Home რუბრიკები პოლიტიკა ანტიგლობალისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

ანტიგლობალისტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

643

«ჩვენ მივისწრაფით, ვიყოთ ლიდერები, მოვუპოვოთ პატივისცემა მსოფლიოს ყველა ხალხის ეროვნულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას» _ ამ ფორმულირებით, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიმართვაში იყო, მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ რუსეთი ხდება გლობალიზაციის მოწინააღმდეგე ყველა ტრადიციული ძალის ბურჯი, გლობალიზაციისა, რომელიც პირისაგან მიწისა აღგვის ხალხებს და ანადგურებს ცივილიზაციებს.

 

სირიის საშინაო საქმეებში გარეშე ძალების სამხედრო ჩარევის თავიდან აცილებაში რუსეთის პოლიტიკა პრაქტიკულად გადამწყვეტი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა თავი აარიდა აშშ-ის კრიტიკას, რომელმაც მსოფლიო უდიდესი კონფლიქტის საშიშროების წინაშე დააყენა. წარმატება, რომელიც კრიზისის გადაჭრაში «დიპლომატიურმა არჩევანმა» შეასრულა, პუტინმა წარმოაჩინა, როგორც «ჩვენი საერთო» მიღწევა. მთავარი დასკვნა ასეთია: «ნებისმიერი საერთაშორისო პრობლემა შეიძლება და უნდა იყოს კიდეც გადაჭრილი მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებითძალადობრივ აქციებს არ აქვს პერსპექტივა».

აშშ-სა და დასავლეთს არ აქვთ უფლება, იმოქმედონ ძალისმიერი მეთოდებით, საკუთარი ნება სხვებს თავს მოახვიონ. ეს არამხოლოდ პუტინის სურვილია, არამედ რეალობის კონსტატაცია: აშშ-ს უკვე აღარ შეუძლია, აიძულოს ქვეყნების უმრავლესობა, მხარი დაუჭირონ ძალისმიერ ქმედებას ან თუნდაც ჩუმად მიიღონ იგი. ამერიკისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. ამას ადასტურებს მიმავალი წლისთვის დამახასიათებელი სკანდალები, თუნდაც ტოტალური ამერიკული ჯაშუშობის მხილება, არაფერი რომ არ ვთქვათ დოლარის პირამიდის მოსალოდნელ კრახზე.

აშშ-ის უძლეველობის მითი დაიმსხვრა.

პუტინმა გააკრიტიკა რუსეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი «პორაჟენცული» განწყობილებები, რომლისგანაც ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა ქვეყნის ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. «არავის უნდა ჰქონდეს რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების ილუზია. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. რუსეთი უპასუხებს ყველა ასეთ გამოწვევას: პოლიტიკურსაც და ტექნოლოგიურსაც».

უკრაინაზე პუტინმა ევრაზიული ინტეგრაციის კონტექსტში ილაპარაკა. მისი აზრით, ამ ქვეყნის ორიენტაციის საკითხი ფართო პრობლემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანების უმთავრესი საკითხია უახლოეს პერსპექტივაში. ხაზი გაუსვა ევრაზიული ინტეგრაციის რეალურ მიღწევებს (ყირგიზეთისა და სომხეთის მიერთება), «რაც ჩვენი (რუსეთის) მეზობლების ინტერესის საგანი ხდება».

უკრაინაში განვითარებული მოვლენების თაობაზე ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური თავშეკავებით ამჯობინა ლაპარაკი, რაც აბსოლუტურ კონტრასტად წარმოჩნდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ქცევის აღვირახსნილი პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი კიევში ეწევიან. მან განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს, მოილაპარაკოს უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. «ჩვენ არავის არაფერს  ვახვევთ თავს, მაგრამ, თუ ჩვენს მეგობრებს აქვთ სურვილი ერთობლივი მუშაობის, მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს სამუშაო (შეთანხმება საბაჟო კავშირზე) ექსპერტთა დონეზე», _ თქვა მან.

მნიშვნელოვანი იყო პუტინის განცხადება, რომ ევრაზიული პროცესის წინ წაწევა სულაც არ ნიშნავს მის დაპირისპირებას სხვა ინტეგრაციულ პროცესებთან, უწინარესად, ევროპული პროექტის მიმართ. ორივე პროექტი «ურთიერთშემავსებელია», ე. ი. რუსეთმა და ევროპამ უნდა მოილაპარაკონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.

საგარეოპოლიტიკური კურსის შესახებ საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ «რუსეთს არ აქვს პრეტენზია ზესახელმწიფოებრიობაზე. არ მიისწრაფვის არც რეგიონული არც მსოფლიო ჰეგემონიისკენ, არ ვემუქრებით ვინმეს ინტერესებს, არავის თავს არ ვახვევთ ჩვენს მფარველობას, არ ვცდილობთ, ვასწავლოთ, როგორ იცხოვროს». მაგრამ, ამასთან ერთად, «რუსეთი ლიდერობისკენ იქნება მიმართული, დაიცავს საერთაშორისო სამართალს, პატივს სცემს ეროვნულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ხალხთა თვითმყოფადობას».

ეს არის ერების გადარჩენის გზა, რადგან, თუ ერი არ დათმობს თავის სახელმწიფოებრიობას, თავის კულტურას და ეროვნულ ღირებულებებს იგი იცოცხლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განწირულია.

«დღეს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს მორალისა და ზნეობრიობის ნორმების გადახედვა, ქრება ეროვნული ტრადიციები, ერებისა და კულტურების განსხვავებულობა». ასეთი, ერთი შეხედვით, რეალობის მარტივი კონსტანტაციით პუტინი უპირისპირდება გლობალისტურ პროექტს. ასეთი დაპირიპირება ხალხების მოთხოვნას ეფუძნება, არ არის ომი ფინანსების ან ტერიტორიების მოსაპოვებლად. ეს არის ომი არსისთვის, იდეოლოგიისა და რწმენისთვის, ანუ იმისთვის, რაც მსოფლიოს არსებობის საფუძველთა საფუძველია. იგი აბსოლუტურად უპირისპირდება ევროატლანტიკური გლობალიზატორების კურსს, რომელიც უარყოფს საკაცობრიო ფუნდამენტურ ღირებულებებს.

უნივერსალიზაციის პროცესს, გლობალისტების აზრით, ალტერნატივა არ გააჩნია, საკუთარი სიმართლის პარანოიდულ თავდაჯერებულობაში მათ ეხმარება სერიოზული საინფორმაციო, საფინანსო და სამხედრო უპირატესობა.

რუსეთს ყოველთვის ჰქონდა თავისი განსაკუთრებული, უნიკალური პოზიცია და ამიტომ, როცა პუტინი უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის «მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას, რომელიც ერთი ქვეყნის ფარგლებში მრავალეროვნული განვითარების მაგალითია», უძარღვო და უნაყოფო . . ტოლერანტობას, იგი აბსოლუტურად მართალია, რადგან რუსეთულ თანაცხოვრებას ანალოგი არ გააჩნია მთელ მსოფლიოში. რუსეთის ცივილიზაცია მსოფლიო მოწყობის იდეალია, რაც განაცხადა პუტინმა თავის მიმართვაში. ასე მიიჩნევენ ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართვის ტექსტს აანალიზებენ.

«უკანასკნელ წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ განვითარების ახალი, პროგრესული მოდელის სხვებისთვის თავსმოხვევა რეგრესად შემობრუნდა, ბარბაროსობად, დიდ სისხლად», _ თქვა ვლადიმერ პუტინმა. პრეზიდენტს არ უცდია, დაეჯერებინა მსმენელები, რომ ის, რაც მოხდა, დასავლეთის ქვეყნების შეცდომის ან უცოდინარობის შედეგი იყო, თითქოს მათ უკეთესი სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თავიანთი მაღალი ცივილიზაცია მოიტანეს, ქვეყანა იხსნეს «სისხლიანი ტირანისგან», «ამ ველურებს კი არაფერი გამოუვიდათ, ყველაფერი ჩაუვარდათ».

სიმართლე ისაა, _ აღნიშნავენ ექსპერტები, _ რომ გლობალიზაციის მესაჭეები შეგნებულად ძირს უთხრიან იმ ძალებსა და ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, გაუწიონ წინააღმდეგობა ან თუნდაც ხელი შეუშალონ «საერთო მსოფლიო დემოკრატიის» «ძლევამოსილ» წინსვლას.

პუტინის განცხადება რუსეთის ლიდერობის შესახებ იმ ჭრილში, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები, არის გამოწვევა გლობალიზაციის მანქანისთვის. ეს არის მოწოდება მათდამი, ვისაც არ სურს, რომ უახლოეს მომავალში «მსოფლიო მთავრობამ» უკარნახოს ყველას, რისი უნდა სჯეროდეთ და როგორ უნდა იცხოვრონ.

ეს განცხადება განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. ახლო მომავალში ეს პრიორიტეტები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ზოგად გეოპოლიტიკურ სურათზე. რუსეთმა საკუთარ საგეროპოლიტიკურ ფუნქციასა და მიზანზე ღიად განაცხადა. ფაქტია, რომ მისი მიდგომები გლობალიზაციის მანკიერებათა მიმართ, ასევე სურვილი, იყოს ტრადიციულ საზოგადოებათა დამცველი, საქართველოსთვის გაცილებით მისაღები და საჭიროა, ვიდრე ის, რასაც «ევროინტეგრაციის» სახელით გვთავაზობენ. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ ყველაფრისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანს და, რაც მთავარია, სათანადო ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა, როგორც ამბობენ, მორბენალს კოჭებში ეტყობაო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ახალ ხელისუფლებასაც არაფერი ეტყობა, რომ გეოპოლიტიკურ რეალიებს ადეკვატურად აღიქვამს, არაადეკვატურობისა და არასწორი ვექტორის შედეგად მალე საქართველოსგან, შესაძლოა, მხოლოდ გეოგრაფიული ტოპონიმებიღა დარჩეს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. მართლაც მისტიური ხელი ურევია რუსეთის პრეზიდენტის ამ განაცხადში _ მსოფლიო ცივილიზაცია აპოკალიფსის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ევრო საბჭოს პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ისეთი რამეები, როგორიც ეროვნება და სამშობლოა, ისტორიის სანაგვეზეა გადასაგდები!ამას დაუმატეთ დასავლეთის საზოებების პედერასტიზაციის შეუქცევადი პროცესი და რუსეთის ეს განძრახვა ტრადიციული ფასეულობების დაცვაში ლიდერობისა,მესიანისტურ შტრიხებს შეიძენს!
    რუსეთია დღეს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიცოცხლის უნარიანობის ბირთვული გარანტი. მართლმადიდებლობა კი მთავარი მოწინააღმდეგეა გლობალიზაციის პედერასტული შემადგენელისა! ამიტომ საით ქართველებო, რა გვინდა ამ დამპალ ევროპაში! რუსეთთან და მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ტრადიციული კულტურის გადარჩენა!!!

  2. ისე პუტინის აზროვნების მეათედით მაინც აზროვნებდეს ჩვენი კვეყნის ყველა პოლიტიკოსი შეკრებილი ერთად

  3. Президент Путин, своим выступлением еще раз показал , что он настоящий лидер-государственник, зашитник наций от пагубного воздействия идей глобализма!!!

  4. რუსეთი არის ბოლო ციტადელი, ის თუ დაეცა მორჩა, მერე უვკე ვეღარაფერი შეაკავებს დასავლეთში გახიზნულ კომინტერნს, მთელს მსოფლიოში დამყარდება ახალი 1917 წელი და მომავალი რევოლუციური საზოგადოება თავისი "დემოკრატიული ღირებულებების დაცვის" დიქტატურით, ახალი გულაგებით და ვირთხის ხორცით გამოკვებილი მოსახლეობით. ლენინგრადის ბლოკადა ბაირამობა იქნება იმასთან იმასთან შედარებით რასაც ეს ნეო-მარქსისტები უყრიან საფუძველს.

  5. პროფესორას—1917 წლის რევულუციამ და ლენინის პროპაგანდამ სრული მანიპულაცია მოადინა დაბეჩავებულ გლეხობაზე და ირაციონელ– არაინტელექტუალურ მასაზე, რასაც მოჰყვა ეს დამანგრეველი პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რევულუციამ ორი საუკუნით უკან დასწია რუსეთი და ყველა ის ქვეყნები რომელიც ლენინს დიდ ბელადად მოიხსენიებდა. რამდენი წელი დაგვჭირდა,რომ გაგვეგო ბოლშევიკების აბსურდული ქმედებები და რომ კომუნიზმი ეს იყო მეორე ეტაპი ამ აბსურდისა.

    ახლა ბევრი რამ შეიცვალა, წინ გვაქვს ეს მწარე შეცდომები და მომავალი უფრო დამანგრეველი გლობალიზაციის საშიშროება!.დიახ, რუსეთი არ არის ისეთი დემოკრატიული ქვეყანა როგორც ევროპა,მაგრამ არ არის და არ იზიარებს სატანური ამერიკის იდეოლოგიას!

  6. რას მიიღებდა უკრაინა ევროკავშირში შესვლისას. ოპოზიცია ანუ ევროპის ლაქიები მოვიდოდნენ სათავეში, გაუხსნიდნენ ევროპას ბაზარს,ხოლო ათასობით უკრაინელი იშოვიდა შავ,მძიმე, დამამცირებელ სამუშაოს ევროპაში, რომელიც შედარებით მაღალანაზღაურებადი იქნებოდა ვიდრე უკრაინაში.
    ამ შემთხვევაშიც,ისევე, როგორც ყველგან და ყოველთვის ევროპა დარჩებოდა მოგებული!
    უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა იხსნა ეკონომიური კრიზისისგან რუსეთის დახმარებით.
    კორუმპირებულ ოპოზიციას და ათასობით შავი მუშების და უინტელექტო ბრბოს დემონსტრაციები გათვალისწინებული იყო რამოდენიმე ასეულ, ათასეული კაცის კეთილდღეობისთვის.უკრაინის პრეზიდენტმა კი მთელი ქვეყანა და მილიონობით უკრაინელი იხსნა გაჭირვებისგან.და ეს წარმატებით განხორციელდება თუ სხვა,შიდა კორუმპირებულმა ძალებმა არ შეუშალეს ხელი ამაში.
    დაახლოებით ისე,როგორც საქართველოში ხდება ეს პროცესები

  7. დავით მხეიძე და ყველა ის ქართველი, ვისაც რაციონალური აზროვნება და მსჯელობა შეუძლიათ, უნდა გაერთიანდნენ!!! ერთად დადგეს ყველა, ვინც დღეს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში იღებს მონაწილეობას,რათა არ განმეორდეს ბოლშევიზმის დროინდელი ქვეყნების დამაქცეველი შეცდომები!
    უკრაინის მაგალითზე კარგად გამოჩნდა რა სიტყვიერი დახმარება შეუძლია ევროპა= ამერიკას და რა საქმიანი დახმარება შეუძლია რუსეთს!!!
    ეს ასე იყო საუკუნეებით და ასე იქნება ყოველთვის!
    ნებისმიერ თანამშრომლობაში ჯერ ამერიკა-ევროპა იგებს!!!
    ამის 9 წლიანი გამოცდილება გვაქვს!

  8. დაცით მხეიძე და ყველა ის ქართველი ვისაც რაციონალური აზროვნება შეუძლია_ ჩვენ გავრყვნით თქვენ შთამომავლობას გავასომხებთ გავაამერიკელებთ და გეიპროპაგანდას მოვუწყობთ, ვერ გიშველით ვერც ილია მეორე ვერც პუწინი ვერც ანი რომელმაც ჩემს წინ დაწერა!

  9. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, აქამდე თუ ფსიქიურად შერყეული დიქტატორები იყვნენ ხელისუფლებაში, ახლა ავანტიურისტი და სუსტები არიან,რომლებსაც არ ესმით,წარმოდგენაც კი არ აქვთ როგორ მართონ ქვეყანა.
    დამნაშავე მინისტრებს პატიობენ ყველა დანაშაულს, ცუღლუტ და ყაჩაღ პროკუროს ამხნევებენ და ტოვებენ პროკურორად.
    რაღა თქმა უნდა ალასანია დაიცავს მის ინტერესებს, რადგან მასაც უარესი დანაშაულებები აპატიეს და დღეს ისევ მინისტრის პოსტზეა.
    ნუთუ საქართველოში არ მოიძებნება ნორმალური, უდანაშაულო,ერუდირებული ხალხი მინისტრის პოსტი რომ დაიკავონ?!!!
    ის რაც ხდება ამჟამად ჩვენს ქვეყანაში, აუტანელია,ჩვენი უბედურება ჩვენში უნდა ვეძებოთ ისევ და არა სხვებს გადავაბრალოთ

  10. ვეთანხმები ანის, ის, არც დღეს ხდება ჩვენთან- საქართველოში, ამ ჩვენს უბედურებებს პუტინს და რუსეთს ვერ გადავაბრალებთ,რომ ფირცხალაძე ცრუ და ყაჩაღია და ასევე გააგრძელებს თავის „შემოქმედებით კარიერას“.
    ზოგიერთი დამნაშავე და არამზადა მინისტრებიც აქ არიან,რომ შეალამაზაონ
    მის მიერ შეთითხნილი თავგადასავლები,რადგან ხვალ და ზეგ მათ ფირცხალაძის თანადგომა დასჭირდებათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების„გაპრავებაში“ პირველ რიგში კი ალასანიას ესაჭიროება ფირცხალაძეს ძმაკაცობა, რადგან ორივეს ერთნაირი ამბიციები აწუხებთ!
    პარლამენტის თავჯდომარეც აქ არის, თანადგომას უცხადებს თვითმარქვია პროკურორს, თავისი კნეინაც, ხიდაშელი,რომელიც აცხადებს გადამწყვეტი ტონით–რომ არავის აზრი არ აინტერესებს,ფირცხალაძე დარჩება თავის ადგილზე.საბრალო საქართველო ამდენი სუსტი-სულელის მმართველის ხელში***

  11. ხიდაშელელებს რაციონალური პრობლემები აქვთ და რაღა თქმა უნდა დღეს თუ თინა ხიდაშელი მხარს დაუჭერს არამზადა პროკურორს, ხვალ ეს პროკურორი დაეხმარება მათ შავი საქმეების დაგვირგვინებაში.
    თურმე თინა ხიდაშელის ბიძა, მერაბ ხიდაშელი, ქველმოქმედი ყოფილა და უპარტონო ბავშვებს ეხმარება ყოველგვარი ანგარების გამო.
    სულელი უნდა იყო კაცი,რომ ეს დაიჯერო–ხიდაშელებს ვისიმე გაჭირვენბა აწუხებდეს.
    რა მორალის ბიძა ჰყავს თინა ხიდაშელს-ყველა იმ ბინიდან, რომელსაც მერაბ ხიდაშელი ქირაობდა, ბოლო თვეში ქურდივით იპარებოდა, რომ ქირა არ გადაეხადა და უფრო მეტიც,კომუნალური გადასახედების საკმაო თანხას უტოვებდა ბინის პატრონებს. როცა საბრალო ხალხი მოდიოდა სამსახურში თხოვნით,რომ კომუნალური გადასახადები მაინც გადაეხადა, ეს უკანასკნელი, ცნობილი გინეკოლოგი-ხიდაშელი, უკანასკნელი არამზადასავით იმალებოდა,თანამშრომელებისაც კი არ რცხვენოდა…

  12. გეთანხმებით,ყველა ჩვენი უბედურება ჯერ ჩვენში უნდა ვეძებოთ.ჩვენი უბედურება მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში არ არის, ჩვენი ქვეყანა მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიზისებშია!
    ჩვენ რომ შეგვეძლოს ჩვენი ქვეყნის მართვა,სხვა ქვეყნებისკენ აღარ დაგვჭირდებოდა მზერა.უნდა შეგვეძლოს რომელი ქვეყანა რა მაქსიმალურ სარგებლბას მოგვცემს ურთიერთობაში და არა პირიქით, როგორ გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის შესაძლო პოტენციალს ამერიკა-ევროპა-რუსეთი!!!.

  13. მოვითხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება თუ სად გვინდა ქართველებს ყოფნა,თორემ ამ მთავრობის შემხედვარე ნახევარ საქართველოსაც დავკარგავთ. დრო ჩვენს წინაამღმდეგ მოქმედებს…ისტორიას გადახედეთ და მიხვდებით თუ რატომ ისწრაფოდნენ ბაგრატიონები რუსეთის მფარველობისათვის. დღეს ევროპა და აშშ პირდაპირ გვთავაზობენ სული სატანას მივყიდოთ,თურქეთი,სასომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიულ პრეტენზიებს გვიცხადებს,აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგულია.რეალურად არცერთი მოკავშირე არა გვყავს! თუ მართლა გიყვართ საქართველო ერთმორწმუნე რუსეთს უნდა მივმართოთ ისევ.დღეს ქართველი ერის გადარჩენის მწვავე საკითხი დგას! ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო და ქართველები,ამინ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here