Home რუბრიკები პოლიტიკა კაცის კაცი, ანუ პლასტილინის ფარშევანგი

კაცის კაცი, ანუ პლასტილინის ფარშევანგი

1009

დღევანდელ ყოველდღიურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე უფრო ხმარებული და გავრცელებული სიტყვაა «დემოკრატია». ეს ტერმინი ისეთივე ძველია, ვითარცა ეს ბებერი ქვეყანა. მისი განმარტება უკვე პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიურ მოძღვრებებში გვხვდება.

 

სამწუხაროდ, დღეს დემოკრატიაც იქცა იმ ცრუ სიტყვად, ცუანა სოკოსავით რომ მომრავლებულა უსამართლობის უსიერ ტყეში. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს წინარე ყოფა გავიხსენოთ, რომელიც ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა: პირწავარდნილი დესპოტი, ტირანი დემოკრატიის შუქურადაა მონათლული; თავისუფლების მაძიებელი მონად ქცეულა; სიმართლის მაძიებელი შეურაცხყოფილი, უსამართლობის წიხლით გათელილია; პატიოსანი, მართალი ადამიანებით ციხეებია გავსებული, თაღლითი მძარცველები კი გალაღებულან; პატრიოტნი დამცირებულან და სასიკვდილოდ განწირულან, უცხო ქვეყნის ლაქია მსტოვრები ამაღლებულან; ზნესრული, ჭეშმარიტი ვაჟები და ქალბატონები აბუჩად არიან აგდებულნი _ უზნეონი, სქესდაუდგენელნი კი ყელყელაობენ; მორწმუნენი, ოჯახის მიმდევარნი გაურიყავთ _ ურწმუნონი, ანტიქრისტეს შთამომავალნი გაუფეტიშებიათ…

დემოკრატიული წყობის ფუნდამენტური საფუძველი _ საკუთარი ნებისამებრ აირჩიოს ხელისუფლება _ მიწასთან არის გასწორებული და მისი ნაშთიც აღარაა შემორჩენილი. ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტავებმა იმდენი მოახერხეს, რომ ქართველი კაცი დაარწმუნეს, შენ არავინ არაფერს გეკითხებაო, ამიტომაც დაუკარგეს ყოველგვარი ინტერესი და ხელი ჩააქნევინეს მომავალზეუსასოობის ჭაობში ჩაფლულს კი აღარც ფიქრი სურს, აღარც განძრევა, რა არის, მთლიანად არ ჩავიძიროო.

ზერელე, ვიტყოდი, ქარაფშუტულმა მიდგომამ საკუთარი თავისა და, საერთოდ, მოვალეობისადმი, განსაზღვრა ჩვენში პრეზიდენტობის პრეტენზიის მქონე მსურველთა რაოდენობა. თუ არ ვცდები, 57 პიროვნებამ შეიტანა განცხადება, რაც, ვიტყოდი, ერთობ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვის აღარ აღმოაჩენთ მათ შორის: დაუნჯებულს თუ ცანცარას, ზნეობრივს თუ უზნეოს, ასკეტობისკენ მიდრეკილს თუ «სექსუალურ განგსტერს», ნორმალური ოჯახის ადამიანს თუ ლგბტ აქტივისტს, მოთამაშე ოპოზიციონერს თუ სიმართლისთვის მებრძოლს, ფულისა და სახელის მაძიებელს თუ ქვეყნის ჭმუნვით შეპყრობილს… მოკლედ, ბედის მაძიებელთა ეს სიჭრელე და სიმრავლე, ჩვენი აზრით, მეტყველებს არა იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დამოკრატიით და სილაღით აყვავებულ ქვეყანაში, არამედ _ საზოგადოებაში, რომელიც პროფესიონალობის შიმშილს ძლიერ განიცდის და, რაც მთავარია, ჩვენი ადგილი ამ უსწორმასწორო სოფელში ვერ გვიპოვნია.

ახლა, ამ ვრცელი შესავლის ფონზე, მსურს, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ «ოცნების» მიერ წამოყენებული კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის, თაობაზე, რომელსაც «ცნობილი ექსპერტები» და «სახელდებული პოლიტიკოსები» «უპირველეს, რჩეულ და ღირსეულ» კანდიდატად მიიჩნევენ.

მაინც რით არის ბატონი გიორგი ესოდენ ზეაღმატებული?!

უპირველესი მიზეზი ის არის, რომ ის «ოცნების» კოალიციის, უმრავლესობის, ე.ი. ხელისუფალთა კანდიდატი გახლავთ, რაც მას არჩევნების დროს გარკვეულ სასათბურე მდგომარეობაში ამყოფებს. თუმცაღა, მართალი გითხრათ, ამ შეღავათს უარყოფითი ნიშნებიც ახლავს, ხალხის აღქმით, ასე მაგ.: ზოგიერთი «ოცნებით» თავმომწონე, სინამდვილეში კი საყოველთაოდ ჩამშვების და სუკ-თან მოჭიკჭიკე ლევან ბერძენიშვილის ქებამ ანდა კომუნისტური პარტიის რიგებში თავგასაპნულად, ჯიქურ მძრომელი დავით უსუფაშვილის დადებითმა შეფასებამ, ანდა თუნდაც ზურაბ ბიგვავას, რომელიც კარგი მოცეკვავის დარად ეკონომიკურად მომძლავრებულ პარტიებს ხელგაშლილი ეცეკვება, რა არის, იქნებ მოწყალების თვალით გადმომხედნო, «ღრმად ობიექტურმა» სარეიტინგო კვლევამ, ნავაროს თავზარდამცემი გაყალბებაც უკან რომ მოიტოვა, არ მგონია, გიორგი მარგველაშვილის «ავტორიტეტი» აამაღლოს, პირუკუ კი იმოქმედებს _ ისედაც მცირეს უფრორე დაამცრობს…

მაგრამ არსებობს ადამიანი _ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ავტორიტეტი საზოგადოებისა თუ ხალხის ფართო წრეებში ჯერჯერობით განუზომლად მაღალია (ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით-მეთქი, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა კოჰაბიტაციის პროცესი, ეს ავტორიტეტიც მინავლდება!) და სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა იგი კანდიდატად, დაგვიხასიათა, როგორც ღირსეული, ევროპული ტიპის ადამიანი, ერთერთი საუკეთესო უნივერსიტეტის რექტორი, ნიჭიერი მენეჯერი, კრეატიული პიროვნება, ახალი გზების მაძიებელი და აღმომჩენი, ძალიან თავმდაბალი და ერთგული პიროვნება, რომლის სახითაც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება, და მისი არჩევით  საქართველოს ბედნიერება ეწევა. უფრო მეტიც, პრემიერი დაგვემუქრა კიდეც: თუ ამ კაცს არ აირჩევთ, საერთოდ ყველაფერზე ხელს ავიღებ, ვერ ვვარგებულვარ, არ მქონია ანალიზის უნარი, დავკრავ ფეხს და ამ ქვეყნიდან გადავიხვეწებიო და . .

ბატონო ბიძინა, ნამეტნავად ხომ არ გაგექცათ სიტყვა?! შეიძლება თქვენ ძალიან ბედნიერი იყავით, როცა ის გაიცანით, თუმცა ეს თქვენი სუბიექტური განცდა და თქვენეული შეფასებაა, ამას ვერავინ აგიკრძალავთ. მაგრამ განა არც როდის გიფიქრიათ, რომ თქვენი პირადი ბედნიერება არ არის იდენტური ქვეყნის ბედნიერებისა?! ეს სადავო და საკამათო არაა!.. არ მოგერიდებით და პირდაპირ გეტყვით, თქვენი შეხედულება გიორგი მარგველაშვილის თაობაზე _ თითქოს იგი ბედნიერებას მოუტანს საქართველოს, ჩემი აზრით, მცდარია და მიუღებელი. თუ რატომ, ამას ქვემორე მოგახსენებთ. ხოლო, რაც შეეხება თქვენს ქადილს ქვეყნის მიტოვების და განზე გადგომის თაობაზე, ეს პატიოსანი კაცის ბავშვური გულწრფელობით ნათქვამი სიტყვებია და არა პრემიერმინისტრისა, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი ქვეყნის ბედი ანდო.

ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ქებამ ფრთები შეასხა გიორგი მარგველაშვილს. გაიფხორა, მაგრამ როგორ გაიფხორა და აკი დაგვმოძღვრა კიდეც: ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ისეთი განვითარების გზას, ვერავინ მოინდომოს ქართველის გადაკეთება, მისი ზნის შეცვლა, მოაშოროს მიწას, დაყოს ოჯახები, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეგამობრწყინდეს და პოლიტიკოსებმა აღარ მოგვატყუონ და ბოლოს, მარგველაშვილმა ხალხს მოუწოდა: «მენდეთ ისე, როგორც მენდო ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია. ჩვენ 27 ოქტომბერს ისევ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველოში აღარასოდეს იყოს სიტყვა «კოჰაბიტაცია». ერთი სიტყვით, გიორგი მარგველაშვილმა ფარშავანგივით ლამაზი კუდი გაშალა, მაგრამ მას დაავიწყდა ფრანგი პოეტის აპოლინერის სიტყვები, რომლებიც დაახლოებით ასე ჟღერს: როცა ფარშავანგი კუდს შლის, ძნელია, მის მშვენიერებას თვალი მოსწყვიტო, მაგრამ ასევე ძნელია, მისი გაშიშვლებული უკანალის დამალვა. სამწუხაროდ, ეს ადგილი ჩვენს გმირს იმდენად მოშიშვლებული აქვს, რომ მისი შეუიარაღებელი თვალითაც დაუნახაობა და ლამაზად მოქსოვილი თუ მოქარგული საფენით დაფარვა შეუძლებელია.

ახლა მავანი სკეპტიკოსი თუ უნდო მკითხველი იკითხავს: რას ერჩის ამ პატიოსან კაცსო?! მოჭრით ვუპასუხებ: არც არაფერს-მეთქი. ის თავად ერჩის თავის თავს და ამის მაგალითია თუნდაც საკუთარი თავის მისეული წარმოდგენა. იგი დაუფარავი სიამაყით აცხადებს: მე ბიძინა ივანიშვილის კაცი ვარ, ემანდ არაფერი შეგეშალოთო! ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ კარგი კაცია, ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რაც 1 ოქტომბერს დაადასტურა კიდეც. მაგრამ ქართველებმა ისიც უწყიან, რომ «კაცის კაცობით» თავის მოწონება ვერაფერი ვაჟკაცობაა და საძრახიც არის! ამიტომაც უბრძანებია: თუ კაცი თავად არ ვარგა, რას არგებს მამა-პაპათა შვილობაო. რატომღაც ავიწყდება, თუ შეგნებულად ივიწყებს ამ შეგონებას, რადგანაც გრძნობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მისი ავტორიტეტი საცერში შემორჩენილ ქატოს ჰგავს. სწორედ ამიტომაც ის თავისი მოღვაწეობის პრინციპს საოცარი გულწრფელობით ადარებს პლასტილინს და ამგვარად ნათლად გვაუწყებს, რომ მას არ გააჩნია საკუთარი ხედვა და პოზიცია; ერთი სიტყვით, უპრინციპო მოღვაწეა და «პლასტილინივით მოერგება» დღევანდელ ყოფას თუ ნებისმიერ პოლიტიკურ წყობას და პლატფორმას. ერთხელ უკვე ამის თაობაზე გამოვთქვი ჩემი აზრი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ გიორგი მარგველაშვილს ერთი ნაბიჯიღა დარჩა «ვაზელინად» გადაქცევამდე: «ვაზელინის» მოტრფიალე კი რას ნიშნავს, ყველა ნორმალურად მოაზროვნისთვის ცხადია: ამგვარ ადამიანებს ნათლავენ ქამელეონის, მლიქვნელისა და ქლესას სახელით, რაც პატიოსანი კაცისთვის ერთობ შეურაცხმყოფელია. ჩვენს ფილოსოფოსს ეს კარგად მოეხსენება. მაშ, რატომღა «იპლასტილინებს» თავს? ჩემი აზრით, იგი გარკვეულ მესიჯს უგზავნის როგორც «ოცნების» ზოგიერთ წარმომადგენელს, ასევე ე.წ. ოპოზიციონერებს _ «ნაცებს», რაც მის შორს გამიზნულ ეშმაკობაზე მეტყველებს. შეიძლება ეს უნებლიეთ წამოცდენილი სიტყვა ქვეცნობიერი სიღრმიდანაც არის ამოზრდილი, რაც უკვე მის ბუნება-ხასიათზე მეტყველებს. და ბოლოს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განცხადება უბრალოდ სიბრიყვის ნაშობია და სხვა არაფერი…

მოდით, ახლა «წამოცდენილი» სიტყვის გამო ადამიანს ძირის ძირამდე ნუ ჩავყვებით და მის საქმიანობასაც გადავავლოთ თვალი, რადგანაც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: კაცმა კაცისა თქვა, საქმემ კი _ ორივესიო. მაინც რა საქმით მოგვაწონა თავი გიორგი მარგველაშვილმა…

პირდაპირ უნდა მოგახსენოთ, მისი წარსული, ანუ «ბიოგრაფიული ანკეტა» როდია მოღვაწის სხივით გასხივოსნებული!..

მაშ, ასე: მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1993-94 წ.წ. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, კერძოდ, პრაღაში, გაიარა სოციოლოგიური კურსი…

მალევე იწყებს მუშაობას კომპანია «კავკასუს თრეველში» სამთო გიდის თანამდებობაზე. შემდგომში ის გადადის კომერციულ დაწესებულებაში «ბიზნეს დღიურების» დეპარტამენტის უფროსად. ამ თანამდებობაზე მან, როგორც ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა, როგორ გამოიჩინა თავი, ვერაფერს გეტყვით. 

მოგვიანებით გ. მარგველაშვილი განათლების სფეროში იწყებს მოღვაწეობას, კერძოდ, საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA) და ამ ინსტიტუტის რექტორი იყო (2000-2006 და 2010-2012 წ.წ.).

ამჯერად ჩვენთვის უფრორე საყურადღებოა ის, რომ ბოლო ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა სოროსის ფონდთან «ღია საზოგადოება საქართველო». ამ ფონდის ანტიეროვნული მოღვაწეობა, როგორც «თავისუფლების ინსტიტუტისა», რომელთანაც გიორგი მარგველაშვილი ღრმა ფესვებით არის დაკავშირებული, ქართული საზოგადოებისა და ხალხისთვის საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომაც ამის თაობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ოღონდაც შევნიშნავთ, რომ ამ ფონდის დაფინანსებით და გიორგი მარგველაშვილის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ღრმად ფილოსოფიური ნაშრომები: «საარჩევნო კამპანიის ტრეინინგების სახელძღვანელო» «1»; 1998 . _ «2», 1999 .

როგორც ირკვევა, გიორგი მარგველაშვილს, თუ სათაურის მიხედვით ვიმსჯელებთ, აქვს მართლაც ფილოსოფიური ხასიათის შრომები: «ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია» და «სასრული პრობლემა მითოლოგიაში», რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ გავეცანი, რადგანაც საჯარო და სხვა ბიბლიოთეკებში ისინი ვერ მოვიძიე. მაგრამ ერთ მის მცირე წერილს მივაგენი ჟურნალში «დრო მშვიდობისა» (2001 წ. #2) და მინდა, აი, ამ ნაშრომის ჩემეული ანალიზი მოგაწოდოთ, რადგან, აღმოსავლელი პოეტების არ იყოს, ერთი წვეთიც ზღვის გემოს გვაგებინებს და ვგონებ, გიორგი მარგველაშვილის ეს ნაშრომიც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის მის ფილოსოფიურ თვალსაწიერზე, და, რაც მთავარია, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის ქართველი ერის ვინაობას და თვისობრიობის დვრიტას.

უპირველესად, ყურადღებას იქცევს წერილის სათაური: «ნი-ჩურტა, მე ქართველი ვარ». საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქმნილების სათაური ერთგვარი გასაღებია ამა თუ იმ ნაშრომის კვინტესენციის გასაგებად. ეს უნიჭოდ და უხეშად გამოჩორკნილი სათაური კი იმთავითვე მიგვანიშნებს ავტორის ცინიკურ და გამქირდავ თვალთახედვაზე. და მართლაც, იგი, სარკაზმის ნიღაბს ამოფარებული, ცდილობს, აგვიხსნას ქართველი ერის სულიერი თუ ფიზიკური ავადმყოფობის მიზეზები.

თავად მარგველაშვილი წერილის დასაწყისშივე დაუნჯებული ფილოსოფოსის შემართებით გვაუწყებს, თუ რატომ დაინტერესდა ამ პრობლემით და ჩიქორთული ქართულით გვაუწყებს: «საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით ბევრჯერ (მრავალგზის! _ ..) ყოფილა განხილული მრავალი, განსხვავებული კუთხიდან (კუთხით! _ . .). ნაწილობრივ, ალბათ, ამგვარმა კვლევებმა გვიბიძგა ამ წერილის დასაწერად, ნაწილობრივაც, ( სიც! ) ალბათ, სურვილმა, გამოვხატოთ ის, რასაც ვგრძნობთ და ასე მტკივნეულად განვიცდით ჩვენი არსებობის ყოველ დღეს. მუზა ჩვენი წერილისა ვართ ჩვენვე _ ქართველები, XXI საუკუნის ერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები _ გრუზინები და GEORGIAN  NATIONAL-ები, რანნი, კახნი, ჭანნი და სხვ

ვერაფერს დაუწუნებთ იმ ქართველ მკვლევარს, რომელსაც განუზრახავს ერთობ სერიოზული პრობლემა, რომელიც, ასე განსაჯეთ, აზრთა კამათის ობიექტი ყოფილა და ძალუმად აღელვებს თურმე XXI საუკუნის ქართველებს, გააშუქოს და ფილოსოფიური სიღრმით ახსნას. ერთი სიტყვით, ამ «ფილოსოფიური ტრაქტატის» მუზა _ ჩვენ, ქართველები ვყოფილვართ, «XXI საუკუნის ერი», «რომელმაც XX საუკუნის ბოლოს… მივიღეთ თუ აღვიდგინეთ სახელმწიფოსა და ერის სტატუსი და დავიწყეთ ჩვენი თავის და ჩვენი მეობის გამოჭედვა, ახალ, ახლა უკვე მსოფლიოს სარბიელზე, ჩვენი სახის შექმნა» (ხაზგასმა ყველგან ჩემია. _ ე. ჯ.).

მკითხველის გასაცნობიერებლად ვაცხადებ, ფილოსოფოსს იმას კი არ ვსაყვედურობ, ეს პრობლემა რატომ გაიხადე მსჯელობის საგნად-მეთქი, არამედ იმას ვუწუნებ, როგორ და რა შეფარული მეთოდებით აკანონებს იგი ქართველი ერის ცნებას და, საერთოდ, ქართველობას: ჯერ ერთი, სარკაზმი უკვე თავს იჩენს იმ ჩამონათვალში, რომელსაც ის გვთავაზობს (გრუზინები, Georgian National-ები, რანნი, კახნი, ჭანნი და სხვ.). ამგვარი შეფარული ცინიზმი და მდარე ირონია არ ეკადრება «დიდ ფილოსოფოსს», მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მისი სტილია და მის გემოვნებას ეგების. მეორეც, როცა ის ბრძანებს, XX საუკუნის ბოლოს მივიღეთ თუ აღვადგინეთ სახელმწიფოსა და ერის სტატუსიო, როგორც სოციოლოგს, მას უნდა მოეხსენებოდეს, ერი და სახელმწიფო იდენტური ცნებები არ არის. შეიძლება ერმა დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ეროვნება შეინარჩუნოს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის არგუმენტად შეიძლება დავასახელოთ ჩვენი მეზობელი სომხები და ებრაელები!

თუ არ გაგვიბრაზდება «დაუნჯებული მკვლევარი», ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ქართველ ტომთა შორის ეროვნული თვითშეგნების საწყისი და საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა, კერძოდ, ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე, რაზეც ცხადად მეტყველებს ეგრისის ერისთავის _ ქუჯის ფარნავაზისადმი მიმართვა, რომელიც ასე ჟღერს და ჭეშმარიტი მამულიშვილის გულს სიამაყით ავსებს: «შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი… შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი». აი, ამგვარი მსოფლგანცდა ედო საფუძვლად ეროვნული სახელმწიფოს აშენებას და ის განსაკუთრებით მძაფრად იჩენდა თავს ძნელბედობის ჟამს, უფრორე კი მოზღვავებულ მტერთა შემოსევისას. არა მგონია, ისეთი უბირი იყოს გიორგი მარგველაშვილი, რომ ეს არ იცოდეს. მაგრამ, როგორც დავინახავთ ქვემორე, მას სურს, გაამართლოს ნეოლიბერალთა და მასონთა აუგი ზრახვანი, ქართველი ერის დამცრობა და გაჩანაგება რომ სწადიათ. რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას, იგი 35-საუკუნოვან ისტორიას ითვლის და ეს საყოველთაოდ ცნობილია. მართალია, ხანდახან დამპყრობლებს სურდათ ქართული სახელმწიფოს დანგრევა და ამას დროგამოშვებით ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ მეფობის ინსტიტუტი, სახელმწიფოს ხერხემლად რომ მოიაზრებოდა, ვერ მოსპეს. ეს მხოლოდ XIX საუკუნეში ვერაგულად შეძლო რუსეთის იმპერიამ. თუმცა უფრორე საგანგაშოა გიორგი მარგველაშვილის თვალთახედვა, ახალ სარბიელზე ქართველთა «მეობის» გამოჭედვას რომ გვაუწყებს. ამის თაობაზე ფსიქოლოგ-აქიმს თუ ფილოსოფოსს უნდა კვლავაც შევახსენოთ, რომ ჩვენი გენეტიკური იდენტობა, გნებავთ «სახე» ჯერ კიდევ მრავალი ათასწლეულის წინარე უკვე ჩამოყალიბებული იყო. მეტიც, ქართველ ტომებს გენეტიკური წარმომავლობის ერთიანი საფუძველი და ეროვნული ცნობიერებაც უკვე ჰქონდათ გათავისებული. ამაზე მეტყველებს თუნდაც ძვ. წ. VI საუკუნის ბერძენი ავტორის _ ჰეკატე მილეთელის უწყება: «მოსხი კოლხთა ტომია». თუმცაღა, გიორგი მარგველაშვილს წარსული არ აინტერესებს, იგი მომავლისკენ იმზირება და მასონურ-გლობალისტური და ნეოლიბერალური აზრით გაჯერებულ წყაროს ეწაფება. ამ თვალთახედვით კი, ახალი მსოფლიოს სარბიელზე ჩვენი «მეობის» გამოჭედვა სხვა არაფერია, თუ არა ახალი მოქალაქის, «ახალი ადამიანის» შექმნის მცდელობა, ზნეობრივ-სულიერ, ეროვნულ, ადამიანურ გრძნობათაგან და აზროვნების საღი უნარისგან რომ არის დაცლილი. ეს გახლავთ უფრო შლეგი ცხოველი, ვიდრე სათნო და კეთილშობილი ადამიანი. სწორედ ეს არის ქართველის «გენოტიპის», ვინაობის და იდენტობის მოსპობა, რასაც დიდი მონდომებით ქადაგებენ გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ვაიქართველები. დიახ, სწორედ «გამოჭედვის» ეს პროცესი მას, ვითარცა «თავისუფლების ინსტიტუტის» ჭაობიდან ამოზრდილს, მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად, რაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ქართველი ერის და ხალხის მტრობაა.

გიორგი მარგველაშვილის ღრმა ფილოსოფიური, ვიტყოდი, პლატონისებური ჭვრეტით, «ჩვენი მეობის გამოჭედვის» ხელის შემშლელია მისივე სიტყვებით, «კრემლის ვერაგი მარწუხებიდან გამოძრომა», რომელიც თურმე ყოფილა ის, რომ ქართველები «გრიმიტობდნენ» რუსეთში; გოგოებთან «ტუდა-სუდა გულაობდნენ»; «ერთი «იაშჩიკი» კონიაკი ჩაჰქონდათ და იქიდან ეშელონებით «დაგრუზულები» მოდიოდნენ…» მოკლედ, «რუსეთის ბატონობა» «ბევრ ასპექტში» ქართველებმა «თავის სასარგებლოდ გამოიყენეს» და «რუსეთისგან «ნაპატრონები» ჩვენი ქვეყანა ყოველ ცალკეულ სახლსა და ბინაში აყვავდა და გაიფურჩქნადა ქართველობამ ქვეყანა გარედან შიგნით, სახლში შეიტანა და იქ კი უკვე არხეინად დაამღერა».

უნდა ვაღიარო, რომ უკბილო იუმორითა და ნაჯახირევი სარკაზმით გადმოცემულ ეპიზოდში საგანგაშოსა და თავზარდამცემს ვერაფერს ვხედავ. პირუკუ, თუკი ქართველებმა «რუსეთის ბატონობა» თავის სასარგებლოდ გამოიყენეს, ქვეყანა სახლში შეიტანეს და ნება-ნება ცხოვრება დაიწყეს, განა ეს საძრახია?! იქნებ მას დღევანდელობა მოსწონს _ სრულიად ქართველობა რომ არის მოდებული ქუჩას და საზღვარგარეთ გადახვეწილი და მონური მძიმე გარჯით ლუკმაპურის მაძებარი?! განა სახლი, ბიბლიური თვალსაზრისით, არ არის ადგილი, სადაც ადამიანმა ოჯახითურთ უნდა იცხოვროს და ბედნიერად იგრძნოს თავი?! ამიტომაც ის ადამიანისთვის დიდად ფასეულია და მისი აშენება მხოლოდ კედლების ამოყვანა როდია, არამედ კერიის დაფუძნება, შთამომავლობის დაბადებაა და მათთვის მრწამსისა და სიკეთის შეგონებაა, რაც დიდ სიბრძნედ აღიქმებოდა… და მაინც, ამქვეყნიურ სახლს, რომელსაც ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაში ერთობ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, უპირისპირდებოდა ღვთიური სახლი _ ტრანსცენდენტური მარადიული საუფლო ღვთისა _ მორწმუნე ადამიანის სულიერი სრულქმნის უმაღლესი საფეხური… ცხადია, «ნი-ჩურტას» ავტორისთვის სახლის ამგვარი გაგება უცხოა. მისთვის სახლი ოთხი კედლით შემოსაზღვრული სივრცეა, განჯინაა, რომელსაც უპირისპირდება ქუჩა, უცხო ქვეყნებისკენ მიმავალი და ემიგრანტთა რაოდენობის ვერდამტევი. ამიტომაც აღიზიანებს ქართველის პირადი ბედნიერება, უფრო კი, ალბათ, ის, რომ ყველა ქართველმა თავის ოჯახში პატარა საქართველო დააფუძნა, თავისი საყვარელი სამშობლოს იდენტური და მამულის სიყვარულის ფერხულში ჩაბმული…

ოჯახი ხომ საქართველოს თვითობის, ქართველი ერის იდენტურობისა და ვინაობის საყრდენთა საყრდენია. ეს კი ნეოლიბერასტების, გლობალისტებისა და ახალი მსოფლიოს არქიტექტორებისთვის თავზარდამცემია. მათ მიმდევარ გიორგი მარგველაშვილსაც ტანში აჟრიალებს ამის გახსენებაზე და ამიტომაც ყოვლად უმართებულო და უაზრო ბრალდებას უყენებს ქართველებს: ეს რა ჰქენით, როგორ შეიტანეთ ქართველებმა ქვეყანა გარედან შიგნითო?! თუმცა მისი რისხვით წამოსროლილი ფრაზა გასაგები გახდება, როცა გავიხსენებთ, რომ, მისი გაგებით, ოჯახი სათნოებისა და რწმენის ტაძარი კი არ არის, არამედ «განჯინაა», რომელშიც დაშმორებული ტრადიციები და მოძველებული მსოფლმხედველობაა დაბუდებული. ხოლო «სახელმწიფოებრიობის აღდგენა ამ ატიტუდის თუ მსოფლმხედველობის შეცვლას ნიშნავდა. საქართველო განჯინიდან გარეთ _ ქუჩაში, გზაზე, საზღვრებსა და საზღვარგარეთ უნდა გამოსულიყო და გამოჩენილიყო. მაგრამ ეს ილუზია, უტოპია აღმოჩნდა, ძნელი აღმოჩნდა იმ ძირითადი ვექტორის შეცვლა, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე გარედან შიგნით აზიდვინებდა ქართველს და როგორ შეიძლებოდა იმისი წარმოდგენა, რომ ჩვენ ეს ოდესმე გაგვიადვილდებოდა, რომ ჩვენ ასე უცებ, ერთ ღამეში ვიქცეოდით «ნორმალურ ერად»?

აი, თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული?! ჩვენ რომ ნორმალურ ერად ჩამოვყალიბებულიყავით, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგვეცვალა მსოფლმხედველობა, უნდა უკუგვეგდო ეროვნული ტრადიციები, ცნობიერება და ცხოვრების წესი, ამიტომ უნდა მიგეტოვებინა განჯინა და ქუჩაში, გზაზე და საზღვრებს გარეთ გავსულიყავით და გამოვჩენილიყავით. და მეორეც, უნდა შეგვეცვალა «ის ძირითადი ვექტორი, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე გარედან შიგნით აზიდვინებდა ქართველს».

ელიზბარ ჯაველიძე

დასასრული

შემდეგ ნომერში

 

1 COMMENT

  1. ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში,როდესაც ქვეყანა ამდენი საფრთხეების წინაშე დგას…..
    უპრინციპო და მედროვე- ვაიფილოსოფოს პრეზიდენტზე უარესი რა უნდა იყოს ???

    გადავარჩინოთ საქართველო ამ ამაზრზენი
    უაზრობისაგან!!!

  2. უდაოდ განათლებული და ნიჭიერი კაცის დაწერილია. სწორედ ასე ხდება ამგვარი სტატიების შექმნა – არის დამკვეთი, რომელიც არ იშურებს შავი პიარისთვის არაფერს, მითუმეტეს წინა საარჩევნო პერიოდში და არის შემსრულებელი, მართლაც აკადემიური ენის პატრონი, მაგრამ რად გინდა მისი ღია წელილები საპნის ოპერასავით მალე მიეცემა დავიწყებას, რადგან უგულოა და თამაშობს ეროვნულობის ცრუ მცნებებზე,(ანალოგია –ზვიადი, ეხლა თარგამაძე) არაფერი რომ არ ვთქვათ მის შემადგენელ არსზე!..

  3. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
    რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
    რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
    რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
    რადგან უღირსებს უსამართლოდ ადგამენ დაფნას …

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here