Home რუბრიკები საზოგადოება «ბაღდადის ღამეები» აღმაშენებლის გამზირზე

«ბაღდადის ღამეები» აღმაშენებლის გამზირზე

694

ორიოდე დღის წინ ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიპატიჟა მე და თავისი ნათლული. დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი, საუბარს შევყევით და უკვე დაბნელებულზე მომიხდა წამოსვლა. მოგეხსენებათ, თბილისში ბავშვიან ქალს ჯერ კიდევ არავინ ერჩის, ამიტომ სრულიად დამშვიდებულმა ვიფიქრე, მოდი, ძველ პლეხანოვს გავუყვებიმეთქი.

 

მოვდიოდი და ბავშვს შენობებს ვაჩვენებდი, ისის იყო ვუთხარი, აქ ჩემს ბავშვობაში თოჯინების თეატრი იყო და შენც სკოლაში აქ მოგიწევს სიარულიმეთქი და უცებ სამი თურქი შემოგვეფეთა, საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ თურქულად. ორიოდე წუთის შემდეგ ვიღაც არაბს წავაწყდი, მოგვიანებით _ ერაყელებს. კი აქაიქ ქართველებიც მოჩანდნენ, მაგრამ თავი ხან დამასკოში მეგონა, ხან _ ბაღდადში, სტამბული ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საღამოს 10-ის ნახევარი იყო და აღმაშენებლის პროსპექტი უკვე თითქმის დაცლილი იყო ქართველებისგან, სამაგიეროდ ჩქეფდა თურქულარაბული «კულტურული ცხოვრება».

შევამჩნიე კაფებარები და რესტორნები, რომლებშიც ასევე თურქები და არაბები შედიგამოდიოდნენ. მოგეხსენებათ, ქართველ ახალგაზრდობას ძალიან იშვიათად აქვს იმდენი ფული, რომ კაფეში ან ბარში ჭიქა ყავის დასალევად შევიდეს, ამიტომ თურქებმა და არაბებმა მაინც უნდა გაიხარონ, აბა, თბილისი მკვდარი ქალაქი ხომ არ იქნება, ბოლოსდაბოლოს. ერთი სიტყვით, უჩვეულო არაფერი იყო ჩემს საყვარელ პლეხანოვზე, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყოუფულო ქართველები და მხიარული, მოქეიფე უცხოელები, მაგრამ სრულიად მოულოდნელ ინციდენტს წავაწყდი ყოფილი კაზინო «ასტორიას» შენობაში, ამჟამად დისკოთეკა «ბაღდადის ღამეები დისკო»-ში. ერთი კაცი საკმაოდ გაღიზიანებული ტონით ელაპარაკებოდა ორ ახმახს, აშკარად დაცვის ან პოლიციის მუშაკს. ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, მივუახლოვდი და ყური მივუგდე. როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი უარს ეუბნებოდა, იქ შესვლაზე, მამაკაცებს არ ვუშვებთო. გავოგნდი, ქალების დისკრიმინაცია ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ მამაკაცების გენდერული დისკრიმინაციის ფაქტს პირველად წავაწყდი.

როგორც გაირკვა, მხოლოდ ქალების შესვლა არის ნებადართული ბარში, მაგრამ რატომ ხდება ეს, რა მიზანი აქვს ამას და რამდენად კანონიერია _ ეს საკითხები ჩვენვთის გაუგებარი დარჩა. თუ ბარის მეპატრონეებს შემოსავალი აინტერესებთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ფულს ვინ გადაიხდის? ქალთა კლუბი არ არის ეს დაწესებულება, საინტერესოა, რატომ აქვთ აკრძალული შესვლა მხოლოდ ქართველ მამაკაცებს? ამას ვფიქრობდი და მოულოდნელად წავაწყდი ძველ ნაცნობს, ცნობილ მსახიობს, ვახო ნოზაძეს, რომელიც ასევე აღშფოთებული იყო ამ ფაქტით

_ თურქებითა და ერაყელებით არის სავსე აქაურობა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემა საქართველოში დადგება. არც ვინმეს მომხრე ვარ და არც «ნაციონალისტი» იმ გაგებით, რომ უცხოელები არიან აქ. ბიზნესი აქვთ, შრომობენ, წვალობენ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ერის ჩაგვრის ხარჯზე. რთული პროცესი იქნება დღევანდელი მთავრობისთვის ამის დალაგება. წარმოიდგინეთ, მივდივართ დავით აღმაშენებლის გამზირზე, ხაზს ვუსვამ, დავით აღმაშენებლის! (მე ვთვლი, რომ სიმბოლურია, და მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი) და ვერავის ვნახავთ, ნაცნობსაც კი იშვიათად ვხვდებით. და თუ არ ისწავლეს მათ, რომ ისინი სტუმრები არიან და ჩვენ ვართ აქ მასპინძლები, მაშინ ჩვენ მოგვიწევს, თავი სტუმრებად ვიგრძნოთ.

ჩემი შვილის თაობა ბრწყინვალე თაობაა,  განათლებულები და მე ვგრძნობ, ყოველდღიურად როგორ იმატებს ამ ახალგაზრდებში აგრესია; იმიტომ, რომ აშკარად თვლიან, რომ ზღვარს აბიჯებენ თურქები. რაღაც სასწაული ხდება, ისინი თვლიან, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ და ჩვენ აქ არაფერს წარმოვადგენთ. მე საფრანგეთიც ძალიან კარგად ვიცი, გერმანიაც, ამერიკაც და ასეთი რამ საერთოდ წარმოუდგენელია. აქ თურქები თავს არ გრძნობენ უცხო ქვეყანაში. და მე მინდა მათ მოვუწოდო, რომ ეს დღეს თუ ხვალ უნდა დამთავრდეს.

მომენატრა ჩემი თბილისელი ბიჭები, აი, დავდივართ ხომ, ნახეთ ჩემი თაობიდან, 44 წლის ვარ, ნახევარი საფლავშია, დანარჩენი გალოთებული და დაჩაჩანაკებულია. მართლა მტკივა გული, ჩემს ქალაქში ხალისი რომ აღარ არის. რთული პერიოდი დადგება. ეს ახალგაზრდა თაობა ამას ვეღარ აიტანს. აღმაშენებლის გამზირზე ასეთი რაღაცები ხდებოდეს და ამაზე თვალს ხუჭავდეს აბსოლუტურად ყველა… მიზანმიმართული იყო მაინცდამაინც აღმაშენებლის გამზირზე თურქების შემოჭრა, სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი. საზღვარგარეთ უბრალო ხმაურზეც კი მაშინვე პოლიციას იძახებენ, იჭერენ ან აჯარიმებენ და აქ თურქი რატომ უნდა იქცეოდეს გამომწვევად და რატომ უნდა მთვლიდეს მე, ქართველ კაცს, მეორეხარისხოვან ადამიანად? რატომ უნდა სარგებლობდეს ჩემზე მეტი პრივილეგიით? ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედოს ამ საკითხს და ვთხოვ, ფრთხილად მოეკიდოს ამ თემას.

_ კაფეებისა და ბარების უმეტესობა თურქებსა და ერაყელებს ეკუთვნით, ალბათ, რაღაც მოგებაც მოაქვს, ვინ სტუმრობს ამ დაწესებულებებს?

_ ზუსტად აქ შეგვემთხვა მე და ზურა ვადაჭკორიას უცნაური ამბავი. ზურამ მითხრა, ხომ არ დავათვალიეროთ, ჩვენც გვაინტერესებს ამათი რესტორნის კულტურა, მომსახურება, მათი წეს-ჩვეულებები, მენიუ როგორი აქვთ, იქნებ ჩვენც რამე კარგი გადავიღოთ მათგანო, და გადავწყვიტეთ შესვლა. ჰოდა, გადაგვიდგა წინ დაცვა, ჩემდა გასაკვირად, ქართველი ბიჭი და გვითხრა, ქართველი კაცის შეშვება აქ არ შეიძლებაო. ეს არის ერაყელებისო, მაგრამ მხოლოდ კაცებს გვაქვს აკრძალვა, ქართველ კაცებს! ქართველ ქალებზე ეს აკრძალვა არ ვრცელდება. სამსახურს დაგვატოვებინებენ, რომ შეგიშვათო, გვითხრა დაცვამ. მაინტერესებს, ვინც მიაქირავა, ის ხალხი რას ფიქრობს ამაზექართული წარწერებიც აღარ არის უკვე.

_ რამდენად დამამცირებელია ქართველი მამაკაცისთვის ის ფაქტი, რომ მას ეკრძალება შესვლა კაფეში, სადაც მისი მეუღლე ან და უპრობლემოდ შედის?

_ მოკლედ, სერიოზულად ვაფრთხილებ ხელისუფლებასაც და თურქებსაც: ეს ამბავი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.

საინტერესოა, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები, საქართველოს კანონმდებლობა და ზოგადად ქართული საზოგადოება როგორ შეაფასებს ამ ფაქტს.

ისე დავინტრიგდი, რომ ბავშვი დედაჩემს დავუტოვე და ისევ ბარში დავბრუნდი. არ ვიცი ფეისკონტროლია თუ დაცვამ ადრევე შემამჩნია (ან იქნებ სპეციალური მოსაწვევი იყო საჭირო) დაცვის თანამშრომლებმა კატეგორიული უარი მითხრეს ბარში შეშვებაზე. მხოლოდ იმის დანახვა მოვახერხე, რომ ბარში მამაკაცებიც იყვნენ, რომლებიც აშკარად არ ჰგავდნენ ქართველებს. გვერდით ორმა ქალბატონმა ჩამიარა, რომლებიც ყვითლად შეღებილი თმებით, მოკლე, პრიალა კაბებით, ერთობ გამომწვევად, რომ არ ვთქვა, ვულგარულად ან ხელმისაწვდომად, გამოიყურებოდნენ. გამოვბრუნდი და იქვე, «იოლის» მარკეტში მომუშავე რამდენიმე გოგონას გავესაუბრე.

«ერთი თვეა, რაც გაიხსნა. საღამოს 11 საათზე იღება. მუსიკა ხან მოთქვამს, ხან მოლასავით კივის. კაცებიც ბევრნი შედიან და ქალებიც. ისეთი სიტუაციაა, რომ იქაურობა ძალიან ჰგავს ბორდელს. უბანშიც ასე თვლიან, რომ იქ ბორდელი გაიხსნა», _ მითხრეს გოგონებმა. გვარისა და სახელის დასახელებისგან თავი შეიკავეს. მათივე ნათქვამით, იქაური მოსახლეობა შეწუხებულია ამ მუსიკით და ამ სიტუაციით. შვილების პატრონ რომელ კაცს გაუხარდება თავისი სახლის გვერდით ეს ბაკქანალია?! პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას?

ქეთი ხომერიკი

 

4 COMMENTS

  1. აბა გლობალიზაციისაგან სხვას რას ელოდით?
    ზუსტად გლობალიზაციის კანონებით ხდება ადამიანების სორტირება…
    წავიდა კომუნისტების დრო, ყველა თანაბარი რომ იყო…

  2. სასწრაფოდ კანონით უნდა დარეგულირდეს ყველაფერი. ერთმანეთზე კომპრომატების ძებნას, ეს საკითხი მოაგვარონ ჯობია.

  3. რას ამბობთ, ქალაქის ბოსებს იმდენი"ლევი" შემოსავალი აქვთ აქედან, რომ სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ ქართველები და საერთოდ საქართველო!? გაიყიდა საქართველო! რუსი თუ იარაღით მოდიოდა, ესენი მუსიკითა და ტაშ-ფანდურით გვიღებენ ბოლოს! ჩვენიანები კი ჰესებითა და წყალსაცავებით ცლიან მთებს! დარჩა კი რაიმე კიდევ გაუყიდავი?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  4. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო და ამგვარი შედეგიც არ უნდა იყოს გასაკვირი.საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში, ქართველები რომ აკეტებენ ნაწარმის პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე,მხოლოდ იმიტომ, რომ "მოდაშია", ან ქუჩაში გაივლი, დაინახავ ტურისტს, რომელიც ნაგავს ყრის (საუკეთესო შემთხვევაში ასე აბინძურებს ქუჩას)და არაფერს ეტყვი,მხოლოდ იმიტომ, რომ "კარგი" გამოჩნდე უცხოელის თვალში…
    ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს ქვეყანას და ეს განაპირობებს იმას, რომ აღმაშენებელის ქუჩაზე სიარულისას გვერდი უნდა აურო სირიელების ჯგუფს, რომელიც დგას ტროტუარზე. ეს ადამიანები გიყურებენ რომ მოდიხარ და ერთი წამით არ გაივლებენ გონებაში რომ გაიწიონ და გაგატარონ. დღეს რაც ხდება საქართველოში ტრაგედიაა და ყველა ფენისა თუ პროფესიის ადამიანი უნდა ეცადოს გამოასწოროს ეს ყოველივე!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here