Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის სჭირდება ირაკლი ალასანიას «ნაცზონდერები» სამინისტროში?

რისთვის სჭირდება ირაკლი ალასანიას «ნაცზონდერები» სამინისტროში?

938

იმ გახმაურებულ საქმეთაგან, რომლებიც «ნაცების» სახელს უკავშირდება, ერთერთია გენერალი სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე. 2012 წლის არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლება ამ საქმის გამოძიების მნიშვნელობაზე თავიდანვე საუბრობდა, მაგრამ «ჯაშუშობის საქმის» სულისჩამდგმელები ჯერ კიდევ არ არიან დაკავებულნი, უფრო მეტიც, ზოგი მათგანი დასაკითხთა სიიდანაც ამოიღეს და დააწინაურეს კიდეც თავდაცვის სამინისტროში. რისთვის სჭირდება ირაკლი ალასანიას «ნაცზონდერები» სამინისტროში? რატომ აფარებენ ხელს დამნაშავეებს? _ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» სერგო თეთრაძის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ესაუბრება:

 

_ დაახლოებით ორი თვის წინათ მოვითხოვე შეხვედრა ირაკლი ალასანიასთან. მას მივაწოდე ყველა იმ ადამიანის გვარ-სახელი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თეთრაძის უკანონო დაკავებასა და წამებაში ციხეში მიყვანამდე. თავდაცვის მინისტრს ვკითხე, _ რატომ იკავებდნენ დამნაშავეები თანამდებობებს?

საქმე ის არის, რომ ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი გახდა, ეს ადამიანები კადრების განკარგულებაში გადაიყვანა, მაგრამ  მისი მოადგილის, ირაკლი გეგეჭკორის, ბრძანების საფუძველზე კვლავ აღადგინეს და დაზვერვის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობებზეც დაინიშნენ. გეგეჭკორის ბრძანებით დაინიშნა კობა თოდუაც, რომელიც, გახსოვთ, ალბათ, სამეგრელოში ნაპოვნი კასრების საქმეზე დააპატიმრეს.

 შეხვედრის შემდეგ მინისტრი დამპირდა, რომ საქმეს შეისწავლიდა და ყველა დამნაშავეს გაათავისუფლებდა. სამი დღის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ადამიანები, რომლებიც სერგო თეთრაძის საქმეში ფიგურირებდნენ, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. გენერალი თეთრაძის საქმეზე ბევრი ადამიანია დაპატიმრებული, ეს მხოლოდ ის ხალხია, რომელმაც თეთრაძე უშუალოდ ციხეში აწამა, მაგრამ თეთრაძე ციხეში მიყვანამდეც ნაწამები იყო და მისი დაპატიმრებაც უკანონოდ მოხდა. თეთრაძის წამების საქმეზე რამდენიმე ადამიანია ბრალდებული: ალექსანდრე მუხაძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, მეგის ქარდავა, რომელიც სერგო თეთრაძის წამების ნაწილში რატომღაც გამართლდა, ბრალი ლონდარიძისა და გორელაშვილის წამებაში  დასდეს (ლონდარიძე და გორელაშვილი თეთრაძესთან ერთად «ჯაშუშობის საქმეში» ფიგურირებენ). დანარჩენები კი დაუსჯელნი არიან, ისინი თავდაცვის მინისტრმა ჩვენ მიერ მიწოდებული ფაქტების შედეგად კადრების განკარგულებაში გადაიყვანა. შემდეგ კი ვინმე თენგიზ კვარაცხელიას სახელით ალასანიასთან მივიდა წერილი, რომლითაც ის მინისტრს ატყობინებდა, რომ თეთრაძის საქმეზე ბრალდებულებს, რომლებიც კადრების განკარგულებაში არიან გადაყვანილები, ბრალი არ უმტკიცდებათ.

_ ვინ არის ეს კვარაცხელია?

_ როგორც მითხრეს, მთავარი პროკურატურის პროკურორია. კვლევა და ბრალდების მოხსნა ლაშა ნაცვლიშვილისა და არჩილ კბილაშვილის დროს მოხდა. მაშინვე დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და იქ დამიდასტურეს, რომ ნამდვილად კვარაცხელიას წერილის საფუძველზე მოხდა ამ ადამიანების სამსახურებში დაბრუნება და დაწინაურება.

ლევან გაბუნია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა, ეს ადამიანი არაერთი მოწმის მიერ არის დასახელებული «ჯაშუშობის საქმეში».

2011 წლის 17 სექტემბერს სერგო თეთრაძე არაუფლებამოსილმა პირებმა დააპატიმრეს.  თეთრაძის დაპატიმრება ბაჩო ახალაიას სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოხდა. არაუფლებამოსილი პირები კი ნიშნავს იმას, რომ ისინი კადრების განკარგულებაში იყვნენ. არც ერთი მათგანი დღეს დამნაშავედ არ არის ცნობილი.

გამოძიებამ დღემდე საჭიროდ არ ჩათვალა ამ საქმეზე ბაჩო ახალაიას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილისა და გიგი კალანდაძის დაკითხვა. არ დაუკითხავთ ამ საქმის ზედამხედველი პროკურორები _ გიორგი ქევხიშვილი და რობერტ გრიგალაშვილი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ნაწილში იყო გიორგი ხვედელიძე, რომელიც შემდეგ გადაიყვანეს მთავარ პროკურატურაში და თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველი პროკურორი გახდა, მაშინ, როდესაც სერგო თეთრაძის წამების საქმის ძიება დაიწყო. არც ეს პიროვნებაა დაკითხული.

ჩვენი პროტესტიც ამან გამოიწვია, არაფრით შეიძლებოდა, რომ პირები, რომლებიც თეთრაძის საქმეში ფიგურირებდნენ, დარჩენილიყვნენ პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე, რადგან ისინი აუცილებლად ხელს შეუშლიდნენ გამოძიებას.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიებამ მთელი ბრალეულობა ციხის თანამშრომლებზე გადაიტანა, მაგრამ სინამდვილეში თეთრაძე ციხეში უკვე ნაწამები მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პროკურორმა კბილაშვილმა ისიც კი არ იცოდა, რამდენი წელი ჰქონდათ მისჯილი დამნაშავეებს. ამ თემაზე კამათიც მოგვივიდა. გამოძიებამ პროცესი ბოლოდან დაიწყო და მთელი ბრალეულობა ციხის თანამშრომლებზე გადაიტანა.

მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს: სერგო თეთრაძის საქმის გამოძიება სახელმწიფოს ღირსების საქმეა და ნუ წაუყრუებენ! ყველას კარგად გვახსოვს, ალასანიას, წულუკიანისა და კიდევ სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაპირება, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ. ფაქტები დღეს სულ სხვა რამეზე მეტყველებს, ხელისუფლება ცდილობს, რომ სასამართლო პროცესზე ნამდვილი დამნაშავეები არ დაიკითხონ და აშკარაა, რომ მათ ვიღაც ხელს აფარებს. ბოლო სასამართლო პროცესზე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელმა ხათუნა კალანდაძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ დასაკითხთა სიიდან ამოეღოთ გამომძიებლები: ქევხიშვილი, გრიგალაშვილი და ხვედელიძე, რამაც გაამძაფრა ეჭვი, რომ გამოძიება მათ ხელს აფარებს. გვაინტერესებს, ეს გადაწყვეტილება ხათუნა კალანდაძემ დამოუკიდებლად მიიღო თუ ვინმემ აიძულა. ის ჩვენ არ გვეკონტაქტება. ძალიან ბევრ ტყუილში გამოვიჭირეთ და მას შემდეგ პრესასთან და ტელევიზიასთან აღარ ჩნდება. არ დაჰკითხეს ლევან გაბუნიაც, რომელიც შემდეგ დააწინაურეს კიდეც. ის, რომ კბილაშვილმა ძიების შესახებ ბევრი დეტალი არ იცოდა, იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილებას გიგი კალანდაძე და ლაშა ნაცვლიშვილი იღებდნენ, ძიება სხვა მიმართულებით რომ წასულიყო.  27 იანვარს, როდესაც სასამართლო პროცესი დასრულდა, ყველანი შეურაცხყოფილები დავრჩით. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მეგის ქარდავა თეთრაძის წამების ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს შევხვდი და ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, მალე ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რადგან პროკურატურაზე მეტი ინფორმაცია ჩვენ გვაქვს.

_ რისთვის სჭირდება ალასანიას ნაცებისდროინდელი ზონდერებისთვის ხელის დაფარება? თუ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე და ბრალს ვერ უმტკიცებენ?

_ ეს თვითონ ალასანიას ჰკითხეთ. მან განაცხადა, მტკიცებულებები არ იყოო, მაგრამ ეს ადამიანები რისთვის დააწინაურა, არ ვიცი.

სასამართლო პროცესზე, როდესაც განაჩენი დადგა, დარბაზშივე დააკავეს თორნიკე გუნავა, რომელიც თეთრაძის დაკავებისას ერთერთი სამმართველოს უფროსი იყო. მას კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ალასანიამ სამსახურში აღადგინა  და დააწინაურა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ თორნიკე გუნავას თეთრაძის საქმეზე ბრალი არ ედებოდა, მისი დაკავება სხვა ეპიზოდზე მოხდა, ეს იყო გიორგი ჩიკვატიას დაკავების საქმე, რომელიც რატომღაც თეთრაძის საქმეს მიაბეს. უბრალოდ, თორნიკე გუნავას ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და მისი გარეთ ყოფნა ხელს არ აძლევდათ. ის კონკრეტული ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

_ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის?

_ იცით, რას გეტყვით? ლაშა ნაცვლიშვილი გახლდათ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ლობირებდა. ვინ არის ხათუნა კალანდაძე და რატომ აქვს ამხელა უფლება, რომ ძიებიდან ამოიღო იმ პროკურორების გვარები, რომლებიც საქმეში ძალიან ცუდად ფიგურირებდნენ?

«ჯაშუშობის  საქმეში»  თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ. ახალი დანიშნული იყო მეგის ქარდავა და ზაზა მჭედლიძემ მას საჩუქარი გაუკეთა, ასე ვთქვათ, გააპიარა, ეს ის ზაზა მჭედლიძეა, რომელიც ახლა ალასანიამ სამსახურში აღადგინა.

_ მაგდა, თუ შეგიძლიათ, იმ ადამიანების გვარები დაასახელოთ, რომლებმაც თეთრაძე ციხეში მიყვანამდე აწამეს?

_ ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ალექსანდრე მუხაზე, მეგის ქარდავა, თორნიკე გუნავა, ზვიად კაპანაძე, სერგო ბიწაძე, რატი მგელაძე, ხუჭუაშვილი (სახელი არ მახსოვს), მერაბ მეტრეველიმათ ბრალი წაუყენეს.

ლევან გაბუნიასთვის და ზაზა მჭედლიძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და სამსახურებში დააბრუნეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნაც-ოცნება გავიდა გაGმა! რაზე? მარილზე! ევროპუპსისტები ერთმანეთზე შეუგGლდნენ და მათ სავსებით აღარ სჩირდებათ განქორწინება და სამართლიანობის აღდგენა.მათ ისე შეუყვარდათ ერთმანეთი ოცნებასა და ნაცებს ვერც კი ამჩნევენ,ერთსექსიანი ქორწინება დასავლეთზე არა ჩვენებურია არა ტრადიციული და არა მართლმადიდებლური.

  2. ალასანია ხო კაცი არ არის. უნიჭოებს ურიგებს თანამდებობებს. სამხედრო პოლიციის მოადგილედ ბათუმში ნარკომანი , უტვინო, ხისთავიანი ზვიად თხილაიშვილი დანიშნა.დეპუტატ ანზორ თხილაიშვილის ბიჭი იმიტომ რომ ეს მამაშვილი ნაცებთან კოჰაბიტაციაში იმთავითვე იყვნენ როცა ოცნება მოვიუდა და გარანტიად სამსახურები მიიღეს ნაცებისგან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here