Home რუბრიკები პოლიტიკა ოცნება კი არა, ღალატი!

ოცნება კი არა, ღალატი!

721

როგორც მოვლენები გვიჩვენებს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის «ქართულმა ოცნებამ» საქართველოს მოსახლეობას იმედები გაუცრუა. ვიდრე ის პოლიტიკაში შემოვიდოდა, ქართველი ხალხის საკმაო პატივისცემით სარგებლობდა. ჟურნალისტები როცა მეკითხებოდნენ _ ვის ვისურვებდი პრეზიდენტად და პრემიერმინისტრად, ვპასუხობდი: პრეზიდენტად მხარს დავუჭერ ჯუმბერ პატიაშვილს, ხოლო პრემიერმინისტრად ბიძინა ივანიშვილს ვისურვებდი _ საქართველოს დიდ პატრიოტს და მეცენატს. მის მიერ საქართველოში გაკეთებული სამშენებლოსარესტავრაციო სამუშაოები და ინტელიგენციის გარკვეული ნაწილისთვის გაწეული ფინანსური დახმარებები ამის საფუძველს იძლეოდა, ჭორვილაში მისი დასახლება კი გვეუბნებოდა, რომ მას ქართული მიწა უყვარდა.

 

ახლა უკვე გასაგებია, რისთვის დასახლდა თავის მშობლიურ სოფელში… საქართველოს ფარგლებს გარედან საქმიანობით იგი ერის ასეთ სიყვარულს ვერ მოიპოვებდა, ვერ შეძლებდა მასონურ-სიონისტური ძალების იმ გეგმების განხორციელებისთვის წარმატებულ ბრძოლას, რომელიც დააკისრეს.

ბატონ ბიძინას ქართული მიწა, ალბათ, უყვარს, მაგრამ ქართველი მშრომელი ხალხი _ ერი უყვარს? ამაშიც, არ გვინდა, ეჭვი გვეპარებოდეს, მაგრამ არჩევნების შემდეგ მისი მოქმედება ამ კითხვას ბადებს.

აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად წლების მანძილზე ამზადებდნენ ის ძალები, რომლებიც მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარებას ესწრაფვიან და რომლებმაც სააკაშვილი მოიყვანეს. ამ ძალების მიზანი იყო დისკრედიტირებული და ხალხის საძულველი სააკაშვილის ჩანაცვლება. ეს ისე ოსტატურად იყო მოფიქრებული და ხორცშესხმული, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ივანიშვილს ბრმად დაუდგა გვერდით. მის მოქმედებას, პოლიტიკურად გაეცოცხლებინა და გაეაქტიურებინა ერის საძულველი პარტიები და პოლიტიკოსები, კრიტიკა და უარყოფა არ მოჰყოლია.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად თავისუფლების ინსტიტუტისა და მეხუთე კოლონის _ ე. წ. არასამთავრობოების წევრებისგან დააკომპლექტა. მან რეანიმაცია გაუკეთა ხალხისგან უარყოფილ «ნაციონალურ მოძრაობასაც». ივანიშვილის ხელისუფლებაში მომყვანნი მისგან მოითხოვდნენ საქართველოში ორპარტიული მმართველობითი სისტემის შექმნას. ეს დავალება შესრულებულია; მომავალში ხელისუფლებაში იქნებიან რესპუბლიკელები (და არა «ქართული ოცნება»!) და «ნაცმოძრაობა».

არჩევნების წინ «ქართული ოცნების» ხელმძღვანელები, დეპუტატობის კანდიდატები ქართველი ხალხის ინტერესების ცხოვრებაში გამტარებლებად გვისახავდნენ თავს; გვპირდებოდნენ საარსებო მინიმუმის გაზრდას ბიოლოგიურ მოთხოვნილებამდე, რაც 2012 წლისთვის 250 ლარამდე ითვლებოდა. ახლა ეს საარსებო მინიმუმი 150 ლარად აქციეს და გვეუბნებიან _ ამის შესაბამისად პენსიაც გავზარდეთო. საჯაროდ აცხადებდნენ სამართლიანობის აღდგენას, უსამართლოდ დაპატიმრებულთა განთავისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით დაპირებები არ სრულდება.

როცა «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოვიდა, თავი სააკაშვილის ნაკეთები საქმეების სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა: მთლიანად მოიწონა საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის აღმშენებლობაც დადებითად შეაფასა, კრიტიკა დაუთმო ფინანსების დატაცებას, ზოგიერთ ბიზნესმენზე ზეწოლასა და ქონების წართმევას.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა «ქართულმა ოცნებამ» იგნორირება გაუკეთა ქართველი მშრომელი ხალხის _ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გრძნობებსა და სურვილებს _ დამორჩილდა ანტიქართულ, ანტიეროვნულ ძალებს და ფეხქვეშ გათელა თავისივე დაპირებები.

რატომ არ დაბრუნდა დავით აღმაშენებლის ძეგლი თავის ძველ ადგილზე? რატომ არ ხდება ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალის აღდგენა? რატომ არ ხდება სააკაშვილის ერთგული მონების გამოყვანა საბიუჯეტო სამსახურიდან და იქ იმ ადამიანების დასაქმება, რომლებმაც «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მიიყვანა?

რატომ გრძელდება ჰიპოთეკარ და ბანკირი ყაჩაღების მიერ ბინებიდან ადამიანების გამოყრა?

რატომ გრძელდება ძეგლებისა და სიწმინდეების წინააღმდეგ ბრძოლა? როცა ივანიშვილი გორში, ამომრჩეველთა წინაშე გამოვიდა, თქვა, რომ სტალინის ძეგლი აუცილებლად დაბრუნდებოდა თავის ძველ ადგილას. ამ განცხადებით მან კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე სტალინელთა უზარმაზარი არმია მიიმხრო.

სტალინის თემა არაა უბრალო საკითხი. მისი ძეგლი გორში დაიდგმება თუ არა, არც ეს წყვეტს ბევრ რამეს. სტალინის ფენომენი ეს ზოგადსაკაცობრიო საკითხია. სტალინის სახეს და სახელს ვერც «ქართულ ოცნებაში» გაერთიანებული პარტიების ლიდერები, ვერც . . ნაციონალები და მათი ტვინგახურებული სააკაშვილი, ვერც მასონურსიონისტური მოძრაობის არმია თავისი უზარმაზარი კაპიტალით ვერაფერს დააკლებს.

ი. ბ. სტალინის სახელი მშრომელ ადამიანებში ასოცირდება კაცობრიობის უკეთესი ცხოვრების, თანაბარი პირობების შექმნის მოწყობასთან, ჩვენს პლანეტაზე მშვიდობის, ძმობის, მეგობრობის დამყარებასთან. ეროვნულ სახელმწიფოებში ძირითადი რელიგიური კონფესიებისადმი პატივისცემის გამოხატვაში.

სტალინი, როგორც მართლმადიდებლური ერის წიაღიდან გამოსული და ასევე მართლმადიდებლური დიდი ქვეყნის ხელმძღვანელი, განსაკუთრებულ ყურადღებას მართლმადიდებლურქრისტიანულ რელიგიას აქცევდა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში ხელისუფლება კომუნისტებთან მიტმასნილმა მასონურ-სიონისტურმა წრემ აიღო. ამ ჯგუფის სათავეში იყო ცნობილი მასონ-სიონისტი ტროცკი, რომლის უშუალო მითითებით მასობრივად დაიწყეს არა მარტო მართლმადიდებლური ეკლესიის, არამედ რუსეთისა და საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ინტელიგენციისა და ჭეშმარიტი პატრიოტების განადგურება.

სტალინის ხელმძღვანელობით მასონსიონისტების თარეში აღიკვეთა მთელ საბჭოთა კავშირში, გადაარჩინა მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება, ააშენა ისეთი სახელმწიფო, რომელმაც მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან.

სტალინმა იცოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ძალები შურს იძიებდნენ _ გალანძღავდნენ სტალინს, დაანგრევდნენ სოციალიზმს და საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბოლოო წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდნენ.

1939 წლის ნოემბერში ი. ბ. სტალინმა კრემლში მიიღო საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეციაში ალექსანდრა კოლონტაი. მან მასთან საუბრისას თქვა: «მსოფლიო სიონიზმი მთელი ძალებით ეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს წამოდგომა. საბჭოთა კავშირის ძლიერება ხალხთა მეგობრობაშია. მძაფრი ბრძოლა, უპირველესად, მიმართული იქნება ამ მეგობრობის დარღვევისკენ

განსაკუთრებული ძალით თავს ნაციონალიზმი წამოყოფს. ის დროის რაღაც მონაკვეთში ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შეავიწროებს, მხოლოდ მცირე ხნით. ერებს შიგნით წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გამოჩნდებიან  ბელადიპიგმეები, თავისი ერის გამყიდველები.

 მომავალში ვითარება ძალზე გართულდება და მძაფრი გზითაც წავა, მოსახვევები უსაზღვროდ მრუდე იქნება. საქმე იქეთკენ მიდის, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთი აფორიაქდება. დასავლეთთან მძაფრი დაპირისპირება მოხდება

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა: სტალინის დროს მე მილიარდელი ვერ გავხდებოდიო.

მართალი ბრძანდებით, ბატონო მილიარდერო! სამაგიეროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, მთლიანად დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაცილებით უკეთესი და უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე თქვენი მილიარდერობის დროსაა.

როცა საქართველოს კათალიკოსპატრიარქმა პატივისცემითა და სიყვარულით შეამკო სტალინის სახელი, ბიძინა ივანიშვილმა სტალინი ჰიტლერს გაუთანაბრა და მწვანე შუქი აუნთო ხალხის მიერ სიყვარულით აგებული სტალინის ძეგლების ნგრევას.

პოლიტიკა, რომელსაც «ქართული ოცნება» ახორციელებს, არაა ქართული, ქართველი ერის სასიკეთოდ მიმართული. იგი კოსმოპოლიტური პოლიტიკაა, ქართველი ერის თვითმყოფადობის გაქრობის პოლიტიკაა. საქართველოს ისტორიული წარსულისადმი ვითომ პატივისცემა, ძველი კულტურის ძეგლების რესტავრაცია არ ნიშნავს ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას. როცა ხალხს დაპირებებს აძლევ, მოიპოვებ მის მხარდაჭერას, ხდები ხელისუფალი, შემდეგ არ ასრულებ დანაპირებს და საწინააღმდეგოს აკეთებ, კარგავ უფლებას, იყო ხელისუფლებაში.

დღეს საქართველოს არ ჰყავს ერისა დაქვეყნის ინტერესების გამომხატველი, გამტარებელი პარლამენტი და მთავრობა. «ქართული ოცნება» «ნაციონალების» გზას აგრძელებს, გზას, რომელიც ხალხმა დაგმო. რევოლუციის სუნი ჰაერში ტრიალებს.

ხალხის მოთმინების ფიალა ივსება!

ვილჰელმ მახარაძე,

საქართველოს სახალხო პატრიოტული კავშირის თავმჯდომარე,

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here