Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის ელჩმა რესპუბლიკელებს აფხაზეთის აღიარების სიგნალი მისცა

ამერიკის ელჩმა რესპუბლიკელებს აფხაზეთის აღიარების სიგნალი მისცა

885

გათენდა თბილისური გვიანი შემოდგომისთვის ჩვეული ხავერდოვანი დილა და გიორგობისთვის უკვე სუსტი, მაგრამ ჯერ კიდევ ალერსიანი მზის შემხედვარე ვფიქრობდი _ ნუთუ მართლა 17 ნოემბერს დამთავრდა ის კოშმარი, რომელსაც სააკაშვილის 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმი ერქვა?

 

დაჯერება მიჭირდა, რადგან კარგად მახსოვს, სულ რაღაც 2 წლის წინ როგორი ძალმოსილი და აქედან «მარადჟამს შეურყეველი» ჩანდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და ულმობელი შინაური დამაქცევარის სადისტური რეჟიმი! შინიდან  გამოვედი და დავრწმუნდი, ცხადში ვიყავი. «გილოცავ, გილოცავ მიშას წაშავებას, გადაბნელებას, წათრევას!» _ ისმოდა მარჯვნივ თუ მარცხნივ, ახალი წელივით ულოცავდნენ ერთმანეთს ნაცნობ-უცნობნი. ამ სურათის შემხედვარეს თვალები ამიწყლიანდა და ყელში ჯავრის გორგალი გამეჩხირა… როგორ უნდა გაამწარო, გააუბედურო საკუთარი სამშობლო, ხალხი, რომ შენს გადაშენებას ასე ხარობდეს?! 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი არა, ძველი მიშა სააკაშვილის ლეშის დაკრძალვა იყო _ რას გადავურჩით, რა ჭირი მოვიშორეთ, ხალხო, წარმოგიდგენიათ?!

ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს (ნუ ვიქნებით უმადურები!) და მაშინდელ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელთა სინერგიამაც გახადა გუშინდელი ზეიმი შესაძლებელი; მადლობა იმ რიგით ქართველებსაც, რომლებიც წლების მანძილზე, როგორც შეეძლოთ, ისე ებრძოდნენ «ალიბაბა და 40 ყაჩაღის» ტერორს და, უპირველესად, მადლი უფალს, რადგან, «რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების»! თუმცა იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ წინამდებარე წერილის მთავარი თემა სულ სხვა რამ იქნება…

შენი ყველაყისამ, მისტერ ნორლანდ!

აი, ასე _ ქიზიყურად და მარტივად «მიჯირყვნიდნენ» ამერიკის დესპანს საქართველოში, რომ ის, რაც თბილისში თქვა სტუდენტებთან, სადმე, მადლიან ქიზიყში რომ წამოეყროყინებინა ამ სახედარს (შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვირი აშშის დემოკრატიული პარტიის სიმბოლოა!).

ზოგადად საქართველოში აშშ-ის ელჩებისგან თუ ამერიკის პრეზიდენტებისგან განა რა უნდა გაგვიკვირდეს, ისინი ხომ ყოველთვის მიზანმიმართულად მოქმედებდნენ «მეგობარი» საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

დაწყებული ზვიად გამსახურდიას «დინების საწინააღმდეგოდ ცურვით», რამაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა უახლეს ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთ ეროვნულ ხელისუფლებას, და დამთავრებული ჯონ ბასით, რომელმაც «მწვანე შუქი» აუნთო 26 მაისის სისხლიან კალოს რუსთაველზე!

მაგრამ არა, მისტერ ნორლანდმა მართლაც გაგვაკვირვა თავისი დაკვირვებით:

«ქართველები აფხაზებსა და ოსებს დაახლოებით ისე ეპყრობოდნენ, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ»!

აი, რა «დაახეთქა» ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაძალს ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას და რაოდენ სამწუხაროა, რომ სტუდენტთაგან არავინ აღმოჩნდა დიდი ვაჟასგან «ისარნაკრავი», რომ პირში მიეხალა თავხედი სტუმრისთვის _ «ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა»!..

აბა იგივე გაებედა ვინმეს ჩემი თაობის, გასული საუკუნის 70-ანი წლების სტუდენტობისთვის, გონივრული ეჭვი მაქვს, დაუზიანებელი ვერ წაგვივიდოდა და ამიტომ არც ქიზიყელთა დახმარება დაგვჭირდებოდა, მაგრამ სწორედ საქმეც ესაა _ გამოცდილმა დიპლომატმა კარგად იცოდა, სად, ვისთან და რას ამბობდა _ ალიბაბას 9-წლიანმა ნეოლიბერალურმა დიქტატურამ ბევრ სხვა «სიკეთესთან» ერთად ისიც დაგვმართა, რომ მინიმუმ ერთი თაობა ჩვენი შვილებისა, აი ისინი, ვინც დღეს სტუდენტური ასაკისანი არიან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტთა ბანაკების ბუჩქებში გარყვნა და გაათახსირა. კახა ლომაიას «რეფორმით განათლებულები» კი მხოლოდ საკუთარი სიამოვნების უფლებას აღიარებენ, იმას კი არად დაგიდევენ, რომ ცხოვრებით ტკბობის უფლების (რაზეც არც ჩემი თაობა ამბობდა უარს, მაგრამ…) გარდა, ვალდებულებებიც არსებობს ქვეყნისა და ერის წინაშე!

და რუსოფობია, აღვირახსნილი რუსოფობია, რაც, პირველ რიგში, გაუნათლებლობის, უცოდინრობის ბრალია _ მათ ხომ იმას ასწავლიდნენ, რომ საქართველოს ისტორია «დიადი» «ვარდების რევოლუციით» იწყება, რომ ჩვენი ისტორიული მეგობარი თურქეთია, ამიტომ არაფერი იციან ამ «მეგობრის» ქართველთა ტერიტორიებითა და სისხლით გაუმაძღრობის შესახებ და «ყველაფერი იციან» ჩვენი «ისტორიული მტრის» _ რუსეთის შესახებ…

ჰოდა, სად თუ არა უხნავ ყამირში, ჩვენი გზააბნეული შვილების ტვინებში უნდა ჩააგდო ბოროტების თესლი?! და მისტერ ნორლანდმაც ჩააგდო _ პირველი. მყისიერ შედეგზე გათვლილი მიზანი ნორლანდის განცხადებისა ის იყო, რომ ამ ბოლო დროს შედარებით მინავლული ანტირუსული ისტერია ხალახალი ძალით გაჩაღდეს, რადგანაც, მათი საყვარელი მიშასგან განსხვავებით, «მეოცნებე» ხელისუფლებამ აშკარად მოუკლო ანტირუსულ რიტორიკას და «ნაცების» დაქირავებული ახალგაზრდათა «ენჯეოები» აშკარად ვერ ქაჩავენ რაოდენობრივ-ხარისხობრივად და მითუმეტეს ვეღარ გაქაჩავენ მიშა სააკაშვილის ოფიციალურად გაფარჩაკების, 17 ნოემბრის შემდეგ!

მეორე და მთავარი, შორსმიმავალი მიზანი ელჩის განცხადებისა, სავარაუდოდ, ჩვენი რესპების სანუკვარი ოცნების ზონდირება ხომ არ არის, ანუ საქართველოს მიერვე ცნობა აფხაზეთცხინვალის დამოუკიდებლობისა, რაც რეალური და უმოკლესი გზაა ნატოში ჩვენი გაწევრიანებისა?..

ვნახოთ, რა იქნება. მანამდე კი ერთი რამ უეჭველია _ 2007 წლიდან დღემდე ნაცბანდის ელიტის ერთადერთი ხსნა მხოლოდ დასავლეთისკენ უპირობო ყურება და მაამებლური კუდის ქიცინი იყო. დღემდეც ასეა და უნდა ითქვას, რომ არც თუ უშედეგოდ _ შარშანდლამდე ხომ შეინარჩუნეს ხელისუფლება და მას მერეც სრული განადგურებისგან ალიბაბა და 40 ყაჩაღი ამერიკამ იხსნა და აშშ მომავალშიც აპირებს საკუთარი პროექტის ლობირებას, რისი დასტურიც თუნდაც ბარაკ ობამას მილოცვაა მარგველაშვილის მიმართ, რომელშიც, ეს მერამდენედ და ქართველთა გულის გასახეთქად, საუბარი კვლავ მიშა სააკაშვილის ფასდაუდებელ ღვაწლზეა!

დღეს თითქმის იმავე მდგომარეობაში არიან რესპუბლიკელებიც _ ისინი «ნაცებზე» დიდი ხნით ადრე, დასაბამიდან არიან ჭიპლარით მიბმულნი ამერიკაზე და რადგან ივანიშვილის წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, შეიძლება დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს, რაც რესპების საბოლოოდ ამოძირკვას ნიშნავს ქართული პოლიტიკიდან, მათაც მხოლოდ ამერიკისკენ ცქერა დარჩენიათ საშველად და ისინი ამ ცქერაში ყველაფერზე წამსვლელნი არიან

რეალურად უკვე დაწყებულია ფარული ბრძოლა კოალიციის შიგნით, თუ ვინ «წაიყვანს სტოსს» ქართულ პოლიტიკაში _ რესპუბლიკელების პარლამენტი თუ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მთავრობა და ეს ბრძოლა ინაუგურაციის შემდეგ აშკარა გახდება.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედს ახლა ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირებს ამ მხრივ გაწბილებული ქართველი საზოგადოება. ვნახოთ…

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ვარაუდები, მოვლენათა ანალიზის და, რაც ყველაზე მთავარია, სანდო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობის შედეგი!

იმავე წყაროს ინფორმაციით, «ქართულ ოცნებას» პარლამენტში მხოლოდ 50, 52 სანდო დეპუტატი ჰყავს, რაც სულაც არ არის გარანტია მუდმივი მდგრადობისა, რადგან მოვლენათა გარკვეული სცენარით განვითარებისას, მაგალითად, თუ ღარიბაშვილის ახალმა პროკურორშს მინისტრმა რეალურად დაიწყეს ბობოლა «ნაცების» პასუხისგებაში მიცემა, რადგანაც ეს არ უნდა ამერიკას (მითუმეტეს სააკაშვილის დაპატიმრება), არ გამოირიცხება ვარიანტი, რომ რესპებალასანიამ ახალი უმრავლესობა «ნაცებთან» ერთად შეკრან პარლამენტში!

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების სასარგებლოდ პირდაპირ მეტყველებს თუნდაც ლევან ბერძენიშვილის ამასწინანდელი «აღიარება», ქართული დემოკრატიის კლასიდან კლასში ხტუნვასთან დაკავშირებით, და ირიბად კიდევ ის, რომ ირაკლი ალასანია, როგორც მატროსოვი ამბრაზურას, ისე გადაეფარა მისტერ ნორლანდს _ ქართველებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაიჯეროთ, ის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, თორემ ამერიკა ჩვენი უერთგულესი მეგობარია და ასეთად დარჩება მარადჟამსო! _ ნოდარ დუმბაძის ოლღა ბებია გამახსენა ბატონი ირაკლის «ადვოკატობამ», _ «მე რომ გწყევლი, ზურიკელა, ბებია, ჩემი გული გლოცავსო»…

აჰა, წერილის ბოლოს ნებით თუ უნებლიეთ ისევ მივადექით გაიძვერა ნორლანდის ნაბჟუტურევს და ახლა მისი განცხადების მორალურ მხარეს შევხედოთ, უფრო სწორედ, ამორალურს:

 რუსების ქართველებთან მოპყრობის სისასტიკეზე რომ აკეთებს მინიშნებას, ეს იმ ქვეყნის მოქალაქე ხომ არ არის, სადაც პრაქტიკულად ნოლზე დაიყვანეს აბორიგენი ინდიელების რაოდენობა და აფრიკიდან ამერიკელი პლანტატორების მიერ ჩაყვანილ მონებს საუკუნეების განმავლობაში სულს ხდიდნენ და აგერ, სულ ახლახან, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე შავკანიანებს ცოცხლად ატყავებდნენ კოკლუკსკლანელები, ხოლო რასობრივ დისკრიმინაციას კიდევ დიდი ხანი განიცდიდნენ, იქამდეც კი, რომ რასობრივი სეგრეგაციის სიმწარე თვით ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტსაც უგემნია სიყმაწვილეში და ახლა იმავე ამერიკას ჰყოფნის ცინიზმი, სიტყვა «ზანგის» ხსენებაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცენ მავანი!

ან ეს ის იანკები ხომ არ არიან, რომლებმაც მარტივ მამრავლებად დაშალეს იუგოსლავია, მიწასთან გაასწორეს მართლმადიდებელი სერბეთი, კოსოვოს «ახევა» არ აკმარეს და ჩერნოგორიაც მიაყოლეს. არადა, სვანსა და კახელს შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე ჩერნოგორიელ სერბებსა და სერბეთის სერბებს შორის!

ის დემოკრატები ხომ არ არიან, რომლებმაც ცეცხლითა და მახვილით «დაამყარეს დემოკრატია» ერაყში, ყირგიზეთში, ლიბიაში, ტუნისში, სირიაში და აგერ ავღანეთში, სადაც საზარბაზნე ხორცად ქართველ ბიჭებს ერეკებიან?!

რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს, დავიღალე ამაზე წერით და ლაპარაკით. ამიტომ ჩვენს შვილებს ვურჩევ, ბუჩქიდან ბუჩქებში გადასვლის შუალედებში წიგნი წაიკითხონ, მაგალითად, დიდი ილია და ნახავენ, რომ რუსები «ისე სასტიკად გვეპყრობოდნენ», რომ ფიზიკურ განადგურებას გადავრჩითმოვმრავლდით და წერაკითხვის უცოდინარი ერი ისეთ ევროპულ განათლებას ვეზიარეთ პეტერბურგში, რომ ილია, აკაკი და ვაჟა ვშობეთ XIX საუკუნეში, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ამერიმერი ერთიანი საქართველო მივიღეთ «კინკილა» ქართლკახეთის სანაცვლოდ, რომელიც პირველი შეიერთა რუსეთის იმპერიამ 1801 წელს. აღარაფერს ვიტყვი უკვე საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოზე, როცა მეცნიერებამ, კულტურამ, მწერლობამ და . . ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომელზედაც დღეს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია!

წიგნი იკითხეთ, წიგნი და უნივერსიტეტის წინ როცა გაგაჩერებენ და გკითხავენ, შოთა რუსთაველი რომელ საუკუნეში მეფობდა ან თამარ მეფე რა გვარი იყოო, სამარცხვინო პასუხებს კი არ გასცემთ, არამედ მიხვდებით დაცინვას და კითხვის დამსმელს დედ-მამის სულს ამოუტრიალებთ…

დავით მხეიძე

P.S. მივმართავ ჩვენს . . შემოქმედებით ინტელიგენციას და სხვებსაც, ქართველ საზოგადოებაში ცნობილ პიროვნებებსროგორც პედერასტების დამცველ თომას ჰამერბერგს მოსთხოვეთ პასუხი, ასევე პასუხი აქვს მოსათხოვი მისტერ რიჩარდ ნორლანდს, რადგან, ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ეს ბატონი ელჩია და იქნებ ინებოთ, ბატონებო და ქალბატონებო, გაისარჯოთ, თორემ, როგორც ჩანს, სხვა არავინ არის ხმის ამომღები

 

6 COMMENTS

  1. "სამწუხაროდ ერთი რამ ჰბორკავს და ცუდი გზით მიმართავს ევროპიელ და ამერიკელ მკვლევარების მუშაობას, ესაა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის უცოდინარობა ანუ უკეთ რომ ვთქვათ,კავკასიელ ერებისა და კავკასიურ სინამდვილის უცოდინარობა. წინა აზიის ისტორია არის ყოველის უწინარეს აზიანკების ,იაფეთიანების ისტორია და თავისთავად ცხადია, რომ მკვლევარი აუცილებლად უნდა გაეცნოს იაფეთიანთა დღემდე დარჩენილ წარმომადგენლებს,რადგან ამ ცოცხალ ხალხში და მათ ენებში შენახულია ნაშთი უძველესი დროისა. ჩემთვის ყოველ ეჭვს გარეშეა,ფრიადი პატივისცემა და ჩვენთვის ახლა წარმოუდგენელი დიდება მოელის მეცნიერებაში. მე მწამს, მოზარდ თაობას, პაწაწინა და მოზარდ ქართველ ვაჟებს და ქალებს მათი სამშობლოს მოტრფიალე დედები, მამები და ბიძები მეტის გულწრფელობით, ნამდვილი გულის სიღრმიდან ეტყვიან: "პატივი ეც დედაენასა შენსა". ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობლად ვერც ერთი საკაცობრიო კულტურულ სიძველეთა საკითხი ვერ გადაიჭრება"

    ნიკო მარი 1923 წელი პარიზი საჯარო ლექცია

  2. ბატონო დავით! თქვენ მიმართავთ შემოქმედებით იტელიგენციას,საზოგადოების ცნობილ პიროვნებებს და ა.შ.დასამატებელი ამ საპროტესტო წერილში არაფერია…მადლობა ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასებისთვის.მცირე,მაგრამ მნიშნელოვანი დეტალი დავით ბატონო!ისინი,ვისაც მიმართავთ ყველა ერთი ქვაბიდან მიირთმევენ "მისართმევს"(ყველას ვერ და არ ვაკადრებ)!..ქართველი ხალხი (აბორიგენი ცნობიერის მატარებელი მყავს მხედველობაში)გამოგრჩათ,რომელმაც თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს საქართველოში "ინტეგრირებულ" ნეოლიბერალებს,რომლებმაც ბოლო მეოთხედი საუკუნე ამოგლიჯეს ქართული ცნობიერიდან!..მეოთხედი საუკუნე,25 წლის ყმაწვილ-ქალები არიან დღეს,რომელთაგან 25 პროცენტი თუა ქართულად მოაზროვნე!..მათი გადარჩენა მხოლოდ ქართველი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული!..ეროვნულის ხსენებაზე ელეთ-მელეთი მოსდით პროდასავლურ ძალებს!..ყველაფერს შმორის შუნი ასდის, რაც ნაკარნახევია პროდასავლური ძალების მიერ…ცუდად დამთავრდება ყოველივე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის(თუ გვაქვს)დავით ბატონო!

  3. მართლაც სამარცხვინოა რუსოფობია. ავტორს ყველაფერში ვეთანხმები. და კიდევ: დააბრუნეთ რუსული ენა სკოლებში, ჩემი შვილი, ჩემდა სამარცხვინოდ, დოსტოევსკის ქართულად კითხულობს. რუსეთის მიმართ თავხედურმა უმადურობამ ჩაგვყარა ასეთ დღეში, და ამ საქმეში წამქეზებლები სწორედ ევროპა და ამერიკა იყვნენ. გონს მოვეგოთ, დროა.ავტორს მადლობას ვუხდი ამ სტატიისთვის.

  4. სამწუხაროა, რომ ამდენ სიმართლესთან ერთად ცოოტა რუსების "შეაქო" ავტორმა, თუმცა იმდენი სიმართლე დაწერა, რომ ეს შეიძლება ვაპატიოთ ;-). ოღონდ რუსები არა! ამერიკა კი რუსებზე ბევრად უარესი რომაა, ყველა ქართველი უნდა ხვდებოდეს!

  5. მავნებლობაა ეს "სტატია",შეფარული… წიგნი იკითხეო რომ მიმართავ ახალგაზრდებს,ხომ არ ჯობდა თავად დაფიქრებულიყავ,რა განსხვავებაა საქართველოში 1801 წელს შემოსულ რუსეთსა, სსრ კავშირის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის? ერთი საცოდაობაა სამივე,ხოლო გამთლიანებული საქართველო სრულებითაც არაა რუსების დამსახურება,პირიქით – ერთა ლიგას გაუწია ანგარიში რუსეთმა,რომელმაც აღიარა დამოუკიდებელი საქართველო 1918 – 21 წლებში,თორე ისე კარგად დაგლეჯდა ავტონომიებად,თვალსაც არ დაახამხამებდა. რაც შეეხება ამერიკას, რუსეთთან ბრძოლაში, ხან დათმობაზეა და ხან უტევს და ერთ დღესაც ისევე გაუყენებს თქვენს საყვარელ რუსეთის იმპერიას,როგორც სსრ კავშირს,მაგრამ მისგან უფრო უარესს ველი – იგი პირდაპირ, ფიზიკური დაპყრობის გარეშე გვიპყრობს,რასობრივი,ადამიანისათვის არატრადიციული ფორმების მეშვეობით და ფაქტიურად სპობს ეროვნულსა და რელიგიურ კანონზომიერებებს. ასე რომ ერთსაც მოუკვდეს მოხარბე და მეორესაც! გენაცვალე წმინდა ილია მართალო,გენაცვალე წვიად გამსახურდიავ,გენაცვალე მერაბ კოსტავავ.დიახაც!თქვენი სულიერი სამყაროთი იკვებება შეგნებული,კავკასიელი,ქართველი ახალგაზდრობა.

  6. ჰაი დედასა ამათი ჭკუის დასარიგებლები რომ გავხდით.ამათ საკუთარი სამშობლო და ენა არ გააჩნიათ, მიწა ინდიელებს წაართვეს, ენა კი ლათინებს…ეს კაცი ბევრს იღებს საკუთარ თავზე.ჩვენი ბრალია.დაწყევლილია კაცი, კაცის მოიმედეო გვეუბნება ესაია წინასწარმეტყველი. ვიდრე ქართველი არ გაისიგრძეგანებს რომ ხსნა უფალსში ეძიოს და არა პიროვნებებში, მანამდე არაფერი გვეშველება. გადახედეთ ისტორიას და დარწმუნდებით. საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როცა დაწყებული უმაღლესი იერარქიიდან დამთავრებული გლეხებამდე ყველა უფლის შიშით ცხოვრობდა.მაშინ აძლევდა სწორედ უფალი ქვეყანას საჭირო ადამიანს და უჩვენებდა ხსნის გზასაც. მაშინ იყო საქართველო ძლევამოსილი, მაშინ იწოდებოდნენ ჩვენი იერარქები მესიის მახვილებად, მაშინ ძრწოდა მთელი მუსულმანური სამყარო შიშით…დავივიწყეთ უფალი და საკადრისადაც ვისჯებით. მადლობა უფალს ყველაფრისათვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here