Home რუბრიკები პოლიტიკა პირწავარდნილ სომეხთა მორიგი გამარჯვება საქართველოზე

პირწავარდნილ სომეხთა მორიგი გამარჯვება საქართველოზე

674

ავლაბრის სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის გაიმართა. ლოცვაში _ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია, ევანგელურლუთერანული და ევანგელურბაპტისტური ეკლესია მონაწილეობდნენ. ლოცვას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი: «მე მოწვეული ვიყავი ამ ლოცვაზე დასასწრებად, ეს გახლავთ ეკუმენური ლოცვა, რომელიც მრავალი წელია, საქართველოში აღევლინება და მასში ოთხი ქრისტიანული გაერთიანება მონაწილეობს. ისინი ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ჩვენი მოქალეების კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის და დღეს ეს ლოცვა განსაკუთრებით სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა».

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ეს ინფორმაცია შესაძლებელია ყურს ასე ცუდად სხვა დროს არ მოხვედროდა, მაგრამ დღეს, როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ასეთი შეტევაა, ებრძვიან პატრიარქს, ბედავენ, გააკრიტიკონ მისი ყოველი წარმოთქმული სიტყვა, საბრალდებო სკამზე სვამენ სასულიერო პირებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი, რითაც შეუძლიათ, იბრძვიან ჩვენი შვილების უზნეობისგან დასაცავად და საქართველოს მთავრობა ამაზე ხმასაც კი არ იღებს ასეთ ვითარებაში, გვატყობინებენ, რომ ჩვენი მთავრობა ეკუმენურ ლოცვას ესწრება ევანგელისტ-პაბტისტებთან და ევანგელისტ-ლუთერანებთან ერთად და ამ ლოცვაში არ მონაწილეობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. სახელმწიფო მინისტრი კი გვიხსნის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისთვის ლოცულობენ.

იცის თუ არა მინისტრმა ზაქარეიშვილმა, რომ ყოველ შაბათ საღამოსა და კვირა დილას ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინება ლოცვა _ საქართველოს მთავრობის, მხედრობისა და პრეზიდენტისა სახელზე? თანაც მართლმადიდებლებს ეკლესია გვასწავლის, რომ: «მართლმადიდებლური ეკლესიის  პოზიცია ერეტიკოსთა მიმართ, ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ერთხელ და სამუდამოდ იქნა დამტკიცებული წმ. მოციქულებისა და წმ. მამების მიერ, ანუ ღვთივშთაგონებული გადმოცემით, რომელიც ერთია და უცვალებელი. ამ  დებულების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ ნებისმიერ ერთობლივ ლოცვაში ან მსახურებაში მონაწილეობა ერეტიკოსებთან ერთად. რამეთუ «რა? მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა?? ანუ რა? ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რა? შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რა? ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნო?სა თანა (2 კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45-ე კანონის თანახმად: «ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწვიოსცა მათ მოქმედება? რა?სმე სამღდელოთაგანისა?, ვითარცა მღდელთა, განიკუეთენ».

ზაქარეიშვილის ეკუმენისტურ ლოცვაზე დასწრება არ ჰქონდა ხალხს მონელებული, რომ დავოსიდან დაბრუნებულმა, დაჩქარებულ რეჟიმში მოსაუბრე ჩვენმა პრემიერმა, ასევე დაჩქარებულად, დილაუთენია გვახარა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარით ოთხი კონფესია დაფინანსდება _ მუსლიმანური, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი.

ასეთი რამ, ანუ ზოგიერთ პირწავარდნილ სომეხთა ლობირებით საქართველოს მიმართ ისტორიულად მუხანათი გრიგორიანული ეკლესიისა და ვერაგ ტერტერათა ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსება თვით ყოვლისშემძლე კათოლიკე პრემიერმა ვანო მერაბიშვილმაც ვერ გაბედა

მთავარი კი, ის არის, რომ საქართველოს ბიუჯეტში სეკვესტრში მოყვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქართველთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგი _ განათლება, ვერ შეძლეს წინასაარჩევნოდ დაპირებული პენსიის გაზრდა და ასეთ დროს ბიუჯეტი ახერხებს, რომ დააფინასოს გრიგოიანული ეკლესია რომლის წარმომადგენელი ზოგიერთი ყოვლად პირწავარდნილი სომეხი ასეულობით ქართულ ტაძარს გვედავება და მუხლჩაუხრელად «იღვწის» როგორც სეპარტისტული, ასევე სხვა ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი განწყობების კულტივაციისთვის.

დედაეკლესია გვასწავლის, რომ უფლისკენ მიმავალი ერთადერთი მართალი გზა ჩვენი გზაა, მართლმადიდებლებისა, სხვა დანარჩენი მწვალებლობაა. გარდა ამისა, ყურადღებამისაქცევია ქართველთა და სომეხთა სადავო ტაძრები, დღემდე არ არის გარკვეული რამდენიმე ტაძრის ბედი და ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობა იჩენს «კეთილ ნებას» და გრიგორიანელებს აფინანსებს. რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ნეტავ, თუ იცის ღარიბაშვილმა? რა კარგი იქნებოდა, ის ისევე სხარტად აზროვნებდეს, როგორც ლაპარაკობსეს არის ზოგიერთ პირწავარდნილ სომეხთა მორიგი გამარჯვება და ყოვლად გაუგებარია, რატომ ახორციელებს სომხური ლობის ინტერესებს ახალი პრემიერი საქართველოს სახელმწიფო ინტერესთა საზიანოდ.

ქართველთა ფიქრი, ყოველივე ამის შემხედვარე, კიდევ ერთ საშიშ ტენდენციამდე მიდის _ ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. კონფესიების დაფინანსება; სავარაუდოდ, პარაფირების ხელშეკრულებაში ვალდებულებად გვაქვს აღებული, ამიტომაც ხდება ამ ვალდებულების ფორსირებულად აღსრულება და, თუ გავითვალისწინებთ გონივრულ ეჭვს, რომ პარაფირების ხელშეკრულებით ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების ვალდებულებაც გვაქვს აღებული, გამორიცხული არ არის, ერთ «მშვენიერ დილას» ჩვენმა მთავრობამ გვახაროს: _ პირველად საქართველოს ისტორიაში, დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჯვარს დაიწერენ შაქრო და ზაქრო.

ქართველი ხალხი კატეგორიულად ითხოვს, განმარტოს მთავრობამ, თუ რა ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი პარაფირებული ხელშეკრულებით და ეს გააკეთოს აგვისტომდე.

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ვშიშრობ ეკა რომ თქვენი განსაზღვრელი ნამდვილად არ არის მსგავსი საკითხები…როცა წმინდა მამების ცოდნა დარიგებას ეხებით რა საფუძველზე უკავშირებთ არსებულ მართმადიდებლობას წმინდა მამების ცხოვრებას ან პოზიციას? რის საფუძველზე ახდენთ შერწყმას წმინდა მამების ხედვასა დღევანდელ მართმადიდებლობასთან როცა დღევანდელმა მართმადიდებლობამ ყველაზე მარტივი წმინდა განმარტება თავდაყირა მდგომარეობაში დააყენა: "ეკლესიისთვის კი არ იბადება ადამიანი არამედ ეკლესია შენდება ადამიანისთვის" და რომელ ქართულ მართმადიდებლობაზე საუბრობთ როცა ილია მეორეს ხემძღვანელობით მონათფლობელობა დამკვიდრდა ერის ცხოვრებაში როცა ქვით ნაგები ეკლესიის მშენებლობები ადამიანების არსებობაზე წინ დაგა? სხვას არაფერს არ შევეხები რადგან საკმარისად გაგინმარტეთ რომ თავდაყირა მდგომარეობაშია ჭეშმარიტი რწმენა საქართბელოში და რომ არაფერი გაგეგებათ ზეპირმეტყველების გარდა…რაც შეეხება ტერმინის "პირწავარდნილ სომეხთა" ნათლად ავლენეს თქვენს ნაციონალისტურ სულისკვეთებას რითაც გონიათ რომ ქრისტიანული ხედვით აიმაღლოთ თქევნი "მე" რითაც უფრო მეტად ეცემით! ასეთი ფორმა არ შედის წმინდა ქრისტიანულ ეთიკაში რაც არ გაგაჩნიათ! არც მე არ მიმაჩნია სწორად ოთხი მილიონით დაფინასება სომხური ეკლესიის მაგრამ ერთი ის ითქვას ვინ უფრო მეტად ყვლიფავს მასახლებოას ის ვინც 4 მილიონს იღებს თუ ის ვინც 25 მილიონს??? კომუნისტებმა თუ მიაყენეს ზარალი ეკლესიას (ჯერ ერთი პირველ რიგში ეკლესიაში უნდა იგულისხმებდეს სულიერი რწმენა და გაჭირვებული ხალხი და არა სამღვდელოების მომარეგება…?) ეს ზარალი ისევ გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან (ხალიხს ბიუჯეტიდან უნდა მიითვისოს სამღდელოებამ?) ამას გასწავლით წმინდა მამების ცხოვრება? განა ეს არ არის გამოძალვა და ბოლშევიზმი ქართველების წინაშე? გაჭირვებულმა მოსახლეობამ თვითონ უნდა განსაზღვროს რა გასცეს ეკლესიისთვის და რა არა, როცა ყოველწლიურად სამასი ბავშვი შიმშილით იხოცება… ბნელი ნათლად გესახებათ და ნათელს როგორ შეიცნობთ? და ბოლოს გამოჩენილი ღვთისმეტყველი იოანე ზიზიულასის სიტყვებს მოგახსენებთ რომელიც ამხელს მართმადიდებლურ მანკიერებას: “ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს პერგამოსის მიტროპოლიტი – რომ ჩვენ ეკლესიურმა ადამიანებმა, ჩვენ ვთქვათ უარი ჩვენს ნარცისისტულ თვითკმაყოფილებაზე, რასაც მივყავართ უნაყოფო დაპირისპირებამდე. ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევთავაზოთ ქმნილებას ჩვენი უფლის ჭეშმარიტი მოწმობის არსი”.

    P.S. "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან" ისე რომ ასეთ შემთხვევაში ეშმაკებს კი არ მოთხოვებათ პასუხი დედა ეკლესიის დაპატრონებისთვის რადგან სწორედ ეს არის მათი დანიშნულება არამედ ვისაც პატრონობა განუსაზღვრავს და ვერ პატრონობს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here