Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი დავით ქვლივიძე: 20 წელია, ნატოთი და ევროკავშირით გვატყუებენ

დეკანოზი დავით ქვლივიძე: 20 წელია, ნატოთი და ევროკავშირით გვატყუებენ

689

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აქტიურად იწყეს მომრავლება «ბიზნესის» კეთებით დაინტერესებულმა თურქებმა, ირანელებმა და არაბებმა. ქართული საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი გახდა ის გარემოება, რომ მათ მიერ გახსნილ ღამის კლუბებსა თუ სხვა გარყვნილების ადგილებში ქართველ კაცებს შესვლას უკრძალავენ, ქართველ ქალებს კი კარს ფართოდ უღებენ. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტის საშუალებით ვიდეოც გავრცელდა, რომელიც ფარულადაა გადაღებული ერთერთ ასეთ ბარში. საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ამ საკითხით. როგორ უნდა ვებრძოლოთ შექმნილ სიტუაციას ძალისმიერი მეთოდების გარეშე, ხომ არ არის ეს «დემოკრატიზაციის» ლოგიკური შედეგი და, თუ ეს ასეა, მაშინ გვიღირს კი ამგვარი ინტეგრაცია და დემოკრატია?! ამ პრობლემატურ საკითხებზე გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის დეკანოზი _ დავით ქვლივიძე.

 

_ საქართველოში მსგავს რამეს აკეთებდნენ არაბი დამპყრობლები, თურქები, ყიზილბაშები, მონღოლები. ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის ზნეობის შეცვლას, ჩვენს გადათელვას და ეს ქმედება უკვე მათ სრულ გამარჯვებად აღიქმებოდა. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი კაცისთვის უკვე წარმოუდგენელია. ქართველთა მეფემ რომ დიდგორის ველზე გაანადგურა მუსლიმანური კოალიცია, თითქოს ამის გამო დღეს შურს იძიებენ და სამეძაო სახლები აქვთ მოწყობილი ჩვენივე ქვეყანაში ქართველი ქალების გასათახსირებლად.

დამისახელებთ მსგავს შემთხვევას საქართველოს ისტორიიდან?! აქ უკვე სიმწვავეზე აღარ არის საუბარი. აქ საერთოდ ღირსებაზეა ლაპარაკი და ღირს კი ჩვენი ყოფნა ამის შემდეგ?! თან, როგორც გავიგე, იქვე ჰქონიათ მამათმავლების ბარი, რომელშიც ქართველ კაცებს იღებენ, ანუ რა გამოდის? იქ, სადაც ქართველ ქალებს იღებენ, ქართველ კაცებს შესვლას უკრძალავენ და, თუ კაცებს შეუშვებენ, მხოლოდ მამათმავლების ბარში. გეკითხებით, მსგავსი რამ ყოფილა საქართველოს ისტორიაში?! მე მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ მსგავს შემთხვევას მოჰყვა ბახტრიონის აჯანყება, რომელიც დამთავრდა ირანული გარნიზონის მთლიანად განადგურებით.

_ რატომ არ ინტერესდება მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ამ საკითხით?

_ ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინა მთავრობის დროს დაიწყო. აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის დროს, ეს მიზანი, ალბათ, იმთავითვე იყო ჩადებული. სწორედ იმ დროიდან აქვს ამას ფესვები გადგმული. ახლანდელმა მთავრობამ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უნდა შეაჩეროს. განა ამაზე ვოცნებობდით «ქართული ოცნების» არჩევით?! ჩვენ ვოცნებობდით ნორმალურ, გამართულ, ზნეობრივ ქვეყანაზე. ამას წინათ ჩვენთან მოვიდნენ ბიჭები, რომლებმაც თქვეს, რომ ქართული სიმღერა შეგნებულად წამოვიწყეთ აღმაშენებლის გამზირზე და თურქებმა აგვიკრძალეს, _ წადით, აქ ნუ მღერიხართო.

არ მინდა დავიჯერო, რომ მთავრობა ამ ყველაფრის გულშემატკივარია. ბატონი ბიძინა ზნეობრივი კაცი, ოჯახური ტრადიციების მიმდევარი და ოთხი შვილის მამაა. მას ოჯახისთვის არ უღალატია და ის მისთვის პირველი საფიცარია. არ მინდა დავიჯერო, რომ მისთვის ეს ყველაფერი მისაღებია.

_ როგორ და რა გზებით უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას მშვიდობიანად და არა ძალისმიერი მეთოდებით?

_ პირველ რიგში, საზოგადოებაში ხშირად უნდა იყოს ამ ყველაფერზე  საუბარი. ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცოდა არაფერი ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მეც. ვერც წარმომედგინა, ასეთი რამ თუ ხდებოდა ჩვენთან. ყველამ იცის, რომ აღმაშენებლის გამზირზე თურქები მრავლად არიან, მაგრამ თუ ამ დონემდე გავიდნენ თავს, რას წარმოვიდგენდით. თურქების ქმედებები საფუძვლიანადაა გადასახედი და არა ზერელედ. მე როგორც ვიცი, თურქეთში წასულებს (ჩემს მრევლსაც ხშირად უწევს თურქეთში საშოვარზე წასვლა), მონებივით ამუშავებენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქალებისა და მამაკაცების 90% უმძიმეს სამუშაოს ასრულებს. ამას წინათ ბიჭები იყვნენ წასულები ხეტყის დასამზადებლად თურქეთში და, რომ დავიღალეთ და ჩამოვჯექით, გვეჩხუბნენ, ვინ მოგცათ ამის უფლებაო. ბოლოს ჩხუბი მოგვივიდა და ძლივს გამოვასწარითო.

ხომ არსებობს საერთაშორისო ნორმები და კანონები?! ყველაფერი წინ უნდა დავუდოთ და ვაჩვენოთ, რისი უფლება აქვთ და რისი _ არა. ვამბობთ, რომ რუსები ოკუპანტები არიან, სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ თურქებმა მოახდინეს თბილისისა და ბათუმის ოკუპაცია. ახლა გეკითხებით: რომელი უფრო დიდი საფრთხეა _ რუსების მიერ გავლებული მავთულხლართები თუ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სამეძაო სახლების გახსნა და უხილავი მავთულხლართების გაბმა, რომლის მეორე მხარეს გადასვლა ქართველ კაცებს ეკრძალებათ?! მამლუქობის დრომდე, ალბათ, მხოლოდ ბავშვების მოტაცება და მათი სტამბოლის ბაზარზე გაყიდვაღა გვაკლია. რის გამოც ჩვენი მამაპაპა საუკუნეების მანძილზე სისხლს ღვრიდა და რასაც ებრძოდა, ახლა მომხდურები ბრძოლის გარეშე ახერხებენ. მაშ, ამიხსენით, როგორ არის ეს ხალხი «ჩვენი მეგობარი» და «სტრატეგიული პარტნიორი»?! როგორ შეიძლება ამ ხალხმა დაგვიცვას ჩვენ ნატოს ეგიდით (ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ჯარი შემოვა)?!

_ თქვენი აზრით, რამ მიგვიყვანა აქამდე?

_ ქვეყნის გაყიდვამ. წინა ხელისუფლების პოლიტიკამ. ოღონდ თვითონ ყოფილიყვნენ კარგად და თანახმანი იყვნენ, უცხოეთიდან შემოსული ფულების სანაცვლოდ ქვეყანა გაეწირათ. თავის დროზე ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემაც ამიტომ გააწითლეს საქართველო წითელი არმიის შემოსვლით. ახლაც ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე ახალახალ ბოროტებას აკეთებს. ისეთ ხალხს აძლევს საქართველოს მოქალაქეობას, რომელმაც საერთოდ არც საქართველოს ისტორია იცის, არც _ ენა. იცის, რომ ეს ხალხი შემდეგ არჩევნებში გამოადგება. ეს არის ქვეყნის ღალატი და ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

როგორ ფიქრობთ, ანგელა მერკელი ან ამერიკის პრეზიდენტი მოქალაქეობას ასე მარტივად დაარიგებენ? დავანებოთ თავი ამერიკას და ევროპას. სომხეთის პრეზიდენტი ასე დაარიგებს მოქალაქეობას? მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის ძალიან ბევრი ბარიერი უნდა იყოს გადასალახი. საქართველოს მოქალაქეობის მსურველთათვის, როგორც გერმანიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში და ა.შ. ენის, ისტორიის ცოდნა უნდა იყოს აუცილებელი. რამდენიმე წელიწადი იმ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ცხოვრობდე. ვფიქრობ, ხალხმა მთავრობას ამ საკითხზე პასუხი უნდა მოსთხოვოს, ისინი ხომ ხელისუფლებაში ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად მოვიდნენ. ახლა კი კეთილი ინებონ და შეასრულონ ეს პირობა, ხოლო ვინც ამის მოწინააღმდეგეა, გამოვიდეს და ხმამაღლა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

რატომ უნდა შოულობდნენ თურქები ქართველი ქალებით ფულს ჩვენივე ქვეყანაში?! მამლუქობის და ოსმალობის დროა, თუ რა არის?! ამის მერე როგორ საუბრობენ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან! რომელ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი! ვამბობთ რუსები აგრესორები არიანო. მსგავსი რამ გაუკეთებიათ რუსებს ოდესმე? თბილისში სამეძაო სახლების გახსნას რუსები როგორ გაგვიბედავდნენ! მარტო წინასაარჩევნოდ რომ ინტერესდება ხელისუფლება თუ სხვადასხვა პარტია საზოგადო პრობლემებით, ახლა მოაგვარონ თუ ასე გული შესტკივათ. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სირცხვილია! მთელი კავკასია დასცინის ქართველებს. ეს თავზე ლაფის დასხმაა. ამის მოთმენა ნამდვილად არ შეიძლება.

_ ეს ყველაფერი ხომ არ არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ლოგიკური შედეგი და გვიღირს თუ არა ამგვარი ნატო და ინტეგრაცია?

_ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას. თუ ხალხის მმართველობაა, მაშინ ხალხის უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ისე უნდა იყოს. დემოკრატია მე ასე მესმის. მაგრამ, რაც საქართველოში ხდება, ნამდვილად არ არის ხალხის უმრავლესობის მოთხოვნა. პირიქით, ეს ხალხის უმცირესობის მოთხოვნაა.

ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ჩამოიწეროს ნუსხა, განემარტოს ხალხს, თუ რას გვაძლევს დასავლეთისკენ სწრაფვა, დასავლეთისკენ, რომელიც პირველ მოთხოვნად გარყვნილების ქადაგებას მოითხოვს და მის საფარქვეშ მამათმავლების, ლესბოსელობის და სხვა ათასი გვარის სექსუალური უმცირესობის დაცვას მოითხოვს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსი გარყვნილების ჩვენება სწორედ მათი მითითებით ხდება. მეორე მხრივ კი, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში აკრძალულია გარყვნილების, მამათმავლობის, პროსტიტუციის ქადაგება, სკოლაში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების ჩატარება. ახლა, სხვათა შორის, აქაც აპირებენ ამგვარი გაკვეთილების შემოღებას.

საერთოდ ნატოს რაც შეეხება, ეს ზღაპარი და ქართველებისთვის მიუღწეველი ქვეყანაა. თუ ნატოში მიგვიღეს, მაშინ, პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ აფხაზეთსა და ცხინვალზე. თუ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარი ვთქვით, რაღაში გვჭირდება ნატო. ჩვენ რომ ვამბობთ, თითქოს ნატო დაგვაბრუნებინებს ტერიტორიებს, ესეც ტყუილია. ნატოს წევრია თურქეთი და საბერძნეთი, კვიპროსი კი მათ შუაზე აქვთ გაყოფილი. თურქეთის ჯარებს აქვთ დაპყრობილი კვიპროსი… ან გერმანიას, რომელსაც კენინსბერგი ვერ დაუბრუნებია, რომელსაც დღეს კალინინგრადი ქვია და რუსეთისაა. ნატოს ქვეყნებს თავიანთი პრობლემები ვერ მოუგვარებიათ და ჩვენ მოგვიგვარებენ?!

ამასწინათ ვუსმენდი, უსუფაშვილმა ვილნიუსიდან ჩამოსვლისას განაცხადა, დეოკუპაციის პრობლემა საკმაოდ რთულია და, ფაქტობრივად, შეუძლებელიაო. რუსებმა დაახლოებით სამი თვის წინ განაცხადეს, რომ თქვენ თვითონ დაილაპარაკეთ _ აფხაზებმა და ქართველებმაო, მე არ ჩავერევი, ოღონდ ჩემი ინტერესები გაითვალისწინეთო. ერთხელ მაინც დაინტერესებულან ჩვენები, რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს? სწორედ ამიტომ უნდა მოითხოვოს ხალხმა რეფერენდუმის ჩატარება, დადებითიც და უარყოფითიც აღინიშნოს, ხალხი კი შემდეგ თვითონ გადაწყვეტს. დღეს საქართველო გზაგასაყარზე დგას. ერთის მხრივ, მიუღწეველს _ ნატოს და ევროკავშირს გვპირდებიან; 20 წელია, ნატოთი და ევროკავშირით გვატყუებენ. ამდენი ხანი ბავშვი რომ ატყუო, ის აღარ მოტყუვდება, რადგან გაიზრდება და ჩვენ კი ვერა და  ვერ გავიზარდეთ. ოცი წელია, თავს ვიტყუებთ და შედეგად რა მივიღეთ? _ დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი ახალგაზრდობა, საზღვარგარეთ საშოვარზე გაქცეული დაბეჩავებული, პატივ და ნამუსაყრილი ხალხი; საქართველოს დედაქალაქში კი _ არაბების, სპარსელებისა და თურქების ჯირითი, ქართველი ქალებისთვის ნამუსის ახდა და ქართველ კაცებზე თავზე გადავლა. დასკვნები ხომ უნდა გავაკეთოთ, ხომ უნდა გავიზარდოთ, ხომ უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ?!

ავღანეთში დაღუპული ქართველი ბიჭები ჯერ გაცივებულები არ იყვნენ და ამათმა აქ მამათმავლების აღლუმი მოაწყვეს. თან გვეუბნებოდნენ, თუ იხოცებიან, ისევ თქვენთვის იხოცებიანო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ავღანეთში და რატომ უნდა ვიცავდე იმ ქვეყანაში თავს?! რაც სერბეთს გაუკეთა ნატომ და ევროპამ, დაშალეს და დააქუცმაცეს, იმავეს გაგვიკეთებს რუსეთიც, თუ ჭკუაზე არ მოვალთ. ამ ანალიზის გაკეთების უფლებას, პირველ რიგში, ჩვენი არასწორი, ცოდვილი ცხოვრება მაძლევს. ჩვენ თუ აქ მამათმავლებს გასაქანი მივეცით, მერე ნახეთ ამ ქვეყნის დაშლა და გაუბედურება. ზუსტად სერბეთის ისტორია გამეორდება საქართველოში. დარწმუნებული იყავით, რომ რუსეთს ამის განხორციელებაში ხელს არ და ვერც შეუშლიან. როგორც სახარებაში წერია: ,,იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი». ასე უნდა იქცეოდეს ჩვენი ხელისუფლება. ხალხმა ყველაფერზე ხმა უნდა ამოიღოს.

_ თქვენი ამგვარი შეფასებები სასულიერო პირის პოლიტიკაში ჩარევა ხომ არ არის?

_ გრიგოლ ხანძთელი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც აშოტ კურაპალატი მოქმედებდა და ქვეყნის მთელ პოლიტიკას წარმართავდა, პოლიტიკაში ერეოდა და ღვთის მცნებას არღვევდა?! გიორგი ჭყონდიდელის გარეშე დავით აღმაშენებელი ნაბიჯს არ დგამდა, გიორგი ჭყონდიდელი გაჰყვა მას ყივჩაღების გადმოსასახლებლად, ეს პოლიტიკაში ჩარევა იყო?! სასულიერო პირი როდესაც აფასებს და აანალიზებს სიტუაციას, როდესაც ის მრევლს მოუწოდებს გონიერებისკენ, სიბრძნისკენ, ისტორიის გადახედვისა და სიყვარულისკენ, ამას  პოლიტიკაში ჩარევა კი არა, სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ამას ჰქვია შიში მომავლისა, რადგან ვატყობ, ქვეყანას დასაღუპად ამზადებენ ესენი. მე კი ნამდვილად არ მინდა, მოვესწრო, თუ როგორ იღუპება ჩვენი ქვეყანა. ეკლესია ყოველთვის ასე იქცეოდა, ყოველთვის აფხიზლებდა მოსახლეობას. ის დედაა. დედა კი, როდესაც შვილების დაღუპვას უყურებს, ყველა ღონეს მიმართავს მათ გადასარჩენად. სწორედ ასე იქცევა ეკლესიაც.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

1 COMMENT

  1. რა იდიოტური შეკიტხვაა ჯურნალისტის მხრიდან(ბოლო აბზაცი)

    "თქვენი ამგვარი შეფასებები სასულიერო პირის პოლიტიკაში ჩარევა ხომ არ არის?"– ესე იგი რა გამოდის,. თუ მარტმადიდებელი ეკლესიის მსახური ა მან საკუტარი პოზიცია არ უნდა დააპიკსიროს ნამდვილად საგანგაშო სიტუაციაზე და არ უნდა მოუწოდოს ერს (მის შვილებს , ისევე როგორც დედა,–სწორი განმარტება მისცა პატივცემულმა დეკანოზნა კვლივიძემ,)რომ გამოპხიზლდნენ სანამ ჯერ კიდევ მტლად გვიანი არ არის და არ აღსრულებულა ირანის, ტურკეტის, და კიდევ ვინ მოტვლის , სახელმწიპოტა ოცნება კარტველტა ეკპანსიის და გავერანების.

    გამოპხიზლდიტ კარტველებო, ჰეიიიიიიიიი კარტველებოოოოოოო, სად გაკრა ჩვენი რაინდული სული, სად…………….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here