Home რუბრიკები საზოგადოება როგორ შევარჩიოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კომპიუტერის ან ნოუთბუქის შეძენისას

როგორ შევარჩიოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კომპიუტერის ან ნოუთბუქის შეძენისას

1331

კომპიუტერული განვითარების სტუდია CDS (Computer Development Studio) საქართველოში 2003 წლიდან ფუნქციონირებს და დაინტერესებულ მომხმარებლებს ყველა სახის კომპიუტერულ მომსახურებას სთავაზობს.

 

CDS-ს აქვს ოთხი ვებგვერდი ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებისთვის:

www.cds.ge კორპორატიული ვებგვერდი,

www.ite.ge კომპიუტერული სერვის ცენტრის ვებგვერდი,

www.cds.shop.ge კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზია,

www..web.style.ge ვებსტუდიის განყოფილების ვებგვერდი.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. აქ  შეგიძლიათ შეისწავლოთ IT-ინჟინერია, ვებპროგრამირება და დიზაინი.

თუ როგორ უნდა მოვუაროთ კომპიუტერს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას, კომპანიის დამფუძნებელი დირექტორი მაია არსოშვილი და მენეჯერი რობი გაჩეჩილაძე გვესაუბრებიან.

რობი გაჩეჩილაძე:

_ თუ კომპანიის საქმიანობის დასაწყისში ჩვენი მთავარი მიმართულება კომპიუტერის სასწავლო კურსები იყო, ქვეყანაში კომპიუტერებთან დაკავშირებით არსებულმა ტექნიკურმა და პროგრამულმა პრობლემებმა განაპირობა, რომ 2005 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ კომპიუტერული მომსახურების სერვისი ჩამოაყალიბა. შედეგად, დღეს მომხმარებლებს უკვე კომპიუტერული მომსახურების სრულ სერვისს ვთავაზობთ. 2006 წლიდან, Dში გაიხსნა კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია, რომელშიც ჩვენს მომხმარებლებს ევროპული წარმოების ტექნიკის შეძენა შეუძლიათ.

ჩვენთან ერთხელ მოსული კლიენტი აუცილებლად კიდევ ბევრჯერ ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით და ბევრ თავის ნაცნობსაც მოიყვანს, ვინაიდან ჩვენი უცვლელი კრიტერიუმებია _ მომსახურების მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები.

მაია არსოშვილი:

_ ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხარისხის კონტროლის საკუთარი მექანიზმი გვაქვს შემუშავებული, რაც საქართველოში, კომპიუტერული მომსახურების სფეროში არავის აქვს. ჩვენთან შესრულებული სამუშაოს ფოტო და ვიდეოგადაღება ხდება, რისი მეშვეობითაც, მომხმარებელს შეუძლია, მუშაობის ხარისხი თავად გააკონტროლოს. შესრულებული სამუშაოს ფოტო მასალას კლიენტს ვუწერთ კომპიუტერში და თან ვატანთ. ამას გარდა, მასალებს განვათავსებთ ჩვენი სერვის ცენტრის ვებგვერდზე,  სადაც მომხმარებელი თავისი უნიკალური სერვისის ნომრით ნახულობს, რა სახის სამუშაო ჩაუტარდა მის კომპიუტერს. ჩვენ ვიყენებთ საკმაოდ ძვირადღირებულ სახარჯ მასალებს, მწარმოებლები გვამარაგებენ ამ მასალებით და ამიტომ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ყოველ კლიენტს მაღალი ხარისხი შევთავაზოთ. სერვისში მონიტორინგს აწარმოებენ უცხოელი დამკვირვებლებიც, პერიოდულად ჩვენს თანამშრომლებს უტარდებათ ტრეინინგები და ისინი იმაღლებენ კვალიფიკაციას. ასე რომ, ჩვენთან ტყუილი გამორიცხულია. ჩვენ მომხმარებელს სრულ კომპიუტერულ მომსახურებას ვთავაზობთ.

_ როგორი საგარანტიო პირობები მოქმედებს თქვენთან?

რობი გაჩეჩილაძე:

_ ჩვენს ტექნიკაზე მოქმედებს მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო პირობები და ვადები. მაგალითად, ASUS-ს აქვს 2-წლიანი მსოფლიო გარანტია. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს, სპეციალური საგარანტიო ტალონის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ ASUS-ის სერვის-ცენტრში მოემსახურებიან. ჩვენ ყველა მომხმარებელს ვუქმნით შინაურულ გარემოს, ვუწევთ კონსულტაციას და ვაცნობთ კომპიუტერის ექსპლუატაციის პირობებს.

_ როგორ შევარჩიოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კომპიუტერის ან ნოუთბუქის შეძენისას?

მაია არსოშვილი:

_ ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე დეტალს. პირველ რიგში, _ ფასს და აუცილებლად რამდენიმე მაღაზიაში გადაამოწმეთ, რათა არ მოტყუვდეთ. ვინაიდან, ხშირად მოდიან ჩვენთან და გაოცებულები რჩებიან, როცა სხვა მაღაზიებში ორმაგ და სამმაგ ფასში ყიდულობენ იმავე კომპიუტერს, რომელიც ჩვენთან გაცილებით იაფი ღირს. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ბრენდს, თუ ვის შემოაქვს ესა თუ ის ნივთი ქვეყანაში და რა გზით მოხვდა ის მაღაზიაში. კომპიუტერს არ უნდა ჰქონდეს ნაკაწრები, არ უნდა იყოს გახსნილი. ბევრი შემოდის «რეფაბლიშები», ანუ გახსნილი და გარემონტებული ტექნიკა და თბილისის მაღაზიებში მათ, როგორც ახლებს, ისე ყიდიან. ამიტომ, ყუთიდან მწარმოებლის ლუქსაც არ ვხსნით, რათა მყიდველი თავად დარწმუნდეს, რას ყიდულობს. ქართველი მომწოდებლები არ გვყავს, აღნიშნული მიზეზების გამო, მათ, უბრალოდ, ვერ ვენდობით. ჩვენ შემოგვაქვს მხოლოდ ევროპული ტექნიკა ლიტვიდან. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ საგარანტიო პირობებს.

_ რომელი ბრენდის შეძენას ურჩევთ დაინტერესებულ მკითხველს?

_ საერთოდ ძალიან რთულია, დაასახელო, რომელი ბრენდია ცუდი ან კარგი, კარგი და ცუდი ყველა ბრენდს აქვს. თუმცა, მაგალითად ASUS, დაბალფასიანიც და მაღალფასიანიც ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა ნოუთბუქების მწარმოებელ ფირმებს შორის, მაგრამ ხელაღებით რომელიმე ბრენდზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდია.

_ უნდა ვერიდოთ თუ არა ჩინურ ნაწარმს?

_ ჩინეთში არის სამი სახის წარმოება _ ამერიკისთვის, ევროპისთვის და განვითარებადი ქვეყნებისთვის. წარწერა _ Made in china სულაც არ ნიშნავს ცუდს ან უხარისხოს, ამგვარი დამოკიდებულება არასწორია. საქმე ისაა, რომ ამერიკული და ევროპული წარმოებისთვის განკუთვნილი ნაწარმი საქართველოში არ იყიდება. სამწუხაროდ, ჩვენთან შემოდის განვითარებადი ქვეყნებისთვის შექმნილი უხარისხო ჩინური პროდუქცია. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ლიტვასთან და იქიდან მხოლოდ ევროპისთვის ნაწარმოები ტექნიკა შემოგვაქვს. შესაბამისად, ჩვენთან ნაყიდ ტექნიკას ქარხნული წუნი ძალიან იშვიათად თუ აღმოაჩნდება ხოლმე.

_ თუ ჩაი, წყალი ან ყავა დაგვესხა კომპიუტერის კლავიატურაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ?

_ როგორც კი ნებისმიერი სითხე მოხვდება კომპიუტერში, უნდა გავთიშოთ, ამოვაცალოთ ბატარეა, მაქსიმალურად შევეცადოთ, სითხე გადმოვწუროთ კომპიუტერიდან და სასწრაფოდ მივაკითხოთ სერვის-ცენტრს, რათა კომპიუტერი სასწრაფოდ გაიწმინდოს სპეციალური სითხეებით. ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც სითხე მოხვდება ნოუთბუქში, ის უკვე «სიკვდილის კანდიდატია» და სასწრაფოდ შველა სჭირდება.

_ რა რჩევებს მისცემთ მკითხველს, რათა კომპიუტერმა დიდხანს იმუშაოს?

_ მოხმარებისა და ექსპლუატაციის პირობები არის ყველაზე მთავარი, რაც ყველა კომპიუტერის ყველა მეპატრონემ უნდა გაითვალისწინოს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგალითად, ნოუთბუქის დადება რბილ საგანზე, ვინაიდან სავენტილაციო არხები დაილუქება, დედაპლატა ვეღარ გაგრილდება, გაცხელდება და გაითიშება. ამან შეიძლება პროცესორის, ვიდეო ჩიპის ან ჩიპსეტის გადახურება და დაზიანება გამოიწვიოს. თუ არ გაქვთ საშუალება, სპეციალური ქულერსადგამი შეიძინოთ, აიღეთ მყარი საგანი, წიგნი, ან ხის დაფა და თქვენი ნოუთბუქი მასზე მოათავსეთ.

თუ ნოუთბუქი ხმაურობს, «ქულერი» იწყებს მაღალი სიჩქარით მუშაობას, შესაძლოა, სავენტილაციო არხები დახურულია, მტვერია შესული, ცხელი ჰაერი ვეღარ გამოაქვს გარეთ და მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით, რათა გააგრილოს პროცესორი. ან თუ შეატყვეთ, რომ ცხელდება, მაგრამ ჰაერი მაინც არ გამოდის სავენტილაციო არხებიდან, ამ შემთხვევაშიც სასწრაფოდ უნდა გამორთოთ კომპიუტერი და სერვის ცენტრს მიაკითხოთ.

რობი გაჩეჩილაძე:

_ საყურადღებოა, რომ ნოუთბუქის ბატარეა უნდა დაიმუხტოს ას პროცენტამდე და შემდეგ კვების კაბელი გამოვაძროთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე ვამუშაოთ, რათა ბატარეა არ გაზარმაცდეს. ეს ბატარეას სიცოცხლისუნარიანობას უხანგრძლივებს.

_ რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო კომპიუტერის ტექნიკური გასუფთავებაAან «ვინდოუსის» ჩაწერა?

_ კომპიუტერის ტექნიკური გაწმენდა ყოველ 6-8 თვეში ერთხელ აუცილებელია. «ვინდოუსმა» შესაძლოა დიდხანს გაძლოს, მაგრამ, თუ დროზე არ გაწმენდთ კომპიუტერს, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივიდეს. სერვის ცენტრში ბევრი კურიოზი ხდება, გვაქვს სია «რა ვიპოვეთ ტექნიკაში» _ ნოუთბუქების სიის ლიდერია ობობა თავის მსხვერპლებთან ერთად. ნოუთბუქის დედაპლატასთან «სიდი დისკიც» კი დაგვხვდა, ოღონდ ეს როგორ «მოახერხა» პატრონმა, დღემდე არ ვიცით.  პრინტერებში ოცთეთრიანები, სიგარეტები, სტეპლერებიც კი გვინახავს. ამ ყველაფერზე ახლა გვეღიმება, მაგრამ ეს საშინელებაა. უნდა მოერიდოთ უცხო საგნების ტექნიკაში მოხვედრას, ეს ყველაფერი ტექნიკას ვნებს და შეიძლება ჩვენი ჩარევა დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს.

_ ეკრანის გაწმენდის დროს რა ნორმები უნდა დავიცვათ?

მაია არსოშვილი:

_ იყიდება სპეციალური ეკრანის გამწმენდი ხელსახოცები ე.წ. სველი სალფეთქები, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ისინი ეკრანზე კვალს ტოვებს და აზიანებს მას. აუცილებელია, ეკრანი სპეციალური სითხით გაიწმინდოს. ჩართული ტექნიკის გაწმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

_ ვინ არიან და რა სახის შეღავათებით სარგებლობენ თქვენი მუდმივი მომხმრებლები?

_ ჩვენი მუდმივი კლიენტები დიდი შეღავათებით სარგებლობენ. იქიდან გამომდინარე, რომ CDS არის მრავალპროფილიანი ორგანიზაცია. ჩვენს მომხმარებლებსა და კონტრაქტორ კომპანიებს კომპიუტერული მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. ჩვენ ვზრუნავთ მათზე და, რა თქმა უნდა, ისინი ყველა შესაძლო ფასდაკლებით სარგებლობენ. ჩვენი კონტრაქტორები დიდი კომპანიები არიან, მაგრამ მე მათ არ დავასახელებ, რადგან « Iთ აუთსორსინგი» ინფორმაციის კონფიდენციალურობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება კერძო პირებს ჩვენი ერთგული მომხმარებლები ყოველთვის სარგებლობენ ფასდაკლებებითა და შეღავათებით. რამდენიმე თვეა, რაც CDS-ის «ფანკლუბი» ჩამოყალიბდა და უკვე 1690 ადამიანია გაწევრიანებული. ჩვენთან აქციები და ფასდაკლებები კლუბის წევრებისთვის ხშირად იმართება.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here