Home რუბრიკები პოლიტიკა კეტჩუპსისხლიანები

კეტჩუპსისხლიანები

588

აღშფოთდა, ანერვიულდა, აძაგძაგდა ევროპული დემოკრატიის ციტადელის _ ევროკავშირის თავსა მჯდომარე ელიტა:

_ დაარბიეს!

_ დაარბიეს!

_ დაარბიეს დემონსტრანტები კიევში! (ყოფილ ზალეჟნაიას, ამჟამად ევრომაიდანზე).

თბილისში 26 მაისს მერაბიშვილსააკაშვილის სპეცრაზმების მიერ ჩაწიხლული აქცია დახოცილდასახიჩრებული დემონსტრანტებით, ნაცემნაბეგვი ადამიანებით, დაბორკილები რომ ეყარნენ თავსხმა წვიმაში მოსწავლეახალგაზრდობის სასახლის წინ, როგორც რიყეზე ამოგდებული თევზები, ჩვენი ძვირფასი ევრო მეგობრების მიერ მხოლოდ ძალაგადამეტებულ მოქმედებად შეაფასეს.

«ლაითად».

ხოლო ამერიკელმა «ექსპერტებმა», რომლებიც თურმე მონიტორებით თვალს ადევნებდნენ ახალი კონკისტადორების ამ დაუნდობლობას, ბევრი არ უხეხიათ, _ პირდაპირ გაათეთრეს შავი ყორანი _ სააკაშვილი მიხეილი და მისი ოპრიჩნინა. მაშინაც და სამომავლოდაც.

კიევის ევრომაიდანზე თავგაჩეხილი და დასისხლიანებული კაციშვილი არავინ ყოფილა. მაგრამ უნდა ყოფილიყო, როგორც ნაპერწკალი, რომელიც, ერთის მხრივ, ააგიზგიზებდა «რევოლუციურ ხანძარს» უკრაინაში, მეორე მხრივ, საბაბს მისცემდა «თეთხელთათმანიან» ევროლიბერალებს თავის გემოზე ეწიოკათ და ევიშვიშათ.

უნდა ყოფილიყო და შექმნეს. (იხ. ფოტო #1)

ჰყავთ ასეთი პროვოკატორები მასმედიაში, კერძოდ, ფოტორეპორტიორთა გილდიაში. კარგად დაფინანსებული «ფოტოაგენტები».

საქართველოში ჩვენს ფოტორეპორტიორებს, რომლებმაც თავიანთი გადაღებული დოკუმენტური კადრებით მსოფლიოს დაანახეს ჭეშმარიტი სურათი 26 მაისის «ბართლომის ღამის», ჯაშუშობაში დასდო ბრალი ყოფილმა ხელისუფლებამ და ციხეებში ჩაყარა.

ასეთი იყო და რჩება ორმაგი სტანდარტები იანუსების კასტის.

გუშინ ინტერნეტში (http://polemika.com.ua/news-133029.html)  დაიდო მასალა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამ პარანორმალური მოვლენის ახსნის საშუალებას გვაძლევს.

თურმე ძალიან მარტივი ყოფილა, ისეთივე მარტივი და პრიმიტიული, როგორიც იყო, მაგალითად, ხურჩაში დადგმული ტერაქტი: ზუგდიდის მხრიდან (!) რომ ესროლეს და ააფეთქეს ავტობუსი, რომელმაც გალის რაიონიდან ჩამოიყვანა ამომრჩევლები და რომელიც «რაღაც სასწაულით» «თავდასხმის» მომენტში ცარიელი იყო.

გახსოვთ, რა თქმა უნდა, რა ამბავიც ატეხა გებელსის პროპაგანდის სამინისტრომ ამ «ფაქტისა» გამო _ აფხაზეთის მხარემ ააფეთქაო.

თუ რუსებმა…

უცხოეთისთვის გათვალისწინებული საჩვენებელი აგიტაცია! (ფოტო #1)

ფოტო #1
ფოტო #1

ფოტო #2
ფოტო #2 და #3

ფოტო #4
ფოტო #4

კიევში ასეთი ფოტოფაქტების ფალსიფიცირება დაავალეს მაიდანზე «ნაცემ» ფოტოგრაფს გვარად გარანიჩს, რომელმაც 2008 წელს სახელი გაითქვა აგვისტოს ომში დადგმული კადრებით. კიევში მისი ამოცანა იყო, დაეფიქსირებინა სპეცრაზმ «ბერკუტის» მიერ მომიტინგეთა «სისხლიანი» დარბევის ფაქტი.

საიტი http://polemika.com.ua/news-133029.html აქვეყნებს «როიტერის» ამ ფოტოგრაფის მიერ საქართველოში გადაღებულ კადრებს და დეტალურად განმარტავს მათ არაბუნებრიობას, უფრო ზუსტად, რომ ისინი დადგმულია.

აი, ეს პუბლიკაცია:

«მაიდანზე ნაცემმა ფოტოგრაფმა საქართველოში გადაღებული დადგმული კადრებით «გაითქვა სახელი»

გასაგებია, ვინც უნდა გაეგზავნათ მაიდანის მიტინგის დაშლის გადასაღებად.

ხედავთ, თავი რომ სისხლითა აქვს მოთხვრილი? ეტყობა, «ბერკუტისგან» მოხვდა, თუმცა შეიძლება, კეტჩუპიც იყოს. ეფექტური ფოტოსთვის. მით უფრო, რომ «როიტერის» ამ ფოტოკორესპონდენტს უყვარს ეფექტური ფოტოები

იგი განთქმულია იმით, რომ ბრწყინვალედ იმუშავა საქართველოში, დადგმული ფოტოების სერია შექმნა. არა ყალბი, არამედ დადგმული ფოტოების. განსხვავება დიდია. მისი დამქირავებლები შემდეგ შეეცადნენ თავისმართლებას, საზოგადოებრიობას წარუდგინეს ფოტოორიგინალები. მაგრამ ამან ვერა და ვერ გააქარწყლა თავდაპირველი შთაბეჭდილება, მათი დადგმითი ხასიათის გამო რომ შეიქმნა. ფოტოები ნამდვილია, მაგრამ მათზე აღბეჭდილია როლების შემსრულებელი მსახიობები. შეიძლება მსახიობები არა, მაგრამ _ ჩვეულებრივი ადამიანები ფოტოგრაფის მიერ განაწილებულ როლებში.

(ფოტოები ##2-3)

მაშ, _ წერს ავტორი, _ თუ დაგავიწყდათ ეს ფოტოგრაფი, გაგახსენებთ kvisaz.ru-ს ჩანაწერს:

«წითლით აღვნიშნე დეტალები, რომლებიც მიგვითითებს, რომ ამ ფოტოსურათების ობიექტები ერთმანეთს ჰგავს. იმდენად ჰგავს, რომ სიყალბის შთაბეჭდილება თვალშისაცემია.

ყველაფერი მესმის და გასაგებია: ომი, მანევრებიმაგრამ რა საჭიროა ცხედრის თრევა? რა საჭირო იყო მისი გადაბრუნება ან საბანში გახვევა?! რა უცნაური სტრიპტიზია შავპერანგიანი მამაკაცის?!

შემდეგ: მამაკაცი კუბოკრულ პერანგში. მას შემდეგ, რაც მას გადააბრუნებენ, აშკარად გამოჩნდება, რომ კარგადაა შენახული. საკითხავია: რუსები ბომბავდნენ თუ სნაიპერის შაშხანიდან ესროდნენ ღრუბლებს ზემოდან?!

ხელზე წათხაპნილი სისხლის გარდა, სხვაგან კიდევ სად ჩანს სისხლის კვალი?!

აი, ფოტო სამხრეთ ოსეთიდან _ იქ ნამსხვრევების კვალი აშკარაა. აქ კი ვერ მიხვდები, რა საიდუმლო ზემოქმედება განიცადა ადამიანის ორგანიზმმა?

დავუშვათ, ჭურვის ნამსხვრევები არ მოხვედრია. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ თუნდაც თავში მოხვედრილ აგურის ნატეხს, ან აფეთქების ტალღას რაღაც კვალი ხომ უნდა დაემჩნია? თუნდაც აწეწილი თმები ან ცხვირიდან წამოსული სისხლი.

«როიტერის» ეს ორი ფოტო პლიუსია იმ თეორიის სასარგებლოდ, რომლის მიხედვით სწორედ ასეთი უნდა იყოს და არის კიდეც ნაყალბევი კადრები. ყოჩაღ, ფოტოგრაფებო, ვერაფერს იტყვი! ახლა გასაგებია, რატომაა ფოტოები ასეთი ლამაზი.

ლამაზად გამომზირალი ინფორმაციული ომი.

ვის რად სჭირდება თავწაგლეჯილი მოხუცებულების გვამების ხილვა?! ვის სჭირდება დაგლეჯილი კატის კნუტის ნახვა?! მაგრამ თუ ლამაზ ადამიანებს სასიამოვნო პოზებში დააწვენ და სთხოვ, განასახიერონ გლოვით დამწუხრებული პერსონები, სულ სხვა შედეგს მიიღებ: აქვითინდება მსოფლიო საზოგადოებრიობა!

შემდეგი ფოტო ამავე მსახიობის მონაწილეობით.

(ფოტო #4)

ახლა სურათი მთლიანობაში წარმოჩნდა.

ზედმეტი მოუვიდათ.

ამჯერად ამ კუბოკრულპერანგიან კაცს სამხედროები მიათრევენ.

«როიტერის» ეს ფოტოგრაფი მუშაობს ახლა მაიდანზე, სურათებს იღებს დასავლეთისთვის…

დიდი ხანია, რაც დამუშავებულია ასეთი მოვლენების გაშუქების მექანიზმები. სპეციალური მეთოდისტები რეკომენდაციას იძლევიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. აი, მაგალითად, «ოტპორელები», ჩვენი «კმარელების» «ბიძაშვილები» ბელგრადიდან, გვეუბნებიან: «ოტპორელებს» მომარაგებული აქვთ შესანიშნავი ცინიკური პროვოკაციების უდიდესი რაოდენობა. ერთერთს ეწოდება «გოგონა თეთრებში». თუ მანიფესტაციის დროს მოსალოდნელია პოლიციასთან შეჯახება, წინა რიგში უნდა დააყენოთ თეთრკაბიანი ქალიშვილები და მათ მიუშვიროთ «მეგობარი ჟურნალისტების» კამერები.

შეჯახების დროს გოგონებს აუცილებლად მოხვდებათ, შეიძლება გადათელონ კიდეც, დაჭრან. გოგონების ნაზი, შეშინებული სახეები, დასისხლიანებული თეთრი კაბები _ ასეთი კადრი მთელ მსოფლიოს მოივლის. გენიალურია, ხომ ასეა

თუ თეთრკაბიანი გოგონები ვერ მოძებნეთ, მაშინ გამოიყვანეთ ჩიორა თაქთაქიშვილი და ცხვირიდან გამოჟონილი სისხლით წათხაპნილ მის სახეზე სრულად აისახება ბევრზე გათვალისწინებული ჩანაფიქრი.

არმაზ სანებლიძე

 

P.S. დაბოლოს, მკითხველის გასახალისებლად _ ანეკდოტი, რომელიც დღეს კიევში პოპულარულია და სპეცრაზმ «ბერკუტს» შეეხება.

ბერკუტი მთის არწივია.

მაშ ასე: კიევის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც ხალხში უწოდებენ «გზა დასავლეთისკენ», ძველი «ჟიგული» შეეჯახება ახალთახალ «ტოიოტას». გადმოლაგდებიან ჩამუქებულშუშებიანი მანქანიდან «ბაკლანები» და თავზე დაადგებიან «ჟიგულის» პატრონს _ ხანდაზმულ კაცს, რომელიც აბსოლუტურად დაბნეული და საქციელწამხდარი დგას.

_ დიდ ხარჯში ჩავარდი, ბიძაჩემო! _ ეუბნება ერთი თვიკმაყოფილი ტიპი.

_ მე რა მაბადია, _ შეწუხდება ძიაკაცი, _ ჩემი შვილი მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორია, დავურეკავ და გაგისწორდებათ. ოღონდ მობილური ტელეფონი მათხოვეთო.

იმათ გაეხარდებათ _ დიდ ფულს წავგლეჯთო ფაბრიკის დირექტორს და ათხოვებენ მობილურს. დარეკავს.

რამდენიმე წუთში მოვარდება ორი მიკროავტობუსი. გადმოცვივდებიან «ბერკუტის» მებრძოლები. მიწაზე დააწვენენ «ბაკლანებს» და ერთიორს წაუთაქებენ კიდეც.

როცა სიტუაცია დამშვიდდება, «ბერკუტის» (მთის არწივის) რაზმის უფროსი მივა მოხუცებულთან და ეტყვის:

_ მამაჩემო, რამდენჯერ უნდა აგიხსნა, რომ მე მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორად კი არ ვმუშაობ, სპეცრაზმ «ბერკუტის» მეთაური ვარ!

 

P.P.S. პუბლიკაციაზე მუშაობის დროს გამოქვეყნებული ფოტოების ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია. პუბლიკაცია მომზადებულია უკრაინული მედიის მასალების მიხედვით.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here