Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე (გიგნაძე): სოდომიტურ ევროპაში საქართველოს ადგილი არაა!

მამა თეოდორე (გიგნაძე): სოდომიტურ ევროპაში საქართველოს ადგილი არაა!

1919

ბოლო თვეებში თბილისის ქუჩები გაივსო დასავლური «დემოკრატიის» მორიგი «ბოყინის» _ «არაბული გაზაფხულის» მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამშობლო იქ დატრიალებული არეულობების გამო. გაჭირვებული კაცის შეფარება მისასალმებელია, მაგრამ, ვაი, რომ ამ «გაჭირვებულთა» დიდი ნაწილი ყიდულობს საცხოვრებელ ბინებს, მთლიან შენობებს, სახნავ-სათესი მიწის ფართობებს და, ვინც მოასწრო, სულ ახლახან ნაპრეზიდენტალ სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე მათ არ აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, «დამსახურებად» არ ჩავთვლით მათ მიერ გახსნილ საროსკიპოებს… რატომ ხდება ეს უმსგავსობა დამოუკიდებელ და «დემოკრატიის შუქურად» წოდებულ საქართველოში? რატომ მივისწრაფვით სოდომიტური ევროპისკენ? ან რატომ დაემსგავსა ჩვენი სამშობლო იმ შემოუღობავ ყანას, რომელსაც მეზობლების საქონელი ჩლიქებით თელავს? _ ამ საჭირბოროტო კითხვებზე თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გვიპასუხებს.

_ მამაო, რატომ მივისწრაფვით იმ სამყაროსკენ, რომელშიც ყოველგვარ უზნეობას ნორმად აკანონებენ? უფალი ხომ პირდაპირ გვეუბნება, _ რა უნდა შეიძინოს კაცმა სულის ნაცვლად, ღირს რამეში გაცვალო შენი მარადიული სიცოცხლეო?

_ იმ დღიდან, როდესაც ადამიანმა ღმერთი დაკარგა (ადამ და ევას ვგულისხმობ), დაკარგა უნარი ღმერთის ხილვისა და მარადიული სამყარო მისთვის უხილავი გახდა. მაგრამ ღმერთმა ადამიანს დაუტოვა საოცარი, აუხსნელი ფენომენი, რასაც ჰქვია რწმენა! თუ ადამიანი რწმენაში სულიერად გაიზრდება, იგი გულით ხედავს ღმერთს, ხოლო ძალიან, ძალიან წინ წასულ შემთხვევაში, თავად ღმერთს ხედავს, როგორც სინათლეს. რწმენა ყველას აქვს, ის თანდაყოლილი ნიჭია, ერთი შემთხვევის გარდა, როცა ადამიანი თავისუფალი ნებით თავად უარყოფს რწმენას.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სამყარო ითვლება პოსტსეკულარულად, მასში სეკულარიზმი, ანუ თავისუფლება რელიგიური კანონებისგან და სწავლებისგან მაინც აგრესიულ ელემენტად რჩება და ის, რაც პოსტსეკულარულია, მაინც არაა რელიგიური, ამ სიტყვის სწორი გაგებით. პოსტსეკულარული სამყაროს რელიგიურობა უფრო ოკულტისტურია და ძალიან შორსაა ზნეობისგან. ტრადიციული რელიგიებისგან განსხვავებით, რომლებიც უძველეს ფესვებთან ამყარებენ კავშირს და ტრადიციული ღირებულებებიდან აღმოცენდნენ, ოკულტური მიმდინარეობები ძალიან ხშირად ზნეობრივ გარყვნილებას ქადაგებენ. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი კაცობრიობა რელიგიურია, მაგრამ ამ რელიგიური კაცობრიობის ღმერთია ფული, ფუფუნება და ეს რელიგიურობა კერპთაყვანისმცემლობას ჰგავს. აქ გაღმერთებულია მიწიერი კეთილდღეობა, აგრეთვე, თავისუფლებისა და სიყვარულის მიწიერი გაგება. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საჭირო აღარაა სიღრმისეული აზროვნება; და რაში სჭირდება ამგვარი აზროვნება, როცა მთელი მისი ენერგია მიმართულია მხოლოდ სიამოვნების მოპოვებისკენ, ხოლო ამისთვის საკმარისია რაღაც მიწიერი მეცნიერება, რომელიც ამ მიწიერ სიამოვნებას დაუკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, სიღრმისეული აზროვნების დაკარგვისთანავე ადამიანი კარგავს ცხოვრების ჭეშმარიტ საზრისს. და როცა ამ ადამიანის გარშემო რაიმე მოვლენა ხდება, თუნდაც უკიდურესი სიმახინჯე, როგორიცაა, მაგალითად, ერთსქესიანი «ქორწინება», იგი ამას ნორმად აღიქვამს _ რა მოხდა მერე, _ გეტყვის. _ უყვარს და თავისუფალიაო… ხომ ხედავთ, როგორაა დამახინჯებული სიყვარულის და თავისუფლების მცნება!

ქართველების არჩევანი ოდითგან იყო ქართული სული და მართლმადიდებლური რწმენა. ეს იყო ჩვენი წინაპრების არჩევანი და, ეს ღერძი რომ შეენარჩუნებინათ, ისინი ლავირებდნენ ზესახელმწიფოებს შორის. დღეს ეს ღერძი თითქმის დაკარგულია. ქართველები უკვე იწყებენ ცხოვრების საზრისისა და არჩევანის ძიებას… პოლიტიკურ სიბრტყეში! ეს საერთოდ გამაოგნებელია! როგორ შეიძლება ქართველი კაცისთვის არჩევანი იყოს ან ნატო, ან ევროკავშირი, ისევე, როგორც რუსეთი? ჯერ ერთი, რა წესია, როდესაც შენ, ხელისუფლებავ, ცალკეულ ადამიანს, მთელ ერს ცხოვრების საზრისად მიწესებ პოლიტიკურ სივრცეს და ამის იქით არ მახედებ; და მეორე, თუ ამ პოლიტიკურ სივრცეში მატარებ, ის მაინც გავაანალიზოთ, რას მაძლევს მე ეს ყველაფერი! მე დამანახე საკუთარი თავი! რა იგულისხმება ევროპულ ფასეულობებში? ადამიანური ღირსება? პიროვნების თავისუფლება? მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანულია და ეს საქართველოში უკვე დიდი ხანია არის! მეხუთე საუკუნეში მე მყავდა მეფე, რომელსაც იმდროინდელმა ეკლესიის წინამძღვარმა კბილებში წიხლი ჩაარტყა. დამისახელეთ იმდროინდელი მეფეები, შუასაუკუნეების მეფეები, ან თუნდაც დღევანდელი ხელისუფალნი, რომლებიც ასეთ ქმედებას დაუსჯელად დატოვებდნენ. გვყავდა დავითი, გვყავდა თამარი, რომლის მეფობისას გაუქმდა ადამიანის სიკვდილით დასჯა?! რა უნდა მასწავლონ ევროპელებმა _ ის, რაც ჩემს გენეტიკურ მეხსიერებაშია და ჩემს ხასიათში?! მე რუსეთისკენ იმიტომ კი არ გავიწევ, ქრისტიანობა რომ შევიძინო; დასავლეთისკენ მე იმიტომ კი არ გავიწევ, სამართლებრივი წესრიგი და დემოკრატიული გარემო რომ მქონდეს. ერთიც და მეორეც ჩემს პოტენციაშია!

ჩვენს ზოგიერთ უახლოეს წინაპარს მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოჰყავდა, მართლმადიდებლობის შენარჩუნებისთვის იწევდნენ რუსეთისკენ? არა! ეს იყო მერკანტილური ინტერესები, რომლებიც ქართულ სულს ასამარებდა! ასევეა ახლაც. დასავლეთისკენ იმიტომ მიისწრაფიან, რომ დაიკმაყოფილონ მიწიერი, ჰედონისტური მოთხოვნილებები, რომლებიც ჩემში კლავს ზნეობას, ღირსებას, თავისუფლებას, ქართულ სულს, მართლმადიდებლობას! ანუ მე თუ ღერძი დავკარგე, მე ყველაფერს ვკარგავ! ამიტომ მე ვამბობ, როგორც მღვდელი და ამ ერის შვილი: ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ოთხივე გეოგრაფიული მხარე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, რადგან ჩემთვის უპირველესია მთავარი ღერძი _ ქართული სული, რომელიც მე მაკავშირებს ღმერთთან! იმდენადაა ყველაფერი მნიშვნელოვანი ჩემ გარშემო, რამდენადაც ის დამეხმარება ჩემს მისწრაფებაში. ამიტომ მე მუდამ უნდა ვახდენდე ლავირებას პოლიტიკურ სივრცეში, რათა ეს მთავარი მეტაფიზიკური ღერძი ქართველი ერისა და ქართული სულისა შენარჩუნდეს!

როცა მე ევროპა ან ამერიკა პირობებს მიყენებს: შენ თუ გინდა, ჩვენთან შემოხვიდე, ამისთვის ვალდებული ხარ, აღიარო და დააკანონო აღვირახსნილობა და სხვა სექსუალური გადახრებიო, მე ვალდებული ვარ, დავფიქრდე, _ ესენი რატომ მეპატიჟებიან. მიზეზი? როცა ადამიანი მეუბნება, აღიარე, ერთსქესიანი ქორწინებებიო ნორმად, თვალნათელი ხდება, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვერასდროს გავუგებთ! სამწუხაროდ, არსებობს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სირთულეები, მაგრამ ადამიანისთვის ესაა დროებითი მოვლენები, რადგან ჯანმრთელიც და ავადმყოფიც ერთნაირად გარდავიცვლებით. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ სულიერი ღირებულებებია! მე მრევლში მყავს ადამიანები, რომლებსაც გარკვეული მიდრეკილებები აქვთ და ეს ჯერ არაა დანაშაული. მაგრამ, როგორც კი ადამიანი უზნეობის პროპაგანდას იწყებს, მრუშობა იქნება ეს _ ჰომოსექსუალობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, იგივე აბორტი, მაშინ ყალიბდება კატასტროფული ვითარება, რასაც ჩვენ არ ვიღებთ და ვემიჯნებით! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ავადმყოფური მდგომარეობა კი არაა დანაშაული, არამედ ამ მდგომარეობის ნორმად წარმოჩენა! ასე რომ, სოდომიტურ ევროპაში საქართველოს ადგილი არაა!

_ მამაო, წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირზე მუსლიმანები საროსკიპოებს ხსნიან. მეჩვენება, რომ ამ უმსგავსობით თურქები და არაბები თავისებურ რევანშს მიმართავენ, მათთვის იმ საშინელი მრავალი მარცხისთვის, რომლებიც მათ წინაპრებს აგემა მეფე დავითმა, თუმცა აქვე ვამბობ, რომ ამ უცხოტომელებთან მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ისინი მარტო შედეგია. კითხვები მიჩნდება მიზეზთან _ ქართველ მოხელეებთან, რომლებმაც უცხოელებს ამისი ნება დართეს. მაინტერესებს თქვენი აზრი.

_ ადამიანებს, რომლებიც ფულის გამო სამშობლოს მტრობენ, შესაძლოა, ამოძრავებდეთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური მოსაზრებები, მაგრამ ამის უკან ბოროტი სული დგას და ეს, რა თქმა უნდა, რევანშია. დავით აღმაშენებელი არაა ჩვეულებრივი მეფე. მსოფლიოშიც ძალზე იშვიათია ხელისუფალი, რომელიც არა მხოლოდ ძლევამოსილ სახელმწიფოს შექმნის არაფრისგან, არამედ თავისი შინაგანი განწყობით არ ჩამოუვარდება არც ერთ ბერს! მარტო მისი «გალობანი სინანულისანი» როგორ მეტყველებს მის შინაგან სამყაროზე! ამ ნაწარმოებს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ანდრია კრიტელის კანონს ადარებს! საქართველოს მაშინდელი მტერი იყო მუსლიმანური სამყარო, რომელიც ევროპასაც მტრობდა. თავისი მოღვაწეობით დავითმა საქართველო ააღორძინა და უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. დიდგორის ველზე მან გაანადგურა უზარმაზარი მუსლიმანური სამხედრო კოალიცია, რომელმაც მანამდე რამდენიმე წლით ადრე მუსრი გაავლო დასავლეთ ევროპის გაერთიანებულ ლაშქარს და ევროპის ასალაგმავად მიიწევდა. ამჯერად დავითმა ევროპაც იხსნა მუსლიმანთა წალეკვისაგან!

როცა ჩვენ ამ ისტორიას ვიხსენებთ, ერთი კითხვა გვიჩნდება: დავითის ხმლის ქნევას რა აზრი ჰქონდა მისტიკური და მარადიული თვალსაზრისით? ის, რომ ის ტერიტორია, რომელზეც იყო ქართველთა სახელმწიფო, შემოზღუდა, რათა არ მომხდარიყო ასიმილირება და არ გარყვნილიყვნენ ზნეობრივად ის მოქალაქეები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ქართველებიც და არაქართველებიც. თუ დავით აღმაშენებელი ხმლით იცავდა ზნეობას, დღეს მისი სახელობის გამზირზე მიმდინარეობს სულიერი ბრძოლა! როგორც ამბობენ, იმ საროსკიპოებში ქართველი გოგონებიც არიან და ესაა კატასტროფა! იქ მყოფ ნებისმიერ გოგონას, ეროვნების განურჩევლად, მე აღვიქვამ საკუთარ შვილად და მრცხვენია, რომ ამაზე არ ვყვირი… მართალია, ეს საშინელება წინა ხელისუფლების დანატოვარია, მაგრამ ახლანდელი მთავრობის წევრებს ვეკითხები: თქვენი შვილი ან და რომ იყოს და კლიენტებს იცვლიდეს, რა ხასიათზე დადგებოდით? რადგან თქვენი შვილი ან და იქ არაა, წაყრუება შეიძლება?!

_ თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გადავხედავთ, ისინი ზნეობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ. შარშან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ერთერთი მაღალჩინოსნის ორგიის კადრები. მას არ შერცხვა და გადადგომაზე არც უფიქრია! არაა გამორიცხული, რომ ასეთმა ადამიანმა გითხრათ: მერე რა, იყოს იქ ჩემი შვილიც, რადგან ევროპელი ვარო!

_ ნებისმიერი ხელისუფალი (და არამარტო ხელისუფალი) გახდება ისტორიის კუთვნილება, ცოტა ხნის შემდეგ ფურცლებს გადავშლით და წავიკითხავთ (თუ ჩვენ არა, ჩვენი შვილები), რომ ამა და ამ დროს, წელს ქალაქის მერი იყო ეს, შინაგან საქმეთა მინისტრი _ ეს და აღარ არიან, ახლა სხვებია; და მათ უნდა ახსოვდეთ, სახელი და გვარი ჩაბარდება ისტორიას, «ხორცი» ჩაიფლება მიწაში, სული კი _ ჯოჯოხეთში. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის ხორცი მიწაში ლპობისთვისაა განკუთვნილი, სახელი და გვარი _ არქივისთვის, ხოლო შენი მარადისობა იქ არის, სადაც შენ, ადამიანმა (და არა ღმერთმა) გადაუწყვიტე. სად გადაუწყვიტე? იქ, სადაცაა აღვირახსნილობა, უზნეობა, უსიყვარულობა, გულგრილობა, უდარდელობა საკუთარი ხალხის მიმართ.

_ მამაო, ჩვენს ქვეყანაში, სადაც, სულ ცოტა, 70% მოსახლეობისა უმუშევარია და გვყავს ნახევარი მილიონი ლტოლვილი, ბევრი ემიგრანტი გაჩნდა, განსაკუთრებით, არაბული სამყაროდან. აღარაფერს ვამბობ ჩინელებზე, თურქებზე, ირანელებზე, აფრიკელებზე, ფილიპინელებზე და .. ხომ შეიძლება ამან გამოიწვიოს უკიდურესი სოციალური დაძაბულობა და ეთნიკური დაპირისპირებები?

_ როდესაც ხელისუფალი იღებს დევნილებს სხვა ქვეყნებიდან, ანუ  «გუგულის ბარტყებს» ასახლებს ჩვენს სახლში _ ჩვენს სამშობლოში და ამას  კაცთმოყვარეობად ასაღებს, მაშინ ეს ხელისუფალი ბოროტმოქმედია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!

თუ ჩვენთან არსებულ «უვიზო რეჟიმს» ზნეობრივი კუთხით შევაფასებთ, როგორ შეიძლება იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ასეთი არეულობებია, იგივე ეგვიპტეში, ერაყში ან სირიაში, და რომლებშიც, დემოკრატების მტკიცებით, ტერორიზმის საფრთხეა და სხვა არაჯანსაღი მოვლენები ხდება, სავიზო რეჟიმის გაუქმება და, ვისაც მოეპრიანება, აქ შემოვიდეს! ეს იგივეა, იცოდე, ქუჩაში ყაჩაღები და ქურდები დათარეშობდნენ, შენ კი საკუთარი სახლის კარი ღიად დატოვო! რატომ აკეთებენ ამას?

_ მათი პასუხი, მამაო, ორიგინალობით არ გამოირჩევა _ ევროპამ მოითხოვაო!

_ მოიცადეთ, ახლა რომ გადავწყვიტოთ ხვალ ესპანეთში წასვლა, აი, ასე, უვიზოდ გაგვიშვებენ? რა თქმა უნდა, არა! რა გამოდის? ევროპა ჩემგან ითხოვს იმას, რაც თავად არა აქვს?! კაცმა კაცი ცოლად მოიყვანოსო, კარი ყველას გაუღეო, ვინც ითხოვსო!.. გამოფხიზლება გვმართებს! რაღაც არაჯანსაღი რამ ხდება, რაღაც ცუდს გვიპირებს ევროკავშირი!

_ თქვენი, როგორც სასულიერო პირის, აზრით, ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნიდან დევნილი მოგადგება, სახელმწიფომ როგორ უნდა იმოქმედოს?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელისუფლების წარმომადგენლების გულწრფელობაში (თუნდაც, ბრიყვულ გულწრფელობაში) მხოლოდ მაშინ დავრწმუნდები, როდესაც თითოეული მათგანი უცხოელ გაჭირვებულებს საკუთარ სახლში შეუშვებს. დღეს საქართველოში უამრავი გაჭირვებულია. თქვენ, მე ან სხვა ჩვენი სახლის კარს რატომ არ ვაღებთ და ადგილობრივი უსახლკარონი შინ არ შემოგვყავს? იმიტომ, რომ სიკეთის ამგვარი ქმნა ახალ უბედურებას მოასწავებს, ამით გააუბედურებ საკუთარ ოჯახს! ამის უფლება კი არ გაქვს. შენი სახლი მარტო შენ არ გეკუთვნის, ის ოჯახის საკუთრებაა! იგივე შეიძლება ითქვას ემიგრანტებთან დაკავშირებით. ეს არაა სიკეთე! ფორმით სიკეთე ყოველთვის სიკეთე არაა! ვინ მოგცა შენ უფლება, ხელისუფალი ხარ თუ კანონმდებელი, რომ ჩვენი საერთო სამშობლო, ჩვენი წინაპრების საძვალე, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ღმერთი როგორ ვიპოვოთ, გახადო სათარეშოდ და გზაჯვარედინად, სადაც ათასი ჯურის ადამიანი შევა და გამოვა! და კიდევ: ამერიკამ, თავისი პოლიტიკური მიზნების გამო ვიღაცას რომ ბომბავს, შეიფაროს მის მიერვე დაზარალებული ადამიანები. ამერიკა მათ დაიტევს, საქართველოში კი ეს ფიზიკურად შეუძლებელია!

ესაუბრა გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. რუსეთი და აზია ხომ შენზე უკეთესია აბა სულ. "სოდომისტური". როდის დამთავრდება ამ ჭკუაბნელების, სულბოროტების და ფულიჭამია მაფიოზების დრო? როდის მოვა ეს ხალხი აზრზე?

  2. როდემდე უნდა არიგონ მთელ ქვეყანას ჭკუა ამ წვერგაბურძნულმა მაჯლაჯუნებმა? ევროპა არ გინდათ? აბა რა გინდათ? სიღარიბე, უმეცრება და ამ "სექონდ ჰენდში"ცხოვრება გინდათ? მაღალი რანგის სასულიერო პირები მშვენივრად დადიან "გარყვნილ" ევროპაში სამკურნალოდ, სხვა რამეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ევროპის წყალობითაა ამ ქვეყანას კიდევ რომ სული უდგია

  3. ევროპისკენ ორიენტირი უნდა გვქონდეს რათა დავიცვათ თავი რუსეთისგან,მცოცავი საზღვრებისაგან,ამ კურსის გადახვევა საქართველოს რუკიდან გაქრობის ტოლფასია.ეს პოლიტიკური არჩევანია ბრძენი ქართველი ხალხის,ისე მღვდელმთავარისათვის რომელმაც ჩვენს წმინდა მეფეზე ხელი აღმართა, მეფეს არ შეურჩენია და არც უნდა შეერჩინა,მეფურად მოუხაზა, დედა უტირა ,იძულებული გახადა ბერად შემდგარიყო.ზნეობა კი ჩვენს ხელშია და თუ არ 9გვენდომება ვერც რუსეთი და ვერც ევროპა ვერ დაგვაკარგვინებს.

  4. მიუხედავად ყველაფრისა ევროპაზე უარი არ შეიძლება ვთქვათ,ისე ფრთხილად უნდა ვიყოთ რასაკვირველია

  5. "სიღარიბე, უმეცრება და ამ "სექონდ ჰენდში" ცხოვრება გინდათ?", – ასე რომ გვეკითხები, ლევან,ნუთუ, პასუხი არ იცი? ეს, ხომ შენი გახრწნილი დასავლეთის 22-წლიანი მითითებების შედეგეია. "დემოკრატებმა" არ დაგიკეტეს ფაბრიკა-ქარხნები, რითაც უმუშევრობა გამოიწვიეს? აქედან კი, სიღარიბე და "სექონდ ჰენდი"! 🙂 უმეცრება? არ იცი საიდან, ჩემო ლევან? დიახ, დიახ, განათლების "დემოკრატიული რეფორმებიდან"! 🙂 "თავისუფლების ინსტიტუტის", მართლა რომ, მაჯლაჯუნები მომიკითხე 🙂 და, კიდევ, ერთ რჩევას მოგცემ, შვილო ლევან – სანამ "წვერგაბურძგნულ" მამაოებზე შენ "საფურთხებელას" (პირს) აღაღებ, იგი არათუ საპნით, კალცინირებული სოდით გამოივლე! ეგებ, საშინელ სამსჯავროზე, ამით მაინც, თავი გაიმართლო!

  6. ფაქტობრივად სამხედრო მდგომარეობში ვართ – წვერგაუპარსავი უწიგნური ანაფორიანებისა (ყველა სასულიერო პირზე არაა რა თქმა უნდა საუბარი – მაგრამ ბოლო დროს რომ უწმინდურებმა ისწავლეს ბრტყელბრტყელი ლაპარაკი ღვთის სახელით – ამას ვისაც ღმერთმა თვალი მისაცა დასანახათ და გონი გასააზრებლად – ყველა ხვდება) და მათი ფანების ხროვა უკვე იერიშზეა გადმოსული – ცივილიზებულად შეედავები და მაშინვე ან ცისფერს გიწოდებენ ან კიდევ რას, ერთადერთი იმედი ისაა რომ როცა მართლა მოვა ის საშინელი სამსჯავრო რომლითაც ასე გვემუქრებიან – პირველ რიგში მათ მოეკითხებათ – ფარისევლობისათვის, სიძულვილისათვის, ტყუილისა და უნამუსობისათვის.

  7. სექონდ ჰენდები, სიღარიბე, გაჭირვება და სულგაყიდულ ამძორებულ ბოროტი სულებისათვის საძულველი პატიოსნება, სიკეთე, უბრალოება და ბავშვური გულუბრყვილობა რომ იქნება ქვეყანაში, ვეღარ გაძლებენ ქრისტეს და კაცთა დაუღალავი მოძულეები, ამპარტავანი, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ვერცხლის, სიძვის, უკუღმართი სიამოვნებების მოყვარე დუჟმორეული, ენამყრალი და გულბოროტი სულგაყიდული იქედნეს შვილები და ნელ-ნელა აიძურწებიან თავიანთ საოცნებო ქვეყნებში, სადაც დუღს და გადმოდუღს "ტაშფანდურა და ბილწი ცხოვრება". კარგად ჩაიხედეთ გულებში და სულებში (ვინც თვლით რომ გაქვთ სული, უსულო "კბილებიან ხორცებს" არ ვგულისხმობ) და ვინც ზემოთხსენებულ იქედნეს შვილებად მოიაზრებთ თავს დაიმახსოვრეთ, მალე შეიგრძნობთ საკუთარი ბინძური უსულო სხეულის სიმყრალეს, ჯერ აქ და შემდეგ იქ უკვე სამუდამოდ!

  8. ესაია ბატონო – ტყული და ცილისწამება რო ცოდვაა არ იცი? დაგსჯის ღმერთი.

  9. საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, ყველანი ადამიანები ვართ და არ შეიძლება ამ ნიშნით განვასხვავოთ ადამიანები. რაც შეეხება ჰომოსექსუალებს, მათ ისევე აქვთ უფლება დაქორწინებისა და ბედნიერი ცხოვრებისა როგორც ამის უფლება აქვთ ჰეტეროსექსუალებს. არ არის საჭირო რომის იმპერიაში და ბიზანტიაში შემუშავებული ქრისტიანული დოგმატების გამო ადამიანების ეს ჯგუფი დაჩაგრული იყოს. ეს უნდა გაიგოს ყველამ, თუ ამის გაგება არ მოხდება, ადამიანებს შორის არასოდეს იქნება თანასწორობა და თანხმობა.

  10. სექონდ ჰენდები, სიღარიბე, გაჭირვება და სულგაყიდულ ამძორებულ ბოროტი სულებისათვის საძულველი პატიოსნება, სიკეთე, უბრალოება და ბავშვური გულუბრყვილობა რომ იქნება ქვეყანაში, ვეღარ გაძლებენ ქრისტეს და კაცთა დაუღალავი მოძულეები, ამპარტავანი, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ვერცხლის, სიძვის, უკუღმართი სიამოვნებების მოყვარე დუჟმორეული, ენამყრალი და გულბოროტი სულგაყიდული იქედნეს შვილები და ნელ-ნელა აიძურწებიან თავიანთ საოცნებო ქვეყნებში, სადაც დუღს და გადმოდუღს "ტაშფანდურა და ბილწი ცხოვრება". კარგად ჩაიხედეთ გულებში და სულებში (ვინც თვლით რომ გაქვთ სული, უსულო "კბილებიან ხორცებს" არ ვგულისხმობ) და ვინც ზემოთხსენებულ იქედნეს შვილებად მოიაზრებთ თავს დაიმახსოვრეთ, მალე შეიგრძნობთ საკუთარი ბინძური უსულო სხეულის სიმყრალეს, ჯერ აქ და შემდეგ იქ უკვე სამუდამოდ!

  11. ბოდბელმა ეპისკოპოსმა და პატრარქის ქორესპიკოპოსმა მეუფე იაკობმა ( ერისკცობაში კონსტანტინე იაკობაშვილი) შემთხვევით მხარი მოიტეხა. საპატრიარქოში „პირველ რადიოს“ ინფორმაცია დაუდასტურეს- „მეუფე იაკობი თხრილში ჩავარდა და მხარი დაიზინა, მოიტეხა და თავს მძიმედ გრძნობს. მეუფე იაკობი ამჯერად სახლში გადის მკურანლობას, თუმცა ის შესაძლოა სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სავარაუდოდ გერმანიაში გაემგზავრება“.

  12. სუპერმამაო, შენ უკვე ღმერთისგან დასჯილი ხარ :)) და, საერთოდ, გრანტიჭამიებო, აქ საქართველოა თავისი ტრადიციებით; ხოლო, ვისაც ევროპელობა გსურთ – გზა მშვიდობისა!

  13. ესეთმა ეკლესიის მსახურებმა წვერი უნდა გაიპარსონ და პოლიტიკური პარტიები შექმნან.რატომ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ის გვასწავლონ რაც თვითონაც არ უსწავლიათ. ამათ ხელში სულ მალე ეკლესია ოპიუმად გადაიქცევა. მათ ავიწყდებათ რომ ჩვენსმიერ ნაყიდი სანთლის ფულებით და გაღებული შემოწირულობებით ყიდულობენ ლექსუსებს, ჯიპებს, აშენებენ აგარაკებს, დადიან დასასვენებლად, ყიდულლბენ ძვირფასეულობებს დჯა ასევე პურს. დღეს ფაქტიურად აღარ დარჩა საეკლსიო პირი რომელიც ამ ქვეყნიურ სიკეთეზე უარს ამბობს, არა და სწორედ ეს გვანსხვავებს ჩვენ უბრალო მრევლს მათგან, რომ ისინი უფალმა თავმდაბლობის,უბრალოების და უქონლობის მაგალითებად მოგვივლინა.ჩვენ ეს რომ არ შეგვიძლია იმიტომ ვამბობთ უარს საეკლესიო მსახურებად ყოფნაზე, მაგრამ როგორც სჩანს სულაც არ ყოფილა საჭირო უბრალოება და უქონლობა ღვთისმსახურებისათვის. ეხლა კი მე მინდა გიქადაგოთ მამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ სწორედ თქვენს მკერ სოდომისტურ ქვეყნად წოდებული სახელმწიფოებიდან შემოვიდა იესო ჩვენს გულებში, რაც შეეხება გარყვნილებას და მეძავეობას თავის დრიზე სწირედ ჩრდილო მეზობელი არის მასთან ასოცირებული ეს პატარა ბავშვმაც იცის. ასევე სწორედ მათ შეგვიღებეს ეკლესიის ფრესკები თეთრად და მაწაგვართვეს ავტოკეფალია და ქართული ენა. მე გირჩევთ როგორც ერთ ერთი უბრალო ცოდვილი მორწმუნე,გაყიდეთ ლექსუსები, ჯიპები, დაჩები და ჩვენს მიერ ნაყიდი სანთლის ფული მოახმარეთ უქონლებს, უპატრონოებს, უსახლკაროებს, ავადმყოფებს და თქვენს რწმენას ლოცვასა და მარხვაში…წინასწარ ვუხდი იმ ერთეულ უფლის მსახურებს ბოდიშს რომელნიც მუდამ ნამდვილ სამსახურში არიან და საკუთარ თავს , ჩვენ ცოდვილებს გვიძღვნიან.

  14. ეს რუსების აგენტებო რა დღეში ხართ 🙂 ერთ დრეს დახოცავთ ერიან ბერიანად !!!

  15. ვისაც პედერასტული დასავლეთი გინდათ, დავაი, აახვიეთ აქედან! ვაჰ კაცო, ეს რა უვერენათ აცხადებს აილი, ჰომოსექსუალებსაც აქვთ უფლება დაქორწინებისაო?! ავოეეე, აილ-მაილებო, გამჩენმა ადამ და ევა გააჩინა და დმანისში ზეზვა და ზეზვა კი არ იპოვეს, არამედ ზეზვა და მზია!
    ეს ძაან დემოკრატები და ჩერესჩურ ჰუმანისტები ხართ პედერასტებზე აპასნები…

  16. მხარი რომ მოიტეხა ქორეპისკოპოსი რომაა, აი სულ რომ ამბიონიდან იმუქრება დედას გიტირებთო, ხო აი მაგ ქვაბავაზაკმა, ხომ წავიდა გერმანიაში სამკურნალოდ? პატრიარქი არ დადის მანდ სამკურნალოდ? თუ არ გინდათ ევროპა დაეტიეთ მაშინ აქ. ამოვიდა ყელში თქვენნაირი ბნელი "ქადაგება". ქრისტიანული სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს და შურს რომ თესავთ ადამიანებში. მამ თევდორე კი განსაკუთრებით საშიშია რადგან მისი უამრავი ტყული ზიგჯერ სიმართლესაც ურევს და ამით უფრო ადვიულად დასაჯერებლად ხდის ნათქვამს. ეგ არაფერი, განათლებით ამოიძირკვება თქვენნაირები და ნამდვილი მღვდელთმსახურები დაიმკვიდრებენ ადგილს ეკლესიაში. პ.ს. მამა თევდორე, თქვენი კომენტარი რომ მოვისმინე მამაოებზე და კიპებზე, მის მერე დამეკარგა წარმოდგენა თქვენზე როგორც მოძღვარზე!

  17. ერთირამე ვერ გავიგე ქორწინება ერთსქესიანების შემთხვევაში საბუთებით რა აუცილებელია?ზოგ ოჯახში შვილები ყავთ მაგრამ რეგისტრირებული ქაღალდზე არ არიან,რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდებს,ეკლესია ისედაც არ აკურთხებს ასეთ კავშირს.არმესმის რას აიკვიატეს ეს ქორწინება.ეს ხომ ფორმალური მხარეა.თუ გიყვარს დამიანი და ეგეთი ორიენტაცია გაქ,იცხოვრე და იყავი როგორც გინდა,სახელმწიფოს საბუთი რაში გჭირდება?ვერ ვიგებ მართლა .საბუთს რო აიღებ თქვენ ფიქრობთ მიღებული და ნორმა იქნება ეს საზოგადოებისთვის არაა ეგრე ,საფრანგეთში დაუშვეს ქორწინება მერე რა შეიცვალა ?საზოგადოება ასეთ კავშირს ნორმალურად მაინც არ თვლის, ფრანგებს ვერ ასწავლით ლიბერალობას მაგრამ რაც ბუნებრივიდან გადახრაა ,გადახრად დარჩება ქორწინების დაშვების მერეც….

  18. სწორედ ამდაგვარი ჟამ გამოვლილი ქადაგებების და უაზრო დოგმატური შეხედულებების გამო დავკარგე მართმადიდებლური რელიგიისადმი რწმენა. ამაზრზენია სამღვდელო პირების მიდგომა ცივილიზებულ საზოგადოებასთან, მათი დამოკიდებულება ფუფუნებასთან, გონება გაუხსნელობა და უაზრო ფანატიზმი. ეს რა თქმა უნდა ყველა სასულიერო პირს არ ეხება (საბედნიეროდ).
    წიქარას ვეთანხმები 100%

  19. გიორგი წიქარივილო, თუ გახსოვს, ბოლოს როდის შეხვედი ეკლესიაში და სანთელი იყიდე? :)))

  20. ეეეჰ, ნეტავ მეორე რუის-ურბნისის კრება ჩატარდებოდეს და მეტი არაფერი მინდა

  21. თემო, აბორიგენმა დემონკრატებმა თავისი ბატონების – დასავლელი დემონკრატების ბრძანებით, საქართველოში სამედიცინო სფერო მიწასთან გაასწორეს. ბევრმა ნიჭიერმა ქართველმა მედიკოსმა, ხელოვნურად შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთს მიაშურა. ამიტომაც, ჩვენი მოქალაქენი იძულებულნი არიან მიმართონ ევროპულ კლინიკებს, რომელშიც, სხვათა შორის, ქართველი ექიმებიც წარმატებით მოღვაწეობენ. რა, არ გაგიგია? ისე, შენც ხომ არ წარმოადგენ "თავისუფლების ინსტიტუტს", როგორც ლევანი? ორივეს, რა თუთიყუშივით დაგიჩემებიათ: ევროპაში სამკურნალოდ მიდიანო და მიდიანო!.. თუ მიდიან, პატიოსან ექიმებთან მიდიან და არა ლგბტ-ს ხელმძღვანელებთან შესახვედრად, როგორც შენი ადგილობრივი უფროსობა მიდის, მათგან ახალი ინსტრუქციების მისაღებად :)))

  22. ნათია ნათია, უკეთესი იქნება, არა მორიგ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე იოცნებო, არამედ, შენს დასავლელ კურატორებს ხელფასის მომატება მოსთხოვო, რადგან სააკაშვილის გაქცევის და მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, შენი და შენნაირების მუშაობის პირობები უკიდურესად გაუარესდა. ნუ გერიდება! თუ არ მოითხოვ, არ მიიღებ! 🙂

  23. რუსეთისკენ ლტოლვა, ასევე მისი პოპულარიზაცია (პირდაპირი, თუ ქართული "ქვეშქვეშა" მეთოდებით), "დიფერამბების" მღერა – კანონის სრული სისასტიკით უნდა ისჯებოდეს. მანამ სანამ მას ჩვენი ტერიტორიების თითქმის 40% აქვს ოკუპირებული, ქართველებს ძაღლებს ეძახის, რომლებსაც "კარგი რუსული მათრახი თუ განკურნვს" (ციტატა), და კიდე უამრავი რამ შემიძლია გავიხსენო რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული. და სოდომია რუსეთში რომ არის, მთელ მსოფლიოს შოკში აგდებს, არამც თუ მხოლოდ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

  24. მამაო, ძალიან დიდი პატივისცემისდა მიუხედავათ თქვენი ეს ქადაგება, პირველ რიგში არაქრსიტიანული ხოლო მეორე რიგში არაკორექტულია.

    სწორედ სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტები ინახავენ ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტს და რომ არა ისინი ალბათ ქართველების უმრავლესობა შიმშილით დაიხოცებოდა. ამიტომ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და არ დავუკარგოთ ჩვენს ემიგრანტებს მათი ღვაწლის საქართველოს წინაშე.

    რაც ეხება ევროპას.

    ჩვენ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ერთად თანაცხოვრება მიუხედავათ რასის, სქესის, რჟულისა და სექსუალური ორიენტაციისა. ის ქართველები, რომლებსაც თქვენ ასე აუგად მოიხსენიებთ ჩვენი ძმები არიან და როგორც ჩვენ ისე მათაც აქვთ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და თავისუფლება. ჩვენ მათ ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ და აუგად მოვიხსენიოთ, პირიქით უნდა ვილოცოთ მათთვის.

    ქრისტიანის ერთადერთი იარაღი ლოცვაა. ხოლო მისი ბაგე ღვთის ქებულებას უნდა ემსახურებოდეს და არა თავის ძმებისა და დების განკითხვას, გაკიცხვასა და აუგად ხსენებას.

    ღმერთმა დაგლოცოთ,

    მამა ალექსანდრე

  25. "მამა" ალექსანდრე, თუ ღმერთი გწამს, რომელ ტაძარში მოღვაწეობ. დაასახელა, რა, ძმურად! :))))

  26. – ურიელს, სრულიად გეთანხმები,მაგრამ ეს ადამიანები რა მდგომარეობაშიც არიან არანაირი აზრი არ აქვს მათთან საუბარს. უფლის წყალობით აეხილებათ ალბათ თვალი ოდესმე, არადა თავიანთ თავს დააბრალონ.
    – მამა ალექსანდრე მინდა შევეხმიანო, თუ მართლა სასულიერო პირი ხართ, აქ კომენტარების დადებას ხომ არ სჯობდა ეგ პრეტენზიები მამა თეოდორესთვის თავად მოგეხსენებინათ?!

  27. როგორ არ მოგწონთ სიმართლე ევროპული ცხოვრების იმედით თვალახვეულებს, შეგვინდოს უფალმა ამდენი ბილწსიტყვაობა, ჩემი გონიერი მამა თეოდორე….

  28. მამა თეოდორეს სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ეს ამდენი კომენტარები რომ წავიკითხე გავგიჟდი, ამდენი პიდარასტი სად შეიყარეთ მამაოს სალანძღავად თქვე მართლა უბედურებო. კარგად წაიკითხეთ რა კონტექსტში განიხილავს მამაო ევროპასთან ურთიერთობას. და კიდევ მამა ალექსანდრე ალბათ სულ მცირე ბაპტისტია 🙂

  29. რა სამწუხაროა,რომ ევროპისკენ მიმავალ საქართველოში,არ ესმით რა არის ევროპა.ეს უპირველეს ყოვლისა,ერთმანეთის სოლიდარობაა,ერთმანეტის მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა და არა ბილწსიტყვაობით ,იმის მტკიცება რა არის ევროპა.ეს უპირველესად პოლიტიკური თავისუფლებაა,მარალხარისხიანი განათლებაა,სოციალური დაცვაა ოღონდ არა 30ლარი,კულტურის განვითარებაა და ა.შ.ადამიანია პრიორიტეტი ,თუმცა ყველა ევროპული ქვეყნის ხელისუფლება იქცევა ისე როგორც მათიQვეყნის ინტერესებს სჭირდება,განსხვავებით ქართული მთავრობებისგან?!ესაა მენტალური პრობლემა.რაც შეეხება მამა თეოდორეს უაღრესად განათლებული,ზნეობრივი და უზარმაზარი მადლის მოძღვარია,დაესწარით მის ქადაგებებს და მიხვდებით?!პ.ს.მთავარი პოსტულატი ევროპაში:კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

  30. რა სასჰინელებაა კველაფერი ამის კიტხვა.აგარ ვარგა ცჰვენი ხალხი,ტვიტონ აგარ იციან რა უნდატ როგორ გაანადგურა ამ სადზაგელმა 9 ცელმა კველა. რა გინდატ რუსებტან ევროპასტან,ვის რასჰი ცჰირდერიტ.აგარ გინდატ არც ოჯახის დაარც კვეკნის მოვლა.ევროპა მოვლილია კანონი კანონობს იმიტომ რომ ასე უნდა იმ ხალხს ასე ტკოვს ტავის არცჰეულ მტავრობას.ტკვენ რას ტკოვტ ტკვენ მტავობას,კაცმა ბომბები ტავსჰი დაგვისინა,ვესაპის ხახასი სეგვაგდო,ცჰახოცა ახალგაზრდა ბიცჰები რუსეტტან ომსი და იმის მაგივრად ,რომ პასუხი მოგეტხოვატ რუსტაველზე ტას პანდური გააცჰაგეტ,მერე რუსებს აბრალებტ კველაფერს,რუსებმა კიდევ სეგვიცოდეს რომ პირცმიდად არ დაგვბობეს. მტავრობის ხალხი კი გარბოდა და სველიდა ტავს და ტავის ოჯახს.სირცხვილია ,უკვე მარაზმია ეს კველაფერი.იფიკრეტ სვილებზე და მოდიტ ცჰკუაზე.

  31. ამდენი კომენტარი წავიკითხე და მივხვდი,რომ თითქმის ვერცერთმა წაკითხულიდან აზრი ვერ გამოიტანა.ან უფრო უარესი,არც წაუკითხავთ და კომენტარები ისე დადეს.ისე აქვთ თვალები დაბრმავენული ქართული ეკლესიის და ყველაფერი ქართულის სიძულვილით.რომ არ აინტერესებთ სიმართლის დანახვა.გერმანიაში ახალდაბადებულ ბავშვს საშუალო სქესს უწერენ.ე.ი. არც კაცია და არც ქალი.მას მომავალში სქესის თავისუფალი არჩევანის უფლებას უტოვებენ.ნორვეგიაში დისა და ძმის ქორწინება კანონით დაშვებულია.საფრანგეთშიც ხდება ასეთი სიბინძურეები.და ეს ყველაფერი ემიგრანტებისა და უბრალო ხალხის შვილებისთვისაა,თორემ მდიდრებისთვის ცხოვრების სხვა წესები აქვთ,მხოლოდ აფიშირების გარეშე.10 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და არ დამიწყოთ ეხლა არაო.ქართულმა ეკლესიამ შეგვინარჩუნა ქართველობა და სანამ მის ლანძღვას დაიწყებთ კარგად დაფიქრდით.მამა თეოდორეს კი გაუნათლებელს და უნამუსოს ძახილი ნამდვილად არ ეკადრება,მადრამ ენას ძვალი არ აქვს.ხოლო თუ რომელიმე ეკლესიის მსახური ცუდად იქცევა მას ეს ათმაგად მოეკითხება,ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს და ყველამ საკუთარ ცოდვებზე იფიქროს ის აჯობებს

  32. ეთერის…თქვენ გინდ ამაერიკაში იცხოვრეთ და გინდ საქართვეოში თვალს მაინც ვერ აახელთ…ქართველობა და ქრისტიანობა უკავშირდება ღმერთს და არა დღევანდელ გადაგავრებულ ეკლესიას რომლებიც ბოლშევიკებივით ღვილატავენ ხალს და მათ უბედრების ხარჯზე არსებობენ! მე ვგულისხმობ ძირითად სისტემას როგორიც ის შეიქმნა. თუ ერხელ დაფიქრებულხართ მაშინ როცა ათასობით გაჭირვებული ავადმყოფისთვის ვერ ხერხდება თანხის შეგროვება მკურნალობისთვის თუ საოპერაციოდ სასულირო ერარქებს საიდან მოაქვთ ამდენი თანხები საკუთარი თავისთვის ევროპასაც რომ არ იშურებენ? ესენი არიან ღვთის მსახურები? თუ ხართ საერთოდ გაცნობილი სახარებას? რომ მწყემსმა უნდა დადოს თავი თავის ცხვრებისთვის? როცა საქართველოში ბავშვები შიმიშილით ავადდებიან და ზოგი იღუპება და ამ დროს სასულირო ერარქები ევროპაში დადიან სამკურნალოდ მხოლოდ ერთს მიუთითებს, რომ საქართველოში ქრისტიანობას ქრისტიანობასთან არაფერი არ აქვს საერთო! რაც შეეხება ორიენტაციიდან გადახრას, მე უკვე დიდიხანი ვიმყოფები ევროპაში და არავითარი საერთო მათთან არ გამაჩნია და თქვენ რატომ გონიათ რომ ევროპასთან დაახლობით საქართველო მათ კანონებს შეურთდება? ევროპა არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალებისგან შემდგარი და ვინც არ ცნობს მათ ბუნებრივობას ის ყოველთვის მიუღებელი იქნება მისთვის სადაც არ უნდა იყოს ის მის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ!

  33. გიგნაძეს უფრო მოეკითხება ადამიანთა სიძულვილისათვის,ძველი ხელისუფლების წარმომადგენელის თუ უცხოელის სიძულვილისათვის,მაგრამ ჟურნალისტსაც(უფრო სიძულვილის პროპაგანდისტი) მოეკითხება საკმაოდ ძლიერი სიძულვილისათვის
    სად თქვენ და სად ქრისტიანობა.რამდენიც არ უნდა იცოდეთ,ჯერჯერობით ქრისტიანობა არ გამოგდით

  34. ჩვენ თავში ვეძებოთ პრობლემები და არა ევროპა ამერიკა თუ რუსეთში.მამა ალექსანდრემ რომ გამოთქვა თავის აზრი ,მაზაც აქვს აზრის გამოთქმის უფლემა აქ ,ისევე როგორც ჩვენ,მე ვეთანხმები ერთ რამეში,მამა თეოდორეს ინტერვიუებს მოყვება ხშირად ადრე ჯარისკაცების მეჩეთში შესვლაზე იყო,მის მინართ შეურაცმყოფელი და მთელი ეკლესიის მიმართაც,(სამწუხაროდ)გამონათქვამები ხალხი ვარდება სასულიერო პირების განკითხვის ცოდვაში.ეს მარტო მამა თეოდორეს კი არა ყველა იმ სასულიერო პირს ეხება ვინც თავიანთი გამონათქვამებით ხალხსის გარკვეულ ნაწილს აღიზიანებს.გასაგებია რომ არაფერს ამბოენ ცუდს,მაგრამ გადმოიცეს ალბათ უნდა ისე რომ ადანიანებში სიყვარული შევიდეს.თუ არა და თავიშეიკავონ ინტერვიებისგან.ადამიანები ზოგჯერ ასეთები იბადებიან არ აქვთ გამოკვეთილი სქესი,ან ჰორმონები აქვთ იმ სქესის მეტი ვიდრე იმისა რასაც გარეგნულად წარმოადგენენ,ანუ ფორმა და შინაარსი აცდენილია,მათ ჭირდებად ოპერაცია რომ დაამთხვიონ შინაგანი გარეგანს.ამიტომ მიიღო ევროპამ წესის სქესის მოგვიანებითი დადგენის გადაწყვეტილება და არა გარყვნილების.ცოდვის დასამკვიდრებლადსაქართველოში ბევრი ცოდვაა უკვე კარგად ნორმად ქცეული,მაგალითს მოვიყვან :მამრობითი სქესის ადამიანს ვერ ნახავ რომ ქორწინებამდე მრუშობის ცოდვა არ ქონდეს,ეს ნორმად ითვლება და პირიქით სიწმინდე გადახრად ალბათ.ქალები ცალმხრივად დიდხანს ვერ გაქაჩავდნენ,იგივა ხდება ქალებშიც,აბორტი აიღეთ.და ა.შ.სხვაზე დაბრალება თავის მართლებაა რაც არ გვეკადრება.ვწერ ქრისტიანული სიყვარულით ხალხის და მამების მიმართ,რადგან ხალხის ცოდვაში ჩაგდება მათაც მოეკითხებათ.ხალხო არ განიკითხოთ მამები მათაც ეშლებათ ხოლმე,ასე რომ…

  35. ერთმანეთის შეურაწყოფის გარეშე აღარ შეგვიძლია აზრების გამოთქმა ქართველებს თუნდაც განსხვავებულის ეს კატასტროფაა,მე თუ მკითხავ. სიყვარული გვაკლია.

  36. ქრისტე კი ამბობს ჯერ საკუთარი თვალი გაისუფთვეო,მარა სხვაც ხო უფრო დაგეხმარება საკუთარი თვალის გაწმენდაში არა?…ქრისტიანობა ანუ სიყვარული მოყვასის და მტერისაც,მხილება საკუთარი თავის ცუდ საქმეებში და მოინანიო და მიატოვო,და რომ უნდა მიუტევო სხვებსაც და კიდე ბევრი.მომიტევეთ მეც, ცუდად რაც გამომივიდა.ბევრ მამებში შინაგანად იგრძნობა აგრესია და რა გავაკეთო,არ არის ასე?პოლიტიკა და რელიგია გააერთიანეს და ამის მხილება არი საჭირო

  37. მრთლა რა სიბნელეა ხალხში. კომენტარების უმეტესობა ამაზრზენია. მე რომ მკითხო, თქვენი ადგილი არც ევროპაშია, საქართველოში მით უმეტეს. უმეცრები, სულიერად დაცლილები, სამშობლოს მოძულენი ხართ, არც ენა, მამული და სარწმუნოება გიღირთ რამედ, მოკლედ სატანისტები ხართ.

  38. ერთი ლუსტრაციის კანონი მოაგვარებს ყველაფერს. კგბ-ს აგენტურის გვარები რომ გამოაშკარავდება, მერე მოეფინება ნათელი ყველაფერს. ვეღარ მოსცხებენ ჩირქს ვერც ქართულ ეკლესიას და ვერც მართლმადიდებლობას მეუფე იაკობისნაირი, მამა თევდორესნაირი და სხვა ტაბურეტკიანი ვითომ მღვდლები. კიდევ, ვეღარც უწიგნური და დებილი ახალგაზრდების ზომბირებას მოახერხებენ.

  39. ეკატერინე, სსრკ-ს კგბ-ს ყოფილი და აშშ-ს ცსს-ს ახლანდელი აგენტები შენს გარშემო მყოფ ლიბერასტებში მოიკითხე. 🙂 არ გამომიჩნდა მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველად! :))

  40. რა გჭირთ ხალხო? მღვდლების კრიტიკას გირჩევნიათ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე ისე როგორც ქართველს შეეფერება, მაგრამ ზოგი თქვენგანი იმის ღირსიც არაა ქართველი ერქვას. შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე და უკეთესი მაგალითი მიეცი სხვას მაგრამ ეგეც არ შეგიძლია და სხვისთვის ხელების შეწმენდით ხარ დაკავებული და "როცა განსაცდელი მოიწევს განზე გადგები" და სირაქლემასავით ჩარგავ თავს მიწაში ვითომ და არაფერი იცოდი…
    მამა თეოდორეს რო გააკრიტიკებ იმაზე მეტი თუ არა იმის მეათედი მაინც უნდა იყო… და თუ რომელიმე მღვდლის საქციელი გაბრკოლებს ეგ შენი პრობლემაა თუ გულით გინდა იყო ქრისტიანი შენც ისეთი მოძებნე რომელიც შენი აზრით "უკეთესია" მაგრამ უფრო იოლ გზას ირჩევ განზე დგები და მაინტერესებს რა იქნება შენი პასუხი როცა სამსჯავროზე დაგისვავენ "რატო არ ხარ ქრისტიანი და არ დადიოდი ტაძარში?" რას უპასუხებ? პასუხი უამრავია მაგრამ არცერთი არ გაგამართლებს…
    გამოვფხიზლდეთ ხალხო გავიხსენოთ რა ევალება ადამიანს და რისთვის ცოცხლობს ის ამ ქვეყნად… და ცოდვისთვის ხელის შეწყობას ჯობია საკუთარ თავებზე და შვილებზე ვიფიქროთ როგორ ქვეყანას ვუშენებთ და რას დავახვედრებთ…
    (მამაო თეოდორე შემინდეთ…)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here