Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ამირეჯიბი: «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკაში დარჩენა ნორლანდის მოთხოვნა იყო

ლაშა ამირეჯიბი: «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკაში დარჩენა ნორლანდის მოთხოვნა იყო

3370

«სახალხო კრების» წევრის _ ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, ბიზნესმენებზე ზეწოლა ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში კვლავ გრძელდება. ამირეჯიბი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, შსს სამცხეჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, რევაზ მუმლაძეს, ბიზნესმენების შევიწროებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მუმლაძე მთელ რეგიონს აკონტროლებს.

 

_ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ მუმლაძე და მისი ცოლის ძმა, შალვა ფხიკაძე, მეტსახელად «ღოროვიჩი», პრაქტიკულად მთელ რეგიონს განაგებენ. ფხიკაძე მუმლაძის დავალებით მოქმედებს. ისინი ატერორებენ და აწუხებენ ბიზნესმენებს, სთხოვენ წილს ბიზნესიდან. ეს ინფორმაცია თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიტყვე. ხალხი ძალიან შეწუხებულია. არადა, შალვა ფხიკაძე «ნაციონალების» მხარდამჭერი გახლდათ. დარბოდა და მათ პარტიულ, ხუთნომრიან მაიუსურებსაც კი არიგებდა ბორჯომში.

ჩემს ერთ ნაცნობ ახალგაზრდას ბაკურიანში ბეტონის ქარხანა აქვს და ამის გამო ამ ადამიანზე ზეწოლას ახორციელებდნენ, მის მანქანებს აჩერებდნენ, მძღოლებს აშინებდნენ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან და მომიყვა, რაც ხდებოდა, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ერთერთი მაღალი თანამდებობის პირს დავურეკე და ამ ყველაფრის შესახებ მოვუყევი. მხოლოდ ამის შემდეგ დაანებეს თავი ამ ადამიანს.

_ რას ითხოვდნენ მისგან?

_ როგორც აღმოჩნდა, ბატონ მუმლაძესაც ჰქონია ბეტონის ქარხანა ბორჯომში და აქ მათი ბიზნესინტერესები გადაიკვეთა. მუმლაძეს კონკურენტის ჩამოშორება სურდა. რეგიონში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაადებენ მუმლაძეს და ფხიკაძეს ხელს. ყველამ იცის, რომ მუმლაძე ჩართულია ყველა ბიზნესში, ასევე ხეტყის უკანონოდ დამზადებაში. ჩუმად იჭრება ხეები, აბასთუმანში ტყე ნადგურდება. დილის 4-5 საათზე ხეტყით დატვირთული მანქანების კოლონა ჩამოდის თბილისში და აქ ხდება მისი რეალიზაცია. მინდა ვთხოვო გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს და ბიძინა გიორგობიანს, ყურადღება მიაქციონ აბასთუმნის და, საერთოდ, მესხეთ-ჯავახეთის მხარეს, გააძლიერონ მონიტორინგი. ვინაიდან ძალიან ბევრი სამსახური იქ თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე, რადგან რეზო მუმლაძეს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირად და უახლოეს ადამიანად იცნობენ და ვერაფერს უბედავენ, მისი ეშინიათ. რეზო მუმლაძე თავადაც არ მალავს და სახალხოდ ამბობს, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ცოცხალი, მე მუდამ თანამდებობაზე ვიქნებიო. არადა, დარწმუნებული ვარ, ბატონმა ბიძინამ მისი საქციელის შესახებ არაფერი იცის.

აღსანიშნავია, რომ რევაზ მუმლაძე იყო ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი. 2012 წელს მას ბრალი დასდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობის ნივთის შეძენაში და დაიჭირეს. მუმლაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით ედებოდა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ მხოლოდ იმიტომ შეიყვანა სიაში და მისცეს პოლიტპატიმრის სტატუსი, რომ ის ივანიშვილთან მუშაობდა. ეს კაცი პოლიტპატიმარი არ არის.

_ რის საფუძველზე ამბობთ, რომ მუმლაძე პოლიტიკური ნიშნით არ დაუპატიმრებიათ, ის ხომ ივანიშვილთან მუშაობდა, რაც, შესაძლოა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მისი დაკავების მოტივი გამხდარიყო?

_ რევაზ მუმლაძემ ითაღლითა, მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის. მას სხვისი მიწის მისაკუთრება სურდა. ეს ყველაფერი წერია განაჩენში და, თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, შეუძლია გადაამოწმოს. საინტერესოა ერთი დეტალიც: ყველა ის ადამიანი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, თავის დროზე სამი მუხლით არის გასამართლებული. ჩვეულებისამებრ, მათ ბრალად ედებოდათ წინააღმდეგობის გაწევა, ნარკოტიკის უკანონო შენახვა ან იარაღის უკანონო შენახვატარება, თუმცა ასე არ ყოფილა მუმლაძის შემთხვევაში.

მე ვნახე მუმლაძის ქონებრივი დეკლარაცია და საინტერესოა, რომ, სანამ მას დააკავებდნენ, ერთი პატარა სასტუმრო ჰქონდა ბორჯომში, მაგრამ დღეს, მის და მისი ცოლის სახელზე გაფორმებულია მიწები, სასტუმროები, სააფთიაქო ქსელი, ბეტონის ქარხანა და ა. შ. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში შეიძინა. ვსვამ კითხვას: როგორ შეიძინა ამდენი რამ ერთ წელიწადში? ან, როგორ ფიქრობთ, რომც ჰქონოდა მას ეს ყველაფერი, პატიმარ კაცს (ან სულაც მის დაპატიმრებამდე) «ნაციონალები» ამ ყველაფერს არ წაართმევდნენ, გადაურჩებოდა მისი ქონება ექსპროპრიაციას? 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მუმლაძის პიროვნებას კარგად ახასიათებს. ბორჯომში ივანიშვილმა საბაგირო გზა გააკეთა, რომელიც კარგად მუშაობდა და ბიუჯეტში დიდი თანხა ირიცხებოდა. მას შემდეგ, რაც მუმლაძეს გაუჩნდა ინტერესი და იქ თავისი მოლარე მიიყვანა, ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს, რამდენად შემცირდა ეს თანხა. საბოლოოდ კი ეს მოლარე დაიჭირეს.

რევაზ მუმლაძეს ასევე სურდა, ლიკანში რომანოვების სასახლის 49 წლით ხელში ჩაგდება და უნდოდა, ეს ყველაფერი მისი ცოლის ორ მეგობარზე გაეფორმებინა.

_ როგორ ფიქრობთ, ახალ ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია, თანამდებობის პირების ამგვარი ქცევების შესახებ?

_ არ ვიცი, აქვთ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ახლა ხომ გაიგებენ? ჩემთან პირადად მოვიდნენ ეს ადამიანები და შემომჩივლეს, რაც ამ რეგიონში ხდებოდა. მე ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ და ამ ყველაფერს საჯაროდ იმიტომ ვყვები, რომ ასეთი ადამიანები იზოლირებულები უნდა იყვნენ საზოგადოებისგან, განსაკუთრებით ხელისუფლებისგან და, როდესაც სამართლიანობაზე საუბრობენ, კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას საკუთარი რიგებიდან დაიწყებს.

რამდენადაც ვიცი, რევაზ მუმლაძის სამსახურიდან გაშვებას და სხვაგან გადაყვანას აპირებენ. მას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორობაც სურს, მაგრამ მინდა, ახალ ხელისუფლებაში ყველას ვუთხრა, არც იფიქრონ მის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა ან დაწინაურება. ეს წაგლეჯვა, ბიზნესის რეკეტი ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს საქართველოში? სხვა რეგიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა და ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ რევაზ მუმლაძის მსგავსად ყველას ვამხელ. თუ გვინდა, ახალ ხელისუფლებას ხელი შევუწყოთ, საზოგადოებრივი მონიტორინგი აუცილებელია. ჩვენი ვალია, ხელისუფლებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ხოლო თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ახალ მთავრობას თავს ძალიან დიდი რისხვა დაატყდება.

_ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს როგორ შეაფასებთ?

_ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ის დარჩა პოლიტიკაში, ოღონდ ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებაში. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ეს ხელისუფლება მართული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აცხადებდა, რომ არ ვაკადრებ და არ ჩავერევი ხელისუფლების საქმეებშიო, მას მაინც მოუწევს ამის გაკეთება, რადგან ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებზე ისეთი ადამიანები დატოვა, რომლებსაც ის ენდობა და ეს ადამიანები მისი თანაგუნდელები არიან.

რაც შეეხება, ცვლილებებს, ივანიშვილი რიჩარდ ნორლანდის მოსაზრებებს ყოველთვის ითვალისწინებდა და რასაც ის ეუბნებოდა, პრაქტიკულად ასრულებდა კიდეც. ეს შეიძლება ნაწილობრივ კარგიც იყო გარკვეულ საკითხებში, მაგრამ მთლიანობაში ხალხის დაკვეთა არ სრულდებოდა. მაგალითად, ნორლანდის მოთხოვნა იყო სისხლის სამართლის ისეთი დამნაშავეები, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გია ბარამიძე და .., არ დასჯილიყვნენ. გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი სწორედ ამიტომ წავიდა თანამდებობიდან. კბილაშვილს ახლობლების ვიწრო წრეში უთქვამს კიდეც, სამართლიანობის აღდგენის საშუალება არ მეძლეოდაო.

ასევე ნორლანდის მოთხოვნა იყო, «ნაციონალური მოძრაობა» თავისი 22%-ით პოლიტიკაში დარჩენილიყო. ბიძინა ივანიშვილმა ესეც გაითვალისწინა. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ამერიკული პროექტია, რომელსაც ჯერჯერობით ფუნქციონირება არ დაუსრულებია, რადგან ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს, მათ იტივტივონ. თუმცა მე ველი ცვლილებებს ირაკლი ღარიბაშვილისგან, რადგან ის ჭკვიანი, პრინციპული, ხისტი კაცია და მაინც მგონია, რომ ის სამართლიანობას აღადგენს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ოჯახში ერთი მახინჯი გამოერევა. თანავუგრძნობ ქვეყნისათვის ღრმად პატივცემულ ბატონ ჭაბუას.

  2. ამირეჯიბი რა შუაშია? გედეონ ფოფხაძე მიაწერეთ ავტორად, მაგრამ არაკაცები თავის სახელს სირაქლემასავით მიწაში მალავენ!

  3. ამის ავტორმა ის თუ იცის საკადრო პოლიტიკა როგორ ჩაატარა რეზო მუმლაძემ? გარდა იმისა რომ ცოლის ნათსავები და თავისი უტვინო ნაცნობ-მეგობრები დანიშნა თანამდებობებზე, იმდენად გათავხედდა, რომ თავისი საყვარლის მული გამგეობაში წამოაჯინა სამსახურის უფროსად. ეს ყველა ბორჯომელმა იცის.

  4. ზუსტადაც, ყველაფერი არ წერია მუმლაძის ვაჟკაცობებზე. როგორც კი მოვიდა დაერია რესპუბლიკელებს და ალასანიას. სამსახურებიდან გაათავისუფლა ის ხალხი, რომლებმაც ხელისუფლებაში მოიყვანეს. ძალიან კარგი თუ გაუშვეს.

  5. ბორჯომი პატარაა და ყველამ კარგად იცის ვინ რითი სუნთქავს. რეზო მუმლაძესაც ყველა კარგად ცნობს და ყველამ კარგად იცის რომ მისი პოლიტიკურით გამოშვება მაგარი სასაცილო იყო! უფრო სასაცილო კი მისი სამმართველოს უფროსად დანიშნვა იყო.

  6. ბორჯომში წილოსნები დაბრუნდნენ. სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რადგან ისედაც ყველაფერი ცხადია. ცუდია, რომ ისევ თავიდან ვიწყებთ. ამისთვის არ ვიბრძოდით. ძალიან სამწუხაროა…

  7. იქნებ გვარებიც გაგვახსენოთ ბორჯომელებს გამოყრილი პიროვნებების სახელები და გვარები, შემთხვევით ეგ ის ხალხი ხომ არ არიან ნაციონალებთან რომ იყვნენ გარიგებულები….

  8. ფოფხაძეს რაც შეეხება, არ ვიცი ამ საქმესთან რა ხელი აქვს, მაგრამ რა სულელურ განცხადებებს აკეთებს ეს ვითომ "მოაზროვნე"… მაგარი გაუნათლებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოჩვენებითია მაგის მოაზროვნეობა.

  9. გედი,რომ ჭკვიანი და განათლებული ოჯახის შვილია ეს მთელმა საქართველომ,იცის მას უყვარს ბორჯომი და ბორჯომელები. მისი სურვილი არაის რაიონის მართვა, განაგოს სპეციალისტებმა და გამოცდილმა კადრმა. ხოლო რავაზ მუმლაძის ხსენება გედი ფოფხაძესთან სირცხვილიაა. . .

  10. "ბორჯომი", საქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლა ყველა ბორჯომელმა იცის გედის "ოჯახისშვილობა"… მამა მართლა კაცური კაცი იყო, ეს ნა..ჭვრები კი სამწუხაროდ არაკაცები გამოუვიდა. გეთანხმები, ყველა ბორჯომელმა კარგად იცის ჯერ კიდევ ლაწირაკმა გედევანმა როგორ უჩივლა საკუთარ მამას. ამის შემდეგ პავლიკა მოროზოვი შეარქვეს. ხალხს მეხსიერება ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს… ამაზე მეტი არაკაცობა არის კიდევ რამე?

  11. გედევანია არაკაცობის მბავი ვინ არ იცის? ნოდარ გრიგალაშვილის @@@, რომ მაგენი ხალხში გამოიყვანა!

  12. გიუაშვილს რომ ეტაკეთ და მოხსენით როგორც რეზო მუმლაძის მხარდამჭერი, მარინა გელაშვილი რატომ დატოვეთ? თუ "რეზო მუმლაძის საყვარლის მული"-ს სტატუსი უფრო ძვირადღირებულია?

  13. რეზო მუმლაძემ ბევრი უდანაშაულო და კარგი სპეციალისტები განთავისუფლა სამსახურიდან. თვითონ ძალიან კარგად იცის.
    ასე, რომ რეზო მუმლაძეს ბევრი ცოდვა ადევს კისერზე!!!

  14. რეზოს ცოდვები რა მოსატანია გედევან ფოფხაძის ცოდვებთან. სახელებით და გვარებით შემიძლია დავასახელო ადამიანები, ვინც გედევან ფოფხაძის "შავ სიაში" მოხვდა. მერწმუნეთ, მათგან არცერთი არ იყო მისი ხელის ბიჭის, ე.წ გამგებელის, ქვეშაფსია და ლოთი კამკამიძის გასათავისუფლებელი. ფოფხაძის "დამსახურებით" ნამდვილად პროფესიონალი კადრები გაუშვეს გამგეობიდან და დანიშნეს უდიპლომო, კრიმინალი, არაპროფესიონალი და უავტორიტეტო ხალხი. სწორედ ეს ხალხი გაუშვა რეზო მუმლაძემ, რაც ნამდვილად შვება იყო ქალაქისთვის.
    ასე რომ გიორგი ბატონო, ფოფხაძის ცოდვებთან მუმლაძის ცოდვები რა მოსატანია!

  15. ნურავიოს ნუ გონია ამ ქვეყანაზე რამე შერჩებათ…
    დაჩაგრულ ადამიანს ღმერთი არ გაწრავს. რეზოს კი რამდენი გაჭირებული ადამიანი ყავს განთავისუფლებული ასე, რომ
    ნურავის ნუ ავიწყდება, რომ უფალი მეფობს და ყველაფერზე პასუხს უფალთან აგებს…

  16. ხალხო ასე დაგაჩლუნგათ ბრბოს ლაპარაკმა რომ თქვენი აზრი არ გაქვთ ვინც რეზო მუმლაძის ოჯახს იცნობს მიხვდება 1 წლის განმავლობაში რა ტრავმა ქონდა მის ოჯახს რეზო მეტ კაცობას ვეგარ დამტკიცებს მან იმ 1 წლის განმავლობაში დამტკიცა თუ ვინ არის რეზო მუმლაძე. ბევრმა ბორჯომელმა იცის თუ რა გაჩნია რეზო მუმლაძეს არარსებობს არც აპთიაქები და არც არაპერი ერთი პატარა სასტუმროს გარდა.

  17. პატივცემულ ლაშა ამირეჯიბმა უნდა ჩატაროს ჟურნალისტური გამოძიება, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცის თანამშრომლებთან,დიდველის თანამშრომლებთან და სერვიზ რვის თანამშრომლებთან იმ თანამშრომლებთან რომელიც რევაზიმ განთავისუფლა პატიოსანი თანამშრომლები დიდველის დაცვიდან და როგორ გადაიყვანა რეზიდენციდან დაცვის ბიჭები დიდველის დაცვაში,როგორ განთავისფლა ახალგაზდა გოგონა სამსახურიდან და ნერვოზი დამართა თითქოს (ტილები ყავდა)და რამდენი ასეთი თანამშრომელი იქნა მისგან დამცირებული და განადგურებული,მას თავისი თავი იმპერატორად მიაჩნდა,ხოლო რაც შეხება(უცნობო) ქონებას, რომ პატარა სასტუმრო აქვს ბორჯომის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის.. თავის გულს ჰკითხოს რა ქონება აქვს და რა წილებში იყო და არის,ეს მისმა გონებამ ყველაზე კარგად იცის. მოსახლეობა ლაშა ამირეჯიბის წერილის წაკითხვის შემდეგ დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს. რეზო მუმლაძის განთავისუფლების გამო, ხოლო მისი დანიშვნა რაიმე თანამდეგობაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ,აი ეს არის სამართლიანობის აღდგენა,სამართლიანობის აღდგენა იქნება კიდევ ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის უფროსი რევაზ მუმლაძის მეუღლე ინგა ფხიკიძე და დიდველის დაცვის უფროსი გენადი მუმლაძე რომელიც რეზოს ძმაა მათაც უნდა დატოვონ სამსახური(რა კარგია მუმლაძების კლანი ივანიშვილის ქონებაზე გუგუნობს) მას ცოტა ადამიანობა თუ გაჩნია იმ თანამშრომლებს ვინც უმიზეზოდ განთავისუფლა სულ მცირე მაინც ბოდიში უნდა მოუხადოს, მაგრამ მაგის ნაირი ადამიანები ამას ვერასოდეს გაიგებენ და ვერც გაკეთებენ-ასე,რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული…

  18. რა გამაცინე "უცნობო" ავტორო? მთლი ბაკურიანის მიწები რომ მიითვისა და ბიძინას საკუთრებასაც გადაწვდა, რისთვისაც სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა ივანიშვილთან, არ იცით თუ გგონიათ ხალხმა არ იცის? სწორედ მაგ მიზეზის გამო მოისრიალეს და მიაყოლეს ერთი-ორიც კიდევ.

  19. მარინა გელაშვილო, შენ კი უნდა დაიცვა რეზო მუმლაძე. ზოგს რა რძალი ჰყავს? შენი რძალი არ ყოფილიყო მუმლაძის საყვარელი, ვანახავდით ერთი სად იქნებოდი და რა რეჩებს დააეტყამდი. შენ სკამის გულისთვის შენი ბავშვის ნათლიას, გედი ფოფხაძეს უღAლატე და მუმლაძის მოენედ გადაიქეცი. გედის ამაგი ვერ დაინახე და მიკვირს მუმლაძემ რა გაგიკეღთა ამისთანა თAვგამოდებით რომ იცავ

  20. დიტო, შემთხვევით დიმიტრი ბერიძე ხომ არ ხარ? ბორჯომის ახლანდელი გამგებელი, "წილოსანი" ვაჟა ბერიძის შვილი? რაც მამაშენს დარჩა შესაჭმელი, შენ გააგრძელე. ხე-ტყე შენს ხელშია და სტავკებიც თქვენი ოჯახისაა. ბაკურიანში, ქუმარიტაშვილის საფლავთან, ატრაქციონების გახსნა გინდოდა და ხალხი რომ ფეხზე დადგა, ისეთი დაიჭირე, რომ თითქოს თვითნებუი მშენებლობა წამოიწყო ვიღავცამ. ბორჯომში "მადლი" თქვენი ოჯახისაა და როგორც კი მოხვედი, მაშინვე მიშენების ნებართვა გაეცი და ამით საავარიო სიტუაცია შექმენი. და ბოლოს რეზოსაც კარგად გაუჩალიჩე…

  21. რა საინტერესო სტატუსი ვნახე
    Giorgi Giuashvili
    18 იანვარი
    1)შეკითხვის პასუხი: ერთერთ ტენდერში გამარჯვებულ ბორჯომელ მშენებელს "შეაწერეს"( გამგებელს ვგულისხმობ) ძვირადღირებული ნაძვის ხის შესაძენი თანხა-1 000ათასი ლარი.
    2)შეკითხვის პასუხი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ბერიძემ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაარიცხა თავის მოადგილეებს პრემიები (ვითომ) და გათეთრებული ფულით გადაიხადა იუბილე.
    3)შეკითხვის პასუხია: 2013 წლის მდგომარეობით ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა "რესტორნებში-ქეიფებში" გამგებლის მონაწილეობით დაახლოებით 20 000 ათასი ლარი.
    4)შეკითხვის პასუხია: რომელ სიმღერას ასრულებს ხოლმე რესტორნებში მიკროფონის გამოყენებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე, სიმღერის სახელწოდებაა – "პატარა გოგონა".

  22. თუ მართლა სიკეთე უნდა ბორჯომის ახალ მთავრობას,ბოროტმოქმედი მანანა ორჯონიკიძე უნდა მოაშოროს სოციალურ სამსახურს.

  23. მართალი ხარ ქალბატონო ნუნუკა. მარტო მანანა ორჯონიკიძე კი არა გამგებელიც, ბღენძია ბესო ქურდაძე. დაიღალა ხალხი ამათი ყურებით. . . .

  24. ძველი გამგეობის შენობაში როდესაც გედი ფოფხაძე იყო გამგებელი მე მივედი ჩემი პრობლემების გამო გედევანმა ყურადგებით მოისმინა (მერე მდივანს დაუძახა აღარ მახსოვს მისი სახელი დაუძახეთო, შემოვიდა ის კაცი სახელს ვერ ვიგონებ)გედევანმა ასე მითხრა ეს კაცი არის ძალიან კარგი სპეციალისტი.მიბრძანდი ამ კაცთან და ყველანაირად მოგეხმარებითო, მართლაც ჩემი პრობლემა მოიხსნა მაგრამ მის წინა გამგებლების დროს ჩემ პრობლემას ვერ ვაგვარებდი იცით რატომ მოგვარდა ჩემი პრობლემა-მას გამგეობაში ყავდა ნამდვილი პროფესიონალი სპეციალისტები, ნებისმიერ საკითხში.დღეს რა ხდება მუმლაძისტების გამგეობაში?გამგეობა უცოდინარების ხელშია სანთლით, რომ ეძებო კარგი სპეციალისტები გამგეობაში ვერ ნახავთ
    კარგი სპეციალისტები კი ქუჩაშია ესენი ერთ დროს გამგეობის შენობაში საქმებს აკეთებდნენ და კომპიუტერით არ თამაშობდნენ ხალხიც კმაყოფილი იყვნენ(ჩემის აზრით ესენი არიან ბორჯომის ოქროს ფონდი. ალბათ მავანი იტყვის კამკამიძეც ოქროს ფონდიაო არ ბატონო არა მაგრამ მისი მოადგილე ვანიკო კოჟორიძე ნამდვილად ოქროს ფონდია ჭკვიანი, განათლებული, გონიერი ახალგაზრდაა. ასე,რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. ბატონო გედევან მე და ჩემი ოჯახი და საღად მოაზროვნე ბორჯომელიც თქვენს გვერდითაა.. თქვენ ხართ გედევან გალაქტიონოვიჩის საუკეთესო შვილი..(ვთხოვ ზოგიერთებს, მომაკვდავ ადამიანმა სამართლიანად უნდა იცხოვროს და დაუმსახურებლად არავის ატკინოს გული…

  25. წაგვერის პასუხად: გედევან ფოფხაძეს ჰყავდა პროფესიონალი კადრები??? მაინც რომელი: ლოთი და ქვეშაფსია კამკამიძე თუ კრიმინალი ხომერიკი, კორუმპირებული მანანა ორჯონიკიძე თუ უდიპლომო და უტვინო კვიციანი და კვირკველია? როგორ არ გრცხვენიათ, როცა ფოფხაძის "პროფესიონალ" კადრებზე საუბრობთ. არ ვიცი იქნებ თქვენ მართლაც რამე გაგიკეთათ, მაგრამ ფოფხაძის სახით უფალმა უკვე მეორედ დაგვსაჯა. ერთი მაშინ, როცა თვითონ და თვისი ძმა ქალაქის თავები იყვნენ, ერთი მერი, მეორე კი საკრებულოს თავმჯდომარე და ახლა, როცა მაჯორიტარად მოგვევლინა… ის რომ ფოფხაძე "გედევან გალაქტიონოვიჩის შვილია" დიდი ვერაფერი ღირსებაა

  26. ოე………. წაღვერი…
    ფოფხაძეზე არაკაცი ბორჯომის ხელძღანელობაში არათუ ახლა, არასოდეს არ ყოფილა… შემთხვევით მოხვდა პარლამენტში. ბიძინა არ ყოფილიყო, ვნახავდით, რას იზამდა. სამაგიეროდ როგორც კი მოვიდა ნაღდი ბიძინისტები ჩაძირა. თანამდებობები რესპუბლიკელებსა და ალასანიას ხალხს შორის გაადაანაწილა. თაანაც რა ხალხი წამოატივტივა მკვლელები, წამლის ბარიგები, ბო..ები და ყველაზე კარგ შემთხვევაში უდიპლომოები.

  27. მოსწრებაზე არიან… ყველა ნაძირალა ერთად შეიყარა. გადაჭამეს ბიუჯეტი! ნეტა თუ არ ფიქრობენ რომ მალე მოვა ამათი დროც? ყველაზე მეტად კულტურულ ტენდერებში ხდება "ატკატები" და ფულის გათეთრება. დაინტერესდით, თუნდაც ამ გაზეთის რედაქცია, არ გაინტერესებთ სახელსახელოდ შექმნილ შპს- ებს როგორ აგებინებენ ტენდერებს?

  28. რევაზ მუმლაძეს რო ახსენებთ და მისი წარსული რო არ იცით ჯერ კარგად გაარკვიეთ და მერე ილაპარაკეთ, ადამიანი რომელიც გედევან ფოფხაძეზე ადრე დაუდგა გვერდით ბიძინა ივანიშვილის და იმას ლაპარაკობთ თითქოს და რეზომ ბიძინას უღალატა და მაგიტომ გაანთავისუფლა არ გრცხვენიათ, თავისი ოჯახი გვერძე გადადო და ციხეში წავიდა იმის გამო რო ბიძინა ივანიშვილის გვერძე იყო და აქტიურად იყო ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში და ამის გამო მამუკა ხვედელიანმა, ვახო მაისურაძემ და ეგრედ წოდებული გედევან ფოფხაძე რომელიც უეცრად მოგვევლინა ქართული ოცნების სახელით დეპუტატობის კანდიდატად ამაზე არაფერს იძახით, ერთხელ არ გამოსულა და არ უთქვამს გედევან ფოფხაძეს რის გამო დააკავეს რევაზ მუმლაძე, ისიც კარგად გვახსოვს პოლიტ პატიმრების სიაში რომ არ უნდოდა ჩაეწერა რევაზ მუმლაძე იმიტომ რომ თავის გეგმებს ვეგარ მიაღწევდა იცოდა მაგრამ პირადად ბატონი ბიძინა ჩაერია და მერე გამოვიდა ფოფხაძე და თავს იმართლებდა გამოგვრჩაო რო ჩაგვეწერა პოლიტ პატიმრებშიო, ერთადერთი პოლიტ პატიმარი იყო რევაზ მუმლაძე ბორჯომიდან, არ ვიძახი იმ ბიჩებზე ვინც ბურჯანაძის მხრიდან იყვნენ დაპატიმრებულები, როგორ უნდა გამოგრჩეს შენი რაიონის პოლიტ პატიმარი თუ მისი გამოყვანა არ უნდოდა ციხიდან იმის გამო რო თავისი გეგმები ქონდა გედევან… მაგრამ გეგმები ჩაეშალა, ეხლაც ფოფხაძე არ ისვენებს..

  29. თუ ვინმეს რამე აინტერესებს რევაზ მუმლაძის შესახებ ჯერ კარგად გაარკვიეთ და მერე წერეთ, ჭორის დონეზე ნუ ლაპარაკობთ… რასაც წერთ რევაზ მუმლაძეზე მაგ ყველაფერს დაამტკიცებთ? მაგრამ სად გაქვთ იმის ვაჟკაცობა რო ადამიანს რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ჩირქს ცხებთ, გადით ქალაქში და კითხეთ ყოფილ სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამშრომლებს როგორი უფროსი და როგორი პიროვნებაც არის რევაზ მუმლაძე და კარგის მეტს ვერაფერს გაიგებთ,დღეს პოლიცია პოლიციას გავს? სირცხვილია ასეთი უფროსი რო გაუშვეს სამსახურიდან, ესეც მორიგი ხრიკები არის ფოფხაძის, ასევე მამუკა ხვედელიანის და სამცხე-ჯავახეთის ყველა სუსის თანამშრომლების, დაწერეთ მიდით კიდევ ბევრი რამ რევაზ მუმლაძეზე იქნებ გულზე მოგეშვათ, ამირეჯიბს კი პირადად მივმართავ იცნობს რევაზ მუმლაძეს ასეთ სტატიას რო წერს? რამდენი გადაგიხადეს იმისთვის რო ეს დაგეწერა? ამ სტატიის მერე ყოფილი სუსის უფროსმა რომელიც დღეს გუბერნატორია ამირეჯიბი გამოჭიმა რაბათის დირექტორის კონსულტანტად.. აი რა მიიღო ამ სტატიის მერე.. ეს ყველაფერი გაირკვევა და მერე რაგას დაწერთ ძალიან მაინტერესებს…

  30. გიორგი….. ერთი სახელები ჩამოგვითვალე ვის გულისხმობ უდანაშაულო და პატიოსან ხალხს ვინც სამსახურებიდან გამოუშვა რევაზ მუმლაძემ, ან რა საერთო ქონდა სამსახურებთან რევაზ მუმლაძეს?

  31. რა თავგამოდებაა "ბორჯომის მოყვარულო" რეზო მუმლაძის მიმართ. რაც გედევანს ნეკა ფრჩხილში ჭკუა აქვს, რეზოს წინაპრებსა და შთამომავლობას არ დაესიზმრება. თანაც ძალიან საინტერესოა, რაც აქ დაწერეს ტყუილი რა არის? მარინა გელაშვილი რეზოს საყვარლის მული არ არის? თუ არა ეს, მაგ უკულტურო ქალს კულტურაში რა უნდა? ტენდერებიდან მიღბული ატკატებიც ტყუილია, რაზეც მთელი ბორჯომი ლაპარაკობს? თუ გედევანს კადრებში რაღაც შეეშალა, ეს ტრაგედია არ არის… იმას მაინც ვერავინ იტყვის მის კადრებზე რომ ბიუჯეტი გადაჭამეს და დაბადების დღეებს იხდიდნენ ჩვენი ჯიბეებიდან…ერთი ფაქტი მაინც დაასახელე გედევან ფოფოხაძეზე. თუ შენ არ მოგწონს, შენი პრობლემაა. ძალიანაც მართალი იყო თუ პოლიტპატიმრის სტატუსით მის გამოშვებას ეწინააღმდეგებოდა. კიდევ გიმეორებ, დაასახელე გედევანზე ერთი ფაქტი მაინც და მერე გავაგრძელოთ თემა.

  32. რიგითო ბორჯომელო შენ შემთხვევით გედევან ფოფხაძის სასტავში ხო არ ხარ რაღაც კანჭებში გეტყობა მაგის ვაჟკაცობაზე რო მელაპარაკები… მაგას ჩემთან ნუ არკვევ როგორია და ვინ არის, გადი ქალაქში რევაზ მუმლაძე გაიკითხე და მერე შენი გედის ვაჟკაცობა და გაიგებ განსხვავება რაში არის ამ ორ ადამიანს შორის… და რაც შეეხება კადრებს გედევანს ძალიან ბევრი შეეშალა… ხალხმა რომელმაც ავირჩიეთ ერთი მადლობა არ უთქვამს იმისთვის რო გავიყვანეთ ტეპუტატის რანგში.. მაგისთვის მთავარი ის იყო რო დეპუტატი გამხდარიყო და ბორჯომი ისე ემართა როგორც თვითონ აწყობდა მაგრამ გეგმები ვერ გათვალა, და კიდევ ჭკუას რაც შეეხება გედი ხო მყავს ნიჭიერების განსახიერება, და კიდევ ტენდერის ჩაწყობა როგორ მოდის იქნებ მასწავლო რო ვიცოდე გამომადგება ცხოვრებაში… და კიდევ რაც შეეხება იმას რო ლაპარაკობ მთელი ბორჯომი ამას და იმას ლაპარაკობსო რატო მე ვერ ვგებულობ იმას რასაც შენ იძახი? თუ მთელ ბორჯომში შენ თავს გულისხმობ 😀 😀 😀 სასაცილოები ხართ, რეზო მუმლაძის წარმატებაზე გასკდით გულზე, როგორ გეტყობათ რომ არ იცნობთ თორე მასე არ ილაპარაკებდით…

  33. ‘ბორჯომის მოყვარულო", ტენდერების ატკატები რეზო მუმლაძესთან არ მიდის? მის კუთვნილ ბაკურიანის სასტუმროში ფულის გათეთრება არ ხდება? მართლა რა ტვინი წაიღეთ! გაჩუმდით მაინც! გედიზე მაგას ვერავინ იტყვის. ზემოთ კარგად ჩამოუთვლიათ ყველა ბრალდება და თუ ვინმე დაინტერესდება შევიდეს მუნიციპალიტეტის საფინანსოში და გადაამოწმოს, მაგრამ ვაი, რომ მაგ ამბებს ბევრი შეეწირება. იქნებ მაგიტომაც არ კიდებენ ხელს ზოგიერთი სამსახურის უფროსს, რომ ჩათრევის ეშინიათ?

  34. იკა… რომელ ატკატებზე ლაპარაკობ ან რა მიდის რევაზ მუმლაძესთან თქვენ სრულ ჭკუაზე ვერ ხართ… რეზო მუმლაძე არის დამნაშავე და გედი მყავს ბრთიანი ანგელოზი რაა 😀 😀 😀 მაგარი სასაცილო ხალხი ხართ 😀 😀 😀 და რა ფულის გათეთრება ხდება მის კუთვნილ ბაკურიანის სასტუმროში მართლა ვერ ყოფილხართ კარგად 😀

  35. ბორჯომის მოყვარულო, ნამეტანი ნუ გაქექავ. როგორც ჩანს მთელი ბორჯომი კითხულობს ამ კომენტარებს. გედის დანიშნულ ხალხზე იმას ვერავინ იტყვის, რომ ფულებს კაბინეტებში ინაწილებდნენ. რეზოს კადრებზე კი სწორედაც რომ ლაპარაკობენ. ისე თუ მაინცდამაინც დეტალებში გინდა გარკვევა, ტენდერებით დაინტერესდი.

  36. იკა ქექვით შენ უფრო იქექები და სხვა რამე არ გამოქექო… მთელი ბორჯომი რო კითხულობდეს ამ კომენტარებს ამდენს არ გალაპარაკებდნენ …

  37. მაგარი საკაიფო კომენტარებია. მეც არ გამიკვირდა, რას ჩამიგდეს ეს ლინკი? ფოფხაძისაც და მუმლაძისაც ერთად! ორივე მაგარი ახ@ვარია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here