Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

1110

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 13.4 მილიარდი აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ 84.3 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან 4.1 მლრდ აშშ დოლარი (6.8 მლრდ ლარი) სამთავრობო სექტორის ვალი იყო, 435.7 მლნ აშშ დოლარი (719.3 მლნ ლარი😉 _ ეროვნული ბანკის, 2.5 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი😉 _ საბანკო სექტორის, 3.3 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი😉 _ სხვა სექტორების და 3.0 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) _ კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

 

2013 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 45.8 მლნ აშშ დოლარით (75.6 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ვალი შემცირდა ფასის ცვლილებების გამო 35.7 მლნ აშშ დოლარით (59.0 მლნ ლარით), ოპერაციული ცვლილებების გამო 30.4 მლნ აშშ დოლარით (59.0 მლნ ლარით), სხვა ცვლილებების გამო 11.9 მლნ აშშ დოლარით (19.8 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო ვალი 32.2 მლნ აშშ დოლარით (53.1 მლნ ლარით) გაიზარდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 101.4 მლნ აშშ დოლარით (167.3 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების შედეგად 111.8 მლნ აშშ დოლარით (184.5 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების გამო 4.3 მლნ აშშ დოლარით (7.0 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად ვალი 14.6 მლნ აშშ დოლარით (24.2 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 64.5 მლნ აშშ დოლარით (106.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 66.3 მლნ აშშ დოლარით (109.4 მლნ ლარი) შემცირდა და საკურსო ცვლილებების შედეგად 1.7 მლნ აშშ დოლარით (2.8 მლნ ლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 134.5 მლნ აშშ დოლარით (221.9 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების გამო 128.2 მლნ აშშ დოლარით (211.6 მლნ ლარით) და საკურსო და ფასის ცვლილებების გამო 5.1 და 1.1 მლნ აშშ დოლარით (8.4 და 1.9 მლნ ლარი შესაბამისად) ზრდით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში საბანკო სექტორის ვალდებულებების ზრდის 69.4 პროცენტი ბანკების მოკლევადიან ვალდებულებებზე მოდის.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 48.0 მლნ აშშ დოლარით (79.2 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან 71.0 მლნ აშშ დოლარით (117.1 მლნ ლარი) შემცირდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების ვალდებულებები 23.0 მლნ აშშ დოლარით (37.9 მლნ ლარი) გაიზარდა. სხვა სექტორების საგარეო ვალი შემცირდა ფასის ცვლილებების შედეგად _ 32.6 მლნ აშშ დოლარით (53.8 მლნ ლარით), სხვა და ოპერაციული ცვლილებების გამო, შესაბამისად, _ 12.1 მლნ აშშ დოლარით და 10.4 მლნ აშშ დოლარით (შესაბამისად 19.9 და 17.1 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო სხვა სექტორების საგარეო ვალი 7.1 მლნ აშშ დოლარით (11.7 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 33.6 მლნ აშშ დოლარით (55.5 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 29.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (49.4 მლნ ლარი), ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, _ 3.6 და 0.2 მლნ აშშ დოლარი (6.0 და 0.3 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 25.4 მლნ აშშ დოლარით (41.8 მლნ ლარი) შემცირდა და 12.6 მლრდ აშშ დოლარი (20.8 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 20.5 მლნ აშშ დოლარით (33.8 მლნ ლარი) შემცირდა და 851.2 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here