Home რუბრიკები პოლიტიკა ბჟეზინსკის მრევლი

ბჟეზინსკის მრევლი

635

«საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელიისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას. ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს», _ განაცხადა საქართველოს #1-მა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა 4 თებერვალს მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

 

ივანიშვილის ამ განცხადებამ ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია, რადგან ყველას ახსოვს, რა დაპირებებითა და ვისი მხარდაჭერით მოვიდა «ქართული ოცნების» ლიდერი ხელისუფლების სათავეში. ეს დაპირებები იყო სამართლიანობის აღდგენა, განათლების, კულტურისა და სპორტის აღორძინება, ეროვნული ფასეულობებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა თავდასხმებისგან, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და სხვ. რაც შეეხება მხარდაჭერას, «ნაციონალური» რეჟიმის დამხობასა და არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვებისთვის ხალხის მობილიზებაში უდიდესი წვლილი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურთ მიუძღვით. სწორედ ამიტომ იყო მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პატრიარქისა და საპატრიარქოს არცთუ საფუძვლიანი საჯარო კრიტიკა, რომელსაც «ნაცმოძრაობის» ლიდერი და პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილიც ვერ ბედავდა.

ივანიშვილის ზემოაღნიშნული განცხადება პატრიარქის მიმართ ოლიგარქის ამბორი იყო!

თუმცა, თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებს გავაანალიზებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში გასაკვირი არაფერია.

2012 წლის არჩევნების შემდეგ ხომ დასავლეთის თითის დაქნევით დაიწყო .. კოაბიტაცია, რაც იმას გულისხმობდა, რომ «ნაცმოძრაობის» მიერ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის მიმართ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ უბოროტეს დანაშაულებზე თვალი უნდა დაგვეხუჭა და «ნაცმოძრაობის» გაზულუქებულ და ქართველი ხალხის სისხლში ხელებგასვრილ ლიდერებს _ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს და სხვებს ყველაფერი შერჩენოდათ. და ეს იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, ამჟამინდელი ხელისუფლებაც თვალებში შესციცინებს ამერიკელ და ევროპელ პატრონებს და მათ განკარგულებებს უსიტყვოდ ასრულებს. სხვაგვარად რომ მოიქცეს ბიძინა ივანიშვილი, გასაკვირიც კია, რადგან იმ 8-მილიარდიანი ქონებისგან, რომელიც მან რუსეთში იშოვა და შემდეგ უცხოეთში გადაიტანა, სწორედ დასავლეთის გავლენიანი ძალების ძალისხმევით აღარაფერი დარჩება. სხვათა შორის, ეს ის ძალებია, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლების საქმეში ეკლესიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეკლესიისგან მოდის ის ნათელი, რომელიც ადამიანს ზნეობას ანიჭებს. ზნეობრივ ადამიანს კი ვერც ერთ ბინძურ სქემაში ვერ ჩასვამ, ამიტომაც ცდილობენ მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვასა და უზნეობის დამკვიდრებას _ ლაფს ასხამენ და მიზანმიმართულად ებრძვიან ავტორიტეტებს, ხალხში სოლიდარობის განცდა და თანაგრძნობა რომ არ არსებობდეს.

«კომუნიზმის დამხობის შემდეგ აშშის მთავარი მტერი მართლმადიდებლობაა _ ამ ფრაზის უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგს, ცნობილ პოლიტოლოგსა და სოციოლოგს  _ ზბიგნევ ბჟეზინსკის მიაწერენ.

«ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და რეგულარულად შევუწყობთ ხელს მექრთამე მაღალჩინოსნების თვითნებობას. პატიოსნება და წესიერება კი დაცინვის საგანი გახდება, საჭირო აღარ იქნება და დავიწყებას მიეცემა. უზრდელობა და თავხედობა, ტყუილი და თაღლითობა, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთის მიმართ ცხოველური შიში, ღალატი, ხალხებს შორის შუღლი _ ამ ყველაფერს ჩვენ შეუმჩნევლად დავნერგავთ. და მხოლოდ ცოტა, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მიხვდება, რაც ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს უმწეო მდგომარეობაში ჩავყრით, დაცინვის ობიექტებად ვაქცევთ და საზოგადოებას ლექად გამოვაცხადებთ. ამოვძირკვავთ სულიერ ფესვებს, გავრყვნით და გავანადგურებთ ხალხის ზნეობას. მთავარი მიზანი კი ახალგაზრდობის გარყვნა იქნება. ჩვენ მათ ცინიკოსებად, ურწმუნო ადამიანებად და კოსმოპოლიტებად ვაქცევთ», _ ეს საშინელი განზრახვა კი, რომლის სისრულეში მოყვანა უკვე დაწყებულია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შემქმნელსა და მის პირველ შეფს _ ალან უელშ დალესს (1893-1969) ეკუთვნის. აი, ამ ძალებს ემორჩილებოდა სააკაშვილის ხელისუფლება და ემორჩილება ამჟამინდელიც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დასავლეთის, პირველ რიგში კი, ნატოს, ძალისხმევით გაანადგურეს სერბეთში ათასობით მართლმადიდებლური ეკლესია და კულტურის ძეგლი, სწორედ ნატოს ჯარების წაყრუებით ჰკიდებდნენ კოსოვოში მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს სამრეკლოებზე, სწორედ დასავლეთის ძალისხმევით გაიხლიჩა საბერძნეთისა და რუმინეთის ეკლესიები. ახლა კი საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს კრიტიკით (არადა, კრიტიკას ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი _ დეპუტატი თუ მინისტრი _ უფრო იმსახურებს), მათი ავტორიტეტის შელახვით ცდილობენ, ქართველ ხალხს სულიერება და ზნეობა მოუსპონ, შესაბამისად _ მომავალიც.

საქართველოს პატრიარქის გაკრიტიკებამ აღფრთოვანება გამოიწვია «ნაცმოძრაობის» წევრებსა და მათ აპოლოგეტებში. მათ შორის აღსანიშნავია ვინმე «ანჟელა» _ გიორგი მაზმანიანი, რომელსაც გეიაღლუმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ და რომლის კერპიც მიხეილ სააკაშვილია.

და რაც აღაფრთოვანებს «ანჟელას», ის საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის სასიკეთო იქნება?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here