯობა, გენაცვალე!», თუმცა სრულიად გაუგებარი და უადგილო იყო რეპლიკა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების მოკლე პერიოდში ორჯერ შეცვალა თავისი დროშა.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩაშლილ ბოიკოტს შეეგუებოდნენ აშშის ქორები და, მართლაც, თავიანთ სამიზნედ მათ აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

შეუტიეს რუსეთს და რატომღაც «მხედველობიდან გამორჩათ», რომ აშშ  კანონმდებლობაშიც ზუსტად ის პრინციპებია დაფიქსირებული, რომელთა გამოც რუსეთის ამ ყბადაღებული კანონის წინააღმდეგ ილაშქრებენ ამერიკელები.

სწორედ ამაზე წერენ იელის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორები იენ ეირესი და უილიამ ესკრიჯი თავიანთ სტატიაში, რომელიც The Washington Post-მა 4 თებერვალს გამოაქვეყნა და დღეს უმნიშვნელო შემცირებით გთავაზობთ.

«ანტიგელური კანონი რუსეთში და აშშ თვალთმაქცობა»

…სხვათა პრობლემების მიმართ მგრძნობიარე მსოფლიო ლიდერები, პრეზიდენტ ობამას ჩათვლით, რუსეთს გეების სტიგმატიზაციის გამო აკრიტიკებენ.

მათგან ბევრს, ვინც ახლა რუსეთს აკრიტიკებს, გაუკვირდება, როცა 2014 წელს თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოს კანონებში აღმოაჩენს ასეთ შუასაუკუნეობრივ დებულებებს:

«ადგილობრივი სასკოლო საბჭოს მიერ მოწონებული მასალებიუნდა შეესაბამებოდეს კანონს და განათლების კომიტეტის მიერ მიღებულ ნორმებსრომლებიც კრძალავს სასკოლო მასალებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას»;

«არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით»;

«არც ერთმა ოლქმა თავის სასწავლო კურსებში არ უნდა ჩართოს მასალები: 1. რომლებიც პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალური ცხოვრების წესს; 2. რომლებიც პოზიტიურად წარმოაჩენს ჰომოსექსუალობას, როგორც ალტერნატიულ ცხოვრების წესს; 3. რომლებიც ცდილობს, დაადასტუროს, რომ არსებობს ერთსქესიანთა სექსის უსაფრთხო მეთოდები».

«მასალებმა, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ განათლებასთან და სექსუალური ურთიერთობების გზით გავრცელებულ დაავადებებთან, ფაქტებზე დაყრდნობით ხაზი უნდა გაუსვას, რომ, ჯანდაცვის თვალსაზრისით, ჰომოსექსუალობა არ შეიძლება ვაღიაროთ საზოგადოებრივად მიღებულ ცხოვრების წესად, ასევე, რომ ჰომოსექსუალური ქცევა ითვლება სისხლისსამართლებრივ დანაშაულად».

ამ ოთხი ციტატიდან (მეორის გამოკლებით) სამი ამოკრეფილია ამერიკის კანონმდებლობიდან.

იუტას შტატი კრძალავს «სასწავლო მასალებში ჰომოსექსუალობის პროპაგანდას». არიზონის შტატი გამოდის «ჰომოსექსუალობის, როგორც ცხოვრების ალტერნატიული წესის წარმოდგენის» წინააღმდეგ და კანონმდებლობით კრძალავს, რომ ბავშვებს უთხრან, თითქოს არსებობს «ერთსქესიანთა სექსის უსაფრთხო მეთოდები». ალაბამასა და ტეხასის შტატებში მოითხოვენ, რომ სექსუალური განათლების გაკვეთილებზე ხაზი გაესვას ჰომოსექსუალობის საზოგადოებრივ მიუღებლობას.

ჰომოსექსუალობის პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ნორმები აშშის რვა შტატში და კიდევ რამდენიმე ქალაქსა და ოლქში მოქმედებს. ამიტომ, სანამ რუსეთის კანონს დაგმობენ სიტყვისა და აკადემიურ თავისუფლებათა შეზღუდვის გამო, შეერთებულმა შტატებმა, უპრიანი იქნება, აღიაროს, რომ ჩვენი საკუთარი მმართველობის რესპუბლიკური ფორმა არაერთხელ შობდა ანალოგიურ შეზღუდვებს.

შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ამ მაგალითში ყურადღება  გამახვილებულია იმაზე, თუ რისი თქმა შეიძლება ბავშვებისთვის და რისი _ არა. 2013 წლის რუსეთის კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იგი მიმართულია ბავშვების დასაცავად ისეთი ფაქტორებისგან, რომლებიც «ნეგატიურად მოქმედებს მათ ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ფსიქიკურ, სულიერ და ზნეობრივ განვითარებაზე». ამერიკული კანონების მომხრეებიც იმოწმებენ მსგავს არგუმენტებს. ზუსტად ისევე, როგორც ამ თვეში პრეზიდენტი პუტინი, ამერიკის კანონები აფრთხილებს გეებსა და მათ მომხრეებს: «თავი დაანებეთ ბავშვებს, გეთაყვა»…

პუტინმა დაარწმუნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომ რუსეთში მიღებულ კანონს წმინდა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ შეერთებულ შტატებში ოფიციალურად სანქცირებული წინასწარაკვიატებულობა ხელს უწყობს ჭაბუკი გეების დევნას და მათ შორის თვითმკვლელობის რაოდენობის ერთერთ ფაქტორად ითვლება.

მსახიობმა და დრამატურგმა ჰარვი ფირსტაინმა შეერთებულ შტატებს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, რადგან რუსეთში კრძალავენ «ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას». მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2002 წელს აშშ-მა სიამაყის გრძნობითა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გააგზავნა თავისი ოლიმპიური დელეგაცია შტატში, რომელშიც ზუსტად იგივეა აკრძალული, რაც რუსეთში…

…ახლა კი პუტინს მშვიდად შეუძლია უპასუხოს ამერიკულ კრიტიკას: «ფარისეველო, გამოიძრე თვალიდან დირე!» (www.inosmi.ru).

პედერასტებით გაჯერებული აშშის ოლიმპიური გუნდი

რახან ოლიმპიადის ბოიკოტირება არ გამოუვიდა, პრეზიდენტმა ობამამ მწყაზარი გამომეტყველების შესანარჩუნებლად ცუდი თამაშის დროს გასცა განკარგულება, რუსეთის ჯინაზე აშშ ოლიმპიური დელეგაციისა და ნაკრები გუნდის ლგბტ წარმომადგენლებით გაჯერების შესახებ.

ორიგინალურად აღიქვა ბატონმა პრეზიდენტმა რუსეთში მიღებული კანონი, რომელიც «იცავს ბავშვებს მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის საზიანო ინფორმაციისგან» და არამც და არამც არ ზღუდავს მოზრდილი ადამიანების, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეების პირად უფლებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ჩადიან.

17 დეკემბერს დამტკიცებულ აშშ დელეგაციის შემადგენლობაში ორი ლესბოსელი ქალია _ ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი და ჰოკეისტი კეიტლინ კეჰოუ, რომლებიც აღჭურვილნი არიან უფლებით, ილაპარაკონ ობამას სახელით. იტალიური La Republica-ს აზრით, ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისადმი «ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ». და აქაც თეთრი სახლის საამებლად მცდარად არის დასმული აქცენტები.

დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ექსჩემპიონმა ფიგურულ სრიალში ბრაიან ბოიტანომ საჯაროდ აღიარა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. უეჭველია, რომ ეს აღიარება დაკავშირებულია «სახელმწიფოებრივ აუცილებლობასთან», როგორც ეს თეთრ სახლს აქვს წარმოდგენილი. სხვაგვარად რთულია იმის წარმოდგენა, რატომ გაამჟღავნა სამოც წელს მიღწეულმა სპორტსმენმა თავისი საიდუმლო, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა.

ობამას დავალების შესაბამისად, სპორტში გეებისა და ლესბოსელების საზოგადოების Athlete Ally-ის მმართველობის წევრმა ბრაიან ელნერმა, რომელსაც თავი უნდა დაედგა ლგბტ-ს მომხრე სპორტსმენების რაოდენობის გაზრდისთვის, არაორაზროვნად მიანიშნა: «ველოდებით, რომ ბევრი სპორტსმენი სოჭში გადადგამს სამართლიანობის მხარდამჭერ ნაბიჯებს».

«თუ რუსეთს თავის სპორტსმენთა შორის არ ჰყავს გეები და ლესბოსელები, ეს მის გუნდს მხოლოდ აუძლურებს», _ თავის მხრივ დარწმუნებით აცხადებს ბარაკ ობამა.

გეიისტერია სინამდვილეში თვით აშშ-ის გუნდს აუძლურებს. თავად განსაჯეთ:

«ოლიმპიადაზე მომეცემა უნიკალური საშუალება, _ განაცხადა მოციგურავე ფიგურისტმა ეშლი ვაგნერმა, _ …საკუთარი აზრის გამოთქმის. ჩემს ოჯახში არიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ბევრი მეგობარი მყავს მათი თანამეგობრობიდან. მე, ფაქტობრივად, მათ წრეში ვიზრდებოდი», _ ციტირებდა სპორტსმენ ქალს USA Today. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეშლი ვაგნერი სულაც არ არის ამერიკული ფიგურული სრიალის პრიმა _ აშშ-ის წლევანდელ ჩემპიონატში მან მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მაგრამ მაინც და მაინც იგი ჩართეს გუნდში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებთან ერთად. მირაი ნაგასუ, რომელმაც ბრინჯაო დაიმსახურა, ბორტს მიღმა დატოვეს. ამ როქმა, საეჭვოა, გააძლიეროს აშშ-ის ნაკრები.

ვანკუვერის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოდე მილერმა 2012 წლის გაზაფხულზე მუხლის ოპერაცია გაიკეთა და წელიწად-ნახევარი არ უვარჯიშია. სოჭში მისი გამგზავრება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მაგრამ მისი ინტერვიუების სერიის შემდეგ, რომლებშიც მან გააკრიტიკა რუსეთის ზემოთ აღნიშნული კანონი, იგი აშშ-ის ნაკრებში ჩართეს.

ეს ცალკეული ფაქტებია თუ დაგეგმილი ტენდენცია? როგორ გავიგოთ?

ყოველ შემთხვევაში, 34-მა ამერიკელმა ოლიმპიელმა განაცხადა, რომ მიემგზავრებიან სოჭში სექსუალურ უმცირესობათა მხარდასაჭერად.

მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მოაწყვეს «ამბოხი ხომალდზე». უპირველესად, ეს იყო ორგზის ოლიმპიელი ფიგურისტი და აშკარა გეი ჯონ ვეირი, რომელსაც მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში უტევდა ლგბტ თანამეგობრობა ხმის ამოუღებლობისთვის. ბოლოს და ბოლოს, როცა ვეირი დარწმუნდა, რომ მისგან ანტირუსული კამპანიის ხატის გაკეთება სურდათ, უარი თქვა კვალიფიკაციურ შეჯიბრში მონაწილეობაზეც კი. «ოლიმპიადა ის ადგილი არ არის, სადაც უნდა იბრძოლო სექსუმცირესობათა უფლებებისთვის. ოლიმპიადა სპორტული შეჯიბრების ასპარეზია და არა პოლიტიკური მოვლენა», _ აღიარა სპორტსმენმა.

ეტყობა, უნდა დავეთანხმოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ მარიო პესკანტეს, რომელმაც ობამას გადაწყვეტილებას ოლიმპიადაზე არატრადიციული სექსუმცირესობის მიმდევარ სპორტსმენთა გაგზავნას «პოლიტიკური გამომძალველობა» უწოდა. «აბსურდია, როცა აშშ რუსეთში ოთხ ლესბოსელს აგზავნის მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზი გაუსვას _ მათ ქვეყანაში სექსუმცირესობებს აქვთ უფლებები. თამაშები არ უნდა იყოს ადამიანის უფლებათა განმტკიცების მოედანი, რადგან სპორტული მოძრაობა ისედაც განამტკიცებს მათ», _ დაასკვნა პესკანტემ.

მოამზადა არმაზ სანებლიძემ

 

1 COMMENT

  1. ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ! ნაც-ოცნების საუკეთესო მეგობარია, ამერიკა,ევროპის კავშირი და პედარასტები,ლესბოსელებით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here