Home რუბრიკები პოლიტიკა რა ყულფში გავყავით თავი

რა ყულფში გავყავით თავი

548

დღეს ვაქვეყნებთ უცხოურ ელექტრონულ პრესაში, უფრო ზუსტად, ინტერნეტქსელში გამოქვეყნებულ ორ წერილს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში _ ლიტვაში, პოლონეთში და სხვაგან არსებული სიტუაციის შესახებ, რომლის საქართველოში ჩამოყალიბების პერსპექტივა ვილნიუსში გაფორმებული პარაფირების შემდეგ გარდუვალად ისახება: მობრძანდით ედემის ბაღში! როგორია ეს არამიწიერი სამოთხე, წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ.

 

თავიდან «ირინას» გამოყენებას რუსეთის იმ ეკსკლავის ტერიტორიაზე აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ გეგმები შეიცვალა. კურატორებმა «ირინა» ლიტველი პოლიტიკოსების, მეწარმეების, ჟურნალისტებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრების წინააღმდეგ მაკომპრომენტირებელი მასალების შეგროვებაზე გადართეს. მის კურატორთა შორის იყვნენ ლიტვის ყოფილი კონსული კალინინგრადში _ მინდაუგას იაცკევიჩუსი და რენატას პიატკუსი, რომელიც დღეს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობს. ორივე მათგანი პარალელურ ხელფასებს იღებს აშშ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში.

მას შემდეგ, რაც ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, წლები გავიდა და ვაშინგტონს არასოდეს ეჭვი არ შეჰპარვია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის «იდეოლოგიურ სანდოობაში»… მაგრამ, გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცა საიდუმლოდ ეხმარება მოსკოვს, ან «ბელარუსის დიქტატორ» ლუკაშენკოს… ლიტველი პოლიტიკოსებისა და სამხედროების წინააღმდეგ აღნიშნული დეპარტამენტის აგენტურის მიერ შეგროვებულ მაკომპრომენტირებელ მასალებს, ამერიკელები უმეტესად ლიტვის ხელმძღვანელ წრეებზე ზემოქმედებისთვის იყენებენ. «ირინამ» ილაპარაკა იმაზე, როგორ ავალებდნენ მას, შეექმნა მაკომპრომენტირებელი სიტუაციები ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების, აგრეთვე, მოქმედი პრეზიდენტის გრიბაუსკაიტეს, პერსპექტიული პოლიტიკოსებისა და სამხედრო მოღვაწეების წინააღმდეგ. ყველაფერი საგულდაგულოდ ფიქსირდებოდა, მრავლდებოდა და გადაეცემოდა ამერიკელებს.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლიტვაში განუსაზღვრელი გაბატონების შესახებ პირველად ალაპარაკდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე საიდუმლო საპატიმროების სკანდალური მხილების შემდეგ. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ავიარეისებით 2002-2006 წლებში ლიტვაში ჩაჰყავდათ ალყაიდასთან კავშირში შემჩნეული პირები. მათ აწამებდნენ, და წამებაში მონაწილეობდნენ აშშ და ლიტვის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ეს ციხეები დახურეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასალები მასმედიაში გამოქვეყნდა, პატიმრები კი გუანტანამოს აშშ ბაზაზე გადაიყვანეს.

ლიტვის ხელისუფლება საბოტირებს AMNESTY  INTERNACIONALის სიმართლის დასადგენად წარმართულ ძალისხმევას, რასაც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის აუცილებლობით ამართლებს. ლიტვის გენერალურმა პროკურორმა ციხეების საქმე 2011 წლის იანვარში დახურა. სწორედ ამას ცდილობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტურა ვილნიუსში: არ დაეშვა კონკრეტული ფაქტების, სახელების, განსაკუთრებით, ამერიკის იმ აგენტების ვინაობის გაჟონვა, რომლებიც ოპერაციაში იყვნენ ჩართული.

1990 წლიდან ამერიკელებმა დაიქვემდებარეს ლიტვაში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფორმირების პროცესი.

მომზადების ამერიკული ცენტრები გაიარა ფაქტობრივად ყველა ამერიკელმა ოპერატიულმა თანამშრომელმა. შესაბამის ტრენინგს დაექვემდებარნენ სამხედრო დაზვერვის, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მუშაკები. ლიტველი პარტნიორების გამოყენება სარისკო ოპერაციებში, განსაკუთრებით, რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე აშშ სპეცსამსახურებისთვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა.

კალინინგრადის ოლქში ლიტველი აგენტების გამოაშკარავება ყოველთვის წარმოაჩენდა მათ ოპერატიულ დამოკიდებულებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კურატორებთან. დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის ლოზუნგების საფარქვეშ ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც ლიტვიდან ხელმძღვანელობენ, ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის იღვწის. დღეს ლიტვაში ბაზირებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რეზიდენტურა. მისი მთავარი მისამართია _ ვილნიუსი, აშშ საელჩო, აკმენუს ქუჩა, #6.

კალილინგრადის ოლქში ყოველთვის წაახალისებდნენ სეპარატისტულ ტენდენციებს, აფინანსებდნენ ზოგიერთ ადგილობრივ პოლიტიკოსს, რომლებიც «ავტონომიის მიღებაზე» იყვნენ ორიენტირებულები. ამჟამად ისინი მიჩუმდნენ, თავიანთი საათის დადგომას ელიან. «ავტონომისტები» იშვიათად თუ წამოჰყოფენ თავს გარეგნულად უწყინარი დისკუსიების მოწყობით კალინინგრადისთვის სახელის გადარქმევის თემაზე. საზოგადოებრიობას ერთსა და იმავე ვარიანტებს სთავაზობენ: კენისბერგი, კრულევეცი, კარლოიავიჩუსი. 2003 წელს გაუქმებული ბალტიის რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, მეწარმე სერგეი პასკო გულახდილად აცხადებს, რომ ისტორიული სახელის დაბრუნების გარეშე ევროპაში ვერ ვიცხოვრებთო…

ამ პარტიის მომხრენი მიესალმებიან კიევის «ევრომაიდანს», როგორც თვითონ აცხადებენ, საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ და აქვთ საკუთარი ღირსების გრძნობა: «პრუსიელი რეგიონალისტები (!) სოლიდარულნი არიან ყველა იმ უკრაინელისადმი, ვისაცსაქმე არა აქვს კრემლის წნეხთან».

დაზვერვის შესახებ ლიტვის ახალი კანონი იქმნებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩრდილოვანი მონაწილეობით. მაგრამ ქვეყნის ოფიციალური ორგანოები ამაზე კრინტს არ ძრავენ. ისინი მხოლოდ აქებ-ადიდებენ ამ დოკუმენტს. საინტერესოა, რომ ამ კანონის მიხედვით, ლეგალურად მოქმედებენ სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი სამსახურების მხოლოდ ხელმძღვანელები. რიგითი თანამშრომლები კომერციული და სხვა სტრუქტურების საფარქვეშ მუშაობენ (!).

2012 წლის ოქტომბერში ლიტვის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც სპეცსამსახურებს ნებას რთავს სასამართლოს სანქციის გარეშე  უთვალთვალონ ნებისმიერ ადამიანს სამი დღის განმავლობაში. კრიმინალური დაზვერვის კანონი დასაშვებად მიიჩნევს თვალთვალის დროს აგენტურის გამოყენებას, ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა საიდუმლო ოპერაციები, ჩხრეკა, მიყურადება, ჩასაფრება და ა.შ. ლიტვის ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანონი დაზვერვის შესახებ არ იძლევა ადამიანების დაცულობის გარანტიას და გამორიცხული არ არის მისი ბოროტად, თუნდაც პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოყენება.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის უმეტესი ხელშეწყობის რეჟიმის დაცვას ლიტვაში უზრუნველყოფს აშშ ელჩი დებორა მაკარტი. ამ ქალბატონის კარიერაში არის საკმაოდ ეგზოტიკური დანიშვნები, რაც საეჭვოს ხდის მის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის საკითხს. იგი იყო ნარკოტიკებთან და ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი კონსულტანტი. მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი გასაიდუმლოებულია. 2006-დან 2008 წლამდე მაკარტი «სპეციალური კოორდინატორი» იყო ვენესუელის პრობლემატიკის საკითხებში, ანუ შეხება ჰქონდა ამ ქვეყნის სადაზვერვო ინფორმაციასთან. 2008-10 წლებში მეორე პირი იყო აშშ საბერძნეთის საელჩოში. იმ პერიოდში ქვეყანაში მკვეთრად გამწვავდა სიტუაცია საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის გამო და სერიოზული საფრთხე შეექმნა ამერიკულ დაწესებულებებს.

ლიტვის აშშ საელჩოში სადაზვერვო სამუშაოს ხელმძღვანელობენ დებორა მაკარტის მოადგილე რობერტ სილბერშტეინი და პოლიტიკური განყოფილების გამგე ჯოზეფ ჰამილტონი.

ლიტვაში სამსახურის პირობები, შეიძლებოდა კომფორტულიც კი ყოფილიყო, რომ არა ადგილობრივი «მაგარი ბიჭების» გაფაფხურების შემთხვევები, რომლებსაც შეზარხოშების შემთხვევაში გაეღვიძებათ პატრიოტული გრძნობები და «ნატოს ხაზით» ჩამოსულ ამერიკელებს უჩვენებენ, ვინ არის ლიტვის ნამდვილი პატრონი. მატულობს ოპერატიული დატვირთვაც.

ბალტიის ქვეყნების სპეცსამსახურების წინაშე სტრატეგიული ამოცანები დგას: ძირი გამოუთხარონ რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენას ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, გააძლიერონ ევროკავშირის გავლენა რეგიონში, სპეციალური ოპერაციების განხორციელებით განახორციელონ პოსტსაბჭოთა სივრცის დეზინტეგრაცია იმ პროექტის მიხედვით, რომლის სახელმწოდებაა «აღმოსავლეთის პარტნიორობა».

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტურა ლიტვაში ამჟამად დაკავებულია უკრაინაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა წარგზავნით საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად და რეზონანსული გამოსვლების ორგანიზებით, რომლებიც «უკრაინის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის» წინააღმდეგ იქნება მიმართული, აქტიურად მუშაობენ «რუსული პროპაგანდის» ნეიტრალიზაციისთვის. ამით აიხსნება ნტვ-ს არხის გათიშვა ბალტიის ქვეყნებისთვის დოკუმენტური ფილმის «აგენტი გამოძახებით» ტრანსლირების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ნილ ნიკანდროვი

www.fondsk.ru

P.S. საქართველოს «თავისუფალი მოქალაქენი», ნაცმოძრაობის «ცნობადი» სახეები, რომლებიც საქართველოში თავიანთი აქციების ჩასატარებლად ხალხს ვერ აგროვებენ, წეროების მწკრივად მოეწყვნენ, მეთაური წინ ჩაიყენეს და კიევში ჩაფრინდნენ. აბა, ამათთან აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს რა ხელი აქვს?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here