Home რუბრიკები პოლიტიკა Euobserver –ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება

Euobserver –ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება

524

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება, _ ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Euobserver- წერს, რომელმაც ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.

 

სტატიის ავტორი, ანდრიუ რეტმენი, აღნიშნავს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის «ოცნება» აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ.

პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს ტიპურ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.

«პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა».

მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოცნების განხორციელებას შეიძლება 20 წელი დასჭირდეს. მან ასევე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება, რათა არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს», _ წერს რეტმენი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here