Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეფრი სილვერმანი: საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და...

ჯეფრი სილვერმანი: საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და მას შეტევითი პოტენციალი აქვს

644

2013 წლის 27 აგვისტოს ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა პოლიტიკური გამოძიების სფეროში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების გამოცემის «ვეტერანები დღეს» (Veterans Today) მთავარმა რედაქტორმა, გორდონ დაფმა, გამოაქვეყნა სტატია «შეერთებული შტატების კონტრაქტორები სირიაზე ქიმიურ შეტევას ადასტურებენ» (US Contractors Cited for Syrian Chem Attacks) და ვიდეო სახელწოდებით «სირიაზე საჰაერო შეტევასთან სირიის რეგულარულ არმიას საერთო არაფერი აქვს» («Syrian Gaz Attack Proof Syrian Army Has No Ivolvement»), რომლებშიც, კერძოდ, ნათქვამია: «ვიდეო, რომელსაც თქვენ უყურებთ, სირიაშია გადაღებული. მასზე ასახულია ქიმიური იარაღი, რომელიც საქართველოდან გადმოგზავნეს. ამ ყველაფრის უკან ამერიკა დგას. ჯეკ კემი ის ადამიანია, რომლის დახმარებითაც ეს იარაღი საქართველოდან თურქეთის გავლით სირიაში აშშ-ის ხელშეწყობით ჩამოვიდა. შეხედეთ ამ იარაღს, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული, შეხედეთ, როგორ მოჰყავთ ის მოქმედებაში. აშშ-ის ქიმიური იარაღის პროგრამა სირიელ ამბოხებულებს მასობრივი განადგურების იარაღით უზრუნველყოფს. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ამერიკის მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან ქიმიური იარაღის მოწოდება. ქიმიური იარაღის კვალს საქართველოს რესპუბლიკიდან მოჰყვნენ, იგი «ალ ქაიდას» ტერორისტებს სირიის ტერიტორიაზე თურქეთის არმიის ქვედანაყოფებმა ჩამოუტანეს. ჟურნალისტებმა _ ჯეფრი სილვერმანმა და ლიკა მოშიაშვილმა აღმოაჩინეს საიდუმლო არალეგალური ოპერაციები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ცენტრალურ ლაბორატორიაში (აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL)) თბილისის გარეუბანში, ალექსეევკის დასახლებაში». ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის გავრცელებისთანავე «საქართველო და მსოფლიო» ამერიკელ ჟურნალისტსა და მკვლევარს _ ჯეფრი სილვერმანს დაუკავშირდა:

 

_ ბატონო ჯეფრი, მოკლედ გვიამბეთ ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ. როგორ აღმოაჩინეთ ისინი?

_ კოლეჯში სწავლის წლებში ჩემი სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ეტაპი  აშშ-ის არმიის ქიმიური იარაღის საწყობში _ კენტუკის შტატში, რიჩმონდში მდებარე ბლუგრასის სამხედრო საცავში გავიარე, სადაც რამდენიმე ტრენინგი მქონდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საკითხებში. იქ დღემდე ინახება ნერვული ზემოქმედებისა და სხვა ქიმიური იარაღი. იმ დროს ახალი დასრულებული მქონდა ტრენინგი ფორტ ნოქსში და გავდიოდი სამხედრო მომზადების კურსს კენტუკის უნივერსიტეტში, ლექსინგტონში.

ჯერ კიდევ 2004 წელს შევიტყვე აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორების, მათ შორის თურქებისგან, ბეჩელის ეროვნული პროექტის შესახებ და რომ საქართველოში თბილისის აეროპორტის მახლობლად არსებობდა ბიოლოგიური იარაღის საწყობი. შემდგომ მე უფრო ღრმად დავიწყე ამ თემის გამოკვლევა ერთ ქართველ და ერთ ნორვეგიელ ჟურნალისტთან ერთად. პირველი კითხვა, რომელიც მე დამებადა, იყო: რატომ აეროპორტის მახლობლად და რატომ საქართველოში?

მალე შევიტყვე, რომ აშშ-ის მთავრობასა და თავდაცვის დეპარტამენტს სურდათ, გამოეკვლიათ ახალი ინფექციური შტამები, როგორიცაა ჯილეხი, რომელიც მსხვილფეხა საქონელს ემართება საქართველოს რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ეს პატარა ქვეყანა.

მე საშუალება მქონდა, გავცნობოდი საპროექტო გეგმებს, მესაუბრა კონტრაქტორებთან, საქმეში ჩახედულ სხვა პირებთან. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და მას შეტევითი პოტენციალი აქვს.

ზოგიერთი უფრო შორსაც კი მიდის და აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოსა და მის მოსახლეობას თავისი მიმდინარე კვლევებისთვის იყენებს. მეც ამგვარი ეჭვი მაქვს და ვცდილობ, უფრო სარწმუნო ცნობები მოვიპოვო ამის დასადასტურებლად. ყოველივე ეს ბადებს კითხვას, ნამდვილად იყენებენ თუ არა ქართველებს ამ სახიფათო ბიოლოგიური პროგრამებისა და ვაქცინების კვლევებისთვის? ამის მტკიცება შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ წლების წინ შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზეც კი ატარებდა ექსპერიმენტებს და ამიტომ მას შეუძლია საქართველოს მოსახლეობაც გამოიყენოს ვაქცინების საველე კვლევის ნაწილად მისი თანხმობის გარეშე.

ქიმიური იარაღი 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ლაბორატორიები «ჭიპითაა» მიბმული იარაღის გავრცელების პრევენციის პროგრამასა და მის ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა პროექტთან, რომლებიც ერთგვარად ფარავენ ამ პროგრამის სავარაუდო შეტევის ხასიათს. თუკი ეს შტამები ანტიბიოტიკურად მდგრადი აღმოჩნდებიან, მაშინ ბაქტერიების გამანადგურებელი და ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად ინფექციებზე შემტევი ვირუსების მიმდინარე კვლევების შედეგები მალე გახდება ხელმისაწვდომი. ვინც ასეთ ინფორმაციას ფლობს, სწორედ ის აკონტროლებს ბიოლოგიური იარაღით ბრძოლის ველს.

_ რა კომენტარები მიიღეთ «ვეტერანთა დღისგან»?

_ ეს არის ყოფილი ამერიკელი სამხედროების ჯგუფი, ამერიკის კონსტიტუციის მცველების, თავდაცვითი და უსაფრთხოების კონტრაქტორების და ა.შ. ისინი იკვლევდნენ, თუ როგორ მიეწოდებოდათ ტერორისტულ დაჯგუფებებს ქიმიური იარაღი საქართველოს გავლით ან მეშვეობით. მათ შესაბამისი დოკუმენტაციაც კი აქვთ. მათ ასევე ხელი მიუწვდებათ დაზვერვის ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც ქართული პორტები გამოიყენებოდა მძიმე ბომბების გადასაზიდად, რომლებიც მოგვიანებით უნდა გამოყენებულიყო ირანისა და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ. ისინი დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრით; მათ იციან, რომ მე  სანდო წყარო ვარ ჩემი სამხედრო და ჟურნალისტური გამოცდილების გამო.

ჩვენ განვიხილეთ ისიც, თუ როგორ მიიმწყვდია აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ თავი კუთხეში, როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, რომ «წითელი ხაზი» არ უნდა გადაკვეთილიყო. შედეგად, ახლა აშშ-მა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რომ არ ჩაითვალოს ისეთ ქვეყნად, რომელსაც მხოლოდ საუბარი შეუძლია და არა მოქმედება.

სხვა სიტყვებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის «ჩექმით მიწაზე» გადაგდება არ არის ვაშინგტონის პირველი პრიორიტეტი ამ მომენტისთვის და არც წარსულში ყოფილა. სირიელმა ხალხმა თვითონ უნდა გააკეთოს ეს საქმე, სავარაუდოდ, მცირე დახმარებით, მაგრამ ისე, რომ ამ პროცესში ტერორისტებს არ დავეხმაროთ.

გორდონ დაფი, მისი მთავარი რედაქტორი, დაინტერესდა ჩემი გამოძიებით და იმით, თუ რას აკეთებდა აშშ საქართველოში.

პირდაპირი ციტატა: «თქვენ ხართ მნიშვნელოვანი რეგიონის ცენტრში, მუშაობთ საკვანძო პროექტებზე და, რომ შემეძლოს, მე თქვენკენ გადმოვისროდი დაზვერვის აქტივებს».

რამდენიმე წლის წინ, როგორც მან აგვიწერა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. მან მათ მიაწერა 2008-ში, საქართველო რუსეთის ომში, ისრაელის აქტივების გამოყენება და იარაღითა და სხვა მასალებით მომარაგება.

ვფიქრობ, იგი საუბრობს კლასტერული ტიპის ჭურვებსა და რჩევებზე, მათ შორის იმის მსგავსი ჯგუფების მონაწილეობაზე, რომლებსაც მე ვიძიებდი, არქიანგელოზისა და კუბიკის, ორი თავდაცვითი კონტრაქტორის, კავშირს საქართველო-რუსეთის ომის დაწყებასთან 2008-ში. ისინი განზრახ მოიქცნენ იმგვარად, რომ დარწმუნებულიყვნენ, საქართველო არ იქნებოდა სტრატეგიულად წარმატებული ან პროექტის უქონლობის, ან არაკომპეტენტურობის გამო.

შეიძლება ომი წააგო, მაგრამ მაინც გაიმარჯვო, პირობების თვალსაზრისით, სხვა გზით. გორდონმა მითხრა, იცის, რომ «საქართველო, რა თქმა უნდა, არის ტრანზიტული ზონა იარაღისთვის აზერბაიჯანისა და სხვა საბოლოო მყიდველებისთვის», და ასევე მითხრა, თუ აქტიურად რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ «ეს გზა დახურულიყო». მე მაქვს დოკუმენტაცია ამის შესახებ და ის ახალ მთავრობას გავუზიარე.

გორდონ დაფი არ არის სირიის მთავრობის მეგობარი… «ასადის დამცველის პოზიცია საკმაოდ რთულია და არ ვარ მისი ფანებიდან ერთ-ერთი. მე მყავს საკმარისზე მეტი სირიელი მეგობარი, რომლებსაც ყელში აქვთ ამოსული მისი მმართველობა. მიუხედავად ამისა, მესმის, რატომ ვერ მოახერხა მან სირიის დემოკრატიზაცია, რადგან ვიცი, რომ ლიდერს ეს ენდომებოდა. როგორც კი ჩექმა კისერს მოშორდებოდა, მაშინვე ყველაფერი აფეთქდებოდა,»  _ თქვა მან.

შემიძლია დავადასტურო, რომ გორდონ დაფი არის ერთგული ამერიკელი ისე, როგორც ამას ჯონ კენედი განსაზღვრავდა და არა ჯორჯ ბუში. რთული იქნებოდა გარეშე პირისთვის იმის გაგება, თუ რა დაემართა ამერიკულ სადაზვერვო საზოგადოებას… და როდესაც ის იყო ჩემთვის ნაწილობრივ მენტორი, მან ამიხსნა, რომ… «შენ უნდა იცოდე… დაარქვი ამას «დანაწევრება» ან «პრივატიზაცია,» მაგრამ შენ ახლა მუშაობ დაზვერვით გარემოში, სადაც «გუგლის» საინიციატივო ჯგუფებია ახლა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ნეტა, ვხუმრობდე. ისინი ჩაიდენენ ისეთ საქციელს, როგორსაც ვირთხაც არ გააკეთებდა.

ჩემმა შეზღუდვებმა უნდა იმუშავოს ინდუსტრიაში, სადაც ყოველდღე თვალში თითს კვრა მიწევს. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ისტორია, სადაც მართალი ვარ, და ჩემი მაღალი რანგის სტატუსი და კონტაქტები არის იმის ღირსი, რომ გადავხედო ჩემს პოლიტიკურ მიკუთვნებას ისეთ ცნებებთან როგორიც არის ჭეშმარიტება და ღირსება.»

ვეტერანების უკან დღეს დგას ყველაზე დიდი კერძო სადაზვერვო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია HUMINT-ზე, ანუ ადამიანის ინტელექტზე და რომელიც უფრო დიდია, ვიდრე თვით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო; ის თავს იქებს იმით, რომ მას შეუცვლია პოლიტიკა და შეუძლია ცვლილებების განხორციელება.

მისი მკვლევარების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ პერიოდში ობამამ და კერიმ, როგორც ჩანს, გონება დაკარგეს. მათ იციან, რა ხდება საქართველოში და ამბობენ, რომ მათ დაიწყეს «გუგლის» იდეური ჯგუფების თვალთვალი STRA­TFOR-ის და  Wikileaks-ის კაბელური ჭიშკრის მეშვეობით, და თუ სად იყვნენ ხმელეთზე. აქ ომამდე დაიწყეს იარაღის თვალთვალი და მოგვიანებითაც, 2010-ში, აშშ-ის Grapple-ის საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის ფლოტის ჩართვის შესახებ, იარაღის ტრანზიტისა და ა.შ.

გორდონი და მისი ჯგუფი  მნიშვნელოვანი წყაროები იყვნენ რუსეთსა და თურქეთში, მათ შორის, ისრაელის თვითმფრინავების მოძრაობის სამეთვალყურეოდაც, რომლებიც გადაჰქონდათ აზერბაიჯანში, თუმცა აეროდრომის შესახებ წყაროები უმაღლეს დონეზე იყო გასაიდუმლოებული… და აბსოლუტურად დადასტურებული _ მე ფოტოებით დავადასტურე ისრაელის უპილოტო თვითმფრინავების ტექნიკოსების საქართველოში ყოფნა.

გორდონმა დაწერა რამდენიმე სტატია ამის შესახებ და ისაუბრა კიდეც ამ საკითხზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა დიპლომატური კონფრონტაცია აზერბაიჯანსა და ირანს შორის. აზერბაიჯანელმა ოფიცრებმა ზემოხსენებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი შარშან მსოფლიო პრესას დაუდასტურეს და ეს ინფორმაცია ასევე მოცემულია მის წყაროებში სომხეთში. 

მე ამჟამად ვთანამშრომლობ გორდონთან და მის გუნდთან სადაზვერვო მიმოხილვაზე და მან მთხოვა შემეფასებინა, ჩემი აზრით, თუ რა მოხდა სირიაში და ვითომდა ქართულ, საუდის და თურქულ კავშირებზე.

მათ უნდათ, რომ მე დავამატო ნარევში ნარკობიზნესი, სამხედროები, აშშ-ის კონგრესი, ცენტრალური სადაზვერვო ბიურო, ნავთობის ფიუჩერსებით მანიპულაცია და მილსადენის შემოსავლები. არსებობს ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებსაც თქვენ უწოდებდით «შირმას»… და ისინი შეიძლება გამოვიყენოთ, რათა ავხსნათ, თუ რატომ მიმართავენ სახელმწიფოები ისეთ ქმედებებს, რომლებსაც არანაირი აზრი არ აქვს, აყოვნებენ ტექნოლოგიას, იწყებენ კონფლიქტებს უმიზეზოდ და ასე შემდეგ.

_ რა ტიპის გამოძიება ჩაატარეთ ლიკა მოშიაშვილთან ერთად?

_ არანაირი, არასდროს არ მიმუშავია მასთან ერთად ამ გამოძიებაზე. მას არც კი ვიცნობ. უბრალოდ, ვიცი, რომ მან დაწერა რამდენიმე სტატია ჩემი სამუშაოს შესახებ. მან აღწერა, როგორ უპასუხა აშშ-ის საელჩომ ჩემს სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებს ჯერ კიდევ აპრილში. როგორღაც, მის სტატიებზე დაყრდნობით ერთმანეთს დაუკავშირა რომელიღაც დასავლური მედიასაშუალებები და ჩემი გამოძიებები.

მან დააჯამა ჩემი ინტერვიუები და ის, თუ როგორ განვაცხადე საჯაროდ, რომ ლაბორატორია შექმნილი იყო იმისთვის, რომ ჩაეტარებინა საშიში ექსპერიმენტები ვირუსებსა და ბაქტერიებზე, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ დაავადების გავრცელება საქართველოში და ზოგადად მთელს რეგიონში. იგივე ინფორმაცია გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც.

ქიმიური იარაღი 

მე მხოლოდ იმას ვაცხადებდი, რომ იარაღი გადიოდა საქართველოდან სხვა ქვეყნებში რაღაც დროის განმავლობაში, რომ საუდის დაზვერვა აქტიურად ჩართულია პროცესში, რომ, თუ მსგავსი იარაღი ჩავიდოდა ახლო აღმოსავლეთში, საქართველო საამისოდ იდეალური ტრანზიტული ზონაა მისი ადგილმდებარეობის გამო და აქვს უკანონო ხელშეკრულებების გამოცდილება როგორც მსგავსი იარაღების გაცვლისა ნარკოტიკულ საშუალებებში, ასევე იარაღით ვაჭრობისა აფრიკაში და ა.შ.

არსებობს ძალიან ახლო კავშირები ქართველ ბიზნესმენებს შორის, მათგან ზოგი ლიბანური წარმომავლობისაა, რომლებიც ძალიან ახლო კავშირში არიან ამერიკულ და საუდის სადაზვერვო სამსახურებთან. მე ვიძიებდი ამ კავშირებს წლების განმავლობაში. ეს ქსელი დიდი ხნის ჩამოყალიბებულია, რის შესახებაც სრული ინფორმაცია აქვთ აშშ-ის მთავრობას და ზოგ ელემენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. დროდადრო მე ვუზიარებდი ჩემს ზოგიერთ ნაშრომს ბიოკვლევით ლაბორატორიას, როგორც ნახსენებია ქართულ და საერთაშორისო მედიაში. ეს ინფორმაცია, მისი უმეტესი ნაწილი ღიაა.

თუმცა გამოვთქვი ჩემი უდიდესი წუხილი იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, დასასრულ კი მასთან ერთად განვიხილე რუსეთის რეაქციის შესაძლებლობა, რაც ხდება სირიაში და რომ მათ შეიძლება საპასუხოდ გამოიწვიონ პრობლემები საქართველოში. რუსებს  არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ აშშ-ის წინააღმდეგ სამყაროს სხვა ნაწილში, მაგრამ საქართველოში არის მრავალი სუსტი ადგილი, იარაღის ტრეფიკინგის ქსელის აწყობის გამო, რომელიც წინა მთავრობამ შექმნა.

_ რა შეგიძლიათ თქვათ რუსეთის ჩარევაზე?

_ რუსები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველები და მათი მეგობრები, NATO, აკეთებენ იმას, რაც არ არის დაშვებული საერთაშორისო ბიოიარაღის შესახებ შეთანხმებებით. ეს საჯაროა, რომ ორივეს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, აქვთ ბიოკვლევის პროექტები საქართველოში. ისინი ნიღბავენ ამ ყოველივეს, თითქოს სამოქალაქო კვლევას ახორციელებენ. რუსები უკვე იყენებენ ამერიკელების წინააღმდეგ კავშირს ბიოიარაღთან იმ თამაშში, რომელიც მიმდინარეობს სირიის გარშემო, «ყალბი დროშის ოპერაცია», რომელშიც სირიის სახელმწიფომ გამოიყენა ქიმიური იარაღი და მოკლა 500 მოქალაქე.

რუსული მედია იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და გადაიღო საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი, რომ აშშ-მა ამჟამად დროებით შეაჩერა ალექსეევკაში ბიოიარაღის განვითარების გეგმა რუსული  პრესის გამო. 

ვფიქრობ, რომ კარგია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბიოკვლევის პროგრამები, როგორც საბაბი, რათა გაავლოს ხაზი სირიის ქვიშაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების საპასუხოდ, რომლებმაც გამოიყენეს ბიოიარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც ხრიკი, რათა გარე ძალები ჩაერთოთ სამოქალაქო ომში.

მე გარკვეული დრო გავატარე რუს ჟურნალისტებთან და მომეჩვენა, რომ ისინი მენდობოდნენ, რადგანაც ჩემი 19 წლის ვაჟიშვილი მოსკოვშია. მათ ესმით ჩემი სურვილის მოტივები, რომ შევაჩეროთ ბიოიარაღის გამოკვლევა, როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ დონეზე. ნათელია, რომ აშშ-მა დაარღვია ბიოიარაღის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება/კონვენცია და ეს მოხდა დაუსჯელობის გრძნობით საქართველოში.

ვფიქრობ, რომ შედეგად აშშ დათმობს სირიას, რადგან  ესმის, რომ, თუ  თავს დაესხმება ქიმიური იარაღის საბაბით, მაშინ რუსეთი შეძლებს იგივე გააკეთოს ბიოლოგიურ იარაღზე და DOD-ის ექსპერიმენტული ვაქცინის პროგრამებზე საქართველოში.

მე ასევე მითხრეს, რომ მეგობარი მუშაობს ელიავას ინსტიტუტში, სხვა ბიოკვლევით ინსტიტუტში, რომელიც ასევე დაიღალა აშშ-ის სამხედრო პროექტებით, რომელიც სადღაც მთელ ამ ბინდიან ზონაში არის მარადმწვანე სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შემოდის ჩუმად, NATO-ს პროგრამის საფარქვეშ, შემდეგ ის უკავშირდება Bechtel National-ს და ვინ იცის, რამდენად დიდია ეს მკვლევარების და პატრონაჟის საშიში ქსელი.

_ რა პრობლემები ან კომენტარები შექმნა აშშ-ის სახელმწიფომ ან საელჩომ გამოძიების პროცესში და მის შემდეგ?

_ უბრალოდ, გაიხსენეთ, რამხელა პიარს დებენ ამერიკელები ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაში, საელჩოს საიტზეც კი და მათ რეკრიმინაციებზე, რადგან ისინიც იმავე მიზეზს ემსახურებიან. მათ არ სჭირდებათ ყურადღება რეალურ საკითხებზე და არ სურთ, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რომ მათ აქვთ ის, რაც  სხვას არავის აქვს მსოფლიოში _ ანტიბიოტიკების ალტერნატივა, მეოთხე დონის ბიოსაშიში ხოჭოების წამალი და მომაკვდინებელი გველის ნაკბენის განკურნების საშუალება.

მათ იციან, ვისთან ერთად ვმუშაობ. საერთო სურათი ბევრად დიდია. ქართული ლაბორატორია არ ფუნქციონირებს, მაგრამ იქაური კადრები მუშაობენ ფარულ ოპერაციებში რეგიონში, სირიის მსგავსად. ეს რომ მარტო ქართულ ლაბორატორიებს ეხებოდეს, მაშინ რა პრობლემა იქნებოდა ეს აშშ-ს საელჩოს გადმოსახედიდან?

აშშ-საელჩო და ზოგიერთი დაქირავებული ჟურნალისტი, ზოგიერთ ამერიკელ ჟურნალისტთან ერთად, კონცენტრირებულად ცდილობდა ჩემს დისკრედიტაციას წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ აპრილში დაიდო განცხადება მათ ვებგვერდზე, რომ მე არ ვიყავი სანდო წყარო და ყველაფერი, რაც მოცემული იყო სტატიაში აშშ-ის პოლიტიკის შესახებ, იყო სრულიად ყალბი.

მაგრამ ეს არ იმუშავებს, რადგან ჭეშმარიტება მალე გამოაშკარავდება, თუ რატომ დაიხარჯა ამდენი ფული ამ ლაბორატორიაზე, კერძოდ, 300 მილიონი დოლარი, და როგორ იყენებდნენ აშშ, თურქეთი და საუდის არაბეთი საქართველოს, რათა მიეწოდებინათ ქიმიური და ჩვეულებრივი იარაღი ტერორისტებისთვის… ძირითადად, ეს «ალ ქაიდა» არის აშშ-ის საუკეთესო მეგობარი, თურქეთი კი _ მთავარი სუბკონტრაქტორი ბიოლაბორატორიის აშენებაში აქ, თბილისში.

ეს არ არის დამთხვევა!

ერთი რამ ნათელია: ამერიკელები ჯერ კიდევ პირდაპირ არიან ჩართულნი ბიოკვლევით პროგრამებში საქართველოში, მიუხედავად იმისა, ის სამოქალაქო თუ სამხედრო მიზნებისთვის იქმნება. ამერიკელები ისევ იქ არიან და ისევე მუშაობენ მას შემდეგ, რაც  Lუგარ-ის ლაბორატორია გაიხსნა 2010-ში.

ერთმა ასეთმა ამერიკელმა, Scott.smith@ch2m.com-მა, ახლახან მიიღო მოწვევა, რომ მისი კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაგრძელდეს. ცნობილია, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ასეთი ლაბორატორიის მუშაობის უზრუნველყოფა. მათ არ აქვთ აქტიური მოვლა-პატრონობისა და მონიტორინგის კონცეფცია. CH2M Hill და Battelle, Bechtel-ის და Dod-ის ორი ძირითადი კონტრაქტორი ჯერ კიდევ აქ არიან ტექმომსახურების მიზნით.

_ როგორ გაიგეთ, რომ ქიმიური იარაღი სირიაში საქართველოდან გაჰქონდათ და საერთოდ, რა ინფორმაციას ფლობთ ამის თაობაზე?

 _ ეს ინფორმაცია გორდონ დაფმა მომაწოდა. იგი სანდო წყაროებზე დაყრდობით აცხადებდა, რომ ქიმიური იარაღი გემით საქართველოდან სირიაში გაჰქონდათ. მათ გააჩნიათ ადამიანური დაზვერვის წყაროები მსგავსი მასალების მოსაპოვებლად. მე  ხელისუფლებას ის დაფარული საიდუმლო ჩანაწერები მივაწოდე, რომლებიც მოვიპოვე. მათ შორის იყო საქართველოში იარაღის თაობაზე გარიგებებთან დაკავშირებული მასალები. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტე, იმავე ისრაელთან იარაღის თაობაზე არსებულ გარიგებებთან  და სხვა მატერიალურ დახმარებასთან დაკავშირებით, დაადასტურეს გორდონმა და მისმა საგამოძიებო გუნდმა. ეს არის ვეტერანთა ჯგუფი, რომლის შრომისმოყვარეობით გამოაშკარავდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის მიწოდება გარედან, თურქეთის გავლით მოხდა. მათ აქვთ მტკიცებულება, რომ 2010 წელს საქართველოში მძიმე მასალები შემოვიდა, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც მიწისქვეშა ბუნკერების, ასევე სპეციალური მიწისქვეშა ქიმიური, ბიოლოგიური ან სულაც  ბირთვული კვლევითი დაწესებულების მოსაწყობად.

ესაუბრა მაია ჩუბინიშვილი

 

1 COMMENT

  1. ეს ყველაფერი თუ მართალია კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
    როდემდე უნდა ვიყოთ საექსპერიმენტო ბაჭიების როლში?
    ღმერთო გადმოგვხედე და დასაჯე ყველა ვინც ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here