Home რუბრიკები პოლიტიკა 27 ივლისს საქართველოში ერთსქესიანი პოლიტქორწინება მოხდა!

27 ივლისს საქართველოში ერთსქესიანი პოლიტქორწინება მოხდა!

640

წინა პუბლიკაციაში ეს ყბადაღებული კოაბიტაცია ორი მამათმავლის «ზასაობას» შევადარე და მართლაც, განა არსებობს «მამრების» ეროტიკაზე ამაზრზენი და გულისამრევი რამ? ამის გამო სოციალურ ქსელში ერთმა «ფრენდმა» ეთიკურობისკენ მომიწოდა და ვიფიქრე, მართლაც ხომ არ გადავაჭარბე-მეთქი?! მაგრამ 27 ივნისს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი პოზიციის მართებულობაში და, თუ რა მაქვს მხედველობაში, დაწვრილებით მოგახსენებთ.

პრაიმერიზი _ დააკვირდით, არა პრაიმერი, როგორც აქამდე გვსმენია, არამედ პრაიმერიზი, რაც ამ სიტყვის მნიშვნელობას არ ცვლის, მაგრამ ფორმის ცვლით, ყველაფერთან ერთად, «ნაცების» მხრიდან იმის მინიშნებაც იყო ჩვენთვის, რომ დღესაც ისეთივე გაუნათლებელი ვართ ქართული საზოგადოება, როგორც 1 ოქტომბრამდე ვიყავით მთელი 9 წელიწადი _ რა მოხდა მერე, თუ ცოცხებით გვაუპატიურებდნენ, ქუჩებში გვხვრეტდნენ, მთავარი ხომ ისაა, რომ სააკაშვილის დაგებული ასფალტით, განათებული გზებით ნატო-ევროპისკენ მივგლიჯინებდით?!

«ყველაფერთან ერთად» კი ის არის, რომ პრაიმერიზით გადაწყვიტეს ჩვენი დაბოლება და დასავლეთის თვალში ერთადერთ ოპოზიციად დამკვიდრება _ ნახეთ, როგორი დემოკრატები ვართ, უნახავს ვინმეს აქამდე საქართველოში შიდა პარტიული არჩევნები? ჯერ «განახლებული პარტიის» შიგნით ვირჩევთ საპრეზიდენტო კანდიდატს და ა.შ. სხვა მრავალი «დემოკრატიული» ლათაიები. იმის შეხსენება ვერავინ გაბედა «მეოცნებეთაგან», რომ ეს ე. წ. პრაიმერიზი რეალურად იმას ადგენდა, თუ რომელი ქაქი უფრო ნაკლებად ყარდა!

შეხსენებას ვინღა დაეძებს, ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ «ოცნებისტები» გაძლიერებული დაცვით, «მოაპრაიმერიზებინეს» მთელი აღმოსავლეთ საქართველო და, ქუთაისის მსგავსად, მთელს დასავლეთშიც თავი ქუდში ეგულებოდათ, მაგრამ სწორედ ის თავები დაუხეთქეს სამეგრელოში და აჭარაში ამ ნაძირლებს!

იგივე შეიძლება ითქვას ამჯერად უკვე «ოცნება»-»ნაცების» ტანდემის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებზეც: 9 თვეა, ყოველდღიურ რეჟიმში გვაყურებინებენ რუბრიკას «ნაცების» ბრძნული აზრების სამყაროში», საიდანაც ის ხალხი გვიკითხავს მორალს, რომელთა ნაწილი ციხეში უნდა იჯდეს და ნაწილი, ტელე-ეკრანზე კი არა, სირცხვილით ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავდეს!

რომელი ერთი გაგახსენოთ? თუნდაც ის, თუ როგორ დაგვცინა უცნობმა ექიმმა და ცნობილმა მასხარამ, ოთარ ტატიშვილმა, როდესაც ვანო მერაბიშვილი, ეს ერთ-ერთი მთავარი «შემოქმედი» და მართლაც ხერხემალი სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმისა, საღლიცინოდ მიიწვია და თანაც სად? ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში!

ანუ, ფიგურალურად თუ ვიტყვით, მკვლელი მოკლულის სახლში მოკლულზე მასხარაობდა!

არც ეს იკმარა ვახო სანაიამ და სეზონი იმით დახურა, რომ გადაცემაში სამეგრელო-აჭარაში «დაჩაგრული» კვარტეტი მიიწვია და 2 საათი ის გვარჩევინა ინტერაქტივში, რომელი უფრო ნაკლებად ახვარია:  რიჟა ხლისტი ზურაბ  ჯაფარიძე, უდღეური შოთა მალაშხია, სვანეთის ჯალათი გიორგი ბარამიძე თუ დანა-ჩანგლის რაინდი დავით ბაქრაძე.

თითქოს ისე გამომივიდა, რომ «იმედია», მთავარი იმედი და «გამპრავებელი» «ნაცებისა», მაგრამ არც სხვებს დავწყიტავ  გულს _ ტანდემის მიერ კონტროლირებადი ყველა ტელევიზია მეტ-ნაკლები წარმატებით ეწევა «ნაცების» გათეთრების ჭაპანს, რასაც მე საზოგადოების მორალური წამების კვალიფიკაციას მივცემდი, რაც, ჩემის აზრით, ცოცხებით წამებაზე არანაკლებ მძიმე ასატანია!

სამეგრელოს ინციდენტის შემდეგ ისიც «ვიწინასწარმეტყველე», რომ პრაიმერიზის დასკვნით ეტაპზე თბილისში პოლიციის ისეთ კორდონს გაუკეთებდნენ «ნაცებს», რომ ახლოსაც ვერავინ მიეკარებოდათ და, თუ მაინც და მაინც, აქეთ დაგვიჭერდნენ «ხულიგნებს»!

ისემც კარგი დაგემართოთ, როგორც ჩემი პროგნოზი ახდა. მიუხედავად თბილისელების მცდელობისა, ბუზიც ვერავინ აუფრინა საყოველთაო, ერთიანი ზიზღის ობიექტ «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» და 3 «ხულიგანიც» დააკავეს!

უფრო მეტიც, «ნაცების» ინტელექტის სიმბოლო გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ, ზიზღის მიუხედავად (გაიგეთ, ხალხო, კარგად აცნობიერებენ, რომ უსაზღვროა მათ მიმართ ზიზღი ქართველი საზოგადოებისა, მაგრამ «მეოცნებეთა» მხარდაჭერით გულმოცემული მეცოცხეები, განაგრძობენ ჩვენს აბუჩად აგდებას.  _ დ.მ.), მაინც მიაღწევენ სასურველს.

არა, იმას არ ვამბობ, რომ ჩვენს სახელოვან პატრულს ხელი უნდა შეეწყო «ნაცებზე» ანგარიშსწორებაში, მაგრამ გამოფენის ტერიტორიაზე რა უფლებით არ შეუშვეს პროტესტანტები?

ამათი სანატრელი ნატოს სამიტები ტარდება გამაყრუებელი ხმაურის ფონზე და ეს საზიზღარი «ნაცები» ვინ ბრძანდებიან, რომ დარბაზის სიახლოვეს არ გააჭაჭანეს ნანა კაკაბაძე და მისი რაზმი?

სხვათა შორის, სწორედ იმ დარბაზში დაფიქსირდა «ნაცების» «კათარზისი», ანუ, როგორც პრაიმერიზში გამარჯვებულმა ბრძანა, «განახლებული პარტია», რომელშიც შარშან, დაახლოებით ამავე დროს, დაფუძნდა «ქართული ოცნება», როგორც პოლიტიკური პარტია!

იქნებ ეს «წვრილმანი» უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ერთობ სიმბოლური, ყველა შემთხვევაში, ეს ფაქტია!..

დამპალთა შორის ნაკლებად დამპალმა, ანუ პრაიმერიზში გამარჯვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სეფე სიტყვაში უეჭველი გამარჯვება აღუთქვა დამსწრე საზოგადოებას და პირდაპირ სატელევიზიო დებატებში გამოიწვია ქსოვის მოყვარული ფილოსოფოსი, პლასტელინი გიორგი მარგველაშვილი და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი წინამდებარე წერილის შექმნისა და მისი სათაურისაც!

ანუ, დიდ კონსტანტინე გამსახურდიას თუ დავესესხები, ამან ამიშალა:                    

პრემიერ ივანიშვილის უკიდეგანო სიმპათიები, ქართველი საზოგადოებისთვის «ნაცებზე» არანაკლებ მიუღებელი რესპუბლიკელების მიმართ, როგორც იტყვიან, «არ ახალია, ძველია». მაგრამ მე იქიდან დავიწყებ, როდესაც ჯერ კიდევ სჯეროდათ ზღაპრისა, ბიძინა ივანიშვილის იძულებით ფლირტზე ამ ანტიეროვნულობაში ეჭვმიტანილ და ამიტომ ყოვლადურეიტინგო პარტიასთან!..

გახსოვთ, ალბათ, შარშან, «ოცნების» საარჩევნო კამპანიისას, არა ერთხელ განაცხადა მომავალმა პრემიერმა საკუთარი მომხრეების გასაგონად, რომ რესპების კრიტიკისგან თავი შეეკავებინათ. იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა თავად გაემიჯნებოდა ამ ანტიეროვნული რეპუტაციის ძალას, მეტ-ნაკლებად გაითვალისწინეს არა მხოლოდ ბიძინას მომხრეებმა, არამედ მედიაშიც კი ერთგვარი თვითცენზურა, მორატორიუმი დაწესდა რესპუბლიკელების კრიტიკაზე, რამაც 1 ოქტომბრის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა. სულ უფრო ხშირად ახსენებდნენ ბიძინას, რომ ჩვენ მას მივეცით ხმა და არა რესპუბლიკელებს, რომელთაც, როგორც მინიმუმ, მთელი პარლამენტი ჩააბარა!

მაგრამ, უდრეკ იყო პრემიერი!..

ის ზემოხსენებული ზღაპარი ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის 35 წლის იუბილეზე ივანიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ჩაგვივარდა ხელში, რომელიც გამოქვეყნდა კიდეც ჩვენს გაზეთში!

რა აღარ უწოდა მაშინ დითირამბების იშტაზე მოსულმა ივანიშვილმა რესპებს _ «ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია», «ჩემი მასწავლებელი»…  გული დამეწვა, როდესაც გავიგე, რომ ასეთ პარტიას თურმე ფული არ გქონიათ და მოგიკვდეთ ბიძინა, თუ თქვენ აწი ფულები შემოგაკლდეთო და, როგორც კულუარებიდან გაჟონა ინფორმაციამ, დედოფალ ხიდაშელს საიუბილეო საჩუქრად 5 მილიონის ჩეკი ჩაუცურაო!..

მკითხველი ხვდება, რომ ივანიშვილის სიტყვას კი არ ვციტირებ, არამედ იქნებ ზედმეტად უტრირებულადაც, მაგრამ მაინც, მხოლოდ ხაზს ვუსვამ პრემიერის საიუბილეო მილოცვის პათოსს…

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ბიძინა ივანიშვილი, დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, საშური ერთგულებითა და ქართველი საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი დაჟინებით ასრულებდა და ასრულებს რესპების გაკეთილშობილების, გათეთრების მისიას, მაგრამ სულ ტყუილად!

ცხონებული აბონ ციციაშვილის და რეიგანის დავიწყებული ანდაზისა «რაც მოგივა დავითაო» არ იყოს, ეტყობა ბიძინასაც დაავიწყდა  დიდი შოთას შეგონება _ «არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა» და თუ ამ ხეხვას არ მოეშვება, ვინძლო ის, რეიგანის დავიწყებული ანდაზა, აუხდეს!

მაგრამ, ხეხვაც არის და ხეხვაც, რადგანაც ბიძინას ბოლო გადაფარება რესპებზე უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, რამაც მადლიანი ქიზიყი გამახსენა:                   

«ტრაყ, ცოტა კიდე გაჰკიდამს», _ ასე იციან ქიზიყში თქმა, როდესაც მავანი უკიდეგანო ტრაბახს დაიწყებს ხოლმე. აშკარა ტყუილს «ტრაყ» რეპლიკით შეგაწყვეტინებენ, ხოლო ტრაბახას ქიზიყურად ტრაყუნა ჰქვია!

სახელმწიფო მოღვაწე უწოდო დავით უსუფაშვილს?! ბატონო ბიძინა უსუფაშვილისადმი თქვენი ეს დითირამბი ქიზიყელებს რომ მოესმინათ, თქვენდამი დიდი ხათრის მიუხედავად, ეჭვი მაქვს, კახური პირდაპირობითა და უსიამო რეპლიკით გაგაწყვეტინებდნენ…

ღვაწლი, ნაღვაწი, მოღვაწე, ღვაწლმოსილი და ა. შ. ხომ გარკვეულწილად ღვთიური კატეგორიებია და, თუ უსუფაშვილი სახელმწიფო მოღვაწეა,  რატომ მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწე? ეროვნული გმირი, მეორე ილია ჭავჭავაძე, ქართული პოლიტიკის პირველი გურუ და ა. შ. «ცოტა კიდევ გაგეკიდა», თუ ნერვების მოშლაა, ბოლომდე მოგვიშალეთ ნერვები, ბატონო ბიძინა, რადგან უკვე სულერთია, რაც ამას მოაყოლეთ, ქართული საზოგადოება ნამდვილად ვერ «მიიღებს გაგებით»!

შეწყვიტეთ რესპუბლიკელების უსაფუძვლო კრიტიკა! _ ეს მერამდენედ მოუწოდებს საკუთარ მომხრეებს პრემიერი, მაგრამ ამჯერად ულტიმატუმს უფრო ჰგავდა მისი განცხადება _ ვისაც მე გინდივართ (გიყვარვართ), რესპუბლიკელებიც უნდა ინდომოთ (შეიყვაროთ). აშკარად ეს იგრძნობოდა პრემიერის ტონალობაში!..

არადა, 1 ოქტომბრამდე მართლაც უსაზღვრო იყო ნდობაც და სიყვარულიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შაგრენის ტყავივით პატარავდება. თუ რატომ, ამის მიზეზთა საჩხრეკად «ბრძენთა ხმობა» არ დაგვჭირდება:

რუსეთთან ვერანაირი «ურთიერთობის დალაგება» და ამ ფონზე დასავლეთიდან მხოლოდ გარყვნილების «შემოლაგება» საქართველოში _ «ნაცებთან» ტანდემი, «ნატო, ნატოს» უაზრო მიეთ-მოეთი და სანაცვლოდ იმავე ნატოსგან რეალურად მხოლოდ პედერასტების უფლებების დაცვა საქართველოში და არა ტერიტორიული მთლიანობისა; ივანიშვილის დეპუტატ-მინისტრებმაც მიბაძეს «ნაცებს», ეგენიც დაცვით დაბრძანდებიან, მათაც საიმედოდ შემოიღობეს საკუთარი კეთილდღეობის საზღვრები ისე, რომ არა თუ ახლოს ვერ მიეკარები, «უცნობ ზარებს» ნაცებივით აღარ პასუხობენ; ისინიც ეზიარნენ შავი ჯიპების, მაღალი ხელფას-პრემიების თუ სხვა მრავალ საბიუჯეტო სიკეთეებს; ეკონომიკაში გასაგებია, რომ რამდენიმე თვეში სასწაულს არვინ ელოდა, მაგრამ არავითარი დინამიკა, სრული სტაგნაცია. უბრალო ხალხს ისევე უჭირს , როგორც 1 ოქტომბრამდე _ ერთადერთი შვებაა მხოლოდ ის, რომ ჯერჯერობით ცოცხებით აღარ გვაუპატიურებენ და ქუჩებში დუბინკებს არ გვირტყამენ, ეს მხოლოდ _ ჯერჯერობით!..

ამ ყველაფერს მართლაც «გაგებით მიიღებდა» საზოგადოება, რომ უმთავრესი დაპირება, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რეალურად მიმდინარეობდეს!

მიმდინარეობს კი არა, ამ ყველაფერმა გროტესკული სახე მიიღო _ ე.წ. გახმაურებული საქმეებიც ვერ გახსნეს, მიუხედავად არჩილ კბილაშვილის მიერ არა ერთხელ დათქმული ვადებისა: ჟვანიას, გირგვლიანის, რობაქიძე-ვაზაგაშვილის, შარაძის, ციხის ბუნტის, 7 ნოემბრის, 26 მაისის საქმეების გახსნას, დამნაშავეთა დასჯას, გამოძიება კი არა, პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც შიგნიდან «სახელმწიფო მოღვაწე» რესპები კარნახობენ ბიძინას, ხოლო გარედან ამერიკის საელჩო, რაც, პრინციპში, ერთი და იგივეა!

ჰო, ნურც ბიძინას მრჩევლებს, თამარ ჩუგოშვილსა და თომას ჰამერბერგს, დავივიწყებთ _ პირველი რესპუბლიკელების კადრია, ხოლო მეორე _ ევროპის ნაკომისრალი, რომლის ბრძნული გადაწყვეტილებით უნდა განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რასაც კვერს უკრავენ ენჯეოები თუ ე. წ. მედიაექსპერტები (ლაშა ტუღუში ღამით რომ გააღვიძო, უნდა განადგურდესო, იყვირებს!).

ყველას გასაგონად ვიტყვი _ თუ ის ფარული ჩანაწერები სოფლის კლუბის გამგის პირადი ცხოვრებაა, არ მაინტერესებს, მაგრამ რომელი ფაილებიც ყოფილ თუ მოქმედ დეპუტატ-მინისტრებს, ზოგადად მაღალჩინოსნებს ეხება, უკაცრავად და, ეს აღარ არის მხოლოდ პირადი და უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, როგორი სექსუალური ორიენტაციის არიან ისინი, ვინც გვმართავდა ან ახლა გვმართავს, ისევე, როგორც «განათლებული» ბერლინის, პარიზის, ციურიხის მოსახლეობამ იცის, რომ მათი ქალაქების მერები, საგარეო საქმეთა მინისტრები პედერასტები არიან!

მაგრამ, მგონი, კალამი გამექცა და მთავარს დავუბრუნდეთ… ურეკის «საიდუმლო სერობის» შემდეგ ვთქვი, რომ, ჩემი ინფორმაციით, გადაწყდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით ბაქრაძე უნდა გავიდეს მეორე ადგილზე, რათა «ნაცმოძრაობა» დაფიქსირდეს, როგორც ერთადერთი მთავარი ოპოზიცია-მეთქი!

ახლა კი მინდა ვაღიარო, რომ «ჩემი ინფორმაციით» უბრალო ჟურნალისტური ტრიუკი იყო და არავითარი აგენტურული ინფორმაცია არ მქონია!

ჩემი ინფორმაციის წყარო მიმდინარე მოვლენების ჯაჭვის რგოლების კრიალოსნის მარცვლებივით გადათვლა-ანალიზი იყო და, მგონი, არ შევმცდარვარ _ ამ უნამუსოების პრაიმერიზმმა, «სახელმწიფო მოღვაწის» თუ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა თუ წამოცდენებმა დაადასტურა, რომ ეს ასეა!

ხოლო პრაიმერიზმის დასკვნითმა ნაწილმა და განსაკუთრებით რიჩარდ ნორლანდის განცხადებამ, ალბათ, ურწმუნო თომებისთვისაც ცხადი  გახადა ყველაფერი…

თავად განსაჯეთ _ დავით ბაქრაძე უეჭველ გამარჯვებას გვპირდება და დებატებში იწვევს მარგველაშვილს, რასაც ქუთაისიდან მყისიერად ეხმაურება ნორლანდი _ ჯერ მიულოცა პრაიმერში გამარჯვება და შემდეგ მანაც დებატებით გვისურვა საარჩევნო კამპანიის წარმართვა!

ახლა «სახელმწიფო მოღვაწის» შედარებით ადრეული განცხადება გავიხსენოთ, რომელშიც ის პირდაპირ აცხადებს, რომ მისი ამოცანა «ნაცების» პოლიტიკაში დატოვება და არა მათი განადგურებაა; იმავე სახის აღიარება ირაკლი ალასანიას მიერ; ზემოხსენებული სატელევიზიო პიარი ნაცებისა; ივანიშვილის ეს ბოლო, ლამის ისტერიკა რესპუბლიკელების გამო და, როგორც იტყვიან, წრე შეიკრა _ «ნაცები», რესპუბლიკელები და თავად ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკურად ერთსქეს, ერთხორც და ერთსულნი არიან!

დიახ, ერთსქეს და ამიტომაც დავასათაურე წერილი ისე, როგორც დავასათაურე!

ჰოდა, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები (ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური) დაკანონდა, იქ ქორწილიც არის მოსალოდნელი თავის ჯვრისწერით, ხელისმომკიდ-თამადა-მოადგილეებით, რაც, «ჩემი ინფორმაციით», შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ გაიმართება და ასეთ სახეს მიიღებს: ნეფე-პატარძალი _ გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე! ვინ რომელი იქნება, ამას ან არჩევნების შედეგების მიხედვით, ან როგორც ტრადიციულ ერთსქესიან ოჯახებშია მიღებული, კონსენსუსით გადაწყვეტენ;  ხელის მომკიდეები: ბიძინა ივანიშვილი და რიჩარდ ნორლანდი; ჯვრისწერის საიდუმლოს ბელგიაში გადახვეწილი პადრე ბასილ კობახიძე აღასრულებს; თამადა იქნება საიას ახალი შეფი კოჟორიძე, ბილბაში კი იდენტობის დირექტორი, რომლებიც «უსიკებიანი» პრეზერვატივებით (რაა, გოიმურ ყანწებს და ფიალებს აღარ ჯობია?) შესვამენ ახადშეუღლებულთა სადღეგრძელოს და, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე, თუ ალავერდზე უარი თქვა, თავზე დაასხამენ რიჩარდ ნორლანდს.

ახლადშეუღლებულებს ქორწილშივე აუხდებათ თამადის სადღეგრძელო და იქვე გამრავლდებიან, რადგანაც დამსწრე სტუმართაგან აიყვანენ შვილებად ქდმ-ს, ახლებს, ედპ-ს და «ნამდვილი» არასაპარლამენტო ოპოზიციაც გვეყოლება.

სერიოზულად კი, ყველა შემთხვევაში ამერიკელთათვის მისაღებად გაფორმდება კოაბიტაციის ამაზრზენი პროცესი!

ამიტომ ახლა იქით ვუყენებ ულტიმატუმს ბატონ პრემიერს ქართველი ერის, საზოგადოების უმრავლესობის სახელით: ან «სახელმწიფო მოღვაწე» რესპუბლიკელები და მათთან ერთად «ნაცებთან» კოაბიტაცია, ან ამერიკის მონობა, ან ქართველი ერის მსახურება და, აქედან გამომდინარე, სიყვარული და პატივისცემა!

დავით მხეიძე

 

P.S. ქართველობაში, ვაჟკაცობაში ეჭვმიტანილო დეპუტატებო! თქვენც რატომ დუმხართ, ღინჭანაჭამი გოჭებივით რომ გაყურსულხართ, ხმა ამოიღეთ, ვერ ხედავთ, რომ სამშობლო ხელიდან გვეცლება ამ აქოთებული კოაბიტაციის გამო?!
დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო…

1 COMMENT

  1. ეეე ბატონო დავით… გლოვააა გამოსაცხადებელი გლოვააა მტელ საქართველოში…ნაცარი შეაყარეს ხალხს თვალებში და ეუბნებიან ასეა საჭიროვოოო..უფ …კაცების ვაჯკაცების მამულიშვილების ნაკლებობას განვიცდით ალბათ…

  2. ბატ.დავით!უღრმესი მადლობა,ამ გვიან ღამეს თუ უკვე დილას თქვენი სტატიით ძალიან ვიხალისე,ყველაფერში გეთანხმებით,ოღონდ სტუმრებიდან, შვილად აყვანა, ალბათ გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს, "პროფესიონალ ჟურნალისტ" ტაბულასაც მოუწევს?!

  3. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც აქვს კაცობა, ღირსება და ხმას ნაც. ტირანიას მისცეს, მშობელი რომელიც ფიქრობს საკუთარი შვილების მომავალზე, ის მხრს დაუჭერს ამ სადისტების ბოგინს საქართველოში?, განა იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ რესპუბლიკელები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში? პარადოქსია ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება სახელმწიფო მიანდო ანტიქართული ბაცილებით აცრილებს, რატომ იღებს ბიძინა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, განა იმიტომ აირჩია ქართველმა ხალხმა?

  4. ისეთი დრო მოდის, რომ შანსი აღარ გვრჩება ჩვენი ქართული იდენტურობის, წესის და ადათის შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ ყველაფერს ფინანსური მხარე აქვს…. აქ რადიკალური ბრძოლაა საჭირო!!! ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ ადგილას არის მოფიქრებული. ამის მიზანი გასაგებია, მაგრამ საშინელება ისაა, რომ, ვიღაც ჩვენივე ხელით გვანადგურებს და ჩვენ უკვე თითქმის დზალა არ გაგვაჩნია ამის გასაჩერებლად.
    ივანიშვილს რაც შეეხება აშკარაა, რომ ის უკვე სიტუაციის მძევალია….

  5. თურმე არაფერია ამ ქვეყანაზე რაც ფულზე არ იყიდება, თურმე არაფერია ამ ქვეყანაზე, რასაც ძალა არ ერევა და თურმე არაფერია პოლიტიკოსზე ბინძური ადამიანი ამ ქვეყანაზე .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here