Home რუბრიკები პოლიტიკა შენ თავი მართლა ქვეეყნის პირველი პირი ხომ არ გგონია?!

შენ თავი მართლა ქვეეყნის პირველი პირი ხომ არ გგონია?!

553

. . მუხროვანის ამბოხის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ, სადაც შს იმჟამინდელი მინისტრი, ამჟამად განსასჯელის სკამზე მჯდომი ვანო მერაბიშვილი «დიდი პრემიის» სანაცვლოდ «ორ გვამს» ითხოვს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამ კადრებზე ხალხის რეაქცია თითქმის ისეთივეა, როგორიც 2012 წლის სექტემბერში . . ციხისცოცხების») კადრებზე იყო. ბევრი მოითხოვს, რომ ამ კადრებში ასახული პირები უნდა დაისაჯოს, მაგრამ ახალ ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული და კოაბიტაციით გათავხედებული «ნაცები» არათუ ბოდიშს იხდიან 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, არამედ აქეთ გადმოდიან შეტევაზე.

 

ამის ნათელი მაგალითია ახლახან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საგარეო საქმეთა ყოფილის მინისტრის _ ეკა ტყეშელაშვილსა და აშშ-ში ყოფილი ელჩის _ თემურ იაკობაშვილს თანხლებით ჩასული პრეზიდენტყოფილისა და «ნაცმოძრაობის» ლიდერის _ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ქართველი ჟურნალისტების თხოვნაზე, შეეფასებინა ზემოაღნიშნული სკანდალური კადრები. «პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. მაგრამ ეს, რაც აქ ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცებინუ ჩამრევთ».

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად აღარ არის და არც რაიმე სხვა წარმომადგენლობითი სტატუსი აქვს, მიუნხენის კონფერენციაზე სააკაშვილიც ისეთივე ამალითა და რაოდენობრივი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. დიახ, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასაც პრემიერ ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძისა და თავდაცვის მინისტრ ალასანიას ტრიო წარმოადგენდა… ამით სააკაშვილმა უსიტყვოდ, მაგრამ საჯაროდ მიანიშნა ღარიბაშვილს, შენ თავი მართლა ქვეეყნის პირველი პირი ხომ არ გგონიაოდა ეს ძალიან მძიმედ აღსაქმელი იყო «ოცნების» მხარდამჭერებისთვის, რადგან მათ ქჰონდათ განცდა, რომ ასეთ შეკითხვას სააკაშვილს მოქმედი ხელისუფლება იქეთ დაუსვამდა და არ დაუშვებდა პარპაშს ყოფილი პრეზიდენტისარომელიც, ვინაიდან  საკუთარ ქვეყანაში არ დაედგომება, ლექციების წაკითხვის საბაბით, ოკეანისგაღმელ პატრონებს შეეხიზნამოდი და გაიგე, ამის მერე ვინ არის ყოფილი და ვინ კიდევ მოქმედი ხელისუფალი

უფრო მეტიც, ჟურნალისტის შეკითხვაზე სააკაშვილის ზემომოყვანილი პასუხიდან ჩანს, რომ მას თავი მსოფლიო დონის მოღვაწედ მიაჩნია, რომელმაც წარმატებით გაიარა საქართველოში მოღვაწეობის ეპიზოდი, საფეხური, ასე ვთქვათ, საშინაო დავალება და აღარ სურს კომენტარის გაკეთება შიდა ქართულ საკითხებზე, რადგან საკუთარი თავი უკვე იმ მცირერიცხოვანი კლუბის წევრად მიაჩნია, რომელიც მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს იღებს და პლანეტაზე თამაშის წესებს ადგენს. ამგვარი დამოკიდებულება, ანუ საკუთარი სამშობლოს როგორც დავალების, ვიღაცის თვალში ქულების აწევის საშუალებად მიჩნევა ახასიათებს მის გარემოცვასაც და იმ მხარდამჭერებსაც, რომელთაც ჰგონიათ, რომ მიშას მსოფლიოს შეცვლის მისია აკისრია. რომ დავაკვირდეთ, იმ «მსოფლიო ელიტის» თვალში, რომლის ნაწილიც ასე ძალიან უნდა  სააკაშვილს  რომ იყოს, წარმატების მისაღწევი ყველაზე მოკლე გზა მკვეთრად ანტირუსული პოზიციაა. სააკაშვილიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ანუ დავალების შესრულებისას ანტირუსული ისტერიის გარდა არაფერს აკეთებდა. ჩანს, იგი თავიდანვე ცდილობდა, ამ გზით დაემახსოვრებინა თავი პატრიონებისთვის და ამ მიზანს შესწირა როგორც სახელმწიფო ინტერესები, ისე უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ტერიტორიებიც კი. სააკაშვილისგან მსგავსი «ნომერი» გასაკვირი სულაც არ არის, გასაკვირი ის უფროა, თუ რატომ აგრძელებს ახალი ხელისუფლება მის რიტორიკას, ნუთუ ახლებისთვისაც მიშასავით სამშობლო მხოლოდ დავალება, მხოლოდ ტრამპლინი, ეტაპია, რომელსაც თავი უნდა გაართვა, რათა უფრო წარმატებული ხელისბიჭის სტატუსი მოგანიჭონ?

მიუნხენში სააკაშვილის მიზანი იყო, რომ იმ პატრონებისთვის, რომლებიც რატომღაც სულაც არ ჩქარობენ ახალ «ლეველზე» მის გადაყვანას, თავი შეეხსენებინავერ მხედავთ, აი, აქ ვარ, ხომ არ დაგავიწყდით? მე ხომ პირნათლად შევასრულე თქვენი ყველა დავალება _ ვებრძოდი ყოველივე ეროვნულს საქართველოში, მოვსპე განათლება, კულტურა, ჩავრეცხე ინტელიგენცია, ვატერორებდი ბიზნესს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაიძულე, სამშობლოდან გადახვეწილიყო, ნაწილი მოვკალი, ნაწილი საპყრობილეებში გამოვამწყვდიე და სასტიკად ვაწამე, არც ცოცხი დავაკელი და არც ხელკეტი, ვცდილობდი, ძირი გამომეთხარა მართლმადიდებლობისთვის, გავაჩუქე ტერიტორიების ოცი პროცენტი, ახლა კი ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციების წაკითხვა შევწყვიტე და აქ ვარ, კიდევ ერთხელ რომ დაგიმტკიცოთ ჩემი ერთგულება, ის, რომ საქართველო ფეხზე მკიდია!» _ აი, დაახლოებით ეს იყო მიუნხენში ჩასული მიხეილ სააკაშვილის გზავნილი თავისი პატრონებისადმი. ამით ის ერთგულების დამტკიცებას და ამა ქვეყნის ძლიერთა შორის დამკვიდრებას, უფრო მაღალი პოსტის მოპოვებას ცდილობდა, ვიდრე ფლეტჩერის სკოლის მასწავლებლობაა. თუმცა, მხოლოდ სააკაშვილი რომ იქცეოდეს ასე, რაღა გვიჭირს, სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონური აღტაცებით შესციცინებენ თვალებში უცხოელ «ბიძიებს».

რაც შეეხება 2009 წლის მაისში გადაღებულ და ახლახან გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებს ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ერეკლე კოდუასა და სხვათა მონაწილეობით, საზოგადოებას მის მიმართ უამრავი კითხვა გაუჩნდა, რომლებზეც პასუხი ჯერჯერობით გაუცემელია, თუმცა პასუხი ნათელია ერთ კითხვაზე _ ვისი ბრძანებით მოითხოვა ვანო მერაბიშვილმა ორი გვამი? ამაში დავრწმუნდებით, თუ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლას გავიხსენებთ. აი, რა განაცხადა მან 2004 წლის 4 იანვარს, ანუ ინაუგურაციამდე 16 დღით ადრე (სტილი დაცულია):

« მე ვურჩიე, როგორც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ჩემს კოლეგას, ზურაბ ადეიშვილს, იუსტიციის მინისტრსგახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის პიროვნება, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას! ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება

აი, ასე! ასე იყო «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის 9-წლიან პერიოდში ნაცბანდის ატამანს _ მიხეილ სააკაშვილს, მის ხერხემალ ვანო მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, გიგი უგულავას თუ სხვებს ქართველებისთვის არც ტყვია ენანებოდათ, არც ხელკეტი და არც ცოცხი…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here