Home რუბრიკები პოლიტიკა «სვისტოკიანები»

«სვისტოკიანები»

750

ივანიშვილის ხელისუფლება ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ფეოდალებად ქცეული გუბერნატორების ინსტიტუტს გააუქმებდა, მაგრამ ეს სამთავრობო პოსტები არა თუ გააუქმეს, ახალი გუბერნატორები ღარიბაშვილის მთავრობაში ძველი წესებით დაინიშნენ: პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულების თანამდებობებზე, ძირითადად, ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრები წარადგინა. გუბერნატორებს შორის მოხვდნენ ივანიშვილის კომპანიების მაღალჩინოსნები და პრემიერის ცოლის ახლობლებიც კი.

 

9 რეგიონში ახალი გუბერნატორები მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრმა ისინი საზოგადოებას შემდეგნაირად წარუდგინა: «ქვემო ქართლის რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა გიორგი მღებრიშვილი. იგი გახლავთ იურისტი, სამართალმცოდნე, მუშაობდა სამართალდაცვით სისტემაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ყველგან  კარგი რეპუტაციით სარგებლობდა; რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა პაპუნა მარგველიძე. იგი გახლავთ ეკონომისტი, ფინანსების და საბანკო საქმის მცოდნე, კარგი მენეჯერი; სამცხეჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა აკაკი მაჭუტაძე _ საგარეოეკონომიკური მიმართულების სპეციალისტი, აქვს სამართალდამცველ ორგანოებსა  და საფინანსო სფეროებში მუშაობის გამოცდილება, არის ძალიან პატრიოტი კაცი და ძალიან კარგი მენეჯერი; სამეგრელოზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა ლევან შონია. ჩემი მინისტრობის დროს ის იყო სამხარეო პოლიციის გამორჩეული  უფროსი, სამართალმცოდნე, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. არის ღირსების ორდენოსანი; იმერეთის რწმუნებულად დაინიშნა ზაზა მეფარიშვილიძალიან კარგი ორგანიზატორი. პროფესიით ინჟინერტექნოლოგი გახლავთ, ასევე აქვს იურისტის და ბუღალტერფინანსისტის კვალიფიკაცია. აქვს საფინანსო საქმიანობის კარგი გამოცდილება, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება; კახეთის რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც განათლებით იურისტია, კარგად იცის კახეთი და გამორჩეული გამგებელი იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში; მცხეთამთიანეთის რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა ნუგზარ ყიფიანი _ რეჟისორი, ძალიან ნიჭიერი კაცი; შიდა ქართლის რწმუნებულგუბერნატორად დაინიშნა ზურაბ რუსიშვილი _ პროფესიით  საგარეოეკონომიკური ურთიერთობებისა და მართვის სპეციალისტი, ფინანსისტი. აქვს საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება; გურიის რწმუნებულად დაინიშნა გიორგი ჩხაიძე _ პროფესიით ეკონომისტი, ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში და გურულებს ძალიან ღირსეული გუბერნატორი ეყოლებათ».  თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური  ნაწილი და ფასადია.  როგორც ოპოზიციიდან, ასევე სხვა წყაროებიდან აცხადებენ,  რეალურად გუბერნატორების პოსტებზე დანიშვნა ნეპოტიზმის, ნათესაურახლობლური ნიშნით და, ძირითადად, პრემიერის უშუალო გარემოცვიდან მოხდა.

იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის _ ზაზა მეფარიშვილის დანიშვნას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე  გამოეხმურა. როგორც ბალავაძემ განაცხადა, «ნაციონალურ მოძრაობას» დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის აკრიტიკებდა პოლიციური რეჟიმის დამყარებაში, მაშინ, როცა, მისი თქმით, დღეს დანიშნული 9 გუბერნატორიდან უმრავლესობა პოლიციის უფროსი ან თანამშრომელია.

 «საქართველო და მსოფლიოს» მიერ გადამოწმებული ინფორმაციითაც, ეს დანიშვნები დასტურდება. უცნობია, რატომ განხორციელდა ასე მასობრივად პოლიციელების როტაცია გუბერნატორებად, თუმცა, სავარაუდოდ, ის მოსალოდნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.   პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუბერნატორების პოსტზე დანიშნული პირებიდან ბევრი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, მათ შორის  სუსის (რეფორმირებული კუდის) მაღალჩინოსნებიც. გუბერნატორებს შორის ასევე არიან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია «მეცხრე არხისა» და «ქართუ ბანკის» თანამშრომლებიც.

მცხეთამთიანეთის გუბერნატორად რეჟისორი ნუგზარ ყიფიანი დაინიშნა. როგორც ამბობენ, ნუგზარ ყიფიანი 2000-იანი წლების დასაწყისში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი «მეცხრე არხის» საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ასევე არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ტრიპოლსკის მეგობარი. როგორც ამბობენ, ტრიპოლსკისა და ყიფიანს საპატრიარქოს დაკვეთით გადაღებული აქვთ ფილმი «საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია». ასევე «ქართუ ბანკის» ყოფილი თანამშრომელია შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ზურა რუსიშვილი. ის «ქართუ ბანკის» ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ახლა კი _ ყოფილი  ძალოვანები გუბერნატორების პოსტებზე: მათ შორისაა სამცხეჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (ყოფილი კუდის) სამცხეჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (ყოფილი კუდის, მოქმედი სუსის) დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო იმერეთის ახალი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილიც.

სამეგრელოზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ მუშაობდა სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. ის 1999-2004 წლებში ასევე იყო გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი. სამეგრელოში შონიას იცნობენ, როგორც ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის, ახლობელს. შონიას სახელს  სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს ბევრი «საქმენი საგმირონი» უკავშირდება, როგორც გვითხრეს, განსაკუთრებით კი კადრების შერჩევისას მოიკოჭლებსო. სამეგრელოში კრიმინოგენური სიტუაცია დაიძაბა.

ქვემო ქართლის გუბენრატორი გიორგი მღებრიშვილი პროფესიით იურისტია. ღარიბაშვილის თქმით, ის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა. ბოლო თვეების განმავლობაში მღებრიშვილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა.

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში შემოსავლების სამსახურის სექტორის უფროსი იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ (პაპუნა) მარგველიძე.

«გამორჩეული გამგებელი, იურისტი, არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გამგებელი», _ ასე დაახასიათა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა  კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. შიოლაშვილმა საზოგადოებას თავი რამდენიმე თვის წინ, დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობისას დაამახსოვრა, როცა ადგილობრივ მართლმადიდებლებსა და მუსლიმების დაპირისპირების დროს განაცხადა, რომ  «სოფლის ნება უზენაესია». კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ირაკლი შიოლაშვილი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, ბავშვობის მეგობარი და კლასელია.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო გიორგი!საკაშვილის გუბერნატორები,არ იყვნენ ,[იშვიათი გამონაკლისის] გარდა პოლიციის მაღალჩინოსნები,მაგრამ ხალხს ატერორებდნენ პოლიტიკური ნიშნით,ართმევდნენ ქონებებს,ბიზნესებს,ხოცავდნენ,აწამებდნენ ადამიანებს,ამით ამკვიდრებდნენ სასტიკ პოლიციურ რეჟიმს!!!ასე,რომ პრობლემა იყო მიხოს პოლიტიკურ ნებაში და არა ,იმაში,თუ მანამდე ვინ სად მუშაობდა.მაგ.ჩეზარ ჩოჩელი იყო მცხეთამთიანეთის გუბერნატორი,რომელიც პარარელურ რეჟიმში გახდა"წარმატებული ბიზნესმენი",რომლის დროსაც არაერთი მოქალაქე დაატერორეს,"ზევიდან ,ბრძანებით".როგორც ცნობილია ცეზარ ჩოჩელი არ იყო პოლიციის მაღალჩინოსანი,არაა???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here