Home რუბრიკები პოლიტიკა «თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არიან დაკავშირებულნი იარაღით უკანონო ვაჭრობის...

«თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არიან დაკავშირებულნი იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმესთან»

1186

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე გენერალს, პოლკოვნიკსა და ვიცეპოლკოვნიკს ომის დროს შეძენილი, გაფუჭებული და მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო ეჭვი იარაღით უკანონო ვაჭრობაზე გაუჩნდათ და საქმის ძიებაც დაიწყეს. იარაღით ვაჭრობის თემით დაინტერესებულ ადამიანებს ხელთ აქვთ ძალიან ბევრი დოკუმენტი, რომლებიც პირადი ურთიერთობების საშუალებით მოიპოვეს სხვადასხვა ქვეყანაში. ძიებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც უკრაინაში შეძენილი ძვირადღირებული ტექნიკისა და ოფშორულ ზონაში  დარეგისტრირებული კომპანიების ანგარიშების ნუსხას მიაგნეს.

 

ცნობილი გახდა იმ ფირმების დასახელებაც, რომლებთანაც ქართული მხარე თანამშრომლობდა, სამხედროებმა შეძლეს, დაედგინათ ფოთის პორტში შემოსული გემების დასახელებები, შემოსვლის დრო და ისიცრა იარაღი შემოდიოდა. ეს იყო ძალიან ძვირადღირებული საზენიტოსარაკეტო კომპლექსი _ -200, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავდა, მაგრამ საქართველოს დღეს ასეთი რამ არ გააჩნია, თუმცა თავის დროზე შეძენილი აქვს. გენერლებმა ასევე მოიპოვეს თავდაცვის სამინისტროს 2007-08 წლების ხარჯების ნუსხა, რომელშიც  კოლოსალური თანხებია აღრიცხული; იმდენი, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჯერება ძალიან გაუჭირდათ, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა: «დოკუმენტების არსებობა ვიცი, ვნახე კიდეც და სამხედროებსაც ვუთხარი, რომ ,რაც მანდ წერია, სისულელეა. ამბობენ, სპეციალისტები ვართო, მაგრამ რა სპეციალისტები არიან, აბრევიატურები გაშიფრონ და ნახავენ, მაგ დოკუმნტებში რაც წერია. გაარკვიეთ, რა ღირს -200. ძალიან სულელური დოკუმენტია და კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ყველაფერი ავუხსენი მაგ დოკუმენტების მფლობელებს და მაინც ჟურნალისტების ხელში ჩააგდეს».

რამდენიმე დღეა, როგორც იქნა, ხელისუფლებამ დაიჯერა, რომ დავით კეზერაშვილი დამნაშავე იყო. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საკითხით თვით აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანიჰილარი კლინტონი, გახლდათ დაინტერესებული, როგორც ჩანს, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს ყველაფერი დაეჯერებინა.

ურწმუნო თომების რიგში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც შედის, რადგან ის დღემდე ვერ დაარწმუნეს, რომ სამინისტროში არ გააჩეროს ის თანამშრომლები, რომლებიც  კეზერაშვილსა და ახალაიას იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმეში გვერდით ედგნენ. ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროში დღემდე იკავებენ მაღალ თანამდებობებსმათ გვარებს გენერალი ტრისტან წითელაშვილი დაასახელებს, მანამდე კი ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრებით:

_ ბატონო ირაკლი, თქვენ სკეპტიკურად იყავით განწყობილი კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმის მიმართ, ახლა რა კომენტარს გააკეთებთ?

_ ამ საკითხზე ძიება მიმდინარეობს, ძალიან სერიოზული ეჭვია. საკითხს რამდენიმე ქვეყანა იკვლევს. ბუნებრივია, კეზერაშვილთან ჩვენს პროკურატურასაც ბევრი შეკითხვა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ექსტრადიცია მოხდეს.

_ შესაძლებელია, რომ ძიების შედეგად საბრალდებო სკამზე სააკაშვილიც დაჯდეს? კეზერაშვილი ამას პრეზიდენტის გარეშე ხომ ვერ გააკეთებდა? თანაც, საქმეში თემურ ალასანიაც ფიგურირებს.

_ არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ ის ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ყველაფერთან ერთად, დაკავებული იყო საერთაშორისო დონის კრიმინალითაც, სწორედ ამის ხარჯზე და ამ ფულით იმტკიცებდნენ ძალაუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დეტალურად გაიშიფროს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ტრისტან წითელაშვილი, გენერალი:

_ ბატონო ტრისტან, როგორც ჩანს, თქვენმა ბრძოლამ უკვალოდ არ ჩაიარა, კეზერაშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. თქვენ თუ დაგიბარეს  დაკითხვაზე და რაიმე ახალი გარემოებები ხომ არ არის?

_ კი, საქმე დაიძრა. მეც მიკავშირდებიან. ახალი დოკუმენტებიც წარვადგინეთ. ამერიკის ყოფილი ელჩი ტეფტი საქმის კურსში გვყავდა, მან ამერიკის დეპარტამენს შეატყობინა და ახლა ხელთ გვაქვს საბუთები, რომელთა მიხედვით ჰილარი კლინტონი არა მხოლოდ საქართველოს მიმართავს საქმის ვითარების გასარკვევად, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც იარაღით ვაჭრობასთან  რაიმე შეხება ჰქონდათ. ის ასევე ინტერესდება ფირმა «ბელტრეიდინგით».

_ ბატონო ტრისტან, ირაკლი სესიაშვილი ვერ იჯერებდა ამ ამბავს. მე მას დღეს ვესაუბრე და სულ სხვანაირად ლაპარაკობს. გქონდათ მასთან შეხვედრა?

_ არა, მასთან შეხვედრის სურვილი არ მქონია მას შემდეგ, რაც თქვენ გითხრათ. განსაკუთრებით ამ თემაზე არ მინდა მასთან ლაპარაკი, რა უნდა მითხრას სესიაშვილმა ისეთი, რაც ჩემთვის მისაღები იქნება?

_ რატომ, მას პროფესიონალად არ თვლით?

_ ჩვენთვის მთავარია, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამის შემდეგ კი ყველას, ვინც ერთად ვიბრძოდით, გვსურს, სესიაშვილს ვკითხოთ, _ რაში სჭირდებოდა ასეთი უაზრო და არაპროფესიონალური კომენტარი. სიმართლე ხომ გამოაშკარავდა? ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომელიც ვინმეს ცილს დასწამებს.

_ სამართალდამცავ ორგანოებს თუ მიაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადამიანები, რომლებიც კეზერაშვილს და შემდეგ უკვე ახალაიას იარაღით უკანონო ვაჭრობაში ხელს უწყობდნენ, დღემდე თავდაცვის სამინისტროში  მუშაობენ?

_ სამართალდამცავებმა ყველაფერი იციან ურიდიას, ფიჩხუას, ასლამაზიშვილის საქმიანობის შესახებ. ჩვენი ერთდადერთი მიზანი, როგორც გითხარით, დამნაშავეების დასჯაა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ეს საერთაშორისო დონის დანაშაულია, რომელზეც ყველამ პასუხი უნდა აგოს.

_ რა ბედი ელის სააკაშვილს?

_ რა ბედი ელის სააკაშვილს, ამაზე დაფიქრებაც კი სირცხვილია, რადგან თემურ ალასანია და  მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არიან დაკავშირებული იარაღით უკანონო ვაჭრობის  საქმესთან. მათ საქართველო ბაზად გამოიყენეს.

_ კეზერაშვილის ადვოკატები ბოდვას უწოდებენ იარაღით ვაჭრობაში  მის დადანაშაულებას.

_ კეზერაშვილის ადვოკატებს ვურჩევ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტებს გაეცნონ და მერე ილაპარაკონ. კლინტონმა წერილი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელს მისწერა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოში ზის.

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here